სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალთა მიმართ ძალდობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია - რა კეთდება საქართველოში ქალებისადმი ძალადობის აღმოსაფხვრელად
ქალთა მიმართ ძალდობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია - რა კეთდება საქართველოში ქალებისადმი ძალადობის აღმოსაფხვრელად

მთელ მსოფ­ლი­ო­ში 1991 წლი­დან ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ16-დღი­ა­ნი კამ­პა­ნია იმარ­თე­ბა, რო­მე­ლიც 25 ნო­ემ­ბერს - ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­ფხვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს იწყე­ბა და 10 დე­კემ­ბერს - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს სრულ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოც. და­იხ­ვე­წა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთათ­ვის შე­იქ­მნა და­მა­ტე­ბი­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო გა­რან­ტი­ე­ბი და გაძ­ლი­ერ­და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, პრობ­ლე­მა კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რა­საც კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს პან­დე­მი­ის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი.

და­ვინ­ტე­რეს­დით თუ რა კეთ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცალ­კე­ულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში და აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გთა­ვა­ზობთ სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (NALAG) აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, ასე­ვე პრო­ექ­ტის "გენ­დერუ­ლი პო­ლი­ტი­კის ლო­კა­ლი­ზა­ცია“ კო­ორ­დი­ნა­ტო­რის - ნა­თია ღვი­ნაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნა­თია, თქვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია 2004 წლი­დან აერ­თი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ყვე­ლა ერ­თე­ულს და იცავს მათ ინ­ტე­რე­სებს ეროვ­ნულ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, ასე­ვე ხელს უწყობს ად­გი­ლობ­რი­ვი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის მო­ხე­ლე­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას. რას აკე­თებს ასო­ცი­ა­ცია გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცია წარ­მა­ტე­ბით თა­ნამ­შრომ­ლობს მრა­ვალ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არა­ერთ ევ­რო­პულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან. უკვე 16 წე­ლია, რაც ათეა ხელს უწყობს ად­გი­ლობ­რი­ვი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბას და წევ­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტის შე­სა­ბა­მი­სად ახორ­ცი­ე­ლებს სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­სა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ჩვენ­თვის, ისე­ვე რო­გორც, მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის, ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ნა­კის­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და მათი შეს­რუ­ლე­ბა.

სწო­რედ ამ მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის - კახა კა­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ათეა-ში შე­იქ­მნა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პლატ­ფორ­მა, რომ­ლის მი­ზან­საც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის კი­დევ უფრო მე­ტად გაძ­ლი­ე­რე­ბა და ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხელ­შემ­წყო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­და.მან­ვე გა­აჟ­ღე­რა ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ასო­ცი­ა­ცი­ამ, რო­გორც თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბელ­მა ქოლ­გა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა,

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ქალ­თა და მა­მა­კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ.2010 წლი­დან ასო­ცი­ა­ცია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლია ევ­რო­პის რე­გი­ონ­თა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თა საბ­ჭო­ში (CEMR), რო­მე­ლიც, უძ­ვე­ლე­სი და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი რე­გი­ო­ნუ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­აა და 41 ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს.აღ­ნიშ­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან, სწო­რედ ათეა წა­რად­გენს ჩვენს ქვე­ყა­ნას და შე­სა­ბა­მი­სად, CEMR-თან ძა­ლი­ან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვა­კავ­ში­რებს.CEMR-ის რე­კო­მენ­და­ცი­ი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, 4-მა ქარ­თულ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა ახლო წარ­სულ­ში ხელი მო­ა­წე­რა ევ­რო­პულ ქარ­ტი­ას ად­გი­ლობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ქალ­თა და მა­მა­კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ, რი­თაც და­ა­დას­ტუ­რა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვის მზა­ო­ბა და მხარ­და­ჭე­რა სა­კუ­თარ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თა და რე­გი­ონ­თა საბ­ჭოს მიერ, 2006 წლის მა­ის­ში შე­იქ­მნა, ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სის დამ­კვიდ­რე­ბა­სა და ქალ­თა და მა­მა­კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, სა­კუ­თა­რი იუ­რის­დიქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად და მას ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის უამ­რა­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი აწერს ხელს.

ქარ­ტი­ის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გაც­ნო­ბა, პირ­ვე­ლად, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მისი ქარ­თულ ენა­ზე ადაპ­ტი­რე­ბის დროს, ნორ­ვე­გი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ და ქარ­ტი­ის სა­კი­თხებ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის 400-მდე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­და­ვამ­ზა­დეთ. თა­ვად დო­კუ­მენ­ტი კი, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში იქნა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ამით არ დაგ­ვის­რუ­ლე­ბია ად­ვო­კა­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი და დო­კუ­მენ­ტი ამ­ჯე­რა­დაც და­ი­ბეჭ­დე­ბა პრო­ექ­ტის „გენ­დერუ­ლი პო­ლი­ტი­კის ლო­კა­ლი­ზა­ცია“ ფარ­გლებ­ში, რის შემ­დე­გაც კვლავ გა­იგ­ზავ­ნე­ბა ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.ასე­ვე, ვმუ­შა­ობთ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ქარ­ტი­ა­ზე ხელ­მომ­წე­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის რი­ცხვი გა­ი­ზარ­დოს და სხვა თვით­მარ­თვე­ლო­ბებ­მაც გა­დად­გან ეს ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­ი­მარ­თა არა­ერ­თი სე­მი­ნა­რი თუ კონ­ფე­რენ­ცია, რომ­ლე­ბიც სწო­რედ გენ­დერუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის აღ­მო­ფხვრის მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­ნერგვა­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.მათ შო­რის გა­მოვ­ყოფ­დი აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ორ­დღი­ან ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან სა­კო­ორ­დი­ნა­ციო სე­მი­ნარს - “გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის დი­ა­ლო­გის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში - მიღ­წე­ვე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი”, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში, თბი­ლის­ში, სწო­რედ ათეა-ს ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და ად­გი­ლობ­რივ და რე­გი­ო­ნულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი პლატ­ფორ­მი­სა და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის ქსე­ლის მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა.ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ასე­ვე, აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის, კერ­ძოდ, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ქარ­ტი­ა­ზე ხელ­მომ­წე­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მოკ­ლე პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს და ევ­რო­პულ ქარ­ტი­ას­თან მი­ერ­თე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­სა და სა­მო­მავ­ლოდ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ისა­უბ­რეს.სე­სი­ის და­სას­რულს კი, სე­მი­ნა­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­მუ­შაო ფორ­მატ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს და თა­ნას­წო­რო­ბის ქარ­ტი­ის ფარ­გლებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ გეგ­მებ­სა და გზამ­კვლევ­ზე იმ­სჯე­ლეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­მი­ნარ­მა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ გა­მოც­დი­ლე­ბა და ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა სა­ბო­ლოო მი­ზან­საც ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა და გაძ­ლი­ე­რე­ბა წარ­მო­ად­გენს.აქვე იმა­საც აღ­ვნიშ­ნავ, რომ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი ევ­რო­პულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თა და რე­გი­ონ­თა საბ­ჭო (CEMR) ად­გი­ლობ­რი­ვი და რე­გი­ო­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი პლატ­ფორ­მის სამ­დივ­ნოს ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს.არ შე­მიძ­ლია, ასე­ვე, არ გა­მოვ­ყო ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­მარ­თუ­ლი „მე­წარ­მე ქალ­თა ბიზ­ნეს ფო­რუ­მი“ , რო­მე­ლიც ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და და სა­დაც წარ­მა­ტე­ბულ­მა ქა­ლებ­მა სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­ში ჩარ­თულ და ხალ­ხუ­რი რეწ­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ქა­ლებს.აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მა­ტის მეშ­ვე­ო­ბით, მათ ასე­ვე მო­ის­მი­ნეს ინ­ფორ­მა­ცია და­ფი­ნან­სე­ბი­სა და სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა - „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“,

"ევ­რო­პის ფონ­დი", სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა",გლო­ბალ ბე­ნე­ფიტ ჯორ­ჯია", სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცია და სხვა.ამ ფო­რუმ­მა, დამ­წყებ მე­წარ­მე­ებს, სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­თან და სა­ბან­კო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რომ­ლებ­მაც მათ სა­შე­ღა­ვა­თო სა­სეს­ხო პი­რო­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზეს.რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბის­თვის, ბიზ­ნე­სის და­ფი­ნან­სე­ბის, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის მიზ­ნით, შე­იქ­მნა ერ­თი­ა­ნი ქსე­ლი, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო ამარ­ტი­ვებს ბიზ­ნეს­ში მათ ჩარ­თუ­ლო­ბას.აღ­ნიშ­ნუ­ლი ქსე­ლი იმ­დე­ნად კარ­გად ამუ­შავ­და და გან­ვი­თარ­და, რომ პრო­ექ­ტის „გენ­დერუ­ლი პო­ლი­ტი­კის ლო­კა­ლი­ზა­ცია“ ფარ­გლებ­შიც ვფიქ­რობთ, რომ სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბიც მო­ვიც­ვათ.

- თქვენ ხელ­მძღვა­ნე­ლობთ პრო­ექტს „გენ­დერუ­ლი პო­ლი­ტი­კის ლო­კა­ლი­ზა­ცია“, რო­მე­ლიც გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ინ­ტე­რე­სოა რა პრინ­ცი­პებ­სა და სტრა­ტე­გი­ულ მიდ­გო­მებს მო­ი­ცავს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი?

- პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ისეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან მუ­შა­ო­ბა, რო­გორ­საც გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია (UN WOMEN) წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ მათი დახ­მა­რე­ბით და­ვი­წყეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბი­სა და გენ­დერუ­ლი მე­ინ­სტრი­მინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.პრო­ექ­ტი სამ ძი­რი­თად კომ­პო­ნენტს, კერ­ძოდ, ათეა-ს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პლატ­ფორ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სტრა­ტე­გი­ის შექ­მნას, სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის­თვის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, ასე­ვე, „ად­გი­ლობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ქალ­თა და მა­მა­კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პულ ქარ­ტი­ას­თან“ მათი მი­ერ­თე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბას მო­ი­ცავს.პირ­ვე­ლი კომ­პო­ნენ­ტი უკვე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, შე­ვი­მუ­შა­ვეთ ასო­ცი­ა­ცი­ის 2021-2025 წლე­ბის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სტრა­ტე­გია და 2021-2023 წლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც ათეა-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა საბ­ჭომ უკვე და­ამ­ტკი­ცა. ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ორი კომ­პო­ნენ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პრო­ექ­ტის ვა­დე­ბის დაც­ვი­სა და ჩარ­ჩოს მი­ხედ­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს და უკვე მალე, დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ წარ­ვუდ­გენთ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას.

ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­რო რე­სურსთან ერ­თად, უდი­დე­სი სურ­ვი­ლი და მო­ტი­ვა­ცია გაგ­ვაჩ­ნია, რაც ვფიქ­რობ, კარ­გად ჩანს ჩვენს აქ­ტი­ვო­ბებ­შიც.

- გიშ­ლით თუ არა ხელს პან­დე­მია და და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში?

- პრო­ექ­ტი "გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პო­ლი­ტი­კის ლო­კა­ლი­ზა­ცია", რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს 64-ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს მო­ი­ცავს და ნორ­ვე­გი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე ინი­ცი­ა­ტი­ვის "კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში და­ი­წყო. შე­სა­ბა­მი­სად, პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღამ­დე რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვა მო­ვას­წა­რით.ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე ქალ­თა და მა­მა­კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი ქარ­ტი­ის პრინ­ცი­პე­ბის დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით, შეხ­ვედ­რე­ბი გავ­მარ­თეთ და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­თან ერ­თად, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის საბ­ჭო­ე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ვიმ­სჯე­ლეთ.რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ევ­რო­პულ ქარ­ტი­ას 4 ქარ­თუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი უკვე მი­უ­ერ­თდა.

ამ ოთხი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან ორი თვით­მმარ­თვე­ლი ქა­ლა­ქია - ქუ­თა­ი­სი და რუს­თა­ვი, ორი კი, თემ­თა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი - ლა­გო­დე­ხი და ოზურ­გე­თი. სწო­რედ მათი ჩარ­თუ­ლო­ბაა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქარ­ტი­ის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში, რაც ჩემი აზ­რით, ერ­თგვა­რად მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის­თვის.ამ შეხ­ვედ­რე­ბის ციკ­ლი­დან, ჩვენ მხო­ლოდ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან მოგ­ვი­წია ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა უნდა ით­ქვას, რომ ეს შეხ­ვედ­რე­ბი არა­ნაკ­ლებ პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო. რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ამით არ შე­მო­ფარ­გლუ­ლა და დღე­საც ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში ვაგ­რძე­ლებთ საქ­მი­ა­ნო­ბას. ბევ­რმა ღო­ნის­ძი­ე­ბამ გა­და­ი­ნაც­ვლა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში და ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და დის­ტან­ცი­უ­რად. თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ბო­ლოო შე­დეგ­ზე ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი არ აი­სა­ხე­ბა.

- გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი 16 დღი­ა­ნი კამ­პა­ნი­აც პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღას და შე­ზღუდ­ვებს და­ემ­თხვა.რა ფორ­მით ხართ ჩარ­თუ­ლი მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში?

- და­მე­თან­ხმე­ბით, 2020 წელი ნამ­დვი­ლად რთუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი წელი იყო. თუმ­ცა, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც შევ­ძე­ლით გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და წარ­მა­ტე­ბით შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის, არა­მედ ჩვე­ნი წევ­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის წი­ნა­შე ავი­ღეთ. ამის­თვის კი, პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს თი­თო­ე­ულ კო­ლე­გას და თა­ნამ­შრო­მელს, რომ­ლე­ბიც თავ­და­უ­ზო­გა­ვად ცდი­ლობ­დნენ მათ­თვის და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის ზედ­მი­წევ­ნი­თი სი­ზუს­ტით შეს­რუ­ლე­ბას. ასე­ვე, არ შე­მიძ­ლია მად­ლი­ე­რე­ბა არ გა­მოვ­ხა­ტო ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან, რო­მელ­თა მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე, ვფიქ­რობ, ამ ვი­თა­რე­ბა­ში გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ასე ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თვა.

ზო­გა­დად, ამ პრობ­ლე­მამ ახა­ლი რე­ა­ლო­ბის წინ დაგ­ვა­ყე­ნა და გვას­წავ­ლა ბევ­რი რამ, რა­ზეც ამ დრომ­დე არ გვი­ფიქ­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კით ჩა­ვერ­თეთ აღ­ნიშ­ნულ კამ­პა­ნი­ა­ში.ჩვენ კი­დევ ერთხელ და­ვა­ფიქ­სი­რეთ ჩვე­ნი ურ­ყე­ვი პო­ზი­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ათეა, გა­ნუხ­რე­ლად და მტკი­ცედ უჭერს მხარს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­ფხვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის მე­ქა­ნიზ­მებს.

ხოლო იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც, ჩვენ­თვის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო კამ­პა­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა, მო­ვუ­წო­დეთ წევრ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბაც ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს უპა­სუ­ხებ­და და ამავდრო­უ­ლად, პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის ფონ­ზე იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.ზე­მოთ თქმუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, შე­ვი­მუ­შა­ვეთ დამ­ხმა­რე ინ­სტრუქ­ცია, რომ­ლი­თაც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი წარ­მა­ტე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ.კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ქვეყ­ნის 64-ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის, პოს­ტე­რე­ბი, პირ­ბა­დე­ე­ბი და ლო­გო­ტი­პუ­რი გულ­საბ­ნე­ვე­ბი და­ვამ­ზა­დეთ.

უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში კი, ამა­ვე თე­მა­ტი­კით, სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის ვი­დეო რგო­ლი, ბრო­შუ­რე­ბი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ქალ­თა და მა­მა­კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი ქარ­ტი­აც გავ­რცელ­დე­ბა და წევრ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა.სა­ინ­ფორ­მა­ციო პოს­ტე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მსხვერ­პლთა მხარ­და­ჭე­რი­სა და ძა­ლა­დო­ბის დაძ­ლე­ვის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ აუ­ცი­ლე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ი­ცავს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის გარ­და, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­შიც გან­თავ­სდე­ბა, რაც კი­დევ უფრო შე­უ­წყობს ხელს მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას.სიმ­ბო­ლუ­რია, რომ სწო­რედ გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის 16 დღი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის და­სა­წყის­ში, პრო­ექ­ტის "გენ­დერუ­ლი პო­ლი­ტი­კის ლო­კა­ლი­ზა­ცია“ ფარ­გლებ­ში ათეა-მ შექ­მნა მე­დია ქსე­ლი, რო­მე­ლიც გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის საბ­ჭო­ებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად ერ­თი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, ასე­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კარ­გი მა­გა­ლი­თე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა­სა და მე­დია მხარ­და­ჭე­რას ისა­ხავს მიზ­ნად.

სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, უკვე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში.სწო­რედ ათეა-ს მე­დია ქსე­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში სხვა­დას­ხვა თე­მა­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.პან­დე­მი­ი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, ბევ­რმა ღო­ნის­ძი­ე­ბამ გა­და­ი­ნაც­ვლა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად მარ­თა­ვენ ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რებს ამ ფორ­მატ­ში.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ათეა-ს მე­დია ქსე­ლი, რო­გორც ერ­თგვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი, პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგო­მაც გა­აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და ხელს შე­უ­წყობს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას წევრ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში.

- ამ მოკ­ლე დრო­ში, მარ­თლაც ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი და მო­ტი­ვა­ცია.რას გვე­ტყვით სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე?

- რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა საბ­ჭომ უკვე და­ამ­ტკი­ცა ასო­ცი­ა­ცი­ის გენ­დერუ­ლი სტრა­ტე­გია 2021-2025 წლე­ბის­თვის. ცხა­დია, სტრა­ტე­გი­ის დო­კუ­მენ­ტი შე­და­რე­ბით ზო­გა­დია, თუმ­ცა მას ახ­ლავს ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რომ­ლის ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის წარ­დგე­ნა­საც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებთ. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი­თაა გა­წე­რი­ლი ის მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ათეა მომ­დევ­ნო წლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. თუმ­ცა, აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ, ასე­ვე, ვფიქ­რობთ და ვმუ­შა­ობთ კი­დევ უფრო მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზეც. დღე­ის­თვის რაც შე­მიძ­ლია გა­დაჭ­რით ვთქვა ჩვენს გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არის ის, რომ ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა მომ­დევ­ნო წლებ­ში ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი დავ­გეგ­მოთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში გენ­დერუ­ლი მე­ინ­სტრი­მინ­გის ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას­თან ერ­თად, ად­გი­ლობ­რი­ვი დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რას შე­უ­წყობს ხელს.

(R)

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

კანონების 'დახვეწა' არ უშველის საქმეს. ქვეყნის ეკონომიკას უნდა მიექცეს ყურადღება. ხალხი უნდა დასაქმდეს!!! ძლიერ და ბედნიერ ოჯახში ძალადობა არ იქნება.

?
2

კაცზე ძალადობა ხსნილია, ხომ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ქალთა მიმართ ძალდობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია - რა კეთდება საქართველოში ქალებისადმი ძალადობის აღმოსაფხვრელად

ქალთა მიმართ ძალდობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია - რა კეთდება საქართველოში ქალებისადმი ძალადობის აღმოსაფხვრელად

მთელ მსოფლიოში 1991 წლიდან ძალადობის წინააღმდეგ16-დღიანი კამპანია იმართება, რომელიც 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

აღნიშნულ კამპანიაში აქტიურადაა ჩართული საქართველოც. დაიხვეწა კანონმდებლობა, ძალადობის მსხვერპლთათვის შეიქმნა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები და გაძლიერდა ინსტიტუციური მექანიზმები. ამის მიუხედავად, პრობლემა კვლავ აქტუალურია, რასაც კიდევ უფრო ართულებს პანდემიის შედეგად გამოწვეული გარემოებები.

დავინტერესდით თუ რა კეთდება ამ მიმართულებით ცალკეულ მუნიციპალიტეტებში და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გთავაზობთ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ასევე პროექტის "გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორის - ნათია ღვინაშვილის ინტერვიუს.

- ქალბატონო ნათია, თქვენი ორგანიზაცია 2004 წლიდან აერთიანებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ერთეულს და იცავს მათ ინტერესებს ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე, ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასა და თვითმმართველობების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას. რას აკეთებს ასოციაცია გენდერული თანასწორობის მიმართულებით?

- საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წარმატებით თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არაერთ ევროპულ გაერთიანებასთან. უკვე 16 წელია, რაც ათეა ხელს უწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას და წევრი მუნიციპალიტეტების მიერ მინიჭებული მანდატის შესაბამისად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით.ამ თანამშრომლობის თანახმად, ჩვენთვის, ისევე როგორც, მთელი ქვეყნისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და მათი შესრულება.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის - კახა კალაძის ინიციატივით, ათეა-ში შეიქმნა გენდერული თანასწორობის პლატფორმა, რომლის მიზანსაც მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენდა.მანვე გააჟღერა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ასოციაციამ, როგორც თვითმმართველი ერთეულების გამაერთიანებელმა ქოლგა ორგანიზაციამ, აიღო პასუხისმგებლობა,

მუნიციპალიტეტებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხების ადვოკატირების შესახებ.2010 წლიდან ასოციაცია გაწევრიანებულია ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR), რომელიც, უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციას აერთიანებს.აღნიშნულ ორგანიზაციაში, საქართველოდან, სწორედ ათეა წარადგენს ჩვენს ქვეყანას და შესაბამისად, CEMR-თან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს.CEMR-ის რეკომენდაციითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის შუამდგომლობით, 4-მა ქართულმა მუნიციპალიტეტმა ახლო წარსულში ხელი მოაწერა ევროპულ ქარტიას ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ, რითაც დაადასტურა გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის მზაობა და მხარდაჭერა საკუთარ მუნიციპალიტეტში.დოკუმენტი, რომელიც ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს მიერ, 2006 წლის მაისში შეიქმნა, ადგილობრივ დონეზე გენდერული ბალანსის დამკვიდრებასა და ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად და მას ევროპული ქვეყნების უამრავი მუნიციპალიტეტი აწერს ხელს.

ქარტიის ქართული საზოგადოებისთვის გაცნობა, პირველად, რამდენიმე წლის წინ, მისი ქართულ ენაზე ადაპტირების დროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განვახორციელეთ და ქარტიის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის 400-მდე წარმომადგენელი გადავამზადეთ. თავად დოკუმენტი კი, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში იქნა გავრცელებული. თუმცა, ამით არ დაგვისრულებია ადვოკატირების პროცესი და დოკუმენტი ამჯერადაც დაიბეჭდება პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში, რის შემდეგაც კვლავ გაიგზავნება ყველა მუნიციპალიტეტში.ასევე, ვმუშაობთ იმ მიმართულებითაც, რომ საქართველოდან ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტების რიცხვი გაიზარდოს და სხვა თვითმართველობებმაც გადადგან ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ორგანიზაციის ინიციატივით, გაიმართა არაერთი სემინარი თუ კონფერენცია, რომლებიც სწორედ გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მექანიზმების დანერგვასა და აღნიშნული მიმართულების გაძლიერებას ემსახურებოდა.მათ შორის გამოვყოფდი აღმოსავლეთ პარტნიორობის ორდღიან ფართომასშტაბიან საკოორდინაციო სემინარს - “გენდერული თანასწორობის დიალოგის გაძლიერება და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები”, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში, თბილისში, სწორედ ათეა-ს ორგანიზებითა და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების ქსელის მხარდაჭერით გაიმართა.ღონისძიებაზე, რომელშიც საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, კერძოდ, უკრაინისა და მოლდოვის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას, ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მოკლე პრეზენტაციები წარმოადგინეს და ევროპულ ქარტიასთან მიერთების პერსპექტივებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.სესიის დასასრულს კი, სემინარის მონაწილეებმა სამუშაო ფორმატში გადაინაცვლეს და თანასწორობის ქარტიის ფარგლებში განსახორციელებელ გეგმებსა და გზამკვლევზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ სემინარმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებს საშუალება მისცა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება და ევროპული ინსტიტუტების საყურადღებოდ მოემზადებინათ წინადადებები, რომელთა საბოლოო მიზანსაც ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა და გაძლიერება წარმოადგენს.აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ზემოთხსენებული ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ევროპული პლატფორმის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს.არ შემიძლია, ასევე, არ გამოვყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამართული „მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი“ , რომელიც ჩვენი მხარდაჭერით განხორციელდა და სადაც წარმატებულმა ქალებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ და ხალხური რეწვით დაინტერესებულ ქალებს.აღნიშნული ფორმატის მეშვეობით, მათ ასევე მოისმინეს ინფორმაცია დაფინანსებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, როგორიცაა - „აწარმოე საქართველოში“,

"ევროპის ფონდი'', სავაჭრო პალატა, ,,გლობალ ბენეფიტ ჯორჯია'', საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და სხვა.ამ ფორუმმა, დამწყებ მეწარმეებს, საშუალება მისცა საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ სხვადასხვა კომპანიებთან და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებმაც მათ საშეღავათო სასესხო პირობები შესთავაზეს.რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის, ბიზნესის დაფინანსების, რეგულაციებისა და სიახლეების შესახებ მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, შეიქმნა ერთიანი ქსელი, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს ბიზნესში მათ ჩართულობას.აღნიშნული ქსელი იმდენად კარგად ამუშავდა და განვითარდა, რომ პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებშიც ვფიქრობთ, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც მოვიცვათ.

- თქვენ ხელმძღვანელობთ პროექტს „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. საინტერესოა რა პრინციპებსა და სტრატეგიულ მიდგომებს მოიცავს აღნიშნული პროექტი?

- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთ ორგანიზაციასთან მუშაობა, როგორსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN) წარმოადგენს. სწორედ მათი დახმარებით დავიწყეთ აღნიშნული პროექტი, რომელიც თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის მექანიზმების გაძლიერებას, ასევე, აღნიშნულ საკითხებზე ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებასა და ადგილობრივ დონეზე განხორციელებას ისახავს მიზნად.პროექტი სამ ძირითად კომპონენტს, კერძოდ, ათეა-ს გენდერული თანასწორობის პლატფორმის გაძლიერებასა და ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შექმნას, საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელო გაიდლაინების შემუშავებას, ასევე, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიასთან“ მათი მიერთების ადვოკატირებას მოიცავს.პირველი კომპონენტი უკვე განვახორციელეთ, შევიმუშავეთ ასოციაციის 2021-2025 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა. ხოლო დანარჩენი ორი კომპონენტის განხორციელება პროექტის ვადების დაცვისა და ჩარჩოს მიხედვით მიმდინარეობს და უკვე მალე, დასრულების შემდგომ წარვუდგენთ ფართო აუდიტორიას.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მიზნების განსახორციელებლად საჭირო რესურსთან ერთად, უდიდესი სურვილი და მოტივაცია გაგვაჩნია, რაც ვფიქრობ, კარგად ჩანს ჩვენს აქტივობებშიც.

- გიშლით თუ არა ხელს პანდემია და დაწესებული შეზღუდვები პროექტის განხორციელებაში?

- პროექტი "გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია", რომელიც საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის ,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს, მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. შესაბამისად, პანდემიის მეორე ტალღამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების გამართვა მოვასწარით.ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპების დეტალური ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეხვედრები გავმართეთ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც ასევე, აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ერთად, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე ვიმსჯელეთ.როგორც უკვე აღვნიშნე, ევროპულ ქარტიას 4 ქართული მუნიციპალიტეტი უკვე მიუერთდა.

ამ ოთხი მუნიციპალიტეტიდან ორი თვითმმართველი ქალაქია - ქუთაისი და რუსთავი, ორი კი, თემთა მუნიციპალიტეტი - ლაგოდეხი და ოზურგეთი. სწორედ მათი ჩართულობაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქარტიის ადვოკატირების პროცესში, რაც ჩემი აზრით, ერთგვარად მამოტივირებელი შეიძლება გახდეს სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.ამ შეხვედრების ციკლიდან, ჩვენ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტთან მოგვიწია ონლაინ რეჟიმში შეხვედრა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს შეხვედრები არანაკლებ პროდუქტიული იყო. რაც მთავარია, ჩვენი აქტივობები ამით არ შემოფარგლულა და დღესაც ძალიან აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ საქმიანობას. ბევრმა ღონისძიებამ გადაინაცვლა ონლაინ რეჟიმში და ბევრი აქტივობა განხორციელდა დისტანციურად. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო შედეგზე ეს სირთულეები არ აისახება.

- გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიაც პანდემიის მეორე ტალღას და შეზღუდვებს დაემთხვა.რა ფორმით ხართ ჩართული მიმდინარე ღონისძიებებში?

- დამეთანხმებით, 2020 წელი ნამდვილად რთული და გამორჩეულად დატვირთული წელი იყო. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, პანდემიის მიუხედავად, მაინც შევძელით გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმიანობა და წარმატებით შეგვესრულებინა ის ვალდებულებები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორების, არამედ ჩვენი წევრი მუნიციპალიტეტების წინაშე ავიღეთ. ამისთვის კი, პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თითოეულ კოლეგას და თანამშრომელს, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობდნენ მათთვის დაკისრებული მოვალეობის ზედმიწევნითი სიზუსტით შესრულებას. ასევე, არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო ჩვენი პარტნიორების მიმართ გაეროს ქალთა ორგანიზაციიდან, რომელთა მხარდაჭერის გარეშე, ვფიქრობ, ამ ვითარებაში გაგვიჭირდებოდა დაგეგმილი აქტივობების ასე ეფექტურად წარმართვა.

ზოგადად, ამ პრობლემამ ახალი რეალობის წინ დაგვაყენა და გვასწავლა ბევრი რამ, რაზეც ამ დრომდე არ გვიფიქრია. შესაბამისად, ძალიან დატვირთული გრაფიკით ჩავერთეთ აღნიშნულ კამპანიაში.ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ურყევი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ათეა, განუხრელად და მტკიცედ უჭერს მხარს საზოგადოების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის მექანიზმებს.

ხოლო იმდენად, რამდენადაც, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო კამპანიის მიმდინარეობისას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მაქსიმალური ჩართულობა, მოვუწოდეთ წევრ მუნიციპალიტეტებს ისეთი აქტივობების განხორციელებისკენ, რომელთა შესრულებაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ გამოწვევებს უპასუხებდა და ამავდროულად, პანდემიით გამოწვეული მდგომარეობისა და დაწესებული შეზღუდვების ფონზე იქნებოდა შესაძლებელი.ზემოთ თქმული მიზნის მისაღწევად, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შევიმუშავეთ დამხმარე ინსტრუქცია, რომლითაც მუნიციპალიტეტები წარმატებით ხელმძღვანელობენ.კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტისთვის, პოსტერები, პირბადეები და ლოგოტიპური გულსაბნევები დავამზადეთ.

უახლოეს დღეებში კი, ამავე თემატიკით, საინფორმაციო ხასიათის ვიდეო რგოლი, ბროშურები, ასევე ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიაც გავრცელდება და წევრ მუნიციპალიტეტებში გაიგზავნება.საინფორმაციო პოსტერები, რომლებიც მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ძალადობის დაძლევის პრევენციის მიზნით, საქართველოში არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას მოიცავს, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული შენობების გარდა, ხალხმრავალ ადგილებშიც განთავსდება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.სიმბოლურია, რომ სწორედ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის დასაწყისში, პროექტის "გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში ათეა-მ შექმნა მედია ქსელი, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოებთან მჭიდრო თანამშრომლობას, გამოწვევების დასაძლევად ერთიანი მექანიზმების შემუშავებას, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული კარგი მაგალითებისა და პრაქტიკის გაზიარებასა და მედია მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, უკვე აქტიურად მუშაობს აღნიშნული კამპანიის ფარგლებში.სწორედ ათეა-ს მედია ქსელის ჩართულობით ხორციელდება მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა თემატური ღონისძიებები.პანდემიისა და შეზღუდვების გამო, ბევრმა ღონისძიებამ გადაინაცვლა ონლაინ რეჟიმში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტები აქტიურად მართავენ ძალადობის პრევენციისა და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ამ ფორმატში.აღსანიშნავია, რომ ათეა-ს მედია ქსელი, როგორც ერთგვარი ინსტრუმენტი, პროექტის დასრულების შემდგომაც გააგრძელებს ფუნქციონირებას და ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას წევრ მუნიციპალიტეტებში.

- ამ მოკლე დროში, მართლაც ნათლად გამოჩნდა თქვენი სურვილები და მოტივაცია.რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

- როგორც უკვე აღვნიშნე, აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა ასოციაციის გენდერული სტრატეგია 2021-2025 წლებისთვის. ცხადია, სტრატეგიის დოკუმენტი შედარებით ზოგადია, თუმცა მას ახლავს ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის ფართო აუდიტორიისთვის წარდგენასაც უახლოეს მომავალში ვაპირებთ. სწორედ აღნიშნული დოკუმენტებითაა გაწერილი ის მიზნები და ამოცანები, რომლებსაც ათეა მომდევნო წლებში განახორციელებს. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ასევე, ვფიქრობთ და ვმუშაობთ კიდევ უფრო მასშტაბურ ღონისძიებებზეც. დღეისთვის რაც შემიძლია გადაჭრით ვთქვა ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, არის ის, რომ ჩვენი ამოცანაა მომდევნო წლებში ისეთი პროექტები დავგეგმოთ და განვახორციელოთ, რომლებიც საქართველოს მუნიციპალიტეტებში გენდერული მეინსტრიმინგის ევროპული გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ადგილობრივი დემოკრატიის პრინციპებისა და მიზნების დამკვიდრებასა და მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.

(R)