მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3-4 დღე კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა, 6 დეკემბერს ჩვენს კლინიკაში მოათავსეს" - ბათუმში კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა Covid 19-ით
"3-4 დღე კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა, 6 დეკემბერს ჩვენს კლინიკაში მოათავსეს" - ბათუმში კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა Covid 19-ით

ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მი-ტრავ­მა­ტო­ლო­გი 63 წლის შოთა ბე­რი­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, შოთა ექი­მი პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­და­უ­ზო­გა­ვად იბ­რძო­და. ექიმ გია კი­კა­ბი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შოთა ბე­რი­ძე თავ­და­პირ­ვე­ლად კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში, ხოლო ჯან­მრთე­ლო­ბის დამ­ძი­მე­ბის გამო, ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აგ­რძე­ლებ­და მკურ­ნა­ლობს.

"ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გუნდს, კი­დევ ერთი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი და­აკ­ლდა, შოთა თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რი­თა და პა­ტი­ოს­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ავად­მყოფ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ექი­მი, რო­მელ­საც პა­ცი­ენ­ტი გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს არას­დროს მი­უ­ტო­ვე­ბია. სამ­წუ­ხა­როდ, 63 წლის ასაკ­ში წა­ვი­და ჩვენ­გან. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და და 3-4 დღე კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, 6 დე­კემ­ბერს ჩვენს კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს.

მას კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია ჩა­უ­ტარ­და და ფილ­ტვის 45%-იანი და­ზი­ა­ნე­ბა და ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ფილ­ტვე­ბის შე­შუ­პე­ბის გამო, გუ­შინ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ქრო­ნი­კუ­ლი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­და, იგი ექი­მი - ტრავ­მა­ტო­ლო­გის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. 2011 წლი­დან რეს­პუბ­ლი­კურ­ში, ხოლო მა­ნამ­დე ქა­ლა­ქის პირ­ველ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და. მოყ­ვა­ნის დროს კონ­ტაქ­ტუ­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი იყო. მას სას­ტუმ­რო­ში ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მე­ბი მკურ­ნა­ლობ­დნენ, მაგ­რამ ტრა­გე­დია თა­ვი­დან ვერ ავი­ცი­ლეთ", - გა­ნა­ცხა­და გია კი­კა­ბი­ძემ.

"კი­დევ ერთი ჩვე­ნი კო­ლე­გა შე­ი­წი­რა პან­დე­მი­ამ, უთ­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, გუ­ლი­ა­ნი კაცი და მო­წო­დე­ბით ექი­მი. ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს ბა­ტო­ნი შო­თას სული", - წე­რენ სო­ცი­ა­ლირ ქსელ­ში შოთა ბე­რი­ძის კო­ლე­გე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
temur
0

 მართლაც კარგი და ზრდილობიანი ადამიანი კარგი ყურადღებიანი ექიმი იყო

dimitri
0

ღმერთმა გაანათლოს მისი სული.დიდი ადამიანი იყო! თავისი თავმდაბლობით...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"3-4 დღე კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა, 6 დეკემბერს ჩვენს კლინიკაში მოათავსეს" - ბათუმში კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა Covid 19-ით

"3-4 დღე კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა, 6 დეკემბერს ჩვენს კლინიკაში მოათავსეს" - ბათუმში კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა Covid 19-ით

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-ტრავმატოლოგი 63 წლის შოთა ბერიძე კორონავირუსული ინფექციის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

როგორც მეგობრები და კოლეგები იხსენებენ, შოთა ექიმი პანდემიის წინააღმდეგ თავდაუზოგავად იბრძოდა. ექიმ გია კიკაბიძის ინფორმაციით, შოთა ბერიძე თავდაპირველად კოვიდსასტუმროში, ხოლო ჯანმრთელობის დამძიმების გამო, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აგრძელებდა მკურნალობს.

"ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდს, კიდევ ერთი შესანიშნავი ადამიანი დააკლდა, შოთა თავისი შინაგანი კულტურითა და პატიოსნებით გამოირჩეოდა. ავადმყოფზე შეყვარებული ექიმი, რომელსაც პაციენტი გაჭირვების ჟამს არასდროს მიუტოვებია. სამწუხაროდ, 63 წლის ასაკში წავიდა ჩვენგან. რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსი დაუდგინდა და 3-4 დღე კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა, 6 დეკემბერს ჩვენს კლინიკაში მოათავსეს.

მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა და ფილტვის 45%-იანი დაზიანება და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. ფილტვების შეშუპების გამო, გუშინ მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქრონიკული თანმხლები დაავადებები ჰქონდა, იგი ექიმი - ტრავმატოლოგის პოზიციაზე მუშაობდა. 2011 წლიდან რესპუბლიკურში, ხოლო მანამდე ქალაქის პირველ საავადმყოფოში მუშაობდა. მოყვანის დროს კონტაქტური და ადეკვატური იყო. მას სასტუმროში ძალიან კარგი ექიმები მკურნალობდნენ, მაგრამ ტრაგედია თავიდან ვერ ავიცილეთ", - განაცხადა გია კიკაბიძემ.

"კიდევ ერთი ჩვენი კოლეგა შეიწირა პანდემიამ, უთბილესი ადამიანი, გულიანი კაცი და მოწოდებით ექიმი. ღმერთმა გაანათლოს ბატონი შოთას სული", - წერენ სოციალირ ქსელში შოთა ბერიძის კოლეგები.

"ტელეფონზე არ მპასუხობს, ალბათ, ლაპარაკი არ შეუძლია. ხომ უნდა შეიგინოს და ეტყობა, ამის თავი არ აქვს" - რას ამბობს ბერტა ხაფავა კახი კავსაძეზე

პენსიონერმა ჯულიეტა ილურიძემ მომენტალურ ლატარია ,,7-11-21’’-ში 50 000 ლარი მოიგო

„საპარტნიორო ფონდმა“, COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის ავზი გადასცა