მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუცილებელია, მოქალაქეების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს პირბადის ტარება" - ბიძინა კულუმბეგოვი
"აუცილებელია, მოქალაქეების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს პირბადის ტარება" - ბიძინა კულუმბეგოვი

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ თით­ქმის 21 ათას ტესტზე ავე­დით; გაზ­რდი­ლი ტეს­ტი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­მოვ­ლე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად არ გა­ი­ზარ­და და შე­სა­ბა­მი­სად, შემ­ცირ­და პო­ზი­ტი­უ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 25%-მდე, რაც კარ­გია, - ამის შე­სა­ხებ იმუ­ნო­ლოგ-ალერ­გო­ლოგ­მა ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და ჯან­დაც­ვის სფე­როს ექ­სპერ­ტებს შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რი­სას სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის ფონ­ზე შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის დი­ნა­მი­კა­ში დაკ­ვირ­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რათა სწო­რი დას­კვნე­ბი გა­კეთ­დეს.

"უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ 7-14-დღი­ან მო­ნა­ცე­მებს და შემ­დგომ ვიმ­სჯე­ლოთ. ზო­გა­დად სა­უ­ბა­რი იყო მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, ევ­რო­პის ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამ­კაც­რე­ბის ან ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, გან­ვი­ხი­ლეთ იგი­ვე გერ­მა­ნი­ის და სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. ასე­ვე ვიმ­სჯე­ლეთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის დამ­ყო­ლო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 65%-მდე გა­ი­ზარ­და პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, რაც ძა­ლი­ან კარ­გია, ჩვენ ეს არ გვა­წყობს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბის 90-95%-მა შინ და გა­რეთ და­ი­წყოს ნიღ­ბის ტა­რე­ბა, რაც მოგ­ვცემს ინ­ფი­ცი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ეკო­ნო­მი­კას უფრო მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მა. ამი­ტომ, ამ ორ­კვი­რი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად მოგ­ვე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვიმ­სჯე­ლოთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა 24 დე­კემ­ბე­რი - 2 იან­ვრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რათა არ და­ზი­ან­დეს ერ­თის მხრივ ეპი­დე­მი­ის სწო­რი მარ­თვა და მე­ო­რეს მხრივ ეკო­ნო­მი­კა­საც მი­ე­ცეს და­პი­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

იმუ­ნო­ლოგ-ალერ­გო­ლო­გის, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის კო­მენ­ტარს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
7

პირველ რიგში ის გაკონტროლდეს ვინც სახლში მკურნალობს. როცა უნდათ მაღაზიაში გადიან როდის სად მოეხასიათებათ ასე დადიან უკომპასო გემებივით. იმიტომ მოიმატა.

alamaria
8

სახლში შენ ატარე რააა, ბარემ არ ვისუნთქოთ და გულის უკმარისობით ამოგვხოცეთ ტქვენი მასეთი უაზრო რჩევით. გარეთ გასაგებია, მარა სახლში როცა თუ ერთს აქვს უკვე მთელ ოჯახს დაემატრება .მანამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე თორე..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"აუცილებელია, მოქალაქეების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს პირბადის ტარება" - ბიძინა კულუმბეგოვი

"აუცილებელია, მოქალაქეების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს პირბადის ტარება" - ბიძინა კულუმბეგოვი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თითქმის 21 ათას ტესტზე ავედით; გაზრდილი ტესტირების მიუხედავად, გამოვლენილი ადამიანების რიცხვი პირდაპირპროპორციულად არ გაიზარდა და შესაბამისად, შემცირდა პოზიტიურობის მაჩვენებელი 25%-მდე, რაც კარგია, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და გაფართოებული ტესტირების ფონზე შემთხვევების გამოვლენის დინამიკაში დაკვირვების აუცილებლობას, რათა სწორი დასკვნები გაკეთდეს.

"უნდა დავაკვირდეთ 7-14-დღიან მონაცემებს და შემდგომ ვიმსჯელოთ. ზოგადად საუბარი იყო მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე, ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, განვიხილეთ იგივე გერმანიის და სკანდინავიის ქვეყნების მაგალითები. ასევე ვიმსჯელეთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. მიუხედავად იმისა, რომ 65%-მდე გაიზარდა პირბადის ტარება, რაც ძალიან კარგია, ჩვენ ეს არ გვაწყობს. აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა. ამიტომ, ამ ორკვირიანი დაკვირვების შედეგად მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ, როგორი იქნება 24 დეკემბერი - 2 იანვრის გადაწყვეტილებები, რათა არ დაზიანდეს ერთის მხრივ ეპიდემიის სწორი მართვა და მეორეს მხრივ ეკონომიკასაც მიეცეს დაპირებული შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში მუშაობის საშუალება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

იმუნოლოგ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დონარა კინწურაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა - "პირველი თაობა მიდის..."

"ISFED, მორალურ დისკომფორტს არ გიქმნით ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მეუღლე რომ თქვენი თანამშრომელია?" - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი

საქართველოში კორონავირუსის 3907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით