კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ფუნქციებს ვერ შეასრულებს პარლამენტი თუ ოპოზიცია არ შევა და საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული იქნება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"
რა ფუნქციებს ვერ შეასრულებს პარლამენტი თუ ოპოზიცია არ შევა და საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული იქნება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი ვერ შე­ას­რუ­ლებს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ას, ვერ შეძ­ლებს გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და მთავ­რო­ბის კონ­ტროლს. პარ­ლა­მენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი სრუ­ლად ვერ და­კომ­პლექტდე­ბა და ბევრ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტი ვერ მი­ი­ღებს ხმა­თა არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის გამო, - ამის შე­სა­ხებ „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო“ აცხა­დებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცია ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს სა­კი­თხზე, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი.

"სა­ქარ­თვე­ლო, კონ­სტი­ტუ­ცი­ის უკა­ნას­კნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კაა და შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა საკ­ვან­ძო მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. პარ­ლა­მენ­ტი ხალ­ხის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნოა, ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის არ­ჩე­ვან­სა და მის ნე­ბას უნდა გა­მო­ხა­ტავ­დეს. ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი ვერ შე­ას­რუ­ლებს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ას, ვერ შეძ­ლებს გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და მთავ­რო­ბის კონ­ტროლს. პარ­ლა­მენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი სრუ­ლად ვერ და­კომ­პლექტდე­ბა და ბევრ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტი ვერ მი­ი­ღებს ხმა­თა არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის გამო.

ოთხმოც­და­ა­თი წევ­რით წარ­მოდ­გე­ნი­ლი პარ­ლა­მენ­ტი ვერ მი­ი­ღებს ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რო­მელ­თა მი­ღე­ბა­საც 100 ან 113 ხმა ჭირ­დე­ბა და ძა­ლი­ან გარ­თულ­დე­ბა 90 ხმის მო­ბი­ლი­ზე­ბაც. ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი არა­ერ­თია“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, მა­თი­ვე ნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ ვი­თა­რე­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტი კა­ნო­ნე­ბის და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლის მი­ღე­ბა­საც ვერ შეძ­ლებს.

„პარ­ლა­მენ­ტი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ორი მე­სა­მე­დით (100 ხმა) იღებს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს, ასე­ვე კა­ნონს სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო მი­წის სა­კუთ­რე­ბის შე­სა­ხებ.

პარ­ლა­მენ­ტი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის სამი მე­ო­თხე­დით (113 ხმა) იღებს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ კა­ნონს ერთი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის ფარ­გლებ­ში.

პარ­ლა­მენ­ტი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის სამი მე­ხუ­თე­დით (90 ხმა) ირ­ჩევს სა­ხალ­ხო დამ­ცველს, ამ­ტკი­ცებს სა­კონ­სტი­ტუ­ციო შე­თან­ხმე­ბას, ირ­ჩევს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ებს, ირ­ჩევს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებს, უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს.

პარ­ლა­მენ­ტი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ორი მე­სა­მე­დით(100 ხმა) ახორ­ცი­ე­ლებს პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტს.

პარ­ლა­მენ­ტი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის სამი მე­ო­თხე­დით (113 ხმა) ახორ­ცი­ე­ლებს იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას, დე­ნონ­სი­რე­ბას და გა­უქ­მე­ბას, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას ან სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის შეც­ვლას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, „სა­ერ­თა­შო­რიო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ნა­წილ­თა ად­გი­ლე­ბი ვა­კან­ტუ­რი დარ­ჩე­ბა.

„ნდო­ბის ჯგუ­ფი 5 წევ­რის ნაც­ვლად, 3 წევ­რით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ვი­ნა­ი­დან ოპო­ზი­ცი­ის კვო­ტას, რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ შე­ავ­სებს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის სექ­ტო­რის კონ­ტრო­ლი, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად სუს­ტია, ფაქ­ტი­უ­რად ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა;

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს 4 მო­ად­გი­ლის ნაც­ვლად, 2 მო­ად­გი­ლე ეყო­ლე­ბა, რად­გან 2 მო­ად­გი­ლე ოპო­ზი­ცი­უ­რი ფრაქ­ცი­ე­ბი­დან უნდა იყოს არ­ჩე­უ­ლი;

ვა­კან­ტუ­რი დარ­ჩე­ბა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ერთი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბაც, რად­გან კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის 3 მო­ად­გი­ლი­დან 1 ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უნდა იყოს;

საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭო­ში პარ­ლა­მენტს 2 წევ­რის ნაც­ვლად, 1 წევ­რი ეყო­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან ერთი წევ­რი აუ­ცი­ლებ­ლად სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უნდა იყოს;

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას­ში 9 წევ­რის ნაც­ვლად, 6 წევ­რი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რად­გან ოპო­ზი­ცი­ის უფ­ლე­ბაა 3 წევ­რი წა­რუდ­გი­ნოს პარ­ლა­მენტს;

სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭოს წევრთა კან­დი­და­ტუ­რე­ბის შე­სარ­ჩევ კო­მი­სი­ა­ში პარ­ლა­მენტს 3-ის ნაც­ვლად, 2 წევ­რი ეყო­ლე­ბა, რად­გან ოპო­ზი­ცია ვერ წა­რად­გენს წევ­რს მისი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან“, - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

ამას­თან, მა­თი­ვე ცნო­ბით, ვერ შე­იქ­მნე­ბა დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია და ეთი­კის საბ­ჭო. ასე­ვე, პარ­ლა­მენ­ტში დე­ბა­ტე­ბი აზრს და­კარ­გავს.

დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია სა­პარ­ლა­მენ­ტო კონ­ტრო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მია. პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევრთა მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვარს უნდა შე­ად­გენ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტში, სა­დაც ოპო­ზი­ცია არ არ­სე­ბობს, დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია ვერ შე­იქ­მნე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის წევრთა ეთი­კის კო­დექ­სის ამოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის პარ­ლა­მენ­ტში უნდა შე­იქ­მნას ეთი­კის საბ­ჭო, რო­მე­ლიც გა­ნი­ხი­ლავს ეთი­კის კო­დექ­სის დარ­ღვე­ვებს და მო­ახ­დენს დარ­ღვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბას. პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, ეთი­კის საბ­ჭო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა არ უნდა აჭარ­ბებ­დეს ეთი­კის საბ­ჭოს წევრთა რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ხე­ვარს.

რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, დე­ბა­ტე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო ფრაქ­ცი­ებ­ზე ნა­წილ­დე­ბა; ფრაქ­ცი­ას სი­ტყვის­თვის მაქ­სი­მუმ 15 წუთი ეძ­ლე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­დე­ბა დე­ბა­ტე­ბის დრო და ის მხო­ლოდ უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ აზ­რის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მას შე­ი­ძენს.

მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ე­ბი მხო­ლოდ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბით და­კომ­პლექტდე­ბა და ამ დე­ლე­გა­ცი­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არ და­ამ­ტკი­ცე­ბენ

მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა პრო­პორ­ცი­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის კვო­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ოპო­ზი­ცი­ის არ არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცია მხო­ლოდ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის დე­ლე­გა­ცი­ად იქ­ცე­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ მო­ი­თხო­ვენ სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ებ­ში ოპო­ზი­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ისე­ვე, რო­გორც მა­გა­ლი­თად გენ­დერულ ბა­ლანსს (მაგ. ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის რეგ­ლა­მენ­ტი, ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის რეგ­ლა­მენ­ტი). ქვეყ­ნის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცია კი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ იძენს. შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნას შე­საძ­ლოა ოთხი წელი არ ჰყავ­დეს დე­ლე­გა­ცი­ე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mono
33

სულთან ბიძინას რაში აინტერესებს ეს?

Giorgi sixarulidze
170

ჰალსტუხჭამია არ ჰამოდიხარ ?! joy

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

რა ფუნქციებს ვერ შეასრულებს პარლამენტი თუ ოპოზიცია არ შევა და საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული იქნება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

რა ფუნქციებს ვერ შეასრულებს პარლამენტი თუ ოპოზიცია არ შევა და საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული იქნება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს. პარლამენტის თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტდება და ბევრ გადაწყვეტილებას პარლამენტი ვერ მიიღებს ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებს.

ორგანიზაცია ვრცელ განცხადებას ავრცელებს საკითხზე, როგორი იქნება ერთპარტიული პარლამენტი.

"საქართველო, კონსტიტუციის უკანასკნელი ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, პარლამენტის გამართული ფუნქციონირება საკვანძო მნიშვნელობისაა ქვეყნის განვითარებისათვის. პარლამენტი ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოა, ის საქართველოს მოსახლეობის არჩევანსა და მის ნებას უნდა გამოხატავდეს. ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს. პარლამენტის თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტდება და ბევრ გადაწყვეტილებას პარლამენტი ვერ მიიღებს ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო.

ოთხმოცდაათი წევრით წარმოდგენილი პარლამენტი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებასაც 100 ან 113 ხმა ჭირდება და ძალიან გართულდება 90 ხმის მობილიზებაც. ასეთი გადაწყვეტილება კი არაერთია“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, მათივე ნობით, აღნიშნულ ვითარებაში პარლამენტი კანონების და გადაწყვეტილებების ნაწილის მიღებასაც ვერ შეძლებს.

„პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით (100 ხმა) იღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე კანონს სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ.

პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით (113 ხმა) იღებს კონსტიტუციურ კანონს ერთი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში.

პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით (90 ხმა) ირჩევს სახალხო დამცველს, ამტკიცებს საკონსტიტუციო შეთანხმებას, ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უნდობლობას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.

პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით(100 ხმა) ახორციელებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით (113 ხმა) ახორციელებს იმ ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, „საერთაშორიო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, თანამდებობის პირების ნაწილთა ადგილები ვაკანტური დარჩება.

„ნდობის ჯგუფი 5 წევრის ნაცვლად, 3 წევრით იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან ოპოზიციის კვოტას, რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობა ვერ შეავსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სექტორის კონტროლი, რომელიც ტრადიციულად სუსტია, ფაქტიურად ვერ განხორციელდება;

პარლამენტის თავმჯდომარეს 4 მოადგილის ნაცვლად, 2 მოადგილე ეყოლება, რადგან 2 მოადგილე ოპოზიციური ფრაქციებიდან უნდა იყოს არჩეული;

ვაკანტური დარჩება კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის თანამდებობაც, რადგან კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილიდან 1 ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს;

საპროკურორო საბჭოში პარლამენტს 2 წევრის ნაცვლად, 1 წევრი ეყოლება, ვინაიდან ერთი წევრი აუცილებლად საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს;

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საკონკურსო კომისიის შექმნის საჭიროების შემთხვევაში, მასში 9 წევრის ნაცვლად, 6 წევრი იქნება წარმოდგენილი, რადგან ოპოზიციის უფლებაა 3 წევრი წარუდგინოს პარლამენტს;

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევ კომისიაში პარლამენტს 3-ის ნაცვლად, 2 წევრი ეყოლება, რადგან ოპოზიცია ვერ წარადგენს წევრს მისი შემადგენლობიდან“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, ვერ შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია და ეთიკის საბჭო. ასევე, პარლამენტში დებატები აზრს დაკარგავს.

დროებითი საგამოძიებო კომისია საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმია. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ოპოზიციის წარმომადგენლები დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა მინიმუმ ნახევარს უნდა შეადგენდნენ. შესაბამისად, პარლამენტში, სადაც ოპოზიცია არ არსებობს, დროებითი საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება.

პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის ამოქმედებისათვის პარლამენტში უნდა შეიქმნას ეთიკის საბჭო, რომელიც განიხილავს ეთიკის კოდექსის დარღვევებს და მოახდენს დარღვევებზე რეაგირებას. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ეთიკის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აჭარბებდეს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს.

რეგლამენტის თანახმად, დებატებისთვის გამოყოფილი დრო ფრაქციებზე ნაწილდება; ფრაქციას სიტყვისთვის მაქსიმუმ 15 წუთი ეძლევა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდება დებატების დრო და ის მხოლოდ უმრავლესობის მიერ აზრის გამოხატვის ფორმას შეიძენს.

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები მხოლოდ უმრავლესობის წევრებით დაკომპლექტდება და ამ დელეგაციებს საერთაშორისო ორგანიზაციები არ დაამტკიცებენ

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით. ოპოზიციის არ არსებობის შემთხვევაში საპარლამენტო დელეგაცია მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის დელეგაციად იქცევა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სავალდებულოდ მოითხოვენ საპარლამენტო დელეგაციებში ოპოზიციის მონაწილეობას, ისევე, როგორც მაგალითად გენდერულ ბალანსს (მაგ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტი). ქვეყნის მიერ წარდგენილი მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია კი უფლებამოსილებას მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დამტკიცების შემდეგ იძენს. შესაბამისად, ქვეყანას შესაძლოა ოთხი წელი არ ჰყავდეს დელეგაციები მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"მე ვუყურებდი პარიზიდან ძალიან დიდ ღელვებს, ჯიკაობას...ახალგაზრდობა უნდა იჯდეს, იმეცადინოს" - ელისო ბოლქვაძე 20 ივნისის მოვლენებზე

"ვაფრთხილებ საქართველოს პოლიციას და მათ მინისტრს, თუ ახალგაზრდებზე იძალადებთ, კომბლებს ჩაგცხებთ" - ჯელალ ქიქავა

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ხმაური იყო - არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი