მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
D ვიტამინის დეფიციტი და COVID-19
D ვიტამინის დეფიციტი და COVID-19

D ვი­ტა­მი­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი და შე­უც­ვლე­ლი ვი­ტა­მი­ნია ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის. უფრო მე­ტიც, დღეს, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა მას სტე­რო­ი­დულ ჰორ­მო­ნად გა­ნი­ხი­ლავს და სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიD ჰორ­მო­ნის სა­ხელ­წო­დე­ბი­თაც შეხ­ვდე­ბით. ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ორ­გა­ნო და უჯრე­დი შე­ი­ცავს D ვი­ტა­მი­ნის­რე­ცეპ­ტორს, ანუ ეს იმას ნიშ­ნავს, რომ D ვი­ტა­მი­ნი გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვე­ნი უჯრე­დე­ბი­სა და ორ­გა­ნო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ზე.

D ვი­ტა­მი­ნი ძლი­ე­რი იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რია. დღეს, COVID-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის დროს, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დაც­ვა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა. ღიად უნდა ით­ქვას,რომ დღეს ჩვენ არ გვაქვსი­მუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი ერ­თი­რო­მე­ლი­მე ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლის მი­ღე­ბი­თაც თა­ვი­დან ავი­რი­დებ­დით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბას და/ან ავა­დო­ბას. თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ, რა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით უნდა მო­ვა­მა­რა­გოთ ორ­გა­ნიზ­მი, რომ იმუ­ნურ­მა­სის­ტე­მამ გა­მარ­თუ­ლად და უხარ­ვე­ზოდ იმუ­შა­ოს კო­ვიდ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში.

იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მთა­ვა­რი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი გახ­ლავთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, რაც მო­ი­ცავსშემ­დეგს: ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კვე­ბა,რე­გუ­ლა­რუ­ლი­ზო­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, სრულ­ფა­სო­ვა­ნი­ძი­ლი და გარ­კვე­უ­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი და მი­ნე­რა­ლე­ბი.

ვი­ტა­მი­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, ვი­ტა­მი­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა უხ­ვად მო­ი­პო­ვე­ბა საკ­ვებ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, თუკი ადა­მი­ა­ნი მრა­ვალ­ფე­როვ­ნად იკ­ვე­ბე­ბა, სა­ჭი­რო ვი­ტა­მი­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­საც იღებს. თუმ­ცა D ვი­ტა­მი­ნი ამ მხრივ­გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს. ცოტა საკ­ვე­ბი შე­ი­ცავს D ვი­ტა­მინს, ასე­თია ძი­რი­თა­დად ცხი­მი­ა­ნი თევ­ზი, სოკო, კვერ­ცხის გული და კა­კაო. სა­ზღვარ­გა­რეთ, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში, უამ­რა­ვი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტია გამ­დიდ­რე­ბუ­ლი D ვი­ტა­მი­ნით, მაგ., ხი­ლის წვე­ნებს, რძეს, მარ­ცვლე­ულს ხე­ლოვ­ნუ­რად და­მა­ტე­ბუ­ლი აქვს D ვი­ტა­მი­ნი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მხრივ მდგო­მა­რე­ო­ბა სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რია. ჩვენს ბა­ზარ­ზე D ვი­ტა­მი­ნით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის. D ვი­ტა­მინ­ზე დღი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის შევ­სე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მზე, რამ­დე­ნა­დაც ჩვენს კან­ში მზის ულტრა­ი­ის­ფე­რიB სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით ხდე­ბა D ვი­ტა­მი­ნის წარ­მოქ­მნა. თუმ­ცა, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში D ვი­ტა­მი­ნის მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბა მზის მეშ­ვე­ო­ბით სე­ზო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რთუ­ლია. ამ­ჟა­მად სწო­რედ ზამ­თა­რი და­ი­წყო, გარ­და მზის ნაკ­ლე­ბო­ბი­სა, ჩვე­ნი კანი სა­მო­სით თით­ქმის სრუ­ლად არის­და­ფა­რუ­ლი და კანს მზეს­თან შე­ხე­ბა ნაკ­ლე­ბად აქვს. გარ­და ამი­სა, ჩვე­ნი, ექი­მე­ბის, მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა მო­სახ­ლე­ო­ბა დარ­ჩეს შინ, ნაკ­ლე­ბად გა­მო­ვი­დეს გა­რეთ, რაც თა­ვის­თა­ვად ნიშ­ნავს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის ხე­ლის­შემ­წყობ პი­რო­ბას.

რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, თუ რო­მე­ლი ვი­ტა­მი­ნის ან მი­ნე­რა­ლის მი­ღე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის, D ვი­ტა­მი­ნი ამ მხრივ ერთ-ერთი ჩემ­პი­ო­ნია.იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბის გარ­და, D ვი­ტა­მინს გარ­კვე­უ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს და­იც­ვას სა­სუნ­თქი სის­ტე­მა, რა­საც გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მელ­საც ასე­ვე მი­ე­კუთ­ვნე­ბა COVID-19.

კო­ვიდ 19-ით სიკ­ვდი­ლო­ბა მა­ღა­ლია ასა­კოვ­ნებ­ში და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­ში, რაც მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ვირუ­სი ად­ვი­ლად ერე­ვა და­სუს­ტე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე ორ­გა­ნიზმს. Dვი­ტა­მი­ნის და­ნა­მა­ტებს შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პი­რებ­ში, რო­მელ­თაც აქვთ D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი.

უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით ნა­ნა­ხია, რომ არის გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ციტ­სა და კო­რო­ნა­ვირუსს შო­რის. ერთ-ერთი უახ­ლე­სი Meltzer DO, et al.-ის კვლე­ვით, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იყო 489 პირი ინა­ხა, რომ D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის მქო­ნე ინ­დი­ვი­დებ­ში უფრო ხში­რი იყო COVID და­დე­ბი­თი ტეს­ტის პა­სუ­ხი, ვიდ­რე ნორ­მა­ლუ­რი D ვი­ტა­მი­ნის მქო­ნე ინ­დი­ვი­დებ­ში.

Carpagnano GE, et al.-ის კვლე­ვა­ში გა­მოვ­ლინ­და, რომ D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბი­სა და მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრეს სინ­დრო­მის გან­ვი­თა­რე­ბის გაზ­რდილ სიხ­ში­რეს­თან კო­ვიდ ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში. ამ პი­რებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მა­ღა­ლი იყო სიკ­ვდი­ლის რის­კი. ერთ-ერთი პა­ტა­რა რან­დო­მი­ზე­ბუ­ლი Castillo ME, et al.-ის­კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იყო 50 ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი, პა­ცი­ენ­ტთა ნა­წილს მი­ე­ცა D ვი­ტა­მი­ნი (კალ­ცი­ფე­დი­ო­ლი) მა­ღა­ლი დო­ზით, ხოლო ნა­წილს კი უმ­კურ­ნა­ლეს მსგავ­სი სქე­მითD ვი­ტა­მი­ნის და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე. D ვი­ტა­მი­ნით ნამ­კურ­ნა­ლებ ჯგუფ­ში მხო­ლოდ 1 პა­ცი­ენტს დას­ჭირ­და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა, გან­სხვა­ვე­ბით მე­ო­რე ჯგუ­ფის­გან, რო­მელ­თა მკურ­ნა­ლო­ბა­შიც არ იყო ჩარ­თუ­ლი D ვი­ტა­მი­ნი. ამ ჯგუფ­ში26 პა­ცი­ენ­ტი­დან 13-ს დას­ჭირ­და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მკურ­ნა­ლო­ბა.

D ვი­ტა­მი­ნი ას­ტი­მუ­ლი­რებს ორ­გა­ნიზ­მში­გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის - კა­თე­ლი­ცი­დი­ნე­ბი­სა და დე­ფენ­სი­ნე­ბის წარ­მოქ­მნას, მე­ო­რეს მხრივ კი ამ­ცი­რებს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ზე-რე­აქ­ტი­უ­ლო­ბას და ზრდის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის (Treg) რა­ო­დე­ნო­ბას. D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის ფონ­ზე იმუ­ნურ სის­ტე­მას შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი პა­სუ­ხი შე­მოჭ­რილ ინ­ფექ­ცი­ურ აგენტზე და სა­კუ­თა­რი ქსო­ვი­ლი მე­ტად და­ა­ზი­ა­ნოს, ვიდ­რე შე­მოჭ­რი­ლი პა­თო­გე­ნი. სწო­რედ ასე­თი რამ ხდე­ბა კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის დროს, როცა ვი­თარ­დე­ბა ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მი. კო­რო­ნა­ვირუ­სის მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში, ორ­გა­ნიზ­მი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს - ცი­ტო­კი­ნებს, რომ­ლე­ბიც იდე­ა­ში ებ­რძვი­ან ვირუსს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად აზი­ა­ნე­ბენ სა­კუ­თარ ორ­გა­ნო­ებ­სა და ქსო­ვი­ლებს ისე, რომ სწო­რედ ეს არის სიკ­ვდი­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ახა­ლი­მო­ნა­ცე­მე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლიD ვი­ტა­მი­ნი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ სის­ხლის შე­მა­დე­დე­ბელ სის­ტე­მა­ზე. კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის ერთ-ერთი ხში­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბაა თრომ­ბო­ზე­ბი, აქაც ნა­ნა­ხია D ვი­ტა­მი­ნის და­დე­ბი­თი­ე­ფექ­ტი კო­ა­გუ­ლა­ცი­ურ კას­კად­ზე და თრომ­ბო­ცი­ტე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­წე­ბე­ბის უნარ­ზე. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი Blondon et al-ის, Khademvatani et al-ისა და Wen-Xiu Wu et al-ის­კვლე­ვე­ბით არის მო­ნა­ცე­მე­ბი D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის ფონ­ზე თრომ­ბო­ზე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ვე­ნუ­რი თრომ­ბო­ემ­ბო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გაზ­რდილ სიხ­ში­რე­ზე.

ამ­ჟა­მად ჩვენ ჯერ კი­დევ არ ვი­ცით და­ნამ­დვი­ლე­ბით D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ციტს აქვს თუ არა პირ­და­პი­რი მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რი COVID-19-ით ავა­დო­ბი­სა და სიკ­ვდი­ლო­ბას­თან, თუმ­ცა და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცით იმ მყა­რი ასო­ცი­ა­ცი­ის შე­სა­ხებ, რაც ინა­ხა და გან­მე­ორ­და არა­ერთ კვლე­ვა­ში. ამ­დე­ნად სა­ნამ მიმ­დი­ნა­რე და მო­მა­ვა­ლი რან­დო­მი­ზე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი პა­სუხს გას­ცემს შე­კი­თხვას, ეს ასო­ცი­ა­ცია მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვია თუ არა, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია D ვი­ტა­მი­ნი­სა­დეკ­ვა­ტუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა.

D ვი­ტა­მი­ნის მთა­ვა­რი წყა­როა მზე, თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც დღეს ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­წო­დე­ბაა დარ­ჩით სახ­ლში და ნაკ­ლე­ბი დრო გა­ა­ტა­რეთ გა­რეთ, ეხლა, რო­გორც არას­დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია D ვი­ტა­მი­ნის დღი­უ­რი ნორ­მის მი­ღე­ბა საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. 2020 წლის ივ­ლის­ში ექ­ვსმა ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­მოს­ცა ერ­თობ­ლი­ვი გა­ნა­ცხა­დი, სა­დაც სა­უ­ბა­რია პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში D ვი­ტა­მი­ნის და­ნა­მა­ტე­ბის მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, თუკი პირი ვერ ახერ­ხებს ყო­ველ­დღი­უ­რად 15-30 წთ მზის აბა­ზა­ნე­ბის მი­ღე­ბას. ამ ერ­თობ­ლივ გა­ნა­ცხად­ში სა­უ­ბა­რია, რომ D ვი­ტა­მი­ნის და­ნა­მა­ტე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი, იაფი და უსაფრ­თხოა მათი გო­ნივ­რუ­ლი დო­ზით გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. აღ­ნიშ­ნულ გა­ნა­ცხადს ხელს აწერს ისე­თი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა ამე­რი­კის ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა (Endocrine Society), ამე­რი­კის კლი­ნი­ცისტ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა (AACE), ოს­ტე­ო­პო­რო­ზის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დი (IOF) და ა.შ.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლია მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი კვლე­ვე­ბი, თუ რა არის ის ოპ­ტი­მა­ლუ­რი და უსაფრ­თხო დოზა და რე­ჟი­მი, რომ მოხ­დეს D ვი­ტა­მი­ნის დღი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და არ მოხ­დეს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზი­რე­ბა. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ხში­რად არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო­ცაა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა პო­პუ­ლა­ცი­ით, სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მი­თა და კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა სხვა­დას­ხვა დამ­ყო­ლო­ბით. ამ ჰე­ტე­რო­გე­ნუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ტა­ნოთ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დას­კვნა: 1. D ვი­ტა­მი­ნის და­ნა­მა­ტე­ბის მი­ღე­ბა დო­ზით 400-800 სე - ბავ­შვებ­ში და 2000 სე - ზრდას­რუ­ლებ­ში სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა სის­ხლში D ვი­ტა­მი­ნის გან­სა­ზღვრი­სა და კონ­ტრო­ლის გა­რე­შე. 2. იმი­სათ­ვის, რომ D ვი­ტა­მინ­მა იმუ­შა­ოს, რო­გორც მძლავ­რმა იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტორ­მა უმ­ჯო­ბე­სია იგი მი­ი­ღოთ ყო­ველ­დღი­უ­რად.სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით, რე­ჟი­მე­ბი, რომ­ლის დრო­საც D ვი­ტა­მი­ნის ერ­თბა­შად დიდი დო­ზით გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბო­და, მაგ., ბო­ლუ­სუ­რი დოზა თვე­ში ერთხელ -არ გა­მოდ­გა ეფექ­ტი­ა­ნი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. 3. D ვი­ტა­მი­ნის მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბა სა­სუნ­თქი სის­ტე­მის­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბამ­დე, რამ­დე­ნა­დაც იზ­რდე­ბა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მი­სა და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სის­ტე­მის დამ­ცვე­ლო­ბი­თი ძა­ლე­ბი. ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ მისი როლი შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია. 4. დო­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის 400-800 სე ბავ­შვებ­ში და 2000 სე მოზ­რდი­ლებ­ში არ არის საკ­მა­რი­სი D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის შე­სავ­სე­ბად, ამ დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბევ­რად მა­ღა­ლი დო­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც მერ­ყე­ობს 5000 სე-დან 10,000 სე-მდე დღე­ში. D ვი­ტა­მი­ნის სამ­კურ­ნა­ლო დო­ზი­რე­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ექი­მის მიერ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად პა­ცი­ენ­ტის წო­ნის, ასა­კის, თან­მხლე­ბი პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

დო­ზი­რე­ბის მო­სა­ხერ­ხე­ბელ და სრულ სპექტრს გვთა­ვა­ზობს გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის ველ­ტფარ­მას მა­ღა­ლი ხა­რის­ხის D ვი­ტა­მი­ნი დეტ­რი­ვი­ტი, რო­მელ­საც აქვს რო­გორც კარ­გი საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო დოზა 2000 სე, ისე სამ­კურ­ნა­ლო დო­ზე­ბი ზრდას­რუ­ლე­ბის­თვის: დეტ­რი­ვი­ტი ფორ­ტე 5000 სე და დეტ­რი­ვი­ტი მაქ­სი 10,000 სე. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, მო­სახ­ლე­ო­ბამ,თუკი სის­ხლში D ვი­ტა­მი­ნის გან­სა­ზღვრის გა­რე­შე გეგ­მავს მი­ი­ღოს პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი დო­ზე­ბი,ბავ­შვებ­თან არ გა­მო­ი­ყე­ნონ 800 სე-ზე მეტი დღი­უ­რად, ხოლო ზრდას­რუ­ლებ­მა არ გა­და­ა­ჭარ­ბონ 2000 სე/დღე­ში. ამ დო­ზით D ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა უსაფრ­თხოა ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე. ხოლო D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტი­და­უ­კავ­შირ­დეს მკურ­ნალ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს, რო­მე­ლიც მო­ახ­დენს სამ­კურ­ნა­ლო დო­ზი­სა და ხან­გრძლი­ვო­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ვას.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი: სა­ქარ­თვე­ლოს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ი­სა და მე­ტა­ბო­ლიზ­მის ასო­ცი­ა­ცი­ის (GAEM) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრე­ზი­დენ­ტი, და­ვით ტვილ­დი­ა­ნის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი, კლი­ნი­კა ჰელ­სი­კო­რის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნა­თია ვა­შაყ­მა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
21
4

კალცი D3 ნიკომედის მიღების დროს Dვ მიიღება როგორც Dვიტამინი? გთხოვთ მიპასუხოთ ვინც იცის

beso
0

 

21-ს

Dვ-იც მიიღება როგორც Dვიტამინი, რადგან არსებობს D ვიტამინის რამდენიმე ფორმა (ვიტამერი). ორი მნიშვნელოვანი ფორმაა ერგოკალციფეროლი (D2) და ქოლეკალციფეროლი (D3). ვიტამინი D ინდექსის გარეშე შეესაბამება D2-ს, D3-ს ან ორივეს.[ქართული ვიკიპედია, ხოლო რუსულში უფრო ვრცლად არუს და სხვა რამეებსაც შეიცას]. >>>>>>>>>>>>არა უშავს, კარგი სტატიაა, მაგრამ გირჩევთ, რომ ეს მიიღოთ ხამსას ან სელდის სახით, დამარილებული ხამსა ამ სელდი, ორივე სელდისებრთა ოჯახისაა. თანაც მიირთვით ხახვი ან მწნილთან ერთად. ეს ვიტამინები და სხვაც, ომეგების ჩათვლით, განსაკუთრებით ომეგა 3 ყველაზე საუკეთესო ათვისება აქვთ ამ სახით თვეზის მირთმევის შემთხვევაში, ხოლო მიღების დროს მთავარია ათვისება ელემენტებისა(ეს ვიტამინები არის ცხიმში ხსნადი ვიტამინები, ხოლო მის ამინოკისლატებად დაშლა წარმოების თორმეტგოჯაში. ამიტომ ყველა ამ ვიტამინების ათვისება სწორად მიღებაზეა დამოკიდებული)>>>>>>>>>>>>>>გაიგეთ ერთი რამ, რომ თუ სრულყოფილად არ გაქვს ორგანიზმი ანუ კოვიდი არ ეხება მას, ხოლო რაღაც მოწყვლადობისა ან ნებისმიერი შეხების შემთხვევაში სხეულს უნდა მოეხსნას ყველა შემთხვევისათვის ლიმფა სახის არეში (ოფლის გამოდენა კომბოსტოს ფურცლით მამაპაპური წესით), რათა იმუნო სისტემამ იმუშაოს გამართულად სხეულის ბიოველში. სხეულის ინფორმაციული (ნერვული სისტემა) ველი ჰორმონალურის შედეგად ქმნის ბიოველს. სხეული ბიოველშია, ხოლო ნებისმიერ ჰორმონალური (არადა დ ვიტამინი ჰორმონია. კიდევ კარგი, რომ ქართველმა ექიმებმა დაიწყეს ვიტამინების სწორად დახასიათება) სისტემა იჭედება სპაზმების გარემოებაში, განსაკუთრებით პირველი ჩაკრის (თავის ცენტრალური და გარეპერიფერიული ნერვული სისტემა ერთობლიობაში) შემთხვევაში. ამ შეცდომას დღემდე უშვებს მსოფლიო მედიცინა, ხოლო დექსამეტაზონი ამ ნიშნით იქნა გამოყენებული და ამ ნიშნით მისცა ეფექტი კოვიდთან შეხებაში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

D ვიტამინის დეფიციტი და COVID-19

D ვიტამინის დეფიციტი და COVID-19

D ვიტამინი აუცილებელი და შეუცვლელი ვიტამინია ჩვენი ორგანიზმისთვის. უფრო მეტიც, დღეს, თანამედროვე მედიცინა მას სტეროიდულ ჰორმონად განიხილავს და სამედიცინო ლიტერატურაშიD ჰორმონის სახელწოდებითაც შეხვდებით. ჩვენს ორგანიზმში პრაქტიკულად ყველა ორგანო და უჯრედი შეიცავს D ვიტამინისრეცეპტორს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ D ვიტამინი გავლენას ახდენს ჩვენი უჯრედებისა და ორგანოების უმეტესობაზე.

D ვიტამინი ძლიერი იმუნომოდულატორია. დღეს, COVID-19-ით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის დროს, იმუნური სისტემის დაცვასა და გაძლიერებას განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა. ღიად უნდა ითქვას,რომ დღეს ჩვენ არ გვაქვსიმუნური სისტემის გამაძლიერებელი ერთირომელიმე ნივთიერება, რომლის მიღებითაც თავიდან ავირიდებდით კორონავირუსით ინფიცირებას და/ან ავადობას. თუმცა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ნივთიერებებით უნდა მოვამარაგოთ ორგანიზმი, რომ იმუნურმასისტემამ გამართულად და უხარვეზოდ იმუშაოს კოვიდ პანდემიის პირობებში.

იმუნური სისტემის მთავარი გამაჯანსაღებელი გახლავთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც მოიცავსშემდეგს: ბალანსირებული და მრავალფეროვანი კვება,რეგულარულიზომიერი ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანიძილი და გარკვეული ვიტამინები და მინერალები.

ვიტამინებს რაც შეეხება, ვიტამინების უმეტესობა უხვად მოიპოვება საკვებში, შესაბამისად, თუკი ადამიანი მრავალფეროვნად იკვებება, საჭირო ვიტამინების უმეტესობასაც იღებს. თუმცა D ვიტამინი ამ მხრივგამონაკლისს წარმოადგენს. ცოტა საკვები შეიცავს D ვიტამინს, ასეთია ძირითადად ცხიმიანი თევზი, სოკო, კვერცხის გული და კაკაო. საზღვარგარეთ, ევროპასა და ამერიკაში, უამრავი საკვები პროდუქტია გამდიდრებული D ვიტამინით, მაგ., ხილის წვენებს, რძეს, მარცვლეულს ხელოვნურად დამატებული აქვს D ვიტამინი. საქართველოში ამ მხრივ მდგომარეობა სრულიად სხვაგვარია. ჩვენს ბაზარზე D ვიტამინით გამდიდრებული პროდუქტები პრაქტიკულად არ არის. D ვიტამინზე დღიური მოთხოვნილების შევსების საუკეთესო საშუალებაა მზე, რამდენადაც ჩვენს კანში მზის ულტრაიისფერიB სხივების ზემოქმედებით ხდება D ვიტამინის წარმოქმნა. თუმცა, ზამთრის პერიოდში D ვიტამინის მარაგების შევსება მზის მეშვეობით სეზონიდან გამომდინარე რთულია. ამჟამად სწორედ ზამთარი დაიწყო, გარდა მზის ნაკლებობისა, ჩვენი კანი სამოსით თითქმის სრულად არისდაფარული და კანს მზესთან შეხება ნაკლებად აქვს. გარდა ამისა, ჩვენი, ექიმების, მთავარი რეკომენდაციაა მოსახლეობა დარჩეს შინ, ნაკლებად გამოვიდეს გარეთ, რაც თავისთავად ნიშნავს D ვიტამინის დეფიციტის ხელისშემწყობ პირობას.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რომელი ვიტამინის ან მინერალის მიღებაა აუცილებელი იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის, D ვიტამინი ამ მხრივ ერთ-ერთი ჩემპიონია.იმუნური სისტემის მარეგულირებელი მოქმედების გარდა, D ვიტამინს გარკვეული პოტენციალი აქვს დაიცვას სასუნთქი სისტემა, რასაც გადამწყვეტი როლი შეიძლება ჰქონდეს რესპირატორული ინფექციების შემთხვევაში, რომელსაც ასევე მიეკუთვნება COVID-19.

კოვიდ 19-ით სიკვდილობა მაღალია ასაკოვნებში და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ვირუსი ადვილად ერევა დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ორგანიზმს. Dვიტამინის დანამატებს შესაძლოა ჰქონდეს იმუნური სისტემის გამაძლიერებელი მოქმედება, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც აქვთ D ვიტამინის დეფიციტი.

უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევებით ნანახია, რომ არის გარკვეული ურთიერთკავშირი D ვიტამინის დეფიციტსა და კორონავირუსს შორის. ერთ-ერთი უახლესი Meltzer DO, et al.-ის კვლევით, რომელშიც ჩართული იყო 489 პირი ინახა, რომ D ვიტამინის დეფიციტის მქონე ინდივიდებში უფრო ხშირი იყო COVID დადებითი ტესტის პასუხი, ვიდრე ნორმალური D ვიტამინის მქონე ინდივიდებში.

Carpagnano GE, et al.-ის კვლევაში გამოვლინდა, რომ D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებული იყო სუნთქვის უკმარისობისა და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების გაზრდილ სიხშირესთან კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებში. ამ პირებში მნიშვნელოვნად მაღალი იყო სიკვდილის რისკი. ერთ-ერთი პატარა რანდომიზებული Castillo ME, et al.-ისკვლევის მიხედვით, რომელშიც ჩართული იყო 50 ჰოსპიტალიზებული პაციენტი, პაციენტთა ნაწილს მიეცა D ვიტამინი (კალციფედიოლი) მაღალი დოზით, ხოლო ნაწილს კი უმკურნალეს მსგავსი სქემითD ვიტამინის დანამატების გარეშე. D ვიტამინით ნამკურნალებ ჯგუფში მხოლოდ 1 პაციენტს დასჭირდა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა, განსხვავებით მეორე ჯგუფისგან, რომელთა მკურნალობაშიც არ იყო ჩართული D ვიტამინი. ამ ჯგუფში26 პაციენტიდან 13-ს დასჭირდა რეანიმაციაში მკურნალობა.

D ვიტამინი ასტიმულირებს ორგანიზმშიგამომუშავებული ბუნებრივი ანტიბიოტიკების - კათელიციდინებისა და დეფენსინების წარმოქმნას, მეორეს მხრივ კი ამცირებს იმუნური სისტემის ზე-რეაქტიულობას და ზრდის მარეგულირებელი ლიმფოციტების (Treg) რაოდენობას. D ვიტამინის დეფიციტის ფონზე იმუნურ სისტემას შესაძლოა ჰქონდეს გადაჭარბებული პასუხი შემოჭრილ ინფექციურ აგენტზე და საკუთარი ქსოვილი მეტად დააზიანოს, ვიდრე შემოჭრილი პათოგენი. სწორედ ასეთი რამ ხდება კოვიდ ინფექციის დროს, როცა ვითარდება ციტოკინური შტორმი. კორონავირუსის მძიმე შემთხვევებში, ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით იმუნური სისტემის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს - ციტოკინებს, რომლებიც იდეაში ებრძვიან ვირუსს, თუმცა რეალურად აზიანებენ საკუთარ ორგანოებსა და ქსოვილებს ისე, რომ სწორედ ეს არის სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში.

ასევე ძალიან საინტერესო და ახალიმონაცემები ხდება ცნობილიD ვიტამინი გავლენის შესახებ სისხლის შემადედებელ სისტემაზე. კოვიდ ინფექციის ერთ-ერთი ხშირი და სერიოზული გართულებაა თრომბოზები, აქაც ნანახია D ვიტამინის დადებითიეფექტი კოაგულაციურ კასკადზე და თრომბოციტების ერთმანეთთან შეწებების უნარზე. ჩატარებული Blondon et al-ის, Khademvatani et al-ისა და Wen-Xiu Wu et al-ისკვლევებით არის მონაცემები D ვიტამინის დეფიციტის ფონზე თრომბოზების, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლების განვითარების გაზრდილ სიხშირეზე.

ამჟამად ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით დანამდვილებით D ვიტამინის დეფიციტს აქვს თუ არა პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი COVID-19-ით ავადობისა და სიკვდილობასთან, თუმცა დანამდვილებით ვიცით იმ მყარი ასოციაციის შესახებ, რაც ინახა და განმეორდა არაერთ კვლევაში. ამდენად სანამ მიმდინარე და მომავალი რანდომიზებული კვლევები პასუხს გასცემს შეკითხვას, ეს ასოციაცია მიზეზ-შედეგობრივია თუ არა, რეკომენდებულია D ვიტამინისადეკვატური რაოდენობით მიღება.

D ვიტამინის მთავარი წყაროა მზე, თუმცა რამდენადაც დღეს ჩვენი მთავარი მოწოდებაა დარჩით სახლში და ნაკლები დრო გაატარეთ გარეთ, ეხლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია D ვიტამინის დღიური ნორმის მიღება საკვები დანამატების მეშვეობით. 2020 წლის ივლისში ექვსმა ასოციაციამ გამოსცა ერთობლივი განაცხადი, სადაც საუბარია პანდემიის პირობებში D ვიტამინის დანამატების მიღების აუცილებლობაზე, თუკი პირი ვერ ახერხებს ყოველდღიურად 15-30 წთ მზის აბაზანების მიღებას. ამ ერთობლივ განაცხადში საუბარია, რომ D ვიტამინის დანამატები ხელმისაწვდომი, იაფი და უსაფრთხოა მათი გონივრული დოზით გამოყენების შემთხვევაში. აღნიშნულ განაცხადს ხელს აწერს ისეთი სახელგანთქმული ორგანიზაციები, როგორიცაა ამერიკის ენდოკრინული საზოგადოება (Endocrine Society), ამერიკის კლინიცისტ ენდოკრინოლოგთა საზოგადოება (AACE), ოსტეოპოროზის საერთაშორისო ფონდი (IOF) და ა.შ.

ჩატარებულია მრავალრიცხოვანი კვლევები, თუ რა არის ის ოპტიმალური და უსაფრთხო დოზა და რეჟიმი, რომ მოხდეს D ვიტამინის დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და არ მოხდეს გადაჭარბებული დოზირება. კვლევის შედეგები ხშირად არაერთგვაროვანი და ურთიერთსაწინააღმდეგოცაა, რაც გამოწვეულია კვლევაში ჩართული სხვადასხვა პოპულაციით, სხვადასხვა რეჟიმითა და კვლევაში მონაწილე პირთა სხვადასხვა დამყოლობით. ამ ჰეტეროგენულობის მიუხედავად, შეიძლება გამოვიტანოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა: 1. D ვიტამინის დანამატების მიღება დოზით 400-800 სე - ბავშვებში და 2000 სე - ზრდასრულებში სრულიად უსაფრთხოა სისხლში D ვიტამინის განსაზღვრისა და კონტროლის გარეშე. 2. იმისათვის, რომ D ვიტამინმა იმუშაოს, როგორც მძლავრმა იმუნომოდულატორმა უმჯობესია იგი მიიღოთ ყოველდღიურად.საინტერესოა, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევებით, რეჟიმები, რომლის დროსაც D ვიტამინის ერთბაშად დიდი დოზით გამოყენება ხდებოდა, მაგ., ბოლუსური დოზა თვეში ერთხელ -არ გამოდგა ეფექტიანი რესპირატორული ვირუსული ინფექციების შემცირების თვალსაზრისით. 3. D ვიტამინის მარაგების შევსება სასუნთქი სისტემისთვის კრიტიკულად მნიშნელოვანია ვირუსით ინფიცირებამდე, რამდენადაც იზრდება იმუნური სისტემისა და რესპირატორული სისტემის დამცველობითი ძალები. ინფიცირების შემდეგ მისი როლი შედარებით მოკრძალებულია. 4. დოზები, რომლებიც გამოიყენება პროფილაქტიკისთვის 400-800 სე ბავშვებში და 2000 სე მოზრდილებში არ არის საკმარისი D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად, ამ დროს გამოიყენება ბევრად მაღალი დოზები, რომლებიც მერყეობს 5000 სე-დან 10,000 სე-მდე დღეში. D ვიტამინის სამკურნალო დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად პაციენტის წონის, ასაკის, თანმხლები პათოლოგიებისა და გამოყენებული სხვადასხვა მედიკამენტების გათვალისწინებით.

დოზირების მოსახერხებელ და სრულ სპექტრს გვთავაზობს გერმანული კომპანიის ველტფარმას მაღალი ხარისხის D ვიტამინი დეტრივიტი, რომელსაც აქვს როგორც კარგი საპროფილაქტიკო დოზა 2000 სე, ისე სამკურნალო დოზები ზრდასრულებისთვის: დეტრივიტი ფორტე 5000 სე და დეტრივიტი მაქსი 10,000 სე. რეკომენდებულია, მოსახლეობამ,თუკი სისხლში D ვიტამინის განსაზღვრის გარეშე გეგმავს მიიღოს პროფილაქტიკური დოზები,ბავშვებთან არ გამოიყენონ 800 სე-ზე მეტი დღიურად, ხოლო ზრდასრულებმა არ გადააჭარბონ 2000 სე/დღეში. ამ დოზით D ვიტამინის მიღება უსაფრთხოა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ხოლო D ვიტამინის დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტიდაუკავშირდეს მკურნალ ენდოკრინოლოგს, რომელიც მოახდენს სამკურნალო დოზისა და ხანგრძლივობის ინდივიდუალურად შერჩევას.

სტატიის ავტორი: საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) დამფუძნებელი და პრეზიდენტი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი, კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე.

სიახლე სამედიცინო სფეროში,  ორი წარმატებული კომპანიის Mkurnali.ge და Hotsale.ge-ს ერთობლივი პროექტი online.mkurnalli.ge

Mastercard, Bolt-ის საშუალებით, მედიკოსების კიდევ 15,000მ გზავრობას უზრუნველყოფს

სემეკმა ქვეყნის ელექტროენერგიით საიმედო და უწყვეტი მომარაგებისათვის აუცილებელი 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია შეითანხმა