მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოიქცეთ თუ მხედველობის არეში მცურავ წერტილს ან გაელვებას ხედავთ – ოფთალმოლოგი შოთა თადუმაძე ბადურის ჩამოცლაზე
როგორ უნდა მოიქცეთ თუ მხედველობის არეში მცურავ წერტილს ან გაელვებას ხედავთ – ოფთალმოლოგი შოთა თადუმაძე ბადურის ჩამოცლაზე

თვა­ლის არა­ერთ და­ა­ვა­დე­ბას შო­რის ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლაა. ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლა გუ­ლის­ხმობს მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­დე­საც თვა­ლის ნე­ი­რო­სენ­სო­რუ­ლი ქსო­ვი­ლი ანუ ბა­დუ­რა აშ­რევ­დე­ბა თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი მდე­ბა­რე­ო­ბი­დან და იწ­ვევს მხედ­ვე­ლო­ბის სი­მახ­ვი­ლის მკვეთ­რად გა­უ­ა­რე­სე­ბას. ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლა ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა არაა, თუმ­ცა სა­წყის ეტაპ­ზე ის ხში­რად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამი­ტომ და­ა­ვა­დე­ბის დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა ვერ ხდე­ბა ხოლ­მე.

რო­გორც „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ოფ­თალ­მო­ლო­გი შოთა თა­დუ­მა­ძე გან­მარ­ტავს, რისკ ჯგუ­გში შე­დი­ან ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, დი­ა­ბე­ტით და სხვა­დას­ხვა სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი და ახ­ლომ­ხედ­ვე­ლე­ბი. ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლა­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად თა­ვად შოთა თა­დუ­მა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა იწ­ვევს ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლას?

არ­სე­ბობს ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლის რა­მო­დე­ნი­მე ტიპი. ერთ შემ­თხვე­ვა­ში ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლის მი­ზე­ზი მისი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვა, ე.წ ბა­დუ­რის ნა­ხე­ვის გა­ჩე­ნა ხდე­ბა. ამ ტი­პის ჩა­მოც­ლის რის­კი მა­ღა­ლია ასა­კო­ვან და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბის მქო­ნე პი­რებ­ში. ასე­ვე ბა­დუ­რის ნა­ხე­ვის გა­ჩე­ნა შე­საძ­ლოა თვა­ლის ტრავ­მა­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს.

ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლის მე­ო­რე ტი­პის დროს ბა­დუ­რის აშ­რე­ვე­ბის მი­ზე­ზი არა მისი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვა, არა­მედ მას­ზე მე­ქა­ნი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბაა. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გად ხდე­ბა ბა­დუ­რის მო­ქაჩ­ვა, ე.წ ტრაქ­ცია და მისი ჩა­მოც­ლის პრო­ვო­ცი­რე­ბა. ჩა­მოც­ლის ეს ტიპი უფრო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­თვის. ერთ-ერთი ხშირ მი­ზეზს კი დი­ა­ბე­ტის დროს გა­მოვ­ლე­ნი­ლი თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბა - დი­ა­ბე­ტუ­რი რე­ტი­ნო­პა­თია წარ­მო­ად­გენს.

რა ჩი­ვი­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნის დროს უნდა მი­მარ­თოს პა­ცი­ენ­ტმა ექიმს?

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ ის სიმპტო­მე­ბი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა თავი იჩი­ნოს ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლის ად­რე­ულ ეტაპ­ზე. ხში­რად ჩა­მოც­ლა უსიმპტო­მოდ იწყე­ბა, თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტთა ნა­წი­ლი ამ­ჩნევს ბევრ „მცუ­რავ წერ­ტილს“, რო­მე­ლიც უეც­რად ჩნდე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის ველ­ში. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს ე.წ გა­ელ­ვე­ბას და ნა­თე­ბას, რო­მე­ლიც უეც­რად ჩნდე­ბა. ბა­დუ­რის აშ­რე­ვე­ბას­თან ერ­თად მხედ­ვე­ლო­ბის ველ­ში ჩნდე­ბა მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი მუქი ჩრდი­ლი, რო­მელ­საც ფარ­დის ფორ­მა აქვს. ეს უკვე ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლის პროგ­რე­სი­რე­ბის ნი­შა­ნია.

რო­გორ ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა?

ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კოდ სა­ჭი­როა თვა­ლის ფსკე­რის მიკ­როს­კო­პით გა­მოკ­ვლე­ვა. ასე­ვე ძა­ლი­ან ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლია ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა და ოპ­ტი­კურ კო­ჰე­რენ­ტუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია. ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებთ თი­თო­ე­ულ ამ მე­თოდს.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლის მკურ­ნა­ლო­ბა?

ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლის ად­რე­ულ ეტაპ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი პროგ­რე­სი­რე­ბის ფო­ტო­ლა­ზერ­კო­ა­გუ­ლა­ცი­ით შე­ჩე­რე­ბა. ჩა­მოც­ლის მიმ­დე­ბა­რედ ბა­დუ­რა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა ლა­ზე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში შე­ა­ჩე­რებს მო­მა­ვალ­ში ბა­დუ­რის აშ­რე­ვე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბას.

თუმ­ცა თუ პა­ცი­ენ­ტმა სპე­ცი­ა­ლისტს მა­შინ მი­მარ­თა, რო­დე­საც ბა­დუ­რის დიდი ნა­წი­ლი უკვე ჩა­მოც­ლი­ლია, მკურ­ნა­ლო­ბის ერ­თა­დერთ გზას ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა წარ­მო­ად­გენს. სამ­წუ­ხა­როდ ჩა­მოც­ლის შემ­დეგ ბა­დუ­რა თა­ვის ად­გილს ოპე­რა­ცი­ის გა­რე­შე არა­სო­დეს და­უბ­რუნ­დე­ბა.

რამ­დე­ნად რთუ­ლია ოპე­რა­ცია და რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა ის?

ოპე­რა­ცი­ის სირ­თუ­ლე და ხან­გრძლი­ვო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლის სიმწვა­ვეს­თან. რაც უფრო ადრე მოხ­დე­ბა ოპე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა, მით მა­ღა­ლია მისი წარ­მა­ტე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ჩა­მოც­ლის შემ­დეგ რაც უფრო ადრე მოხ­დე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვა, მით მა­ღა­ლია მხედ­ვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა.

ოპე­რა­ცი­ის დროს ხდე­ბა ჩა­მოც­ლი­ლი ბა­დუ­რის თა­ვის ად­გილ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, მისი ლა­ზე­რით გა­მაგ­რე­ბა და ე.წ ტამ­პო­ნა­და, რაც იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას აშ­რე­ვე­ბუ­ლი უბა­ნი თა­ვის ქვეშმ­დე­ბა­რე ქსო­ვილს შე­უ­ხორ­ცდეს. ტამ­პო­ნა­დი­სათ­ვის ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი გაზი ან სი­ლი­კო­ნის ზეთი.

რამ­დე­ნად რთუ­ლია პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი და რა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბა ინიშ­ნე­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ?

პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი არ შე­ი­ცავს რა­ი­მე რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბელ შე­ზღუდ­ვას. 3-4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ცი­ენტს და­ე­ნიშ­ნე­ბა თვალ­ში ჩა­საწ­ვე­თე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. რა­მო­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა, მო­უ­წი­ოს იძუ­ლე­ბით პო­ზი­ცი­ა­ში, მა­გა­ლი­თად, თავ­დახ­რილ პო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნა. ასე­ვე, შე­საძ­ლოა მი­ე­ცეს რე­კო­მენ­და­ცია, თუ რო­მელ მხა­რეს უნდა დაწ­ვეს ძი­ლის დროს ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუმ­ცა ძა­ლი­ან მა­ლე­ვე იგი უბ­რუნ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გან­მე­ო­რე­ბით კვლავ მოხ­დეს ბა­დუ­რის ჩა­მოშ­ლა?

სამ­წუ­ხა­როდ, ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლის რე­ცი­დი­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს. თუმ­ცა ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია საკ­მა­რი­სია შე­დე­გის მუდ­მი­ვად შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

რო­გო­რია და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია?

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რისკ ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი პი­რე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად გა­დი­ოდ­ნენ სრულ­ყო­ფილ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ურ შე­მოწ­მე­ბას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ადა­მი­ა­ნებ­მა არ გა­და­დონ სპე­ცი­ა­ლის­ტთან ვი­ზი­ტი, რაც და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის და მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლად და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს.

ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლის პრე­ვენ­ცია სპე­ცი­ა­ლუ­რი ლა­ზე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. ოფ­თალ­მო­ლო­გი აღ­მო­ა­ჩენს ბა­დუ­რის გა­თხე­ლე­ბულ, და­ზი­ა­ნე­ბულ უბ­ნებს და ლა­ზე­რით შე­მო­ფარ­გლავს მათ, რათა შე­ამ­ცი­როს ამ უბ­ნე­ბი­დან ჩა­მოც­ლის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი.

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრს 2 190 190

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

თუ შეიძლება დამიზუსტოთ, ნათება დახუჭული თვალის მდგომარეობაში შეიძლება მიანიშნებდეს ბადურის ჩამოცლაზე?

ვასილ არჩვაძე
0

ყველა სიკეთეს ვუსურვებ ნიჭიერ ახალგაზრდა სპეციალისტს!

ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

როგორ უნდა მოიქცეთ თუ მხედველობის არეში მცურავ წერტილს ან გაელვებას ხედავთ – ოფთალმოლოგი შოთა თადუმაძე ბადურის ჩამოცლაზე

როგორ უნდა მოიქცეთ თუ მხედველობის არეში მცურავ წერტილს ან გაელვებას ხედავთ – ოფთალმოლოგი შოთა თადუმაძე ბადურის ჩამოცლაზე

თვალის არაერთ დაავადებას შორის ერთ–ერთი ყველაზე პრობლემური ბადურის ჩამოცლაა. ბადურის ჩამოცლა გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც თვალის ნეიროსენსორული ქსოვილი ანუ ბადურა აშრევდება თავისი ბუნებრივი მდებარეობიდან და იწვევს მხედველობის სიმახვილის მკვეთრად გაუარესებას. ბადურის ჩამოცლა ფართოდ გავრცელებული პრობლემა არაა, თუმცა საწყის ეტაპზე ის ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ამიტომ დაავადების დროული დიაგნოსტიკა ვერ ხდება ხოლმე.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგი შოთა თადუმაძე განმარტავს, რისკ ჯგუგში შედიან ასაკოვანი ადამიანები, დიაბეტით და სხვადასხვა სისტემური დაავადებით დაავადებული პირები და ახლომხედველები. ბადურის ჩამოცლაზე უფრო დეტალურად თავად შოთა თადუმაძე გვესაუბრება.

რა იწვევს ბადურის ჩამოცლას?

არსებობს ბადურის ჩამოცლის რამოდენიმე ტიპი. ერთ შემთხვევაში ბადურის ჩამოცლის მიზეზი მისი მთლიანობის დარღვევა, ე.წ ბადურის ნახევის გაჩენა ხდება. ამ ტიპის ჩამოცლის რისკი მაღალია ასაკოვან და მაღალი ხარისხის ახლომხედველობის მქონე პირებში. ასევე ბადურის ნახევის გაჩენა შესაძლოა თვალის ტრავმამაც გამოიწვიოს.

ბადურის ჩამოცლის მეორე ტიპის დროს ბადურის აშრევების მიზეზი არა მისი მთლიანობის დარღვევა, არამედ მასზე მექანიკური ზემოქმედებაა. მარტივად რომ ვთქვათ, პათოლოგიური პროცესების შედეგად ხდება ბადურის მოქაჩვა, ე.წ ტრაქცია და მისი ჩამოცლის პროვოცირება. ჩამოცლის ეს ტიპი უფრო დამახასიათებელია სისტემური დაავადებებისთვის. ერთ-ერთი ხშირ მიზეზს კი დიაბეტის დროს გამოვლენილი თვალის დაავადება - დიაბეტური რეტინოპათია წარმოადგენს.

რა ჩივილების აღმოჩენის დროს უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის სიმპტომები, რამაც შეიძლება თავი იჩინოს ბადურის ჩამოცლის ადრეულ ეტაპზე. ხშირად ჩამოცლა უსიმპტომოდ იწყება, თუმცა პაციენტთა ნაწილი ამჩნევს ბევრ „მცურავ წერტილს“, რომელიც უეცრად ჩნდება მხედველობის ველში. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ე.წ გაელვებას და ნათებას, რომელიც უეცრად ჩნდება. ბადურის აშრევებასთან ერთად მხედველობის ველში ჩნდება მკაფიოდ გამოხატული მუქი ჩრდილი, რომელსაც ფარდის ფორმა აქვს. ეს უკვე ბადურის ჩამოცლის პროგრესირების ნიშანია.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?

ბადურის ჩამოცლის სადიაგნოსტიკოდ საჭიროა თვალის ფსკერის მიკროსკოპით გამოკვლევა. ასევე ძალიან ინფორმაციულია ულტრაბგერითი კვლევა და ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია. ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში დაავადების დიაგნოსტირებისთვის აქტიურად ვიყენებთ თითოეულ ამ მეთოდს.

შესაძლებელია თუ არა ბადურის ჩამოცლის მკურნალობა?

ბადურის ჩამოცლის ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია მისი პროგრესირების ფოტოლაზერკოაგულაციით შეჩერება. ჩამოცლის მიმდებარედ ბადურა შემოიფარგლება ლაზერის საშუალებით, რაც ხშირ შემთხვევაში შეაჩერებს მომავალში ბადურის აშრევების პროგრესირებას.

თუმცა თუ პაციენტმა სპეციალისტს მაშინ მიმართა, როდესაც ბადურის დიდი ნაწილი უკვე ჩამოცლილია, მკურნალობის ერთადერთ გზას ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს. სამწუხაროდ ჩამოცლის შემდეგ ბადურა თავის ადგილს ოპერაციის გარეშე არასოდეს დაუბრუნდება.

რამდენად რთულია ოპერაცია და რამდენ ხანს გრძელდება ის?

ოპერაციის სირთულე და ხანგრძლივობა დაკავშირებულია ბადურის ჩამოცლის სიმწვავესთან. რაც უფრო ადრე მოხდება ოპერაციის ორგანიზება, მით მაღალია მისი წარმატების მაჩვენებელი. მარტივად რომ ვთქვათ, ჩამოცლის შემდეგ რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტირება და ოპერაციის დაგეგმვა, მით მაღალია მხედველობითი ფუნქციის შენარჩუნების პერსპექტივა.

ოპერაციის დროს ხდება ჩამოცლილი ბადურის თავის ადგილზე დაბრუნება, მისი ლაზერით გამაგრება და ე.წ ტამპონადა, რაც იძლევა საშუალებას აშრევებული უბანი თავის ქვეშმდებარე ქსოვილს შეუხორცდეს. ტამპონადისათვის ძირითადად გამოიყენება სპეციალური გაზი ან სილიკონის ზეთი.

რამდენად რთულია პოსტოპერაციული პერიოდი და რა სახის მკურნალობა ინიშნება ოპერაციის შემდეგ?

პოსტოპერაციული პერიოდი არ შეიცავს რაიმე რთულად შესასრულებელ შეზღუდვას. 3-4 კვირის განმავლობაში პაციენტს დაენიშნება თვალში ჩასაწვეთებელი მედიკამენტები. რამოდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა, მოუწიოს იძულებით პოზიციაში, მაგალითად, თავდახრილ პოზიციაში ყოფნა. ასევე, შესაძლოა მიეცეს რეკომენდაცია, თუ რომელ მხარეს უნდა დაწვეს ძილის დროს ამ პერიოდის განმავლობაში. თუმცა ძალიან მალევე იგი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

შესაძლებელია თუ არა ოპერაციის შემდეგ განმეორებით კვლავ მოხდეს ბადურის ჩამოშლა?

სამწუხაროდ, ბადურის ჩამოცლის რეციდივის შესაძლებლობა არსებობს. თუმცა ხშირ შემთხვევებში წარმატებულად ჩატარებული ოპერაცია საკმარისია შედეგის მუდმივად შესანარჩუნებლად.

როგორია დაავადების პრევენცია?

მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფში შემავალი პირები პერიოდულად გადიოდნენ სრულყოფილ ოფთალმოლოგიურ შემოწმებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ დასახელებული სიმპტომების გაჩენისთანავე ადამიანებმა არ გადადონ სპეციალისტთან ვიზიტი, რაც დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების და მკურნალობის დროულად დაწყების შესაძლებლობას მოგვცემს.

ასევე, შესაძლებელია ბადურის ჩამოცლის პრევენცია სპეციალური ლაზერის გამოყენებით. ოფთალმოლოგი აღმოაჩენს ბადურის გათხელებულ, დაზიანებულ უბნებს და ლაზერით შემოფარგლავს მათ, რათა შეამციროს ამ უბნებიდან ჩამოცლის განვითარების რისკი.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს 2 190 190