მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს
თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­სა­მარ­თით, რო­მელ­თაც COVID პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, მო­სახ­ლე­ო­ბის პრე­ტენ­ზი­ე­ბი ხში­რად სა­მარ­თლი­ა­ნია. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო სტუქ­ტუ­რებს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ექი­მებს კარ­გად აქვთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ეს პრობ­ლე­მა, ისე­ვე რო­გორც თა­ვი­ან­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, რომ ძა­ლი­ან სწუხს იმ უხერ­ხუ­ლო­ბის­თვის, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს ექ­მნე­ბა და ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს, რათა ადა­მი­ა­ნებს ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ.

ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს, უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

„მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წი­ლის კი­თხვებს და ხში­რად სა­მარ­თლი­ან პრე­ტენ­ზი­ებს, რო­მელ­თაც COVID პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში რე­ა­ლუ­რად შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი, მათ შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლიც: რა­ტომ ყო­ველ­თვის ვერ ხერ­ხდე­ბა დრო­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა, რა­ტომ იგ­ვი­ა­ნებს ტეს­ტე­ბის პა­სუ­ხე­ბი, რა­ტომ ჭირს 112-თან და ოჯა­ხის ექიმ­თან და­კავ­ში­რე­ბა, რა­ტომ იგ­ვი­ა­ნებს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი, რა­ტომ არ არის ჰოს­პიტ­ლებ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი და ვერ ხერ­ხდე­ბა დრო­უ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. რა­ტომ არ მო­ემ­ზა­და სა­ხელ­მწი­ფო უკე­თე­სად და ა.შ. სამ­წუ­ხა­როდ, COVID პან­დე­მია ძა­ლი­ან მძი­მე გა­მოწ­ვე­ვაა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის და მი­თუ­მე­ტეს სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სი შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის­თვის და ობი­ექ­ტუ­რად ქმნის უამ­რავ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას, კერ­ძოდ ერ­თდრო­უ­ლად 27 ათას­ზე მეტი აქ­ტი­უ­რი COVID პა­ცი­ენ­ტის შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე მარ­თვა ძა­ლი­ან ძნე­ლია. მერ­წმუ­ნეთ, ანა­ლო­გი­უ­რი და ხში­რად უფრო მეტი პრობ­ლე­მე­ბია ჩვენ­ზე ბევ­რად უფრო ძლი­ერ და მეტი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნებ­შიც. თუმ­ცა, ეს ნაკ­ლე­ბი ნუ­გე­შია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც კონ­კრე­ტუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა უგ­ვი­ან­დე­ბათ.

სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო სტუქ­ტუ­რებს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ექი­მებს კარ­გად აქვთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ეს პრობ­ლე­მა, ისე­ვე რო­გორც თა­ვი­ან­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე. ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ იმ უხერ­ხუ­ლო­ბის­თვის, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს ექ­მნე­ბა. ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს, რათა ადა­მი­ა­ნებს ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ. სის­ტე­მა­ტუ­რად იზ­რდე­ბა ე.წ. COVID კლი­ნი­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა (ა.წ. მარ­ტში იყო 15 კლი­ნი­კა, ახლა - 82 კლი­ნი­კა). ფარ­თოვ­დე­ბა სა­წოლ­ფონ­დი - ზა­ფხულ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო 1620 სა­წო­ლი, ახლა 7 000-ზე მეტი. ქვე­ყა­ნას საკ­მა­რის­ზე მეტი აქვს (2 000-ზე მეტი ) ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რა­ტე­ბი, მათ შო­რის 700-ზე მეტი აპა­რა­ტი უშუ­ა­ლოდ COVID კლი­ნი­კებ­ში. ქვეყ­ნის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა COVID კლი­ნი­კა­ში უკვე და­ი­ნერ­გა ან ახლო მო­მა­ვალ­ში და­ი­ნერ­გე­ბა ე.წ. high flow (ჟანგბა­დის მა­ღა­ლი ნა­კა­დით მი­წო­დე­ბის) მე­თო­დი­კა, რაც შე­ამ­ცი­რებს ინ­ტუ­ბა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და შე­ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლო­ბას. კლი­ნი­კე­ბის და COVID სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ე.წ. ჟანგბა­დის კონ­ცეტ­რა­ტო­რე­ბით. ფარ­თოვ­დე­ბა ე.წ. COVID სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლი, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 76 ასე­თი სას­ტუმ­რო - 5 378 ად­გი­ლით. ამ სას­ტუმ­რო­ებ­ში მუ­შა­ობს 272 ექი­მი, 319 ექთა­ნი და 51 სტუ­დენ­ტი ექთ­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე. ამ სას­ტუმ­რო­ებ­ში სხვა სი­კე­თე­ებ­ზე (სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და სხვ.) რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ხდე­ბა COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­ცი­ლე­ბით უფრო ეფექ­ტი­ა­ნი იზო­ლა­ცია, ვიდ­რე ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია ბი­ნის პი­რო­ბებ­ში.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ COVID სას­ტუმ­რო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს “ნოუ ჰაუ“ და ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. რა­ღაც მსგავ­სი აქვთ მხო­ლოდ სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში კი - არა. ფარ­თოვ­დე­ბა (ორ­მაგ­დე­ბა) PCR და სწრა­ფი/მარ­ტი­ვი ტეს­ტი­რე­ბა და დღე-ღა­მე­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლო უკვე გა­უ­თა­ნაბრდა ევ­რო­პის წამ­ყვან ქვეყ­ნებს. მა­ნამ­დე ვი­ყა­ვით სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პულ დო­ნე­ზე. ძლი­ერ­დე­ბა და ფარ­თოვ­დე­ბა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი, იზ­რდე­ბა COVID პა­ცი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი ოჯა­ხის ექი­მე­ბის, მათ შო­რის კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის ოჯა­ხის ექი­მე­ბის, რა­ო­დე­ნო­ბა (2 000-ზე მეტი ოჯა­ხის ექი­მი). შექ­მნი­ლია 61 ე.წ. „ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა“ (ა.წ. მარ­ტში იყო 25), რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში. ამ კლი­ნი­კებ­ში არის 125 ბრი­გა­და, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია 756 ოჯა­ხის ექი­მი. სა­ხელ­მწი­ფო­ში და სა­მი­ნის­ტრო­ში იქ­მნე­ბა ან მო­დერ­ნიზ­დე­ბა კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის უკე­თე­სად მარ­თვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი. ყო­ველ­დღი­უ­რად იხ­ვე­წე­ბა COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის ტრი­ა­ჟის პრინ­ცი­პე­ბი და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, მაგ­რამ ეს ად­ვი­ლი არ არის, რად­გან COVID-19 იმ­დე­ნად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ ოპ­ტი­მა­ლუ­რი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბიც კი ვერ იძ­ლე­ვა გა­რან­ტი­ას ზუს­ტად გა­ნი­სა­ზღვროს, რო­მე­ლი პა­ცი­ენ­ტი შე­იძ­ლე­ბა დამ­ძიმ­დეს და რო­მე­ლი - არა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე არა­ვინ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რა­ტე­ბის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო და ყვე­ლა­ფერ ამის მიღ­წე­ვა ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა. პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვა ხდე­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით და ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით, რაც, COVID შემ­თხვე­ვე­ბის მკვეთ­რი ზრდის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ნა­პი­რო­ბებს ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე და­ბალ მაჩ­ვე­ნე­ბელს (0,93%) და ჰოს­პი­ტალს გა­რეთ გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ძა­ლი­ან და­ბალ რი­ცხვს (სულ ერ­თე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი), მა­შინ როცა სხვა ქვეყ­ნებ­ში ასე­თე­ბი ასე­უ­ლი და ათასე­ბია. სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ასე­ვე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ამის მი­უ­ხე­და­ვად პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი შემ­თხვე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში, უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ია თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი­სათ­ვის და გვერ­წმუ­ნეთ, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რათა ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ით გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი კი­დევ უფრო შემ­ცირ­დეს (სამ­წუ­ხა­როდ, ამის მთლი­ა­ნად თა­ვი­და აცი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია).

სა­ხელ­მწი­ფომ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, რათა სა­ქარ­თვე­ლო იყოს ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც შეს­ძლებს მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბას, რისი მიღ­წე­ვაც ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის ად­ვი­ლი არ იყო.

ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც უკვე გა­კეთ­და, ან კეთ­დე­ბა, იძ­ლე­ვა იმედს, რომ სა­ქარ­თვე­ლო შე­საძ­ლოდ მოკ­ლე დრო­ში და მი­ნი­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით გა­უმკლავ­დე­ბა სა­უ­კუ­ნის უდი­დეს გა­მოწ­ვე­ვას - COVID-19-ის პან­დე­მი­ას“, - აღ­ნიშ­ნავს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ia
49

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს?

 

kato
21

ბატონო თენგიზ ტყუით!!!!

თქვენ არჩევნების წინა დღეებში გამოხვედით და გამოცხადეთ , რომ რემდისივირი შემოვიდოდა საქართველოში 25-30 ოქტომბერს. თუ არ გჯერათ ჩემი, დაგუგლეთ და ნახავთ!!!

დღეს 8 დეკემბერია და დღემდე რემდისივირი (რომლის სიკეთის მე არ მჯერა) საქართველოში ჯერ კიდევ არ შემოსულა. რატომ მოგვატყუილეთ ეს მაინც გვითხარით?

თუნდაც ეს ერთი, თითქოს უმნიშვნელო ტყული მაძლევს იმის გარანტიას, რომ საქართველო არც ვირუსის ვაქცინას მიიღებს სხვა ქვეყნებზე ადრე. და რაც მთავარია, სად იყავით მაშინ, და რატომ არ ურჩიეთ მთვარობას, რომ ჩაეკეტა ყველაფერი, როცა უკვე ათასებს ავცდით და თქვენ ჯიუტად იმეორებდით, ჯერ ყველფერს ვაკონტროლებთო. ესაა კონტროლი, ათასობით ადამიანი კომპოტით, პარაცეტამოლით და სატურატორით თვითონ მკურნალობს თავის თავს. და ეხლა სირცვილია თავს რომ იმართლებთ!!! მე მაინც მგონია რომ ამ წერილებს თქვენ არ წერთ, პოლიტიკური კონიუქტურა იგრძნობა აშკარად! მომიტევეთ და ვერ დაგეთანხმებით....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმ ადამიანების მისამართით, რომელთაც COVID პანდემიის პირობებში პრობლემები შეექმნათ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, მოსახლეობის პრეტენზიები ხშირად სამართლიანია. მისივე თქმით, საქართველოს სამთავრობო სტუქტურებს, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ყველა ეს პრობლემა, ისევე როგორც თავიანთი პასუხისმგებლობა, მოსახლეობის წინაშე.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, რომ ძალიან სწუხს იმ უხერხულობისთვის, რაც მოსახლეობის ნაწილს ექმნება და ყველა სტრუქტურა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა ადამიანებს ნაკლები პრობლემები შეექმნათ.

ცერცვაძის განცხადებას, რომელიც ინფექციური საავადმყოფო სოციალურ ქსელში ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ.

„მინდა გამოვეხმაურო მოსახლეობის იმ ნაწილის კითხვებს და ხშირად სამართლიან პრეტენზიებს, რომელთაც COVID პანდემიის პირობებში რეალურად შეექმნათ პრობლემები, მათ შორის სერიოზულიც: რატომ ყოველთვის ვერ ხერხდება დროული ტესტირება, რატომ იგვიანებს ტესტების პასუხები, რატომ ჭირს 112-თან და ოჯახის ექიმთან დაკავშირება, რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რატომ არ არის ჰოსპიტლებში თავისუფალი ადგილები და ვერ ხერხდება დროული ჰოსპიტალიზაცია. რატომ არ მოემზადა სახელმწიფო უკეთესად და ა.შ. სამწუხაროდ, COVID პანდემია ძალიან მძიმე გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მითუმეტეს საქართველოს მსგავსი შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებისთვის და ობიექტურად ქმნის უამრავ სერიოზულ პრობლემას, კერძოდ ერთდროულად 27 ათასზე მეტი აქტიური COVID პაციენტის შეფერხებების გარეშე მართვა ძალიან ძნელია. მერწმუნეთ, ანალოგიური და ხშირად უფრო მეტი პრობლემებია ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერ და მეტი რესურსების მქონე ქვეყნებშიც. თუმცა, ეს ნაკლები ნუგეშია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კონკრეტული სამედიცინო დახმარების მიღება უგვიანდებათ.

საქართველოს სამთავრობო სტუქტურებს, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ყველა ეს პრობლემა, ისევე როგორც თავიანთი პასუხისმგებლობა, მოსახლეობის წინაშე. ძალიან ვწუხვართ იმ უხერხულობისთვის, რაც მოსახლეობის ნაწილს ექმნება. ყველა სტრუქტურა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა ადამიანებს ნაკლები პრობლემები შეექმნათ. სისტემატურად იზრდება ე.წ. COVID კლინიკების რაოდენობა (ა.წ. მარტში იყო 15 კლინიკა, ახლა - 82 კლინიკა). ფართოვდება საწოლფონდი - ზაფხულში მობილიზებული იყო 1620 საწოლი, ახლა 7 000-ზე მეტი. ქვეყანას საკმარისზე მეტი აქვს (2 000-ზე მეტი ) ხელოვნური სუნთქვის აპარატები, მათ შორის 700-ზე მეტი აპარატი უშუალოდ COVID კლინიკებში. ქვეყნის პრაქტიკულად ყველა COVID კლინიკაში უკვე დაინერგა ან ახლო მომავალში დაინერგება ე.წ. high flow (ჟანგბადის მაღალი ნაკადით მიწოდების) მეთოდიკა, რაც შეამცირებს ინტუბაციების რაოდენობას და შეამცირებს სიკვდილობას. კლინიკების და COVID სასტუმროების ქსელი უზრუნველყოფილია ე.წ. ჟანგბადის კონცეტრატორებით. ფართოვდება ე.წ. COVID სასტუმროების ქსელი, მობილიზებულია 76 ასეთი სასტუმრო - 5 378 ადგილით. ამ სასტუმროებში მუშაობს 272 ექიმი, 319 ექთანი და 51 სტუდენტი ექთნის პოზიციაზე. ამ სასტუმროებში სხვა სიკეთეებზე (სამედიცინო მეთვალყურეობა და სხვ.) რომ არაფერი ვთქვათ, ხდება COVID პაციენტების გაცილებით უფრო ეფექტიანი იზოლაცია, ვიდრე ეს შესაძლებელია ბინის პირობებში.

საგულისხმოა, რომ COVID სასტუმროები საქართველოს “ნოუ ჰაუ“ და ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. რაღაც მსგავსი აქვთ მხოლოდ სამხრეთ კორეაში, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში კი - არა. ფართოვდება (ორმაგდება) PCR და სწრაფი/მარტივი ტესტირება და დღე-ღამეში გაკეთებული ტესტების რაოდენობით საქართველო უკვე გაუთანაბრდა ევროპის წამყვან ქვეყნებს. მანამდე ვიყავით საშუალო ევროპულ დონეზე. ძლიერდება და ფართოვდება სასწრაფო დახმარების სამსახური, იზრდება COVID პაციენტებთან მუშაობაში ჩართული ოჯახის ექიმების, მათ შორის კერძო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების, რაოდენობა (2 000-ზე მეტი ოჯახის ექიმი). შექმნილია 61 ე.წ. „ონლაინ კლინიკა“ (ა.წ. მარტში იყო 25), რომლებიც მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში. ამ კლინიკებში არის 125 ბრიგადა, რომელშიც ჩართულია 756 ოჯახის ექიმი. სახელმწიფოში და სამინისტროში იქმნება ან მოდერნიზდება კრიზისული სიტუაციების უკეთესად მართვისთვის აუცილებელი სტრუქტურები. ყოველდღიურად იხვეწება COVID პაციენტების ტრიაჟის პრინციპები და ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, მაგრამ ეს ადვილი არ არის, რადგან COVID-19 იმდენად არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომ ოპტიმალური ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებიც კი ვერ იძლევა გარანტიას ზუსტად განისაზღვროს, რომელი პაციენტი შეიძლება დამძიმდეს და რომელი - არა.

საქართველოში დღემდე არავინ დაზარალებულა ხელოვნური სუნთქვის აპარატების, მედიკამენტების და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნაკლებობის გამო და ყველაფერ ამის მიღწევა ადვილი არ ყოფილა. პაციენტების კლინიკური მართვა ხდება ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით და ინოვაციური მიდგომებით, რაც, COVID შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, განაპირობებს ევროპის ქვეყნებს შორის COVID-19-ით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს (0,93%) და ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი პაციენტების ძალიან დაბალ რიცხვს (სულ ერთეული პაციენტი), მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ასეთები ასეული და ათასებია. საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ასევე გაცილებით ნაკლებია ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების შემთხვევები. ამის მიუხედავად პაციენტის გარდაცვალების თითოეული შემთხვევა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, უდიდესი ტრაგედიია თითოეული ჩვენგანისათვის და გვერწმუნეთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს (სამწუხაროდ, ამის მთლიანად თავიდა აცილება შეუძლებელია).

სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შესძლებს მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას, რისი მიღწევაც ჩვენი რესურსების მქონე ქვეყნისთვის ადვილი არ იყო.

ყველაფერი ის, რაც უკვე გაკეთდა, ან კეთდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო შესაძლოდ მოკლე დროში და მინიმალური ადამიანური დანაკარგებით გაუმკლავდება საუკუნის უდიდეს გამოწვევას - COVID-19-ის პანდემიას“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

თეგეტა მოტორსი წინასაახალწლოდ განსაკუთრებულ აქციებს გთავაზობთ

"უკვე კარგად მიცნობენ, თავაზიანად მომმართავენ, შეიძლება ითქვას, "მუსიკით" მხვდებიან - იციან, "გადატენილი მაუზერი" რომ ვარ" - როგორია "ჩაქუჩას" ცხოვრება ამერიკულ ციხეში

"საქართველოში მედპერსონალის დაინფიცირების დაახლოებით 20 000-მდე შემთხვევაა" - პაატა იმნაძე ეპიდვითარებაზე და შეზღუდვების შედეგზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"