მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ მაგიდის აყირავებას არ ვაპირებთ, მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის" - ანა ნაცვლიშვილი
"ჩვენ მაგიდის აყირავებას არ ვაპირებთ, მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის" - ანა ნაცვლიშვილი

"ჩვენ მა­გი­დის აყი­რა­ვე­ბას არ ვა­პი­რებთ. მზად ვართ მე­ხუ­თე რა­უნ­დის­თვის, მა­შინ, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რე­ა­ლო­ბას გა­ი­აზ­რებს", - ამის შე­სა­ხებ "ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მე­ხუ­თე რა­უნ­დის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ლე­ლოს“ სურს, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი დაძ­ლე­უ­ლი იყოს, რათა ქვე­ყა­ნამ ნა­ბი­ჯი წინ გა­დად­გას.

"ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ჩვენ ვნა­ხეთ არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ იქ­ცე­ვა სწო­რად, გამჭვირ­ვა­ლედ და ცდი­ლობს, მა­გი­დის ქვე­ში­დან შე­ა­ცუ­როს იდე­ე­ბი. ამა­ვე დროს, მო­ლა­პა­რა­კე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­ე­მუქ­როს ოპო­ნენ­ტებს და­ჭე­რით, პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით და ასე შემ­დეგ. ჩვენ ვრჩე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან არა იმი­ტომ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მოგ­ვწონს მე­ო­რე მხა­რე, ვი­საც ვე­ლა­პა­რა­კე­ბით, ან არა იმი­ტომ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვართ გან­წყო­ბი­ლი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბის რე­სურსს აღ­მო­ა­ჩენს სა­კუ­თარ თავ­ში, არა­მედ იმი­ტომ, რომ ჩვენ გვინ­და ჩვენს სამ­შობ­ლოს მივ­ცეთ შან­სი იმი­სა, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი დაძ­ლე­უ­ლი იყოს და ქვე­ყა­ნამ წინ გა­დად­გას ნა­ბი­ჯი.

პო­ლი­ტი­კურ ჩიხ­ში შე­სუ­ლი ქვე­ყა­ნა წინ ნა­ბიჯს ვერ გა­დად­გამს. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ჩვენ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და შემ­დგა­რი­ყო, რომ მიგ­ვე­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მათ შო­რის დრო, რო­დე­საც ისი­ნი უკვე აშ­კა­რად და მკა­ფი­ოდ და­ი­ნა­ხავ­დნენ იმ სუ­რათს, რო­მე­ლიც 11 დე­კემ­ბერს და­ი­ნა­ხეს.

ეს არის ერ­თპარ­ტი­უ­ლი და ერ­თფრაქ­ცი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­თავ­სე­ბე­ლია იმ სა­ხელ­მწი­ფოს­თან, რო­მე­ლიც პრე­ტენ­ზი­ას აცხა­დებს, რომ ის არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ხე­ლი­სუ­ფა­ლი. იმე­დი გვაქვს, რომ ეს სუ­რა­თი მო­ახ­დენს ფიქ­რის მო­ბი­ლი­ზე­ბას „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, ჩვენ მა­გი­დის აყი­რა­ვე­ბას არ ვა­პი­რებთ. მზად ვართ მე­ხუ­თე რა­უნ­დის­თვის, მა­შინ, რო­დე­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რე­ა­ლო­ბას გა­ი­აზ­რებს“,- გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
14

თქვენ დარჩებით მოლაპარაკების მაგიდასთან სანამ მიშა გიბრძანებთ.ნაცების საქმის კეთებით მომავალ არჩევნებზე ბარიერსაც ვერ გადალახავთ.მართალია მოსახლეობის მცირე ნაწილმა დაიჯერა რომ თქვენ დამოუკიდებლები იყავით, მაგრამ აწი ვეღარავის ვერ მოატყვილებთ.

დათო
12

თავი გაიმასხარავეს!!! ნაცსექტასთან როგორ უნდა იმეგობრო არ მესმის!!! მიშა, რომ დაბრუნებულიყო პირცელ რიგში ხაზარაძეს გამოაცხადებდა მოღალატედ!!! ფეხებზე არ კიდია, ერთით მეტი იქნება თუ ნაკლები, საკუთარ დედას გაწირავს ძალაუფლების და თანამდეობის გამო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ჩვენ მაგიდის აყირავებას არ ვაპირებთ, მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის" - ანა ნაცვლიშვილი

"ჩვენ მაგიდის აყირავებას არ ვაპირებთ, მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის" - ანა ნაცვლიშვილი

"ჩვენ მაგიდის აყირავებას არ ვაპირებთ. მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის, მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება“ რეალობას გაიაზრებს", - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის პერსპექტივები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ლელოს“ სურს, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაძლეული იყოს, რათა ქვეყანამ ნაბიჯი წინ გადადგას.

"ამ მოლაპარაკებების ფარგლებში ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც "ქართული ოცნება“ არ იქცევა სწორად, გამჭვირვალედ და ცდილობს, მაგიდის ქვეშიდან შეაცუროს იდეები. ამავე დროს, მოლაპარაკების პარალელურად, დაემუქროს ოპონენტებს დაჭერით, პოლიტიკური ანგარიშსწორებით და ასე შემდეგ. ჩვენ ვრჩებით მოლაპარაკების მაგიდასთან არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით მოგვწონს მეორე მხარე, ვისაც ველაპარაკებით, ან არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ "ქართული ოცნება“ კეთილგონიერების რესურსს აღმოაჩენს საკუთარ თავში, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენს სამშობლოს მივცეთ შანსი იმისა, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დაძლეული იყოს და ქვეყანამ წინ გადადგას ნაბიჯი.

პოლიტიკურ ჩიხში შესული ქვეყანა წინ ნაბიჯს ვერ გადადგამს. ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოლაპარაკების მაგიდა შემდგარიყო, რომ მიგვეცა ხელისუფლებისთვის მათ შორის დრო, როდესაც ისინი უკვე აშკარად და მკაფიოდ დაინახავდნენ იმ სურათს, რომელიც 11 დეკემბერს დაინახეს.

ეს არის ერთპარტიული და ერთფრაქციული პარლამენტი, რომელიც აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ სახელმწიფოსთან, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ ის არის დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფალი. იმედი გვაქვს, რომ ეს სურათი მოახდენს ფიქრის მობილიზებას „ქართულ ოცნებაში“, ჩვენ მაგიდის აყირავებას არ ვაპირებთ. მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ რეალობას გაიაზრებს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"ქართული ოცნების" ამომრჩეველო! არ გიტყდებათ?!' - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი გახარიას მიმართ კობახიძის ბრალდებას

"ეს ინფორმაცია კიევიდან მივიღეთ და გახარიას არ გავანდეთ, რადგან ეჭვი გაჩნდა" - კობახიძე ექსპრემიერს ენმ-სთან ალიანსს აბრალებს და შეთქმულებაზე საუბრობს

"მათი ნერვიულობის მასშტაბებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა... ირაკლი კობახიძის განცხადებები იყო პრიმიტიული ტყუილები' - კახა ქემოკლიძე