მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედია, არ გავიგებ ქართველის ხელი ურევია ამ ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში…"
"იმედია, არ გავიგებ ქართველის ხელი ურევია ამ ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში…"

ნიუ იორკში, ბრუკ­ლინ­ში 18 წლის ქარ­თვე­ლი ბიჭი მოკ­ლეს. ჯაბა ადა­მი­ას კვი­რას, და­ახ­ლო­ე­ბით, სა­ღა­მოს 5:30 სა­ათ­ზე, E. 21st-ის ქუ­ჩა­ზე და­ესხნენ თავს - ამ­ბო­ბენ ად­გილბ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი. პო­ლი­ცია ეძებს თეთრკა­ნი­ან მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­იქ­ცა და მი­ი­მა­ლა. ახალ­გაზ­რდას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

ნიუ იორკში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ირაკ­ლი და­ნე­ლი­ამ ეს ამ­ბა­ვი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა:

"ცოტა ხნის წინ შემძრა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბამ, რომ 18 წლის ეს სა­ო­ცა­რი ბიჭი - ჯაბა ადა­მია სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­უ­მე­ტე­ბია და და­უჭ­რია ვი­ღა­ცას წუ­ხელ სა­ღა­მოს ნიუ იორკში. ვინც იცის ნიუ იორ­კის უბ­ნე­ბი, ბრუკ­ლინ­ში East 21 ქუ­ჩი­სა და AVENUE P-ს(P გამ­ზი­რის) კვე­თა­ზე, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლის მო­შო­რე­ბით უპო­ვი­ათ უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ხერ­ხდა. ნიუ იორ­კის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა, - ფაქ­ტზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ქმე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­სო... და­ზუს­ტე­ბით ჯერ არ ვიცი, მაგ­რამ იმე­დია, არ გა­ვი­გებ ქარ­თვე­ლის ხელი ურე­ვია ამ ახალ­გაზ­რდის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში… "ბიჭი მხი­ა­რუ­ლი და ასე­თი სი­ცო­ცხლით სავ­სე მე­ო­რე არ და­დი­ო­დაო" - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ მას მე­გობ­რე­ბი.

ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის მწუ­ხა­რე­ბას. მარ­თლაც რომ ზედ­მე­ტია სა­ნუ­გე­შო სი­ტყვე­ბი ამ დროს".

რო­გორც გავ­რაკ­ვი­ეთ, 18 წლის ჯაბა ადა­მია თბი­ლი­სი­დან იყო. იგი ნიუ იორკში ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"იმედია, არ გავიგებ ქართველის ხელი ურევია ამ ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში…"

"იმედია, არ გავიგებ ქართველის ხელი ურევია ამ ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში…"

ნიუ იორკში, ბრუკლინში 18 წლის ქართველი ბიჭი მოკლეს. ჯაბა ადამიას კვირას, დაახლოებით, საღამოს 5:30 საათზე, E. 21st-ის ქუჩაზე დაესხნენ თავს - ამბობენ ადგილბრივი სამართალდამცველები. პოლიცია ეძებს თეთრკანიან მამაკაცს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მიიმალა. ახალგაზრდას დაზიანებები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

ნიუ იორკში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა ირაკლი დანელიამ ეს ამბავი "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა:

"ცოტა ხნის წინ შემძრა ინფორმაციის გაგებამ, რომ 18 წლის ეს საოცარი ბიჭი - ჯაბა ადამია სასიკვდილოდ გაუმეტებია და დაუჭრია ვიღაცას წუხელ საღამოს ნიუ იორკში. ვინც იცის ნიუ იორკის უბნები, ბრუკლინში East 21 ქუჩისა და AVENUE P-ს(P გამზირის) კვეთაზე, საკუთარი სახლიდან დაახლოებით ნახევარი მილის მოშორებით უპოვიათ უგონო მდგომარეობაში მყოფი. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა, - ფაქტზე საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობსო... დაზუსტებით ჯერ არ ვიცი, მაგრამ იმედია, არ გავიგებ ქართველის ხელი ურევია ამ ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში… "ბიჭი მხიარული და ასეთი სიცოცხლით სავსე მეორე არ დადიოდაო" - ასე ახასიათებენ მას მეგობრები.

ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. მართლაც რომ ზედმეტია სანუგეშო სიტყვები ამ დროს".

როგორც გავრაკვიეთ, 18 წლის ჯაბა ადამია თბილისიდან იყო. იგი ნიუ იორკში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ქობულეთის მუნიცილალიტეტის სოფელ ჩაისუბანში 35 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

დაჭრის ფაქტი თბილისში - სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი დააკავეს

“ზელიმხანმა იმ დღეს სასტუმრო და რესტორანი დაჯავშნა სანდრასთვის” - რატომ უნდა შეხვედროდა ის ექსპირველ ლედის, რას ამბობს ხანგოშვილის ძმა? (ექსკლუზივი)