მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშვენივრად იციან, რომ არჩევნები წააგეს და როგორ შეიძლება მოვიწონო ის, რასაც აკეთებენ?" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი პანდემიაზე, სერიალზე, ამჟამინდელ და წინა ხელისუფლებაზე
"მშვენივრად იციან, რომ არჩევნები წააგეს და როგორ შეიძლება მოვიწონო ის, რასაც აკეთებენ?" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი პანდემიაზე, სერიალზე, ამჟამინდელ და წინა ხელისუფლებაზე

მსოფ­ლი­ოს ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნი ჭად­რაკ­ში, დი­დოს­ტა­ტი ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი პან­დე­მი­ა­ზე, პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­სა და სე­რი­ალ "გამ­ბიტ­თან" და­კავ­ში­რე­ბულ kvirispalitra.ge-ს შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნონა, რო­გო­რია თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა? რო­გორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თეთ. არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა, შე­ზღუდ­ვე­ბი თქვენ­ზე რა გავ­ლე­ნას ახ­დენს?

- გარ­კვე­უ­ლი პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჯერ კი­დევ მაქვს, ამი­ტომ, ძი­რი­თა­დად, შინ ვარ, იშ­ვი­ა­თად გავ­დი­ვარ სად­მე. რაც შე­ე­ხე­ბა ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას, ადა­მი­ა­ნებს ისე­დაც აქვთ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და ამა­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მა­ტე­ბა, სა­ერ­თოდ, სა­ში­ნე­ლე­ბაა... ვინ იფიქ­რებ­და, რომ ამ სა­უ­კუ­ნე­ში ასე­თი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში. ეს ის პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც ყვე­ლას ეხე­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც სა­კუ­თა­რი თა­ვის გამო მა­ინც უნდა და­ვიც­ვათ ყვე­ლამ. ეკო­ნო­მი­კუ­რად, მეს­მის, რომ რთუ­ლია - ვის უნდა უმუ­შევ­რო­ბა? მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ამ რე­ა­ლო­ბი­სა და არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქით. იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, ყვე­ლა­ფერს შე­ვე­გუ­ოთ და ჯან­მრთე­ლო­ბა მა­ინც რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ. პი­რა­დად მე და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ლა წესს ვი­ცავთ. ვინ მოთ­ვლის, რამ­დენგზის მოგ­ვი­წო­დე­ბენ, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ი­ცა­ვი­თო, მაგ­რამ ზოგი ვე­რა­ფერ­მა შე­ა­ჩე­რა. ვი­საც არ სურს და არ სჯე­რა, მა­ინც იმა­ვეს აგ­რძე­ლებს. როცა ასე­თი კრი­ტი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცია დგე­ბა, ადა­მი­ან­მა თვი­თონ უნდა გა­ი­თა­ვი­სოს, სხვის მიერ მო­წო­დე­ბა მა­ინც არა­ფერს უშ­ვე­ლის.

- ალ­ბათ, თვალ-ყურს ადევ­ნებთ პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს. რო­გო­რია თქვე­ნი აზრი დღე­ვან­დელ, არე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე?

- მე, დიდი ხა­ნია, პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ. თუმ­ცა, გე­ტყვით, რომ ის, რაც დღეს ხდე­ბა, უბ­რა­ლოდ, ნერ­ვე­ბის მომშლე­ლია. თვი­თონ მშვე­ნივ­რად იცი­ან, რომ არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გეს და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­წო­ნო ის, რა­საც აკე­თე­ბენ? თან სულ ძვე­ლი სა­ხე­ე­ბია და მათ არ იცი­ან, ადრე რო­გორ ტარ­დე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბი და ახლა რო­გორ ტარ­დე­ბა? ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან. წა­ა­გეს და რისი იმე­დი აქვს ოპო­ზი­ცი­ას? ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია ერთ პო­ზი­ცი­ა­ზეა.ჩემი აზ­რით, თუ პარ­ლა­მენ­ტში არ შევ­ლენ, სა­ხელ­მწი­ფომ მათ ფული არ უნდა გა­მო­უ­ყოს. ეს და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა, რომ ადა­მი­ან­მა სამ­სა­ხურ­ში არ ია­როს და ხელ­ფა­სი მა­ინც მო­ი­თხო­ვოს. პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რებს კი სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან შე­და­რე­ბით, ისე­დაც ბევ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა და პრი­ვი­ლე­გია აქვთ. როცა ისი­ნი და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ან, რა­ტომ­ღაც, სხვებ­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი ეპა­ტი­ე­ბათ და პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩულს უდე­ბენ. რა­ტომ? თუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე იმა­ვეს აშა­ვებს და კა­ნო­ნის წი­ნა­შე აგებს პა­სუხს, პო­ლი­ტი­კოსს რა­ტომ ეპა­ტი­ე­ბა? ამი­ტომ, მე მგო­ნია, რომ პო­ლი­ტი­კოს­მა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის უნდა იბ­რძო­ლოს, მაგ­რამ ამა­ში და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი არ უნდა იყოს. თუ ისი­ნი ჯერ კი­დევ პო­ლი­ტი­კო­სე­ბად გრძნო­ბენ თავს, კე­თი­ლი ინე­ბონ და პარ­ლა­მენ­ტში შე­ვიდ­ნენ.

- რაც შე­ე­ხე­ბა ნე­ტფ­ლიქ­სის პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალს - The Queen's Gambit, რა რე­აქ­ცია გქონ­დათ, რო­დე­საც თქვენ შე­სა­ხებ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლეს?

- ვინც ეს ფილ­მი გა­და­ი­ღო, ვკი­თხოთ მას, თუ რა­ტომ გა­და­ი­ღო ასე... ძა­ლი­ან უხე­ში შეც­დო­მა და­უშ­ვეს, როცა გა­მო­გო­ნილ რა­ღა­ცა­ზე ფილ­მს იღებ და მას­ში რთავ რე­ა­ლურ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მარ­თლა მო­ჭად­რა­კე და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი არის, ასე­თი შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვე­ბე­ლია. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მშვენივრად იციან, რომ არჩევნები წააგეს და როგორ შეიძლება მოვიწონო ის, რასაც აკეთებენ?" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი პანდემიაზე, სერიალზე, ამჟამინდელ და წინა ხელისუფლებაზე

"მშვენივრად იციან, რომ არჩევნები წააგეს და როგორ შეიძლება მოვიწონო ის, რასაც აკეთებენ?" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი პანდემიაზე, სერიალზე, ამჟამინდელ და წინა ხელისუფლებაზე

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი პანდემიაზე, პოლიტიკურ თემებსა და სერიალ "გამბიტთან" დაკავშირებულ kvirispalitra.ge-ს შეკითხვებს პასუხობს.

- ქალბატონო ნონა, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, ოპერაცია გაიკეთეთ. არსებული ეპიდვითარება, შეზღუდვები თქვენზე რა გავლენას ახდენს?

- გარკვეული პოსტოპერაციული პრობლემები ჯერ კიდევ მაქვს, ამიტომ, ძირითადად, შინ ვარ, იშვიათად გავდივარ სადმე. რაც შეეხება ეპიდსიტუაციას, ადამიანებს ისედაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ამაზე კორონავირუსის დამატება, საერთოდ, საშინელებაა... ვინ იფიქრებდა, რომ ამ საუკუნეში ასეთი სიტუაცია შეიქმნებოდა მსოფლიოში. ეს ის პრობლემაა, რომელიც ყველას ეხება და რეკომენდაციებიც საკუთარი თავის გამო მაინც უნდა დავიცვათ ყველამ. ეკონომიკურად, მესმის, რომ რთულია - ვის უნდა უმუშევრობა? მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რეალობისა და არჩევნის წინაშე დავდექით. იძულებულები ვართ, ყველაფერს შევეგუოთ და ჯანმრთელობა მაინც რომ შევინარჩუნოთ, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. პირადად მე და ჩემი ოჯახის წევრები ყველა წესს ვიცავთ. ვინ მოთვლის, რამდენგზის მოგვიწოდებენ, რეკომენდაციები დაიცავითო, მაგრამ ზოგი ვერაფერმა შეაჩერა. ვისაც არ სურს და არ სჯერა, მაინც იმავეს აგრძელებს. როცა ასეთი კრიტიკული სიტუაცია დგება, ადამიანმა თვითონ უნდა გაითავისოს, სხვის მიერ მოწოდება მაინც არაფერს უშველის.

- ალბათ, თვალ-ყურს ადევნებთ პოლიტიკურ მოვლენებს. როგორია თქვენი აზრი დღევანდელ, არეულ სიტუაციაზე?

- მე, დიდი ხანია, პოლიტიკურ თემებზე აღარ ვლაპარაკობ. თუმცა, გეტყვით, რომ ის, რაც დღეს ხდება, უბრალოდ, ნერვების მომშლელია. თვითონ მშვენივრად იციან, რომ არჩევნები წააგეს და როგორ შეიძლება მოვიწონო ის, რასაც აკეთებენ? თან სულ ძველი სახეებია და მათ არ იციან, ადრე როგორ ტარდებოდა არჩევნები და ახლა როგორ ტარდება? ძალიან კარგად იციან. წააგეს და რისი იმედი აქვს ოპოზიციას? ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთ პოზიციაზეა.ჩემი აზრით, თუ პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფომ მათ ფული არ უნდა გამოუყოს. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ადამიანმა სამსახურში არ იაროს და ხელფასი მაინც მოითხოვოს. პოლიტიკურ ფიგურებს კი სხვა მოქალაქეებთან შედარებით, ისედაც ბევრი უპირატესობა და პრივილეგია აქვთ. როცა ისინი დანაშაულს სჩადიან, რატომღაც, სხვებზე გაცილებით მეტი ეპატიებათ და პოლიტიკურ სარჩულს უდებენ. რატომ? თუ ჩვეულებრივი მოქალაქე იმავეს აშავებს და კანონის წინაშე აგებს პასუხს, პოლიტიკოსს რატომ ეპატიება? ამიტომ, მე მგონია, რომ პოლიტიკოსმა საკუთარი ინტერესებისთვის უნდა იბრძოლოს, მაგრამ ამაში დანაშაულის კვალი არ უნდა იყოს. თუ ისინი ჯერ კიდევ პოლიტიკოსებად გრძნობენ თავს, კეთილი ინებონ და პარლამენტში შევიდნენ.

- რაც შეეხება ნეტფლიქსის პოპულარულ სერიალს - The Queen's Gambit, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც თქვენ შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს?

- ვინც ეს ფილმი გადაიღო, ვკითხოთ მას, თუ რატომ გადაიღო ასე... ძალიან უხეში შეცდომა დაუშვეს, როცა გამოგონილ რაღაცაზე ფილმს იღებ და მასში რთავ რეალურ ადამიანს, რომელიც მართლა მოჭადრაკე და მსოფლიო ჩემპიონი არის, ასეთი შეცდომები დაუშვებელია. წაიკითხეთ სტატია სრულად

რაჭა-ლეჩხუმში უკვე 80 მიტოვებული სახლი გაიყიდა - რატომ გაორმაგდა სახლების ფასი?

ბილაინის ყველა მობილური თამაში ერთ პორტალზე

თრომბი - გართულება, რომელიც პანდემიის ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა