მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"4-ვე საკითხზე, პრინციპში, შეთანმხებულები ვართ, მაგრამ ახლა, ბოკერიას, უგულავას ხალხი და კიდევ ვიღაცეები ამბობენ, ხელს არ მოვაწერთო" - ალეკო ელისაშვილი
"4-ვე საკითხზე, პრინციპში, შეთანმხებულები ვართ, მაგრამ  ახლა, ბოკერიას, უგულავას ხალხი და კიდევ ვიღაცეები ამბობენ, ხელს არ მოვაწერთო" - ალეკო ელისაშვილი

დღეს პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის” ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პირ­და­პირ ეთერ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს. მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის პო­ზი­ცია გახ­და ცნო­ბი­ლი, ამან და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის გან­რის­ხე­ბა გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნი­მე დრის წინ, ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თუ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­კომ­პლექ­ტე­ბის წე­სე­ბი ისე შე­იც­ვლე­ბა, რო­გორც ამა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ექ­ნე­ბა გა­რან­ტია, რომ შე­თან­ხმე­ბა შეს­რულ­დე­ბა, მა­შინ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას და­თან­ხმდე­ბა.

"ფე­ის­ბუქ­ლა­ივ­ში" ელი­საშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე ოპო­ზი­ცი­ამ 4 სა­კი­თხი დას­ვა და პრინ­ციპ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბა ოთხი­ვე სა­კით­ზე მო­ა­ხერ­ხა.

"ღიად მხო­ლოდ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის თე­მა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, რად­გან მინ­და, რომ მათ ციხე მარ­თლაც და­ტო­ვონ”.

ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­თან­ხმე­ბას ხელს "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" არ აწერს, რო­მელ­საც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლა უნდა.

"სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გე­უბ­ნე­ბით, 99% მო­თხოვ­ნე­ბის, რაც სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სას­თან და­კავ­ში­რე­ბით და რაც სა­არ­ჩევ­ნო წე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ მი­ვი­ტა­ნეთ, 99%-ზე "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” თქვა, რომ ეთან­ხმე­ბა. ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე "ოც­ნე­ბა" მო­ვი­და, ამ პა­კეტ­ზე თქვა, რომ დას­ტურს გაძ­ლევთ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ რიგ­გა­რე­შე­ზეც თა­ნახ­მა ვარ­თო. ანუ 4 სა­კი­თხი­დან გვი­თხრეს, რომ ოთხი­ვე­ზე თა­ნახ­მა ვარ­თო. ოღონდ, გა­დავ­თვა­ლოთ ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით და დაგ­ვი­დას­ტუ­რეთ, რომ 1% მა­ინც გა­ყალბ­დაო, რო­გორც გინ­დათ ისე დაგ­ვი­დას­ტუ­რე­თო, რა­საც ენ­დო­ბით, ის მოგ­ვი­ტა­ნე­თო. ამა­ზე მეტი რა უნდა თქვან, გულ­ზე ხელი და­ი­დეთ...

ოთხი­ვე სა­კი­თხზე, პრინ­ციპ­ში, შე­თან­მხე­ბუ­ლე­ბი ვართ და რა ხდე­ბა ახლა, ბო­კე­რი­ას, უგუ­ლა­ვას ხალ­ხი და კი­დევ ვი­ღაც ვი­ღა­ცე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხელს არ მო­ვა­წერ­თო, შე­თან­ხმე­ბა ხომ არის, უნდა მო­ა­წე­რო ხელი და შეხ­ვი­დე პარ­ლა­მენ­ტში, პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა რომ და­ი­წყე­ბა. ახლა ხდე­ბა ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი, პარ­ტი­ას "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” ჰქვია, მაგ­რამ მავ­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ბნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო არის, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის შიგ­ნით, ასე­ვე, მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე ცდი­ლობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბის ჩაშ­ლას, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, პირ­ვე­ლი დღი­დან, პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბი­დან იძახ­და, არ მინ­და, არ მინ­და. ახლა არის ერთი სცე­ნა­რი, წა­ვე­დით, ამ ის­ტო­რი­ულ შე­თან­ხმე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ, ჩვე­ნი რა­საც ვი­თხოვ­დით ის ყვე­ლა­ფე­რი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს", - თქვა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ელი­საშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე პრაქ­ტი­უ­ლად ოთხი­ვე სა­კი­თხზე შე­თან­ხმდნენ და თუ პი­რო­ბე­ბი შეს­რულ­დე­ბა, მა­შინ ოპო­ზი­ცი­ამ შე­თან­ხმე­ბას ხელი უნდა მო­ა­წე­როს და პარ­ლა­მენ­ტშიც შე­ვი­დეს.

მკითხველის კომენტარები / 75 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tamuna
90

რა ცუდი ადამიანი ყოფილხარ ალეკო, რად გიღირს საქართველოს გაყიდვა? 

rasa
156

კაი კაცია ალეკო

ნაცბოტები დისლაიქებს დამისვამენ ეხლა (და ქოცბოტებიც არ დააკლებენ, პრინციპში), მაგრამ პატიოსანი ხალხის დეფიციტია ჩვენს პოლიტიკაში და არა 'პოლიტიკოსების' (ნაც-ქოცები თორემ ძალიან ჩამოყალიბებული პოლიტიკოსები მყავდეთ რა. ზურგში დანის ჩარტყმა იცით მარტო კარგად). ეს კაცი კი რევანშიზმით და ბოღმით კი არ არის მოტივირებული, არამედ უნდა რომ წინსვლა იყოს ამ ქვეყანაში და რაღაც გასუფთავდეს, მაგრამ ნაც-ქოცურ სტატუსკვოს არ ჭირდება ასეთი დამოუკიდებელი ადამიანი! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"4-ვე საკითხზე, პრინციპში, შეთანმხებულები ვართ, მაგრამ ახლა, ბოკერიას, უგულავას ხალხი და კიდევ ვიღაცეები ამბობენ, ხელს არ მოვაწერთო" - ალეკო ელისაშვილი

"4-ვე საკითხზე, პრინციპში, შეთანმხებულები ვართ, მაგრამ  ახლა, ბოკერიას, უგულავას ხალხი და კიდევ ვიღაცეები ამბობენ, ხელს არ მოვაწერთო" - ალეკო ელისაშვილი

დღეს პარტია "მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს. მას შემდეგ, რაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის პოზიცია გახდა ცნობილი, ამან დანარჩენი ოპოზიციის ლიდერების განრისხება გამოიწვია. რამდენიმე დრის წინ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები ისე შეიცვლება, როგორც ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და ექნება გარანტია, რომ შეთანხმება შესრულდება, მაშინ პარლამენტში შესვლას დათანხმდება.

"ფეისბუქლაივში" ელისაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე ოპოზიციამ 4 საკითხი დასვა და პრინციპში, ხელისუფლებასთან შეთანხმება ოთხივე საკითზე მოახერხა.

"ღიად მხოლოდ პოლიტპატიმრების თემაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან მინდა, რომ მათ ციხე მართლაც დატოვონ”.

ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელს "ევროპული საქართველო" არ აწერს, რომელსაც მოლაპარაკებების ჩაშლა უნდა.

"სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, 99% მოთხოვნების, რაც საარჩევნო კომისასთან დაკავშირებით და რაც საარჩევნო წესებთან დაკავშირებით ჩვენ მივიტანეთ, 99%-ზე "ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ ეთანხმება. ბოლო შეხვედრაზე "ოცნება" მოვიდა, ამ პაკეტზე თქვა, რომ დასტურს გაძლევთ არჩევნებთან დაკავშირებით, რომ რიგგარეშეზეც თანახმა ვართო. ანუ 4 საკითხიდან გვითხრეს, რომ ოთხივეზე თანახმა ვართო. ოღონდ, გადავთვალოთ ნებისმიერი ფორმით და დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო, როგორც გინდათ ისე დაგვიდასტურეთო, რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთო. ამაზე მეტი რა უნდა თქვან, გულზე ხელი დაიდეთ...

ოთხივე საკითხზე, პრინციპში, შეთანმხებულები ვართ და რა ხდება ახლა, ბოკერიას, უგულავას ხალხი და კიდევ ვიღაც ვიღაცეები ამბობენ, რომ ხელს არ მოვაწერთო, შეთანხმება ხომ არის, უნდა მოაწერო ხელი და შეხვიდე პარლამენტში, პირობების შესრულება რომ დაიწყება. ახლა ხდება ყველაზე უცნაური ამბავი, პარტიას "ევროპული საქართველო” ჰქვია, მაგრამ მავნებელი საქართველოა, სინამდვილეში, ბნელი საქართველო არის, როგორც ოპოზიციის შიგნით, ასევე, მოლაპარაკებებზე ცდილობდა მოლაპარაკების ჩაშლას, თავიდან ბოლომდე, პირველი დღიდან, პირველი წინადადებიდან იძახდა, არ მინდა, არ მინდა. ახლა არის ერთი სცენარი, წავედით, ამ ისტორიულ შეთანხმებას მივაღწიეთ, ჩვენი რასაც ვითხოვდით ის ყველაფერი დააკმაყოფილეს", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე პრაქტიულად ოთხივე საკითხზე შეთანხმდნენ და თუ პირობები შესრულდება, მაშინ ოპოზიციამ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს და პარლამენტშიც შევიდეს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს იმას, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს" -  გია ვოლსკი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი