მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასზე მეტი შენობა-ნაგებობა გვაქვს დაპროექტებული ნიუ იორკში" - ქართველი წყვილის დიდი შრომით მოპოვებული, ამერიკული წარმატება
"ასზე მეტი შენობა-ნაგებობა გვაქვს დაპროექტებული ნიუ იორკში" - ქართველი წყვილის დიდი შრომით მოპოვებული, ამერიკული წარმატება

გზა თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან ნიუ-იორ­კამ­დე რთუ­ლი და ერთი შე­ხედ­ვით, შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი ჩან­და. იყო დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მა, ბევ­რჯერ და­ცე­მაც და ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ანა ქურ­ცი­კი­ძი­სა და ვანო ზა­ქა­ი­ძის წყვილ­მა ნიუ-იორკში სა­ხე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რო­ბით გა­ით­ქვა.

- რა­ტომ წახ­ვე­დით ამე­რი­კა­ში, თქვენ ხომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი იყა­ვით?

- ჩვენ ვმუ­შა­ობ­დით თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში. წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით-მეთ­ქი, ვერ ვი­ტყვი, ბევ­რად მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ ამე­რი­კა­ში. თბი­ლის­ში მუ­შა­ო­ბის დროს ჯერ კი­დევ პა­ტა­რა, გა­მო­უც­დე­ლი, 23 წლის გოგო ვი­ყა­ვი და პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ვდგამ­დი ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში. მახ­სოვს, რო­დე­საც სხდო­მებ­ზე შევ­დი­ო­დი, ყვე­ლა არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ღებ­და, სა­ნამ ჩემს ნაშ­რო­მებს ნა­ხავ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა თავი და­იმ­კვიდ­რო, ცოტა რთუ­ლია. ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, და­გიმ­ტკი­ცებთ, რომ ქა­ლებ­საც შეგ­ვიძ­ლია-მეთ­ქი...

- რა­ტომ ამე­რი­კა? ეს თქვენ­თვის ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო?

- ჩვენ, მთე­ლი ოჯა­ხი, მწვა­ნე ბა­რა­თით წა­ვე­დით, მარ­თლაც ბე­დის სა­ძი­ებ­ლად. ვი­ფიქ­რეთ, თუ ვერ ავე­წყო­ბო­დით, უკან დავ­ბრუნ­დე­ბო­დით. რა თქმა უნდა, სურ­ვი­ლი გვქონ­და, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ით გვე­მუ­შა­ვა, მაგ­რამ ამა­ზე ფიქ­რი მი­უწ­ვდო­მე­ლი გვე­გო­ნა. არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვართ და არც ბედს დავ­ლო­დე­ბი­ვართ, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და­ვი­წყეთ მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მა. მე მჯე­რა, რომ თუ თავ­და­უ­ზო­გა­ვად იმუ­შა­ვებ, შე­დე­გიც არ და­ა­ყოვ­ნებს.

- დღეს ნიუ-იორკში წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი ხართ. რო­გორ და­იმ­კვიდ­რეთ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ად­გი­ლი?

- რთუ­ლი იყო, მაგ­რამ არ ვნებ­დე­ბო­დით და არც ახლა ვნებ­დე­ბით, წინ კი­დევ ბევ­რი რამ გვაქვს გა­სავ­ლე­ლი. ერთხანს ოფის­ში ვცხოვ­რობ­დით, შინ მხო­ლოდ სა­მო­სის გა­მო­საც­ვლე­ლად და მო­სა­წეს­რი­გებ­ლად თუ მოვ­დი­ო­დით. და­უ­ღა­ლა­ვად ვიშ­რო­მეთ. გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ერთი პრო­ფე­სია გვაქვს. რო­დე­საც პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვე­დით, 200 "სივი" გავ­გზავ­ნე სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში და აქე­დან მხო­ლოდ ათი და­მი­კავ­შირ­და. ბო­ლოს ჩემი მე­უღ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა.

- დი­ზა­ი­ნე­რე­ბიც ხართ...

- დიახ, ეს უფრო ჰო­ბია. მე ვხა­ტავ, ჩემი მე­უღ­ლე ქმნის. ძი­რი­თა­დად სა­ა­თებს, ჩან­თებს, სამ­კა­უ­ლებს ვა­კე­თებთ. ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ეს საქ­მეც.

- და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა და­აპ­რო­ექ­ტეთ თქვენ და თქვენ­მა მე­უღ­ლემ?

- ბევრ დიდ პრო­ექ­ტში მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ასზე მეტი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა გვაქვს დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი ნიუ-იორკში. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარგია მაგრამ
14

საქართველოს რა ხეირი

ნიუ-იორკში მე-19 საუკუნეში ჩასულან!
10

კარგია, ჩასულან, თორემ დარჩებოდა ამერიკა "ბილდინგების" გარეშე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ასზე მეტი შენობა-ნაგებობა გვაქვს დაპროექტებული ნიუ იორკში" - ქართველი წყვილის დიდი შრომით მოპოვებული, ამერიკული წარმატება

"ასზე მეტი შენობა-ნაგებობა გვაქვს დაპროექტებული ნიუ იორკში" - ქართველი წყვილის დიდი შრომით მოპოვებული, ამერიკული წარმატება

გზა თბილისის მერიიდან ნიუ-იორკამდე რთული და ერთი შეხედვით, შეუძლებელიც კი ჩანდა. იყო დაბრკოლებები, მუხლჩაუხრელი შრომა, ბევრჯერ დაცემაც და ოცნების ასრულებამაც არ დააყოვნა. ანა ქურციკიძისა და ვანო ზაქაიძის წყვილმა ნიუ-იორკში სახელი არქიტექტორობით გაითქვა.

- რატომ წახვედით ამერიკაში, თქვენ ხომ საქართველოშიც წარმატებული არქიტექტორები იყავით?

- ჩვენ ვმუშაობდით თბილისის მერიაში. წარმატებულები ვიყავით-მეთქი, ვერ ვიტყვი, ბევრად მეტ წარმატებას მივაღწიეთ ამერიკაში. თბილისში მუშაობის დროს ჯერ კიდევ პატარა, გამოუცდელი, 23 წლის გოგო ვიყავი და პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ჩემს პროფესიაში. მახსოვს, როდესაც სხდომებზე შევდიოდი, ყველა არასერიოზულად მიღებდა, სანამ ჩემს ნაშრომებს ნახავდნენ. საქართველოში ქალმა არქიტექტორმა თავი დაიმკვიდრო, ცოტა რთულია. ყოველთვის ვფიქრობდი, დაგიმტკიცებთ, რომ ქალებსაც შეგვიძლია-მეთქი...

- რატომ ამერიკა? ეს თქვენთვის ერთგვარი გამოწვევა იყო?

- ჩვენ, მთელი ოჯახი, მწვანე ბარათით წავედით, მართლაც ბედის საძიებლად. ვიფიქრეთ, თუ ვერ ავეწყობოდით, უკან დავბრუნდებოდით. რა თქმა უნდა, სურვილი გვქონდა, ჩვენი პროფესიით გვემუშავა, მაგრამ ამაზე ფიქრი მიუწვდომელი გვეგონა. არ გავჩერებულვართ და არც ბედს დავლოდებივართ, პირველივე დღიდან დავიწყეთ მუხლჩაუხრელი შრომა. მე მჯერა, რომ თუ თავდაუზოგავად იმუშავებ, შედეგიც არ დააყოვნებს.

- დღეს ნიუ-იორკში წარმატებული არქიტექტორები ხართ. როგორ დაიმკვიდრეთ უცხო ქვეყანაში ადგილი?

- რთული იყო, მაგრამ არ ვნებდებოდით და არც ახლა ვნებდებით, წინ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასავლელი. ერთხანს ოფისში ვცხოვრობდით, შინ მხოლოდ სამოსის გამოსაცვლელად და მოსაწესრიგებლად თუ მოვდიოდით. დაუღალავად ვიშრომეთ. გაგვიმართლა, რომ ერთი პროფესია გვაქვს. როდესაც პირველად ჩამოვედით, 200 "სივი" გავგზავნე სხვადასხვა კომპანიაში და აქედან მხოლოდ ათი დამიკავშირდა. ბოლოს ჩემი მეუღლის რეკომენდაციით დავიწყე მუშაობა.

- დიზაინერებიც ხართ...

- დიახ, ეს უფრო ჰობია. მე ვხატავ, ჩემი მეუღლე ქმნის. ძირითადად საათებს, ჩანთებს, სამკაულებს ვაკეთებთ. ძალიან გვიყვარს ეს საქმეც.

- დაახლოებით რამდენი შენობა-ნაგებობა დააპროექტეთ თქვენ და თქვენმა მეუღლემ?

- ბევრ დიდ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა. ასზე მეტი შენობა-ნაგებობა გვაქვს დაპროექტებული ნიუ-იორკში. წაიკითხეთ სტატია სრულად

საქართველოს საზღვართან 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დონარა კინწურაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა - "პირველი თაობა მიდის..."

"ISFED, მორალურ დისკომფორტს არ გიქმნით ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მეუღლე რომ თქვენი თანამშრომელია?" - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი