სისხლძარღვთა პათოლოგიები ჯანდაცვის გლობალური გამოწვევაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს. დაავადებებმა დამატებითი აქტუალობა CoVid-19-ის პირობებშიც შეიძინეს, როდესაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოსთან ერთად საქართველოც მთელი რესურსით ჩაერთო.
გთავაზობთ თოდუას კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელთან გიორგი დეისაძესთან ინტერვიუს, რომელმაც ძარღვების პათოლოგიებზე, მათ შორის, თრომბზე, მის გავრცელებასა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრა.
– რა არის თრომბი და რა სიმპტომებით გამოვლინდება პაციენტებში?
– თრომბი ეს არის შედედებული სისხლის მასა , სიმპტომები დამოკიდებულია თუ რომელი სისხლძარღვის დახშობა მოხდება, ეს იქნება ვენურ სისტემაში თუ არტერიულ სისტემაში. გამოვლინდება შესაბამისი ორგანოს იშემიით და ფუნქციის დაქვეითებით, ეს შეიძლება იყოს როგორც შინაგანი ორგანოები ასევე ქვემო და ზემო კიდურები, შესაძლებელია თვის ტვინი.
თრომბოემბოლიაა, როდესაც მსხვილი კალიბრის სისხლძარღვიდან წვრილი კალიბრის სისხლძარღვში ხდება თრომბის გადასროლა, რაც მის დახშობას იწვევს. მარტივად რომ ავხსნათ, როდესაც თრომბი იჭედება იქ, სადაც ვერ გაძვრება, რაც სრულიად ახშობს სისხლის მიდინებას ქსოვილებში.
ათეროსკლეროზი, სისხლძარღვის ნელ-ნელა შევიწროება, რაც სისხლის გადინებას აფერხებს და წამოქმნის ლოკალურ თრომბს.
თრომბის განვითარებისას ადამიანის კიდურში სისხლის მიწოდების მწვავე დახშობა გამოიხატება ამ კიდურის გაბუჟებით, მოძრაობის შეზღუდვით, ის ასევე სისხლის ნაკლებობის გამო იცვლის ფერს და ხდება მოლურჯო.
– რა მეთოდებს იყენებთ გამოკვლევის და მკურნალობისთვის?
– გამოკვლევის ძირითადი საშუალება დუპლექს სკანირებაა. ეს ულტრაბგერითი მეთოდი აფასებს როგორც სისხლძარღვის გამავლობას, ისე სისხლის ნაკადის სიჩქარეს, ბლოკირებულ არტერიას და ა.შ.
ამის შემდეგ საქმეში კომპიუტერული ტომოგრაფია ერთვება. ის თითქმის 100%-იანი სიზუსტით გვეუბნება სად არის დახშობის კერა.
რაც შეეხება მკურნალობას, თოდუას სამედიცინო ცენტრში დანერგილი გვაქვს მსოფლიოში აპრობირებული ორივე მეთოდი: ოპერაციული მკურნალობა და ენდოვასკულარული ჩარევა, რომელიც ახალი მიმართულებაა და ჩაკეტილი სისხლძარღვის გახსნას უსისხლოდ, გაჭრის გარეშე გულისხმობს.
– რა შემთხვევაში იყენებთ სტენტირებას და აქვს თუ არა მას რაიმე უკუჩვენება?
– სხეულის სხვადასხვა რეგიონისთვის განსხვავებული ტიპის სტენტები არსებობს, როგორც მცირეკალიბრიანი, ასევე საშუალო და დიდი კალიბრის. მათ იმ შემთხვევაში ვიყენებთ, როდესაც სისხლძარღვი დახშული ან შევიწროებულია და მისი გახსნა გვინდა.
შესაძლოა სტენტი ისევ შევიწროვდეს, თუ ადამიანი ექიმის რეკომენდაციებს არ დაიცავს და კონსერვატიულ მკურნალობაზე უარს იტყვის. არის შემთხვევები, როდესაც სისხლძარღვი ეხშობა სხვა უბანში, სტენტის შემდეგ, ან მანამდე, რაც გამოსწორებას ექვემდებარება.
ჩემს პაციენტებს ხშირად ვუხსნი ხოლმე და ხაზს კიდევ ერთხელ გავუსვამ, რომ სტენტის ჩასმა გამოჯანმრთელებას, სამწუხაროდ, არ ნიშნავს. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ათეროსკლეროზი ეს ქრონიკული პროცესია , მაგრამ მისი მართვისა და გამოსწორების შემთხვევაში თავიდან შეგვიძლიო ავირიდოთ მძიმე გართულებები, ამას განსაკუთრებით ხშირად ვაღწევთ მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში, როდესაც ორგანოს ვინარჩუნებთ და არ ხდება კიდურის დაკარგვა.
– რამდენად მინიინვაზიურია თოდუას კლინიკაში სისხლძარღვების ქირურგია?
– თოდუას სამედიცინო ცენტრის ჩვენს განყოფილებაში ჰიბრიდული საოპერაციო გვაქვს - ნაწილობრივ ღიად ვასუფთავებთ სისხლძარღვს, ხოლო შემდგომ ოპერაცია დახურულად, ანუ მინიინვაზიურად გრძელდება. პაციენტების მკურნალობა და სტენტის იმპლანტაცია Siemens Artist Zee-ით, ანგიოგრაფიული აპარატით მიმდინარეობს.
დაახლოებით 90% შემთხვევებში მცირეინვაზიური მიდგომაც საკმარისია. ეს კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობას 24-48 საათამდე ამცირებს. პაციენტებს მეორე დღეს უკვე ფეხზე ვაყენებთ, შეგვიძლია ბინაზე გავწეროთ და ნება მივცეთ შედარებით მალე დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
– კორონავირუსი, როგორც ცნობილია, სისხლის შესქელებასა და თრომბის წარმოქმნას იწვევს. რა რეკომენდაციას მისცემდით მოსახლეობას?
– პანდემიიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ აქტუალური საკითხია, რადგან ხშირად კორონავირუსიან პაციენტებს თრომბოზული გართულებები აღენიშნებათ.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ ადამიანები, რომლებსაც ვირუსი და რისკ-ფაქტორები არ აქვთ, ხშირად თვითნებურად სვამენ გამათხელებელ პრეპარატებს. ჩვენ ამის რეკომენდაციას არ ვიძლევით.
იმ პაციენტებისთვის კი, რომლებსაც დაუდგინდათ ვირუსი და მიეკუთვნებიან რისკჯგუფს ან გადატანილი აქვთ ვენური თუ არტერიული თრომბოზი, არსებობს შესაბამისი რეკომენდაციები, ინიშნება სპეციალური კონსერვატორული მკურნალობა და სისხლის გამათხელებლებლების (ანტიკოაგულანტების) ინდივიდუალურად ხდება დოზის დანიშვნა.
NS
კატეგორიულად, დეფიციტის იქით ექიმის ამ სახის საუბარი არაფერს აძლევს საქართველოს კოვიდთან შეხებაში. ადამიანს სახიერად უნდა აეხსნას ყველა ფაქტორი, რაც იწვევს სისხლის შედედებას, როგორც კოვიდთან შეხებაში, ასევე პოსტკოვიდიანურ პერიოდში. ეს იმდენად ღრმად და სიზუსტით უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანმა თავად მართოს პროცესი, ეს იმ სიზუსტით უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანს სრული გაგება ქონდეს დიაბეტური ანგიოპატიისა და მისი ფაქტორების შესახებ, რასაც თუ შენ არ გაერკვიე, თუ ეს ფიზიოლოგმა და ბიოლოგმა არ აუხსნა ადამიანს არავინ აძლევს მას თუნდაც დიაბეტ 2-ის შემთხვევაშიც, ხოლო კოვიდის ადამიანთან შეხება ენდოტელლიტის საშუალებით ქმნის დიაბეტურ ანგიოპატიას, რაც გრძელდება პოსტკოვიდიანურში. ეს იგივე გარემოებაა, რასაც სხეულში ქმნის სოკოვანი სხეულის გარემოება, ხოლო კოვიდთან უფრო მაგარ მირტყმას აქვს ადგილი, სადაც ენდოტელია რჩება ანთებით მდგომარეობაში(გაკაწრულ, გაჩხაპნილ), რომელიც იწვევს ქლორესტელინის გააქტიურებასა და ფორსირებას სისხლში, როგორც ამ გარემოებაში მკურნალობის ფაქტორის სახით. ორივე ზემოაღნიშნულ შემთხვევაში სხეული იქცევა ისე, როგორც ნახველისა და ცინგლის გარემოებაში. ორივე მათგანი ცხიმია და სხეული ვირუსთან, ფაგთან შეხებაში მტერს ებრძვის ცხიმით(ფილტვის ნახველი), ჰორმონით და ისვრის მას სხეულში. რა ქნას აბა, ეს ფარია მისი, ხოლო ასეთ ენდოტელიას მკურნალობს ქლორესტელინი და მისი ფორსირება გარემოების შედეგია. გარდა ამისა თრომბოზის დრო და თრომბოებოლია დამოკიდებულია ჭამასა და ქლორის დეფიციტზე სხეულში, ერთია ფიბრინოგენის ფორსირების ფენომენი, ხოლო ქლორი კი არის მისი შემკავებელი, ქლორი აჩერებს ფიბრინოგენს, ამიტომ არ უნდა დაიკლოთ ჭამაში მარილი. განსაკუთრებით ეს არ ესმის ე.წ. მოქეიფეებს, რომელიც ქეიფისას ღებულობენ ყველა კომპონენტს ფიბრინოგენის ფორსირებისა, ხოლო პახმელიაზე სხეულს გააჩნია ინტოკსიკაცია ალკოჰოლისა და სხეულის კისლოტნო შლოჩნი ბალანსის დარღვევა (სხეულის მჟავიანობა), რომლის შედეგად წარმოიქმნება გიპოკაპსია, რაც მთავრდება ან ინსულტით ან ინფრაქტით. ხალხნო თქვენ ვერა ხართ ნორმალური, თანაც გეუბნებით ამას ურნალისტიკას, რომელსაც ამ გარემოებაში ვესაუბრები მთელი წელია. როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში შექმნილი გარემოება, თქვენ პოსტკოვიდიანურ პერიოდს ისევ სტაციონარის ან ამბულატორიის გაგებაში მართავთ? თქვენ ნახავთ არათუ მოკვდავებს უმეტესს ექიმს რა შეემთხვევა (არა აქვს მნიშვნელობა ვის რა შეემთხვევა. ისინიც ჩვენი დები და ძმები არიან, მოყვასია ადამიანისა). საჭიროა ფრონტის გაგება და ადამიანს დეტალური წარმოდგენა უნდა მიეცეს სხეულზე და შესაბამისი რჩევები. დებილი ან შეურაცხადი ვარ, რომ ამას მთელი წელია გეუბნებით? უმეტესს ექიმს, თუ ადამიანს სკოლა, უმაღლესი არა აქვს დამთავრებული და ეს ცივილიზაციის გამოწვევას წარმოადგენს, რაც ფსიქოლოგებისათვის ცნობილია. როგორ შევადგინოთ სახელმძღვანელოები იმ გარემოებაში, როცა პარალელურად ათობითა და ასობით აღმოჩენებს აქვს ადგილი. მხოლოდ სისტემჩიკები და მეთოდოლოგისტი ექიმებია საქმის კურსში, ხოლო დანარჩენი ინსტრუქციების, გაიდლაინების გაგებაშია, სადაც ამ სახის მსჯელობა, პარადიგმული გაგებები არა მოცემული. ხალხნო შესაბამისი გადაწყვეტილებები დროზეა მისაღები, ხოლო ადამიანსა და ქვეყანას ძველ ფორმატში ამის გაკეთება არ შეუძლია და გვექნება საშინელი შედეგი. ჩვენ უნდა მივცეთ ადამიანს სხეულის გაგება მარტივი და გასაგები სახით და შესამამისად მარტივი, გასაგები და ეფექტიანი რჩევები(მთელი მედია ამაზე უნდა იყოს გადართული. თანაც ეს უნდა გაკეთდეს მეთოდოლოგიურად უნიფიცირებულ გაგებაში, რასაც მომზადება სჭირდება და უკვე დაგვიანებულშია). დავიღალე უკვე, მაგრამ მე ჩემს მოვალეობას ვიხდი რაც შემიძლია! ეკონომისტი.
გიორგი ექიმი საუკეთესოა.მადლობა თქვენ ექიმო.