მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგეენკო და ვოლსკი, სავარაუდოდ, ვიცე-სპიკერებად დაინიშნებიან - კიდევ ვინ რომელ საპარლამენტო თანამდებობაზე შეიძლება ვიხილოთ?
სერგეენკო და ვოლსკი, სავარაუდოდ, ვიცე-სპიკერებად დაინიშნებიან - კიდევ ვინ რომელ საპარლამენტო თანამდებობაზე შეიძლება ვიხილოთ?

ხვალ, 11 დე­კემ­ბერს მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი გახ­სნი­ლად გა­მო­ცხად­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტმა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, სპი­კე­რა­ტი და კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მა­ზე უნდა აირ­ჩი­ოს. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პარ­ლა­მენ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია, თუმ­ცა თე­მა­ზე შიდა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და სა­მუ­შაო პრო­ცე­სი ისევ გრძელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რატ­ში, ვიცე-სპი­კე­რის პოსტზე დავით სერ­გე­ენ­კო­სა და გია ვოლ­სკის ვი­ხი­ლავთ. იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი შე­საძ­ლოა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ონ.

დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტეტს კი და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვილს ჩა­ა­ბა­რე­ბენ, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტეტ­ში ძვე­ლი თავ­მჯდო­მა­რე რჩე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა კო­მი­ტეტს კვლავ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტს - დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, დი­ას­პო­რი­სა და კავ­კა­სი­ის სა­კი­თხთა კო­მი­ტეტს - ბექა ოდი­შა­რია, ხოლო იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტს ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი უხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ.

ambebi.ge-ს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტეტს - მაია ბი­თა­ძე, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტეტს ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძე, ხოლო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტეტს სო­ზარ სუ­ბა­რი ჩა­უდ­გე­ბა სა­თა­ვე­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახუნა
10

დაანტროვენ ლაყე კვერცხებს... თან პრემიებს გამოიწერენ, არ დაივიწყებენ...

თამი
8

რა ეშველება საქართველოს და ამ პატარა ერს რომელთაც გადაშენებისკენ მიგვაქანებენ ბოლო 30 წელიწადია ეს მედროვე 30 ვერცხლად გაყიდული აფთრების ჯოგი?!სად ხართ ნიჭიერო, გონიერო და 21 საუკუნემდე მომყვანო გენების მატარებელო ქართველებო???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

სერგეენკო და ვოლსკი, სავარაუდოდ, ვიცე-სპიკერებად დაინიშნებიან - კიდევ ვინ რომელ საპარლამენტო თანამდებობაზე შეიძლება ვიხილოთ?

სერგეენკო და ვოლსკი, სავარაუდოდ, ვიცე-სპიკერებად დაინიშნებიან - კიდევ ვინ რომელ საპარლამენტო თანამდებობაზე შეიძლება ვიხილოთ?

ხვალ, 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტი გახსნილად გამოცხადდება. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტმა თანამდებობის პირები, სპიკერატი და კომიტეტების თავმჯდომარეები პირველივე სხდომაზე უნდა აირჩიოს. არაოფიციალური ინფორმაციით, საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა თემაზე შიდა კონსულტაციები და სამუშაო პროცესი ისევ გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი" ინფორმაციით, სავარაუდოდ, პარლამენტის სპიკერატში, ვიცე-სპიკერის პოსტზე დავით სერგეენკოსა და გია ვოლსკის ვიხილავთ. იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი შესაძლოა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიონ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს კი დავით სონღულაშვილს ჩააბარებენ, წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტში ძველი თავმჯდომარე რჩება, შესაბამისად, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს კვლავ მიხეილ ყაველაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს - დიმიტრი ხუნდაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს - ბექა ოდიშარია, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებენ.

ambebi.ge-ს მიერ მოპოვებული არაოფიციალური ინფორმაციით კი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს - მაია ბითაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ნიკოლოზ სამხარაძე, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სოზარ სუბარი ჩაუდგება სათავეში.

მე-10 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს

რას პასუხობს გიგი უგულავა "მაგიდის აყირავების" შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"