სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია" - რა 2 კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს ვერ აკმაყოფილებს სააკაშვილი და რას აპირებს "ქართული ოცნება"
"პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია" - რა 2 კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს ვერ აკმაყოფილებს სააკაშვილი და რას აპირებს "ქართული ოცნება"

სა­ა­კაშ­ვი­ლი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს 2 კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სა­არ­ჩევ­ნო ცენზს - და­ვა­ი­ნი­ცი­რებთ კა­ნონპ­რო­ექტს, რომ­ლი­თაც სა­არ­ჩევ­ნო რე­გის­ტრა­ცია გა­უ­უქ­მდე­ბა პარ­ტი­ას, რომ­ლის ლი­დე­რიც კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სა­არ­ჩევ­ნო ცენზს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ერ­თდრო­უ­ლად ორ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სა­არ­ჩევ­ნო ცენზს - ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ჩვენ და­ვა­ი­ნი­ცი­რებთ კა­ნონპ­რო­ექტს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­არ­ჩევ­ნო რე­გის­ტრა­ცია გა­უ­უქ­მდე­ბა იმ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, რომ­ლის ლი­დე­რიც კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სა­არ­ჩევ­ნო ცენზს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს,- ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, უკ­რა­ი­ნელ­მა მე­გობ­რებ­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყვეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პრე­ვენ­ცია, თუმ­ცა, რო­გორც კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ამის­თვის ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ცვლი­ლე­ბა და­ი­ნი­ცირ­დე­ბა, რო­მე­ლიც "მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის შე­უ­ფერ­ხე­ბელ გან­ვი­თა­რე­ბა­ში“.

"ყვე­ლას კარ­გად ეს­მის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი წყა­რო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ხალ­ხის­გან მო­პა­რუ­ლი ფუ­ლით და ამა­ვე ფუ­ლით შექ­მნი­ლი სამი ტე­ლე­ვი­ზი­ით ჯერ კი­დევ ახერ­ხებს ქვეყ­ნის­თვის პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნას. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ერ­თდრო­უ­ლად ორ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სა­არ­ჩევ­ნო ცენზს. ის არ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და მას შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, რაც აღ­სრუ­ლე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამ გა­რე­მო­ე­ბი­სა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა კო­ლე­გებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პრე­ვენ­ცია, თუმ­ცა, ამი­სათ­ვის უკ­რა­ი­ნელ მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც თა­ვა­დაც უამ­რა­ვი სირ­თუ­ლის წი­ნა­შე დგა­ნან, ჩვენ ვერ გა­ვაკ­რი­ტი­კებთ. სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის აღ­სრუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა პირ­ველ რიგ­ში ჩვე­ნი ვა­ლია. ამი­სათ­ვის ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ჩვენ და­ვა­ი­ნი­ცი­რებთ კა­ნონპ­რო­ექტს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­არ­ჩევ­ნო რე­გის­ტრა­ცია გა­უ­უქ­მდე­ბა იმ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, რომ­ლის ლი­დე­რიც კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სა­არ­ჩევ­ნო ცენზს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს არამ­ხო­ლოდ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­თხოვ­ნის სა­თა­ნა­დო აღ­სრუ­ლე­ბას, არა­მედ მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის შე­უ­ფერ­ხე­ბელ გან­ვი­თა­რე­ბა­ში,“- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კამო
156

აი ამ ნაბიჯით ნამდვილათ გაახარებთ ბევრი ქართველი პატრიოტის გულს! მათი სურვილია,აჯანყება,რევოლუცია,ქაოსი და უიმედობა დათესვა ქვეყანაში!

rbfg
57

რვა წელია სააკაშვილს ვერ გასცდნენ ეს საცოდავები!!!!1

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია" - რა 2 კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს ვერ აკმაყოფილებს სააკაშვილი და რას აპირებს "ქართული ოცნება"

"პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია" - რა 2 კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს ვერ აკმაყოფილებს სააკაშვილი და რას აპირებს "ქართული ოცნება"

სააკაშვილი არ აკმაყოფილებს 2 კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს - დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლითაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს

მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს - ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინელმა მეგობრებმა ვერ უზრუნველყვეს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, როგორც კობახიძე აღნიშნავს, ამისთვის ახალი მოწვევის პარლამენტში ცვლილება დაინიცირდება, რომელიც "მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაში“.

"ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულით და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით ჯერ კიდევ ახერხებს ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას. მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, ამისათვის უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ. საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა პირველ რიგში ჩვენი ვალია. ამისათვის ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არამხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაში,“- განაცხადა კობახიძემ.

"გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში რამდენიმე თვეში შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას" - პრემიერი

"როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ" - კარლ ჰარცელი

იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს