სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაიტანა კოვიდი, პნევმონია ისე, რომ არ გაუხდია ეკიპირების ფორმა" - covid-19 -თან მებრძოლი ექიმი, რომელსაც შინ 7 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე ელოდება
"გადაიტანა კოვიდი, პნევმონია ისე, რომ არ გაუხდია ეკიპირების ფორმა" - covid-19 -თან მებრძოლი ექიმი, რომელსაც შინ 7 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე ელოდება

ამას წი­ნათ კი­დევ ერთი ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლის - ანუ­კა გუ­ლი­აშ­ვი­ლის სტა­ტუს­მა მი­იქ­ცია ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა: " ბევ­რი იწე­რე­ბა გმი­რო­ბებ­ზე, კრი­ტი­კა­ზე, ქა­ოს­ზე, სის­ტე­მა­ზე, პრობ­ლე­მებ­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე, სი­სუს­ტე­ებ­ზე და სი­მა­მა­ცე­ებ­ზე, პი­რად ემო­ცი­ებ­ზე და ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე... მე თუ მკი­თხავთ, ასე­თი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გი ინ­დი­კა­ტო­რია... ყვე­ლა ვა­კე­თებთ იმას, რაც შეგ­ვიძ­ლია, რა­საც მო­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, საქ­მე და გა­რე­მო­ე­ბე­ბი გვკარ­ნა­ხობს, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­ში თუ ვინ­მეა გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი, გა­მო­სარ­ჩე­ვი ჩემი მე­გობ­რე­ბი­დან, პირ­ვე­ლი ეს ბიჭი მიდ­გას თვალ­წინ...

რაც ეს პან­დე­მია და­ი­წყო, ალ­ბათ, კლი­ნი­კი­დან მხო­ლოდ კა­ლენ­დარ­ზე გა­წით­ლე­ბულ დღე­ებ­ში გა­დის... გა­და­ი­ტა­ნა კო­ვი­დი, პნევ­მო­ნია, სი­ცხე­ე­ბი ისე, რომ არ გა­უხ­დია თა­ვის თეთ­რი ეკი­პი­რე­ბის ფორ­მა. მუ­შა­ობ­და covid-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან. როცა სახ­ლში 7 შვი­ლი და ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლე ელო­დე­ბა. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი მამა, მე­უღ­ლე, მე­გო­ბა­რი, ექი­მი და უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნია... ასე დინ­ჯად და ჩუ­მად გა­ი­ა­რა მთე­ლი ეს შვი­დი თვე, ვერც კი წარ­მო­იდ­გენს, რომ ვინ­მე მას­ზე და­წერს. მაგ­რამ უბ­რა­ლოდ, მო­მინ­და და­მე­წე­რა. მეთ­ქვა, რომ სა­დღაც ჩუ­მად თქვენ­თვის ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვის ცხოვ­რე­ბას უკან იტო­ვე­ბენ... წარ­მა­ტე­ბე­ბი და ბევ­რი ასე­თი ადა­მი­ა­ნი იდ­გეს ჩვენს სა­და­რა­ჯო­ზე...“

ამ ახალ­გაზ­რდა გმირ ექიმ­ზე ანუ­კას პოს­ტამ­დეც ვი­ცო­დი - ცოტა ხნის წინ მას­ზე სა­ჩხე­რელ­მა ექიმ­მა - თაზო თო­და­ძემ მი­ამ­ბო და ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა­საც ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ მის­მა მე­გო­ბარ­მა ანუ­კამ პოს­ტის და­წე­რა და­მას­წრო, ამი­ტომ, სხვა­საც რომ არ და­ეს­წრო, სა­უ­ბა­რი აღარ გა­დავ­დე. ამ­ჯე­რად სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს ჭი­ა­თუ­რელ ექიმს - გი­ორ­გი ჩა­ფი­ჩა­ძეს გა­გაც­ნობთ. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ მე­ა­მა­ყე­ბა, ჩემი დე­დუ­ლეთ-მა­მუ­ლე­თის გა­მორ­ჩე­ულ ახალ­გაზ­რდებ­ზე რომ მი­წევს ლა­პა­რა­კი, მით უფრო - ექი­მებ­ზე, რად­გან ჩემი მშობ­ლე­ბიც ექი­მე­ბი იყ­ვნენ. ცხა­დია, გი­ორ­გის პოვ­ნა არ გამძნე­ლე­ბია, თუმ­ცა შინ რომ და­ვუ­რე­კე, ისე­თი ჟრი­ა­მუ­ლი ის­მო­და, ჩა­წე­რა მე­ო­რე სა­ღა­მოს­თვის გა­დავ­დეთ, იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც, ჩემი ვა­რა­უ­დით, მის 7 შვილს - და­ვითს, ანას­ტა­სი­ას, ნი­კო­ლოზს, ან­დრი­ას, ნა­ტა­ლი­ას, ლუ­კა­სა და ლა­ზა­რეს უკვე მშვი­დად ეძი­ნე­ბო­დათ.

გი­ორ­გი ჩა­ფი­ჩა­ძე:

- ქი­რურ­გი ვარ, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2003 წელს და­ვამ­თავ­რე და ერთხანს, ჭი­ა­თუ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვმუ­შა­ობ­დი, ვიდ­რე და­ხუ­რავ­დნენ. მე­ო­თხე წე­ლია, სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვარ და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ჭი­ა­თუ­რის ჯე­ოჰოს­პიტლშიც ვმუ­შა­ობ. სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს ემერ­ჯენ­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ კო­ვიდ­გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გად­მო­ვე­დი. აქ დამ­ხვდა თაზო თო­და­ძე და ჩე­მამ­დე ამა­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო ლე­ვან ყა­ვე­ლაშ­ვი­ლიც, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი. ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი ექი­მე­ბი გვყავს და ისი­ნი იყ­ვნენ ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მათი დახ­მა­რე­ბით და პრაქ­ტი­კით ნელ-ნელა ბევ­რი რამ შე­ვის­წავ­ლეთ.

- მოდი, სა­უ­ბა­რი იმ მწვა­ვე დღე­ე­ბის გახ­სე­ნე­ბით და­ვი­წყოთ, კო­ვი­დი­ა­ნი, ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნი­ი­თა და სუ­ლის­შემ­ხუთ­ვე­ლი ეკი­პი­რე­ბით, კო­ვი­და­ვად­მყო­ფებს რომ მკურ­ნა­ლობ­დით.

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლია, ტემ­პე­რა­ტუ­რა 39 გრა­დუ­სი რომ გაქვს და მუ­შა­ობ, ამ დროს ფეხ­ზე დგო­მაც გი­ჭირს ადა­მი­ანს, მაგ­რამ... ეკი­პი­რე­ბა ზღვა­ში წვე­თი იყო, ძი­რი­თა­დი ენერ­გია პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მიჰ­ქონ­და და მი­აქვს, რად­გან ყვე­ლა შე­ში­ნე­ბუ­ლია და ერ­თდრო­უ­ლად, ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად, მათი ფსი­ქო­ლო­გიც ხარ და ფსი­ქი­ატ­რიც. რომ არა აქა­უ­რი გა­მოც­დი­ლი ექი­მე­ბის რჩე­ვე­ბი, თა­ნად­გო­მა, ჩვენ მარ­ტო ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბო­დით. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 50 პა­ცი­ენ­ტის მარ­თვას ეხუმ­რე­ბით, რო­დე­საც უმე­ტე­სო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა? სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რია ვი­თა­რე­ბა გვაქვს.

- რო­მე­ლი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უი­მე­დო­ბა გა­გიჩ­ნდათ?

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს აკე­თებ, რაც შე­გიძ­ლია, წე­სით, უი­მე­დო­ბის გან­ცდა არ უნდა გქონ­დეს. როცა მე­ტის გა­კე­თე­ბა აღარ შე­გიძ­ლია, და­ნარ­ჩე­ნი ღმერ­თს უნდა მი­ან­დო. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, რო­დე­საც ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა გვიხ­დე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც. მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი კო­ლე­გა, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი და­რე­ჯან დე­ვი­ძე. იგი, ფაქ­ტობ­რი­ვად, კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას შე­ე­წი­რა. მათ­გან და­ინ­ფი­ცირ­და და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შევ­ძე­ლით, რად­გან თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც გა­ურ­თულ­და. იოლი არ არის, ხომ? რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ით­რგუ­ნე­ბი, მაგ­რამ ღმერ­თი გაძ­ლევს ძა­ლას, რომ წა­მოდ­გე და შენი საქ­მე ისე­თი­ვე თავ­გან­წირ­ვით გა­აგ­რძე­ლო.

- თქვენც და­ინ­ფი­ცირ­დით და ავად­მყო­ფე­ბი არ მი­გი­ტო­ვე­ბი­ათ. ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რო­გორ შე­ძე­ლით სხვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბაც და სა­კუ­თა­რი და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბაც?

- არ უნდა შე­გე­შინ­დეს და სი­ცო­ცხლის­თვის ბო­ლომ­დე უნდა იბ­რძო­ლო, მაგ­რამ... ერთხელ მო­დი­ხარ ამ ქვე­ყა­ნა­ზე და თუ სა­ჭი­როა, ღმერ­თი გა­გაგ­რძე­ლე­ბი­ნებს ცხოვ­რე­ბას. სიკ­ვდი­ლი არ არის ისე­თი რამ, ადა­მი­ანს მისი რომ შე­ე­შინ­დეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში სუ­ლი­ე­რი გან­სა­ზღვრავს ფი­ზი­კურს. გა­გი­გი­ათ გა­მოთ­ქმა? - სიკ­ვდი­ლი გარ­ბის ისე­თი ადა­მი­ა­ნის­გან, ვი­საც სიკ­ვდი­ლის არ ეში­ნი­აო. ამ­გვარ რა­მეს მარ­ტო მე კი არ გან­ვიც­დი, ძა­ლი­ან ბევ­რი შე­იგ­რძნობს. კი­დევ რა არის, იცით? ამ და­ა­ვა­დე­ბას - კო­ვიდს მო­დუ­ნე­ბა არ უყ­ვარს. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა რომ მქონ­და, ისე სუს­ტად ვი­ყა­ვი, დი­ლით წა­მოდ­გო­მა მი­ჭირ­და, მაგ­რამ რომ ვი­ცო­დი, პა­ცი­ენ­ტე­ბი მე­ლო­დე­ბოდ­ნენ, მუ­შა­ო­ბა­ში ნელ-ნელა ისე ვხურ­დე­ბო­დი, კი­დევ უფრო მეტი ძალა მეძ­ლე­ო­და. ასე იყ­ვნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბიც, რად­გან ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ექთ­ნით და­წყე­ბუ­ლი და ექი­მით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, თით­ქმის ყვე­ლამ გა­და­ი­ტა­ნა კო­ვი­დი. პირ­ვე­ლად კო­ვი­დი ინ­ფექ­ცი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გეს, სოფო ივა­ნიშ­ვილს და­ე­მარ­თა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ძლი­ე­რად შეხ­ვდა და­ა­ვა­დე­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, პა­ცი­ენ­ტებს და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წილს არც გა­უ­გი­ათ. ჩვენც ასე­თი ხალ­ხის­გან ვსწავ­ლობთ.

- თქვენ რომ კო­ვი­დი გქონ­დათ, პა­ცი­ენ­ტებ­მა იცოდ­ნენ?

- იცოდ­ნენ. ალ­ბათ, ესეც იმე­დი იყო მათ­თვის, ალ­ბათ, ფიქ­რობ­დნენ, თუკი ამას კო­ვი­დი აქვს და მა­ინც მუ­შა­ობს, ესე იგი, ჩვენც რა­ღაც გვეშ­ვე­ლე­ბაო. პი­რი­ქით, რომ გა­ე­გოთ, ექიმს კო­ვი­დი და­ე­მარ­თა, ცუ­დად არის და ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დაო, ისი­ნიც შე­შინ­დე­ბოდ­ნენ.

- მოკ­ლედ, ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­ი­ა­რეთ. გი­ორ­გი, კლი­ნი­კი­დან არ გა­მო­დი­ო­დით? იმი­ტომ ვკი­თხუ­ლობ, რომ თქვე­ნი შემ­თხვე­ვა ნამ­დვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია - შინ 7 შვი­ლი და მერ­ვე ბავ­შვზე ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლე გე­ლო­დე­ბო­დათ. არ გე­ში­ნო­დათ, მათი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის? ან რო­გორ იცავ­დით მათ კო­ვი­დის­გან?

- რო­გორც კი პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი გა­მო­მაჩ­ნდა, მკურ­ნა­ლო­ბაც მა­შინ­ვე და­ვი­წყე და სა­ა­ვად­მყო­ფოს პერ­სო­ნა­ლი­სა და პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­და, სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია - ან სა­მუ­შაო ოთახ­ში ვი­ყა­ვი ჩა­კე­ტი­ლი, ან ეკი­პი­რე­ბუ­ლი გა­მოვ­დი­ო­დი ოთა­ხი­დან პა­ცი­ენ­ტებ­თან. 5 ნო­ემ­ბერს ვი­მო­რი­გე­ვე მიმ­ღებ­ში და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­შინ და­ვინ­ფი­ცირ­დით მეც და მიმ­ღე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნანა კვა­რა­ცხე­ლი­აც. მას შემ­დეგ შინ აღარ მივ­სულ­ვარ.

- ბავ­შვებს თქვე­ნი ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლე მარ­ტო უვ­ლი­და?

- დე­და­ჩე­მი და ჩემი სი­დედ­რი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა 7 ბავ­შვის მოვ­ლა მა­ინც საკ­მა­ოდ რთუ­ლია. უფ­რო­სი 14 წლი­საა, უმ­ცრო­სი - 2-წლი­ნა­ხევ­რის. სა­ვა­რა­უ­დოდ, მერ­ვეც ვაჟი იქ­ნე­ბა.

- 8 შვი­ლის ყოლა ხუმ­რო­ბა არ არის. მარ­თლაც გმი­რი მშობ­ლე­ბი ხართ!

- მე­უღ­ლე - თა­მარ ტყე­მა­ლა­ძე არის გმი­რი, ძა­ლი­ან მარ­ჯვეა, ძა­ლი­ან უყ­ვარს ბავ­შვე­ბი და მეც ვა­სა­ჩუქ­რებ ხოლ­მე, რო­გორც შე­მიძ­ლია. თა­ნაც მარ­ტო თა­ვის ბავ­შვებს კი არ ზრდის! ინ­გლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გია და სხვის ბავ­შვებ­ზეც ზრუ­ნავს! სხვა­თა შო­რის, მარ­თა­ლია, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ შინ აღარ მივ­დი­ო­დი, მაგ­რამ კო­ვი­დი დე­და­ჩემ­სა და ჩემს მე­უღ­ლეს მა­ინც და­ე­მარ­თათ. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უგ­რძელ­დათ. ტეს­ტმა ორი­ვე­გან უარ­ყო­ფი­თი უჩ­ვე­ნა, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, მა­ინც კო­ვი­დი იყო. არის მო­მენ­ტი, რო­დე­საც კო­ვი­დინ­ფექ­ცია "ა“ კა­ტე­გო­რი­ი­დან "ბ“-ში გა­და­დის და ამ დროს, ხან­და­ხან, ტექ­სტი მას ვერ აფიქ­სი­რებს. ვვა­რა­უ­დობ, რომ ჩე­მე­ბის ტეს­ტი სწო­რედ ამ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. მე ვერ ვიქ­ნე­ბო­დი მათი ინ­ფექ­ცი­ის წყა­რო და, ალ­ბათ, სხვის­გან გა­და­ე­დოთ. ჩემს მე­უღ­ლეს სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბაც ჰქონ­და და სტა­ცი­ო­ნა­რის თე­რა­პი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ძა­ლი­ან სა­ი­მე­დო ექიმ­თან, თიკო ტეფ­ნა­ძეს­თან და­ვაწ­ვი­ნეთ. ახლა შინ არის და თავს კარ­გად გრძნობს. ვა­ჟის და­ბა­დე­ბას იან­ვრის ბო­ლოს ვე­ლო­დე­ბით, თუმ­ცა სა­ხე­ლი ჯერ არ შეგ­ვირ­ჩე­ვია. იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, თქვენ კი - ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ani
0

გაიხარეთ.

llcl
1

ღმერთმა დაგლოცოს ძმაო შენს ულამაზეს ოჯახთან ერთად, შენ ხარ დიდი ქართველი! ბევრი ესეთი სტატია და გადაცემები ესეთ ადამიანებზე, აღარ გვინდა მელოტი მელიების და თმადაუვარცხნელი კობახიძეების ცქერა, ჩვენი ჯიბეებიდან პრემია-დანამატები ესეთ ხალხს მიეცით, ექთნები და სანიტარები ხომ საერთოდ თეთრებზე მუშაობემ, თიკარაძე და ეგეთი არაფრის მაქნისები რომ იწერენ პრემიებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გადაიტანა კოვიდი, პნევმონია ისე, რომ არ გაუხდია ეკიპირების ფორმა" - covid-19 -თან მებრძოლი ექიმი, რომელსაც შინ 7 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე ელოდება

"გადაიტანა კოვიდი, პნევმონია ისე, რომ არ გაუხდია ეკიპირების ფორმა" - covid-19 -თან მებრძოლი ექიმი, რომელსაც შინ 7 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე ელოდება

ამას წინათ კიდევ ერთი ფეისბუქმომხმარებლის - ანუკა გულიაშვილის სტატუსმა მიიქცია ჩვენი ყურადღება: " ბევრი იწერება გმირობებზე, კრიტიკაზე, ქაოსზე, სისტემაზე, პრობლემებზე, ადამიანებზე, სისუსტეებზე და სიმამაცეებზე, პირად ემოციებზე და ურთიერთდამოკიდებულებებზე... მე თუ მკითხავთ, ასეთი გარემოებები ადამიანების ფასეულობების ყველაზე კარგი ინდიკატორია... ყველა ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, რასაც მორალური ღირებულებები, საქმე და გარემოებები გვკარნახობს, მაგრამ ამ ყველაფერში თუ ვინმეა გასახსენებელი, გამოსარჩევი ჩემი მეგობრებიდან, პირველი ეს ბიჭი მიდგას თვალწინ...

რაც ეს პანდემია დაიწყო, ალბათ, კლინიკიდან მხოლოდ კალენდარზე გაწითლებულ დღეებში გადის... გადაიტანა კოვიდი, პნევმონია, სიცხეები ისე, რომ არ გაუხდია თავის თეთრი ეკიპირების ფორმა. მუშაობდა covid-ინფიცირებულებთან. როცა სახლში 7 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე ელოდება. ყველაზე მაგარი მამა, მეუღლე, მეგობარი, ექიმი და უბრალოდ ადამიანია... ასე დინჯად და ჩუმად გაიარა მთელი ეს შვიდი თვე, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ვინმე მასზე დაწერს. მაგრამ უბრალოდ, მომინდა დამეწერა. მეთქვა, რომ სადღაც ჩუმად თქვენთვის ასეთი ადამიანები თავის ცხოვრებას უკან იტოვებენ... წარმატებები და ბევრი ასეთი ადამიანი იდგეს ჩვენს სადარაჯოზე...“

ამ ახალგაზრდა გმირ ექიმზე ანუკას პოსტამდეც ვიცოდი - ცოტა ხნის წინ მასზე საჩხერელმა ექიმმა - თაზო თოდაძემ მიამბო და ინტერვიუს ჩაწერასაც ვაპირებდი, მაგრამ მისმა მეგობარმა ანუკამ პოსტის დაწერა დამასწრო, ამიტომ, სხვასაც რომ არ დაესწრო, საუბარი აღარ გადავდე. ამჯერად საჩხერის საავადმყოფოს ჭიათურელ ექიმს - გიორგი ჩაფიჩაძეს გაგაცნობთ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მეამაყება, ჩემი დედულეთ-მამულეთის გამორჩეულ ახალგაზრდებზე რომ მიწევს ლაპარაკი, მით უფრო - ექიმებზე, რადგან ჩემი მშობლებიც ექიმები იყვნენ. ცხადია, გიორგის პოვნა არ გამძნელებია, თუმცა შინ რომ დავურეკე, ისეთი ჟრიამული ისმოდა, ჩაწერა მეორე საღამოსთვის გადავდეთ, იმ დროისთვის, როდესაც, ჩემი ვარაუდით, მის 7 შვილს - დავითს, ანასტასიას, ნიკოლოზს, ანდრიას, ნატალიას, ლუკასა და ლაზარეს უკვე მშვიდად ეძინებოდათ.

გიორგი ჩაფიჩაძე:

- ქირურგი ვარ, სამედიცინო უნივერსიტეტი 2003 წელს დავამთავრე და ერთხანს, ჭიათურის საავადმყოფოში ვმუშაობდი, ვიდრე დახურავდნენ. მეოთხე წელია, საჩხერის საავადმყოფოში ვარ და, პარალელურად, ჭიათურის ჯეოჰოსპიტლშიც ვმუშაობ. საჩხერის საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ვიყავი, მაგრამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ კოვიდგანყოფილებაში გადმოვედი. აქ დამხვდა თაზო თოდაძე და ჩემამდე ამავე განყოფილებაში იყო ლევან ყაველაშვილიც, ჩვენი მეგობარი. ინფექციონისტები არ ვიყავით, მაგრამ საავადმყოფოში ძალიან გამოცდილი ექიმები გვყავს და ისინი იყვნენ ჩვენი მასწავლებლები, მათი დახმარებით და პრაქტიკით ნელ-ნელა ბევრი რამ შევისწავლეთ.

- მოდი, საუბარი იმ მწვავე დღეების გახსენებით დავიწყოთ, კოვიდიანი, ორმხრივი პნევმონიითა და სულისშემხუთველი ეკიპირებით, კოვიდავადმყოფებს რომ მკურნალობდით.

- რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ტემპერატურა 39 გრადუსი რომ გაქვს და მუშაობ, ამ დროს ფეხზე დგომაც გიჭირს ადამიანს, მაგრამ... ეკიპირება ზღვაში წვეთი იყო, ძირითადი ენერგია პაციენტებთან ურთიერთობას მიჰქონდა და მიაქვს, რადგან ყველა შეშინებულია და ერთდროულად, ვირუსის მკურნალობასთან ერთად, მათი ფსიქოლოგიც ხარ და ფსიქიატრიც. რომ არა აქაური გამოცდილი ექიმების რჩევები, თანადგომა, ჩვენ მარტო ვერაფერს გავხდებოდით. აბა, წარმოიდგინეთ, 50 პაციენტის მართვას ეხუმრებით, როდესაც უმეტესობის მდგომარეობა მძიმეა? საბედნიეროდ, ახლა შედარებით სტაბილურია ვითარება გვაქვს.

- რომელიმე სიტუაციაში უიმედობა გაგიჩნდათ?

- როდესაც ადამიანი მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებ, რაც შეგიძლია, წესით, უიმედობის განცდა არ უნდა გქონდეს. როცა მეტის გაკეთება აღარ შეგიძლია, დანარჩენი ღმერთს უნდა მიანდო. ძალიან რთული იყო, როდესაც ჩვენი ახლობლების მკურნალობა გვიხდებოდა. რამდენიმე მათგანი გარდაიცვალა კიდეც. მაგალითად, ჩვენი კოლეგა, ძალიან საყვარელი ადამიანი დარეჯან დევიძე. იგი, ფაქტობრივად, კოვიდპაციენტების მკურნალობას შეეწირა. მათგან დაინფიცირდა და მისი გადარჩენა ვერ შევძელით, რადგან თანმხლები დაავადებებიც გაურთულდა. იოლი არ არის, ხომ? რასაკვირველია, ითრგუნები, მაგრამ ღმერთი გაძლევს ძალას, რომ წამოდგე და შენი საქმე ისეთივე თავგანწირვით გააგრძელო.

- თქვენც დაინფიცირდით და ავადმყოფები არ მიგიტოვებიათ. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად როგორ შეძელით სხვების მკურნალობაც და საკუთარი დაავადების დამარცხებაც?

- არ უნდა შეგეშინდეს და სიცოცხლისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო, მაგრამ... ერთხელ მოდიხარ ამ ქვეყანაზე და თუ საჭიროა, ღმერთი გაგაგრძელებინებს ცხოვრებას. სიკვდილი არ არის ისეთი რამ, ადამიანს მისი რომ შეეშინდეს. ამ შემთხვევაში სულიერი განსაზღვრავს ფიზიკურს. გაგიგიათ გამოთქმა? - სიკვდილი გარბის ისეთი ადამიანისგან, ვისაც სიკვდილის არ ეშინიაო. ამგვარ რამეს მარტო მე კი არ განვიცდი, ძალიან ბევრი შეიგრძნობს. კიდევ რა არის, იცით? ამ დაავადებას - კოვიდს მოდუნება არ უყვარს. მაღალი ტემპერატურა რომ მქონდა, ისე სუსტად ვიყავი, დილით წამოდგომა მიჭირდა, მაგრამ რომ ვიცოდი, პაციენტები მელოდებოდნენ, მუშაობაში ნელ-ნელა ისე ვხურდებოდი, კიდევ უფრო მეტი ძალა მეძლეოდა. ასე იყვნენ დანარჩენებიც, რადგან ჩვენს საავადმყოფოში, ექთნით დაწყებული და ექიმით დამთავრებული, თითქმის ყველამ გადაიტანა კოვიდი. პირველად კოვიდი ინფექციური განყოფილების გამგეს, სოფო ივანიშვილს დაემართა, მაგრამ იმდენად ძლიერად შეხვდა დაავადებას, ფაქტობრივად, პაციენტებს და თანამშრომლების ნაწილს არც გაუგიათ. ჩვენც ასეთი ხალხისგან ვსწავლობთ.

- თქვენ რომ კოვიდი გქონდათ, პაციენტებმა იცოდნენ?

- იცოდნენ. ალბათ, ესეც იმედი იყო მათთვის, ალბათ, ფიქრობდნენ, თუკი ამას კოვიდი აქვს და მაინც მუშაობს, ესე იგი, ჩვენც რაღაც გვეშველებაო. პირიქით, რომ გაეგოთ, ექიმს კოვიდი დაემართა, ცუდად არის და ლოგინად ჩავარდაო, ისინიც შეშინდებოდნენ.

- მოკლედ, ბეწვის ხიდზე გაიარეთ. გიორგი, კლინიკიდან არ გამოდიოდით? იმიტომ ვკითხულობ, რომ თქვენი შემთხვევა ნამდვილად განსაკუთრებულია - შინ 7 შვილი და მერვე ბავშვზე ფეხმძიმე მეუღლე გელოდებოდათ. არ გეშინოდათ, მათი დაინფიცირების? ან როგორ იცავდით მათ კოვიდისგან?

- როგორც კი პირველი სიმპტომები გამომაჩნდა, მკურნალობაც მაშინვე დავიწყე და საავადმყოფოს პერსონალისა და პაციენტების გარდა, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა არ მქონია - ან სამუშაო ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, ან ეკიპირებული გამოვდიოდი ოთახიდან პაციენტებთან. 5 ნოემბერს ვიმორიგევე მიმღებში და, სავარაუდოდ, მაშინ დავინფიცირდით მეც და მიმღების განყოფილების ხელმძღვანელი ნანა კვარაცხელიაც. მას შემდეგ შინ აღარ მივსულვარ.

- ბავშვებს თქვენი ფეხმძიმე მეუღლე მარტო უვლიდა?

- დედაჩემი და ჩემი სიდედრი ეხმარებოდნენ. თუმცა 7 ბავშვის მოვლა მაინც საკმაოდ რთულია. უფროსი 14 წლისაა, უმცროსი - 2-წლინახევრის. სავარაუდოდ, მერვეც ვაჟი იქნება.

- 8 შვილის ყოლა ხუმრობა არ არის. მართლაც გმირი მშობლები ხართ!

- მეუღლე - თამარ ტყემალაძე არის გმირი, ძალიან მარჯვეა, ძალიან უყვარს ბავშვები და მეც ვასაჩუქრებ ხოლმე, როგორც შემიძლია. თანაც მარტო თავის ბავშვებს კი არ ზრდის! ინგლისური ენის პედაგოგია და სხვის ბავშვებზეც ზრუნავს! სხვათა შორის, მართალია, დაინფიცირების შემდეგ შინ აღარ მივდიოდი, მაგრამ კოვიდი დედაჩემსა და ჩემს მეუღლეს მაინც დაემართათ. მაღალი ტემპერატურა 12 დღის განმავლობაში გაუგრძელდათ. ტესტმა ორივეგან უარყოფითი უჩვენა, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც კოვიდი იყო. არის მომენტი, როდესაც კოვიდინფექცია "ა“ კატეგორიიდან "ბ“-ში გადადის და ამ დროს, ხანდახან, ტექსტი მას ვერ აფიქსირებს. ვვარაუდობ, რომ ჩემების ტესტი სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა. მე ვერ ვიქნებოდი მათი ინფექციის წყარო და, ალბათ, სხვისგან გადაედოთ. ჩემს მეუღლეს სუნთქვის უკმარისობაც ჰქონდა და სტაციონარის თერაპიულ განყოფილებაში, ძალიან საიმედო ექიმთან, თიკო ტეფნაძესთან დავაწვინეთ. ახლა შინ არის და თავს კარგად გრძნობს. ვაჟის დაბადებას იანვრის ბოლოს ველოდებით, თუმცა სახელი ჯერ არ შეგვირჩევია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ კი - ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

ალუაშვილების ოჯახმა კალაძის ნაჩუქარი ბინა გადაიფორმა - პირველი ემოციები და ფოტოები იუსტიციის სახლიდან

ბილაინის მომხმარებლებს მიეცათ ექსკლუზიური წვდომა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ აპლიკაციაზე - Stingray Music

ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე კორონავირუსით გარდაიცვალა