სპორტი
პოლიტიკა

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელები შემიკრეს და დამაგდეს ქვემოთ, მუშტები მირტყეს. მერე უთო მოიტანეს..." - ხობში მომხდარი სასტიკი ყაჩაღობის დეტალები
"ხელები შემიკრეს და დამაგდეს ქვემოთ, მუშტები მირტყეს. მერე უთო მოიტანეს..." - ხობში მომხდარი სასტიკი ყაჩაღობის დეტალები

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნო­ჯი­ხევ­ში, კო­მენ­და­ტის სა­ა­თის დროს 73 წლის ქალი და­ა­ყა­ჩა­ღეს. "მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ქალი უთოს გა­მო­ყე­ნე­ბით აწა­მეს და იქამ­დე უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ფი­ზი­კუ­რად, ვიდ­რე გო­ნე­ბა არ და­კარ­გა.

რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, მე­დეა გო­ცი­რი­ძე ყვე­ბა, ყა­ჩა­ღე­ბი სახ­ლში ფან­ჯრი­დან შე­იჭრ­ნენ, სიბ­ნე­ლის გამო ქალ­მა მათი სა­ხე­ე­ბი ვერ გა­არ­ჩია.

"4 სა­ა­თი იყო, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი და მა­შინ მო­ვიდ­ნენ, ფუ­ლე­ბი ამო­ყა­რეო, არ მომ­კლათ-მეთ­ქი ვუ­თხა­რი, ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­ღეს, ფული გვინ­დაო, მცე­მეს, ინ­სულ­ტი­ა­ნი ქალი, უცებ რომ შე­მო­ვიდ­ნენ, ხე­ლე­ბი შე­მიკ­რეს და და­მაგ­დეს ქვე­მოთ, მუშ­ტე­ბი მირ­ტყეს. მერე უთო მო­ი­ტა­ნეს და ჩარ­თეს და ვა­ი­მე, რო­გორ ვი­კივ­ლე...", - ყვე­ბა "მთა­ვარ არხთან" და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მე­დეა გო­ცი­რი­ძე.

ქალ­მა ნა­თე­სა­ვებს დახ­მა­რე­ბა თა­ვად სთხო­ვა. ნა­თე­სა­ვე­ბის თქმით, ქალს ინ­სულ­ტი აქვს გა­და­ტა­ნი­ლი.

"ნა­ცე­მია ძა­ლი­ან მაგ­რად, და­ა­უ­თო­ვეს, გას­კო­ჩეს, ეძებ­დნენ... კი­დევ გაქვს თან­ხაო, გა­მო­ი­ტა­ნეო, ურტყამ­დნენ სულ, ორნი იყ­ვნე­ნო ერთი ცოტა და­ბა­ლი, მე­ო­რე უფრო მა­ღა­ლი ფულს მთხოვ­დნე­ნო, ოქ­რო­ე­ბიც გექ­ნე­ბაო. ნა­ინ­სულ­ტარ ქალს ასე რომ ურტყამ­დნენ... რო­მელ წელს მოხ­და ეს ბო­ლოს, სა­ერ­თოდ აღარ მახ­სოვს, მი­თუ­მე­ტეს ხობ­ში", - უყ­ვე­ბა "მთა­ვარ არხს" და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ნა­თე­სა­ვი.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყა­ჩა­ღებ­მა ქალი ღა­მით გა­კო­ჭი­ლი და­ტო­ვეს. სახ­ლი­დან წა­ღე­ბუ­ლია თან­ხა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ­ჟა­მად ნა­თე­სა­ვის სახ­ლშია, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, თუმ­ცა კონ­ტაქ­ტუ­რია და ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას ელო­დე­ბა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შს სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 179-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ყა­ჩა­ღო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Daviti
31

ყველას ეს დღე გველოდება 

ელგუჯა
18

არა, კაცო რისი კრიმინალი. დესტრუქციული ოპოზიციის ხალხი იქნებოდა. კრიმინალურ ფონს წევენ სპეციალურად და ყველაფერზე მიდიან. ასეა ეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ხელები შემიკრეს და დამაგდეს ქვემოთ, მუშტები მირტყეს. მერე უთო მოიტანეს..." - ხობში მომხდარი სასტიკი ყაჩაღობის დეტალები

"ხელები შემიკრეს და დამაგდეს ქვემოთ, მუშტები მირტყეს. მერე უთო მოიტანეს..." - ხობში მომხდარი სასტიკი ყაჩაღობის დეტალები

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში, კომენდატის საათის დროს 73 წლის ქალი დააყაჩაღეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქალი უთოს გამოყენებით აწამეს და იქამდე უსწორდებოდნენ ფიზიკურად, ვიდრე გონება არ დაკარგა.

როგორც დაზარალებული, მედეა გოცირიძე ყვება, ყაჩაღები სახლში ფანჯრიდან შეიჭრნენ, სიბნელის გამო ქალმა მათი სახეები ვერ გაარჩია.

"4 საათი იყო, კომენდანტის საათი და მაშინ მოვიდნენ, ფულები ამოყარეო, არ მომკლათ-მეთქი ვუთხარი, ყველაფერი წაიღეს, ფული გვინდაო, მცემეს, ინსულტიანი ქალი, უცებ რომ შემოვიდნენ, ხელები შემიკრეს და დამაგდეს ქვემოთ, მუშტები მირტყეს. მერე უთო მოიტანეს და ჩართეს და ვაიმე, როგორ ვიკივლე...", - ყვება "მთავარ არხთან" დაზარალებული მედეა გოცირიძე.

ქალმა ნათესავებს დახმარება თავად სთხოვა. ნათესავების თქმით, ქალს ინსულტი აქვს გადატანილი.

"ნაცემია ძალიან მაგრად, დააუთოვეს, გასკოჩეს, ეძებდნენ... კიდევ გაქვს თანხაო, გამოიტანეო, ურტყამდნენ სულ, ორნი იყვნენო ერთი ცოტა დაბალი, მეორე უფრო მაღალი ფულს მთხოვდნენო, ოქროებიც გექნებაო. ნაინსულტარ ქალს ასე რომ ურტყამდნენ... რომელ წელს მოხდა ეს ბოლოს, საერთოდ აღარ მახსოვს, მითუმეტეს ხობში", - უყვება "მთავარ არხს" დაზარალებულის ნათესავი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ყაჩაღებმა ქალი ღამით გაკოჭილი დატოვეს. სახლიდან წაღებულია თანხა. დაზარალებული ამჟამად ნათესავის სახლშია, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონტაქტურია და ექსპერტიზის ჩატარებას ელოდება.

მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გაათავისუფლეს

კინოსტუდიაში სისხლიან დაპირისპირებას გოგა ხაინდრავას გადამღები ჯგუფის წევრებს შორის შელაპარაკება უძღოდა - როგორია დაჭრილების მდგომარეობა

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - არსებული ინფორმაციით, 2 დაჭრილიდან ერთ-ერთი გოგა ხაინდრავას ძმისშვილია