პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირჩი" არც ჩემი არ არის, არც ზურა ჯაფარიძის, არც ვახო მეგრელიშვილის, ვერც ვერავინ წაიღებს და ვერც ვერავის მისცემს" - იაგო ხვიჩია
"გირჩი" არც ჩემი არ არის, არც ზურა ჯაფარიძის, არც ვახო მეგრელიშვილის, ვერც ვერავინ წაიღებს და ვერც ვერავის მისცემს" - იაგო ხვიჩია

"სამ­წუ­ხა­როა, რომ ზურა ჯა­ფა­რი­ძის მომ­ხრე­ე­ბი პარ­ტი­ის და­ნარ­ჩენ ლი­დე­რებს უბ­რა­ლოდ ტა­ლახს ეს­ვრი­ან. ცოტა ხან­ში ამ ტა­ლახს წვი­მა ჩა­მო­რე­ცხავს და დარ­ჩე­ბა უკან ქვა, რო­მე­ლიც არის სი­მარ­თლე", -ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის“ წევ­რმა, იაგო ხვი­ჩი­ამ პარ­ტი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

იაგო ხვი­ჩი­ას თქმით, ამ შემ­თხვე­ვა­ში, "სი­მარ­თლე მათ მხა­რეს არის“.

"გირ­ჩი არც ჩემი არ არის, არც ზურა ჯა­ფა­რი­ძის, არც ვახო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის, ვერც ვე­რა­ვინ წა­ი­ღებს და ვერც ვე­რა­ვის მის­ცემს. ზო­გა­დად, ვინც მე მიც­ნობს ყვე­ლამ იცის, რომ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბას მა­ინც და მა­ინც არ ვა­ფა­სებ. ამ ნი­ა­დაგ­ზე ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ხში­რად მომ­დი­ო­და გა­უ­გებ­რო­ბე­ბი, რად­გან არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბას მა­ინც და მა­ინც ვერ ვი­ტან. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი ხში­რად ხდე­ბა ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ღაც პე­რი­ო­დის მერე და­შორ­დე­ბი­ან, მერე ზო­გი­ერ­თი ფიქ­რობს, რომ ძვე­ლი ამ­ბე­ბის ცალ­მხრი­ვად მო­ყო­ლა, მტყუ­ან- მარ­თა­ლის გარ­ჩე­ვის გა­რე­შე და ტა­ლა­ხის სრო­ლა ნორ­მა­ლუ­რია. სამ­წუ­ხა­როა, რომ ზურა ჯა­ფა­რი­ძის მომ­ხრე­ე­ბი ასე იქ­ცე­ვი­ან და პარ­ტი­ის და­ნარ­ჩენ ლი­დე­რებს უბ­რა­ლოდ ტა­ლახს ეს­ვრი­ან. ცოტა ხან­ში ამ ტა­ლახს წვი­მა ჩა­მო­რე­ცხავს და დარ­ჩე­ბა უკან ქვა, რო­მე­ლიც არის სი­მარ­თლე. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სი­მარ­თლე არის ჩვენს მხა­რეს“, - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

მისი თქმით, პარ­ტი­ა­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ და­ვის გა­და­წყვე­ტის ძი­რი­თა­დი გზა "გირ­ჩის“ წევ­რე­ბის, ამომ­რჩევ­ლე­ბის ჯგუფ­ში სა­უ­ბა­რი და შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვაა.

"რო­გორც წესი, სი­სუ­ლე­ლე­ებს არ ვპა­სუ­ხობ. მე­ო­რე, როცა რა­ღაც "თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ვი­ტა­ცე“, უნდა მი­თხრან, რა თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ვი­ტა­ცე ზო­გა­დად. თუმ­ცა, ამის ასე გან­ხილ­ვას ჩვენ არ ვა­პი­რებთ. ჩვენ გვაქვს „გირ­ჩის“ შიდა ჯგუ­ფი, 15 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლე­ბი იქ არი­ან. მეც, ვახო მეგ­რე­ლიშ­ვილ­მაც, სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვილ­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ამ ხალ­ხს ვე­ლა­პა­რა­კოთ მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და ზო­გა­დად, ყო­ველ­დღი­უ­რად, 20:00 სა­ათ­ზე გვექ­ნე­ბა ჩვე­ნი შეხ­ვედ­რე­ბი და რა­საც ვხე­დავთ, რას ვი­ტა­ცებ­დით და რას არ ვი­ტა­ცებ­დით, ამას ავუხ­სნით. ტე­ლე­ვი­ზორ­ში ამა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი არ გვინ­და. სა­ჯა­როდ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩვენ გუნდს უნდა ვე­სა­უბ­როთ შიგ­ნით, ვი­საც ეს გა­ინ­ტე­რე­სებთ, შე­გიძ­ლი­ათ ამ სა­უ­ბარს და­ეს­წროთ. ჩვენ ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლე­ბი ვართ. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხსნით და მთე­ლი თვე ასე იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი გახ­დე­ბა „გირ­ჩის“ შე­სა­ხებ მისი და­ფი­ნან­სე­ბის დღი­დან ცნო­ბი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

ცნო­ბის­თვის, "გირ­ჩის“ ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე სამ თა­ნა­პარ­ტი­ელს ემიჯ­ნე­ბა. რო­გორც ის აცხა­დებს, პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვილ­თან, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­თან და იაგო ხვი­ჩი­ას­თან აღარ გა­აგ­რძე­ლებს და ამის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!
0

შე გარეწარომ აგიჩუჩუნდა და პარლამენტში გინდა არა! მიხვალ მერე გათრეული და დაბოლილი და დაეგდები სკამზე და გამოტყვრები ძილით!

ყოფილი ფეხბურთელი.
12

ერთადერთი პლიუსი აქვს იაგოს, ფეხბურთი, რომ უყვარს ფანატიკურად და კერძოდ ბარსას ფანი, რომ არის! ამას ნამვილად ვერ წავართმევთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გირჩი" არც ჩემი არ არის, არც ზურა ჯაფარიძის, არც ვახო მეგრელიშვილის, ვერც ვერავინ წაიღებს და ვერც ვერავის მისცემს" - იაგო ხვიჩია

"გირჩი" არც ჩემი არ არის, არც ზურა ჯაფარიძის, არც ვახო მეგრელიშვილის, ვერც ვერავინ წაიღებს და ვერც ვერავის მისცემს" - იაგო ხვიჩია

"სამწუხაროა, რომ ზურა ჯაფარიძის მომხრეები პარტიის დანარჩენ ლიდერებს უბრალოდ ტალახს ესვრიან. ცოტა ხანში ამ ტალახს წვიმა ჩამორეცხავს და დარჩება უკან ქვა, რომელიც არის სიმართლე", -ამის შესახებ "გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ამ შემთხვევაში, "სიმართლე მათ მხარეს არის“.

"გირჩი არც ჩემი არ არის, არც ზურა ჯაფარიძის, არც ვახო მეგრელიშვილის, ვერც ვერავინ წაიღებს და ვერც ვერავის მისცემს. ზოგადად, ვინც მე მიცნობს ყველამ იცის, რომ არაკვალიფიციურობას მაინც და მაინც არ ვაფასებ. ამ ნიადაგზე ყოფილ თანამშრომლებთან ხშირად მომდიოდა გაუგებრობები, რადგან არაკვალიფიციურობას მაინც და მაინც ვერ ვიტან. შესაბამისად, ასეთი ხშირად ხდება ყველა ორგანიზაციაში. როდესაც ადამიანები რაღაც პერიოდის მერე დაშორდებიან, მერე ზოგიერთი ფიქრობს, რომ ძველი ამბების ცალმხრივად მოყოლა, მტყუან- მართალის გარჩევის გარეშე და ტალახის სროლა ნორმალურია. სამწუხაროა, რომ ზურა ჯაფარიძის მომხრეები ასე იქცევიან და პარტიის დანარჩენ ლიდერებს უბრალოდ ტალახს ესვრიან. ცოტა ხანში ამ ტალახს წვიმა ჩამორეცხავს და დარჩება უკან ქვა, რომელიც არის სიმართლე. ამ შემთხვევაში, სიმართლე არის ჩვენს მხარეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, პარტიაში მიაჩნიათ, რომ დავის გადაწყვეტის ძირითადი გზა "გირჩის“ წევრების, ამომრჩევლების ჯგუფში საუბარი და შეთანხმების მიღწევაა.

"როგორც წესი, სისულელეებს არ ვპასუხობ. მეორე, როცა რაღაც "თანამდებობა მივიტაცე“, უნდა მითხრან, რა თანამდებობა მივიტაცე ზოგადად. თუმცა, ამის ასე განხილვას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს „გირჩის“ შიდა ჯგუფი, 15 ათასი ადამიანი, ჩვენი ამომრჩევლები იქ არიან. მეც, ვახო მეგრელიშვილმაც, სანდრო რაქვიაშვილმაც გადავწყვიტეთ, რომ ამ ხალხს ველაპარაკოთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ზოგადად, ყოველდღიურად, 20:00 საათზე გვექნება ჩვენი შეხვედრები და რასაც ვხედავთ, რას ვიტაცებდით და რას არ ვიტაცებდით, ამას ავუხსნით. ტელევიზორში ამაზე საჯაროდ ლაპარაკი არ გვინდა. საჯაროდ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, მაგრამ ჩვენ გუნდს უნდა ვესაუბროთ შიგნით, ვისაც ეს გაინტერესებთ, შეგიძლიათ ამ საუბარს დაესწროთ. ჩვენ ძალიან გულწრფელები ვართ. რამდენიმე საათის განმავლობაში ვხსნით და მთელი თვე ასე იქნება. ყველაფერი გახდება „გირჩის“ შესახებ მისი დაფინანსების დღიდან ცნობილი“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, "გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც ის აცხადებს, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს და ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია - "გირჩი - მეტი თავისუფლება" დააფუძნა - "ძველისგან ბევრი რამით განსხვავდება..."

ჯანმო-ს დირექტორსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია?

"ანაქრონული "ბელადის" კონცეფციიდან თანამედროვე "ლიდერების" კონცეფციაზე გადასვლა" - ხუხაშვილი მელიას ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევაზე