მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომაა ონლაინ შოპინგისას პროდუქციის ფასები უფრო ხელსაყრელი?
რატომაა ონლაინ შოპინგისას პროდუქციის ფასები უფრო ხელსაყრელი?

პან­დე­მი­ის გამო ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია იმა­ზე უფრო მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სი გახ­და, ვიდ­რე ოდეს­მე. თუმ­ცა კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად იყ­ვნენ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ულ გა­ყიდ­ვებ­ზე, ცვლი­ლე­ბებს მტკივ­ნე­უ­ლად შეხ­ვდნენ.

სა­ცა­ლო ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბის ბიზ­ნეს­ში მყო­ფი უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ე­ბი(Amazon, Aliexpress, eBay) კი ტოპ რე­ი­ტინ­გებ­ში კი­დევ უფრო და­წი­ნა­ურ­დნენ. თუმ­ცა ვინც ახალ ტენ­დენ­ცი­ას ნელა აუ­წყო ფეხი, და­ნა­კარ­გიც გა­ნი­ცა­და.

2018 წელს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში სა­ცა­ლო ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბის წილ­მა 18%-ს მი­აღ­წია, ლი­დე­რი კი Amazon გახ­და. თუმ­ცა ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­ყიდ­ვე­ბი მა­ინც ვაჭ­რო­ბის ძი­რი­თად გზად რჩე­ბო­და.

რა ვი­თა­რე­ბა გვაქვს დღეს?

კო­ვიდ­პან­დე­მია 2019 წლის დე­კემ­ბერ-ნო­ემ­ბრი­დან უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმა გახ­და ჩი­ნე­თის­თვის. შემ­დეგ ვირუს­მა მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო „მოგ­ზა­უ­რო­ბა“ და­ი­წყო და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს­თან ერ­თად, ეკო­ნო­მი­კა­საც საფრ­თხე შე­უქ­მნა.

ბევ­რი მე­წარ­მის­თვის ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა. თუ გა­ზა­ფხულ­ზე მათ ნა­წილს ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვებ­ზე გა­დას­ვლა გა­უ­ჭირ­და, პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღას ამ მხრივ შე­და­რე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნას სწრა­ფად აუ­წყო ფეხი კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წილ­მა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მყიდ­ველ­თა დიდი ნა­წი­ლი შე­ძე­ნის ტრა­დი­ცი­ულ გზას ირ­ჩევს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვი­სას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და მი­ტა­ნის სერ­ვის­ზე მო­თხოვ­ნა.

ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად კი, სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის სრუ­ლად ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბაც დად­გა. სა­უ­ბა­რია არა მხო­ლოდ გა­და­რი­ცხვებ­ზე, არა­მედ სეს­ხის, გან­ვა­დე­ბი­სა და ლი­ზინ­გის დამ­ტკი­ცე­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კებ­მა სწრა­ფად შეძ­ლეს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის დის­ტან­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. მა­გა­ლი­თად, ასე­თია რე|ბან­კის გან­ვა­დე­ბის ბა­რა­თი ტოპ|ქარ­დი. ის მომ­ხმა­რე­ბელს ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ებ­ში (Amazon, Sephora, eBay, Nike და სხვა) გან­ვა­დე­ბით შო­პინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. ტოპ|ქარ­დით ნე­ბის­მი­ე­რი პირ­ვე­ლი შე­ნა­ძე­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 6 თვე­ზე ეფექ­ტურ 0%-ად ნა­წილ­დე­ბა. რე|ბან­კის პარტნი­ო­რებ­თან ონ­ლა­ინ შო­პინ­გი­სას კი 0%-იანი გან­ვა­დე­ბის სხვა­დას­ხვა ვა­დაა, თა­ნაც ნე­ბის­მი­ერ შე­ნა­ძენ­ზე. ამით კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ეხ­მა­რე­ბა, რომ მის­თვის სა­ჭი­რო თუ სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბით შეძ­ლოს.

შექ­მნილ­მა ეკო­ნო­მი­კურ­მა კრი­ზის­მა კომ­პა­ნი­ებს, პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სტი­მუ­ლი­რე­ბის­თვის, მეტი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი­სა და აქ­ცი­ე­ბის­კენ უბიძ­გა. შე­საძ­ლოა ამას უკავ­შირ­დე­ბო­დეს ისიც, რომ შავ პა­რას­კევს ონ­ლა­ინ შო­პინ­გის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მსოფ­ლი­ო­ში 22%-ით გა­ზარ­და და 9 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა (CNBC).

2020 წლის აპ­რილ­ში, როცა ევ­რო­პა­ში პან­დე­მი­ის პიკი იყო, იტა­ლი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით (კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა ვებ პორ­ტალ Sellics.com-ზე), ადა­მი­ა­ნე­ბი ონ­ლა­ინ უფრო მე­ტად საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­სა და მე­დი­კა­მენ­ტებს ყი­დუ­ლობ­დნენ. მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ადრე საკ­ვე­ბის შე­ძე­ნას სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში არ­ჩევ­და, შე­ზღუდ­ვე­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტე­ბი ონ­ლა­ინ შე­ეკ­ვე­თა.

აპ­რილ­ში კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­ტარ­და. ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის პლატ­ფორ­მე­ბის, Hotsale.ge-სა და order24.ge-ის გა­მო­კი­თხვე­ბის თა­ნახ­მად, კი­თხვა­ზე „რას შე­ი­ძენ­დნენ ონ­ლა­ინ“, მომ­ხმა­რე­ბელ­თა პა­სუ­ხე­ბი ასე­თია:

  • საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი - 26%;
  • სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი და სა­ბავ­შვო ინ­ვენ­ტა­რი - 22%;
  • წიგ­ნე­ბი - 16%;
  • სა­აფ­თი­ა­ქო პრო­დუქ­ცია - 15%.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი სტა­ტის­ტი­კა გვექ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და გა­ყიდ­ვე­ბის რამ­დენპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი წილი ექ­ნე­ბა ელექტრო­ნულ კო­მერ­ცი­ას. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ სამ­სა­ხურს აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ამ დრომ­დე არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია. თუმ­ცა იმე­დია, მო­მა­ვალ­ში ეს ინ­ფორ­მა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა და სა­ერ­თო სუ­რა­თის და­ნახ­ვას შევ­ძლებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რატომაა ონლაინ შოპინგისას პროდუქციის ფასები უფრო ხელსაყრელი?

რატომაა ონლაინ შოპინგისას პროდუქციის ფასები უფრო ხელსაყრელი?

პანდემიის გამო ელექტრონული კომერცია იმაზე უფრო მომგებიანი ბიზნესი გახდა, ვიდრე ოდესმე. თუმცა კომპანიები, რომლებიც სრულად იყვნენ დამოკიდებული ტრადიციულ გაყიდვებზე, ცვლილებებს მტკივნეულად შეხვდნენ.

საცალო ონლაინ გაყიდვების ბიზნესში მყოფი უმსხვილესი კომპანიები(Amazon, Aliexpress, eBay) კი ტოპ რეიტინგებში კიდევ უფრო დაწინაურდნენ. თუმცა ვინც ახალ ტენდენციას ნელა აუწყო ფეხი, დანაკარგიც განიცადა.

2018 წელს განვითარებულ ქვეყნებში საცალო ონლაინ გაყიდვების წილმა 18%-ს მიაღწია, ლიდერი კი Amazon გახდა. თუმცა ტრადიციული გაყიდვები მაინც ვაჭრობის ძირითად გზად რჩებოდა.

რა ვითარება გვაქვს დღეს?

კოვიდპანდემია 2019 წლის დეკემბერ-ნოემბრიდან უმძიმესი დარტყმა გახდა ჩინეთისთვის. შემდეგ ვირუსმა მსოფლიოს გარშემო „მოგზაურობა“ დაიწყო და ადამიანების სიცოცხლესთან ერთად, ეკონომიკასაც საფრთხე შეუქმნა.

ბევრი მეწარმისთვის ელექტრონული კომერცია გადარჩენის ერთადერთი საშუალება აღმოჩნდა. თუ გაზაფხულზე მათ ნაწილს ონლაინ გაყიდვებზე გადასვლა გაუჭირდა, პანდემიის მეორე ტალღას ამ მხრივ შედარებით მომზადებული შეხვდა.

საქართველოში მომხმარებლის მოთხოვნას სწრაფად აუწყო ფეხი კომპანიების ნაწილმა. მიუხედავად იმისა, რომ მყიდველთა დიდი ნაწილი შეძენის ტრადიციულ გზას ირჩევს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვისას მნიშვნელოვნად გაიზარდა მიტანის სერვისზე მოთხოვნა.

ყველაფერთან ერთად კი, საბანკო მომსახურების სრულად ონლაინ რეჟიმზე გადასვლის საჭიროებაც დადგა. საუბარია არა მხოლოდ გადარიცხვებზე, არამედ სესხის, განვადებისა და ლიზინგის დამტკიცებაზე.

საქართველოში კომერციულმა ბანკებმა სწრაფად შეძლეს მომხმარებლებისთვის დისტანციური მომსახურების შეთავაზება. მაგალითად, ასეთია რე|ბანკის განვადების ბარათი ტოპ|ქარდი. ის მომხმარებელს ადგილობრივი და საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში (Amazon, Sephora, eBay, Nike და სხვა) განვადებით შოპინგის საშუალებას აძლევს. ტოპ|ქარდით ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება 6 თვეზე ეფექტურ 0%-ად ნაწილდება. რე|ბანკის პარტნიორებთან ონლაინ შოპინგისას კი 0%-იანი განვადების სხვადასხვა ვადაა, თანაც ნებისმიერ შენაძენზე. ამით კომპანია მომხმარებელს ეხმარება, რომ მისთვის საჭირო თუ სასურველი ნივთების შეძენა ხელსაყრელი პირობებით შეძლოს.

შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა კომპანიებს, პროდუქციის რეალიზაციის სტიმულირებისთვის, მეტი ფასდაკლებებისა და აქციებისკენ უბიძგა. შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს ისიც, რომ შავ პარასკევს ონლაინ შოპინგის მაჩვენებელი მსოფლიოში 22%-ით გაზარდა და 9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (CNBC).

2020 წლის აპრილში, როცა ევროპაში პანდემიის პიკი იყო, იტალიაში, გერმანიასა და აშშ-ში ჩატარებული კვლევების მიხედვით (კვლევა გამოქვეყნდა ვებ პორტალ Sellics.com-ზე), ადამიანები ონლაინ უფრო მეტად საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებს ყიდულობდნენ. მომხმარებელი, რომელიც ადრე საკვების შეძენას სუპერმარკეტებში არჩევდა, შეზღუდვების გამო იძულებული გახდა, საჭირო პროდუქტები ონლაინ შეეკვეთა.

აპრილში კვლევა საქართველოშიც ჩატარდა. ელექტრონული კომერციის პლატფორმების, Hotsale.ge-სა და order24.ge-ის გამოკითხვების თანახმად, კითხვაზე „რას შეიძენდნენ ონლაინ“, მომხმარებელთა პასუხები ასეთია:

  • საკვები პროდუქტები - 26%;
  • სამაგიდო თამაშები და საბავშვო ინვენტარი - 22%;
  • წიგნები - 16%;
  • სააფთიაქო პროდუქცია - 15%.

საინტერესოა, როგორი სტატისტიკა გვექნება ქვეყანაში პანდემიის დასრულების შემდეგ და გაყიდვების რამდენპროცენტიანი წილი ექნება ელექტრონულ კომერციას. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს აღნიშნული მონაცემები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. თუმცა იმედია, მომავალში ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება და საერთო სურათის დანახვას შევძლებთ.

Wolt - პასუხისმგებლობით

Jeep-თან ერთად ყოველი თვე ახალი წელია!

ლაბიოპლასტიკა: ინტიმური პლასტიკის ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური და ფაქიზი ნიუანსები