მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ, არც მე მჯეროდა, დღეში 400-500 ახალ შემთხვევაზე მეტი თუ გვექნებოდა. ესეც კი მზარავდა" - ბიძინა კულუმბეგოვი საველე ჰოსპიტლებზე, შეზღუდვებსა და ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტზე
"სამწუხაროდ, არც მე მჯეროდა, დღეში 400-500 ახალ შემთხვევაზე მეტი თუ გვექნებოდა. ესეც კი მზარავდა" - ბიძინა კულუმბეგოვი საველე ჰოსპიტლებზე, შეზღუდვებსა და ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტზე

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბა­ზე, გა­მო­სავ­ლებ­სა და პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ქარ­თულ სტრა­ტე­გი­ა­ზე გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვს ესა­უბ­რა.

- არის ობი­ექ­ტუ­რი და გარ­და­უ­ვა­ლი პრობ­ლე­მე­ბი და არის სუ­ბი­ექ­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც. რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში 100 ათას მო­სახ­ლე­ზე 110 და მეტი პა­ცი­ენ­ტი მო­დის, ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ად­გილ­ზე ხარ. ყო­ველ­დღი­უ­რად 5 000-ზე მეტი შემ­თხვე­ვა ნიშ­ნავს, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის მოვ­ლა ისე, რომ პრე­ტენ­ზია არა­ვის ჰქონ­დეს, ძა­ლი­ან ძნე­ლია. ეს ვერ შეძ­ლეს ისეთ­მა ქვეყ­ნებ­მაც კი, რო­მელ­თაც ჩვენ­თვის სა­მა­გა­ლი­თო სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მე­ბი აქვთ.

ჩვენ გვქონ­და პე­რი­ო­დი, რომ უკეთ მოგ­ვე­წეს­რი­გე­ბი­ნა, ვთქვათ, პა­ცი­ენ­ტის მარ­თვის სის­ტე­მა. ექი­მე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად სა­ჭი­რო იყო ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, პირ­ვე­ლი ტალ­ღის პე­რი­ოდ­ში დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად. ის­რა­ელ­ში ჯა­რიც კი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. მე მა­ის­ში სა­მი­ნის­ტროს სა­იტ­ზე ტეს­ტი შე­ვავ­სე, თუ სა­ჭი­რო ვიქ­ნე­ბი, მო­ხა­ლი­სედ ვი­მუ­შა­ვებ-მეთ­ქი...

ყვე­ლა­ზე კარ­გი კლი­ნი­კე­ბი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, თბი­ლის­შია, მაგ­რამ 388 ადა­მი­ა­ნი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე რომ გყავს და ათას­ზე მეტი მძი­მე პა­ცი­ენ­ტი, ყვე­ლას თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ხომ ვერ მო­ა­თავ­სებ? ერთ კლი­ნი­კა­ში 400-კა­ცი­ა­ნი რე­ა­ნი­მა­ცია არა­ვის აქვს დე­და­მი­წის ზურ­გზე, ამი­ტომ ახლა კი არ უნდა იწყე­ბო­დეს რუ­ხის კლი­ნი­კის გა­მარ­თვა, აქამ­დე უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო.

- რო­დის?

- ზა­ფხულ­ში. თუნ­დაც მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექი­მე­ბის­თვის, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიყ­ვნენ და თბი­ლი­სი­დან რე­გი­ონ­ში წა­სუ­ლიყ­ვნენ. ჩვენ არა­თა­ნაბ­რად გა­ვა­ნა­წი­ლეთ რე­სურ­სე­ბი და თავ­კომ­ბა­ლა მი­ვი­ღეთ - ქვე­ყა­ნა თბი­ლის­შია თავ­მოყ­რი­ლი. სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ არც მე მჯე­რო­და, დღე­ში 400-500 ახალ შემ­თხვე­ვა­ზე მეტი თუ გვექ­ნე­ბო­და. ესეც კი მზა­რავ­და, მე­ში­ნო­და, რომ ყო­ველ­დღი­ურ 500 შემ­თხვე­ვას ქვე­ყა­ნა ვერ გა­უძ­ლებ­და, ახლა კი 5 000 და მეტი შემ­თხვე­ვა გვაქვს, ანუ უნდა ჩავ­თვა­ლოთ, რომ დღე­ში 800-1000 ადა­მი­ანს სა­ა­ვად­მყო­ფო დას­ჭირ­დე­ბა. დიახ, ვერ ვი­ფიქ­რებ­დით, რომ ასე­თი სი­ტუ­ა­ცია გვექ­ნე­ბო­და, ეს უნდა ვა­ღი­ა­როთ.

- თქვენ ვერ იფიქ­რებ­დით თუ სის­ტე­მის მეს­ვე­უ­რე­ბი?- სა­ხელ­მწი­ფოს ზედა ეშე­ლონ­მა და­ი­ჯე­რა, რომ პან­დე­მია აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მით არ შე­მობ­რუნ­დე­ბო­და - ასე­თი გან­ცდა მაქვს, თო­რემ რა ვიცი, კონ­კრე­ტუ­ლად ვინ რა იფიქ­რა... პროგ­ნო­ზი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რედ პროგ­ნო­ზის კე­თე­ბი­სას ხარ უფრო ძლი­ე­რი. პან­დე­მი­ის დროს მთე­ლი მსოფ­ლიო ასე იქ­ცე­ვა. უნდა გათ­ვა­ლო რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და და­გეგ­მო სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. უნდა ვი­ცო­დეთ არა ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, ანუ სულ რამ­დე­ნი სა­წო­ლია, არა­მედ რამ­დე­ნია თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, გორ­ში და ა.შ.

მეს­მის, რომ ერ­თდრო­უ­ლად ბევ­რი საქ­მეა, ზვა­ვი­ვით, ცუ­ნა­მი­ვით დაგ­ვა­ტყდა თავს ეს ვი­თა­რე­ბა. ნო­ემ­ბერ­ში 96 000 ადა­მი­ა­ნი იყო ავად, 800-მდე კი გარ­და­იც­ვა­ლა. ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა! რო­გო­რია ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის მოვ­ლა?! თა­ნაც ეს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია, თო­რემ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 3-ჯერ მეტი იყო. ადა­მი­ა­ნი 4-5 დღე ოჯა­ხის ექიმს რომ ვერ უკავ­შირ­დე­ბა, ცდი­ლობს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მა­ინც მოხ­ვდეს. აბა, ექიმს სახ­ლში ხომ ვერ შე­უ­ვარ­დე­ბა?! სწო­რედ ამით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი.

- აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და კი­თხვა: "ნაც­ნო­ბი ხომ არ გყავს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში?"

- როცა ადა­მი­ანს ახ­ვე­ლებს და ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა აქვს, ოჯა­ხის წევ­რი ცდი­ლობს, რო­გორ­მე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ახ­ვედ­როს. გუ­შინ მთხო­ვა სრუ­ლი­ად უც­ნობ­მა ადა­მი­ან­მა, ორი მო­ხუ­ცი მყავს, ორი­ვეს თვა­ლის ოპე­რა­ცია აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ორი­ვეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, მაგ­რამ მე­ო­თხე დღეა, ექი­მი არ რე­კავს, თუ შე­გიძ­ლი­ათ, იქ­ნებ თქვენ დარ­ე­კო­თო. მდგო­მა­რე­ო­ბა დაწ­ვრი­ლე­ბით გა­მოვ­კი­თხე. არც ქო­ში­ნი ჰქონ­დათ, არც სხვა გარ­თუ­ლე­ბა, მხო­ლოდ ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი. სა­გან­გა­შო არა­ფე­რი იყო და ად­ვი­ლად გა­ვა­ნე­იტ­რა­ლე სი­ტუ­ა­ცია. სწო­რედ ამა­ზე ვლა­პა­რა­კობ - დღეს კი არ უნდა ეძებ­დეს ადა­მი­ა­ნი პორ­ტალ­ზე, რო­მე­ლია ჩემი ოჯა­ხის ექი­მიო. მეც ვერ ვი­პო­ვე იმ მო­ხუ­ცე­ბის ექი­მი...

ეს სა­კი­თხი აქამ­დე უნდა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი­ყო და ახლა ეს პრობ­ლე­მე­ბი ად­ვი­ლად არ მოგ­ვარ­დე­ბა, რად­გან 1,5-2 თვე "კო­ვი­დის" შე­მო­ტე­ვის პი­რის­პირ ვიქ­ნე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იან­ვრი­დან სტა­ბი­ლი­ზე­ბა და­ი­წყე­ბა, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა უცებ არ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ექი­მებს ცალ­კე უნდა ჰყავ­დეთ რისკ-ჯგუ­ფე­ბი, იცოდ­ნენ, რომ ვი­ღა­ცას ყო­ველ­დღე სჭირ­დე­ბა და­რეკ­ვა, ვი­ღა­ცას კი და­უ­რე­კავ, მა­გა­ლი­თად, მე-4, მე-7 და მე-12 დღეს. ამის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. სწო­რედ ასეა ამე­რი­კა­შიც. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სეი
15

საიდან აღზევდა ეს ბიჭი?

ვახო
12

როდესაც ჯანდაცვის მინისტრს იმის დრო აქვს რომ აპრავოს ხიხოს ოჯახი აქვს თუ არა რომელიმე ქვეყნის პასპორტი იქ ჯანდაცვის გამრთელ სისტემაზე საუბარიც ზედმეტია. ამ ქვეყანაში ბელადომანია არ დამთავრდა .ყველა საქმეს პროფესიონალი უნდა და არა ხიხოს მონები. რა შეიცვალა იყვნენ მიშას მონები ახლა არიან ხიხოს მონები. ქვეყანა ყველას ერთ ადგილზე. თვითონ ხომ არიან აღზევებულები. ვირთხები. როდის გამოფხიზლდება ერი. ზღვარი სად გადის ნეტავ გამოფხიზლების.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"სამწუხაროდ, არც მე მჯეროდა, დღეში 400-500 ახალ შემთხვევაზე მეტი თუ გვექნებოდა. ესეც კი მზარავდა" - ბიძინა კულუმბეგოვი საველე ჰოსპიტლებზე, შეზღუდვებსა და ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტზე

"სამწუხაროდ, არც მე მჯეროდა, დღეში 400-500 ახალ შემთხვევაზე მეტი თუ გვექნებოდა. ესეც კი მზარავდა" - ბიძინა კულუმბეგოვი საველე ჰოსპიტლებზე, შეზღუდვებსა და ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტზე

ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გამოსავლებსა და პანდემიასთან ბრძოლის ქართულ სტრატეგიაზე გაზეთი "კვირის პალიტრა" ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა.

- არის ობიექტური და გარდაუვალი პრობლემები და არის სუბიექტური პრობლემებიც. როდესაც ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე 110 და მეტი პაციენტი მოდის, ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე ხარ. ყოველდღიურად 5 000-ზე მეტი შემთხვევა ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანის მოვლა ისე, რომ პრეტენზია არავის ჰქონდეს, ძალიან ძნელია. ეს ვერ შეძლეს ისეთმა ქვეყნებმაც კი, რომელთაც ჩვენთვის სამაგალითო სამედიცინო სისტემები აქვთ.

ჩვენ გვქონდა პერიოდი, რომ უკეთ მოგვეწესრიგებინა, ვთქვათ, პაციენტის მართვის სისტემა. ექიმების კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო იყო ტრენინგების ჩატარება, პირველი ტალღის პერიოდში დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად. ისრაელში ჯარიც კი მობილიზებულია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისთვის. მე მაისში სამინისტროს საიტზე ტესტი შევავსე, თუ საჭირო ვიქნები, მოხალისედ ვიმუშავებ-მეთქი...

ყველაზე კარგი კლინიკები და კვალიფიციური კადრები, ძირითადად, თბილისშია, მაგრამ 388 ადამიანი მართვით სუნთქვაზე რომ გყავს და ათასზე მეტი მძიმე პაციენტი, ყველას თბილისის საავადმყოფოებში ხომ ვერ მოათავსებ? ერთ კლინიკაში 400-კაციანი რეანიმაცია არავის აქვს დედამიწის ზურგზე, ამიტომ ახლა კი არ უნდა იწყებოდეს რუხის კლინიკის გამართვა, აქამდე უნდა გამართულიყო.

- როდის?

- ზაფხულში. თუნდაც მაღალი ანაზღაურება შეგვეთავაზებინა კონკრეტული განყოფილების ექიმებისთვის, რომ დაინტერესებულიყვნენ და თბილისიდან რეგიონში წასულიყვნენ. ჩვენ არათანაბრად გავანაწილეთ რესურსები და თავკომბალა მივიღეთ - ქვეყანა თბილისშია თავმოყრილი. სამწუხარო ის არის, რომ არც მე მჯეროდა, დღეში 400-500 ახალ შემთხვევაზე მეტი თუ გვექნებოდა. ესეც კი მზარავდა, მეშინოდა, რომ ყოველდღიურ 500 შემთხვევას ქვეყანა ვერ გაუძლებდა, ახლა კი 5 000 და მეტი შემთხვევა გვაქვს, ანუ უნდა ჩავთვალოთ, რომ დღეში 800-1000 ადამიანს საავადმყოფო დასჭირდება. დიახ, ვერ ვიფიქრებდით, რომ ასეთი სიტუაცია გვექნებოდა, ეს უნდა ვაღიაროთ.

- თქვენ ვერ იფიქრებდით თუ სისტემის მესვეურები?- სახელმწიფოს ზედა ეშელონმა დაიჯერა, რომ პანდემია აგრესიული ფორმით არ შემობრუნდებოდა - ასეთი განცდა მაქვს, თორემ რა ვიცი, კონკრეტულად ვინ რა იფიქრა... პროგნოზი მნიშვნელოვანია, სწორედ პროგნოზის კეთებისას ხარ უფრო ძლიერი. პანდემიის დროს მთელი მსოფლიო ასე იქცევა. უნდა გათვალო რეანიმაციული საწოლების რაოდენობა და დაგეგმო საჭირო ღონისძიებები. უნდა ვიცოდეთ არა ჯამური რაოდენობა, ანუ სულ რამდენი საწოლია, არამედ რამდენია თბილისში, ბათუმში, გორში და ა.შ.

მესმის, რომ ერთდროულად ბევრი საქმეა, ზვავივით, ცუნამივით დაგვატყდა თავს ეს ვითარება. ნოემბერში 96 000 ადამიანი იყო ავად, 800-მდე კი გარდაიცვალა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა! როგორია ამდენი ადამიანის მოვლა?! თანაც ეს ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებია, თორემ დარწმუნებული ვარ, 3-ჯერ მეტი იყო. ადამიანი 4-5 დღე ოჯახის ექიმს რომ ვერ უკავშირდება, ცდილობს, საავადმყოფოში მაინც მოხვდეს. აბა, ექიმს სახლში ხომ ვერ შეუვარდება?! სწორედ ამით არის გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის მაღალი პროცენტი.

- აქტუალური გახდა კითხვა: "ნაცნობი ხომ არ გყავს საავადმყოფოში?"

- როცა ადამიანს ახველებს და ფილტვების ანთება აქვს, ოჯახის წევრი ცდილობს, როგორმე საავადმყოფოში მოახვედროს. გუშინ მთხოვა სრულიად უცნობმა ადამიანმა, ორი მოხუცი მყავს, ორივეს თვალის ოპერაცია აქვს გაკეთებული, ორივეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მაგრამ მეოთხე დღეა, ექიმი არ რეკავს, თუ შეგიძლიათ, იქნებ თქვენ დარეკოთო. მდგომარეობა დაწვრილებით გამოვკითხე. არც ქოშინი ჰქონდათ, არც სხვა გართულება, მხოლოდ ვირუსისთვის დამახასიათებელი ტკივილები. საგანგაშო არაფერი იყო და ადვილად გავანეიტრალე სიტუაცია. სწორედ ამაზე ვლაპარაკობ - დღეს კი არ უნდა ეძებდეს ადამიანი პორტალზე, რომელია ჩემი ოჯახის ექიმიო. მეც ვერ ვიპოვე იმ მოხუცების ექიმი...

ეს საკითხი აქამდე უნდა მოწესრიგებულიყო და ახლა ეს პრობლემები ადვილად არ მოგვარდება, რადგან 1,5-2 თვე "კოვიდის" შემოტევის პირისპირ ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, იანვრიდან სტაბილიზება დაიწყება, მაგრამ მდგომარეობა უცებ არ გაუმჯობესდება. ექიმებს ცალკე უნდა ჰყავდეთ რისკ-ჯგუფები, იცოდნენ, რომ ვიღაცას ყოველდღე სჭირდება დარეკვა, ვიღაცას კი დაურეკავ, მაგალითად, მე-4, მე-7 და მე-12 დღეს. ამის გაკეთება შესაძლებელი იყო. სწორედ ასეა ამერიკაშიც. გააგრძელეთ კითხვა

ჭარბი წონა და Covid-19 - რა ცვლილებები მიდის ინფიცირებულის ორგანიზმში სიმსუქნის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი სითხე და C და D ვიტამინები

"ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს, სადაც ხდება, როგორც თერაპიული სერვისის მიწოდება, ასევე არის ჟანგბადის კონცენტრატორები" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)