მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციის სამი მოთხოვნა - რიგგარეშე არჩევნები, ცესკოს  სრული რეფორმა და პოლიტპატიმრების საკითხი, უცვლელი რჩება
გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციის სამი მოთხოვნა - რიგგარეშე არჩევნები, ცესკოს  სრული რეფორმა და პოლიტპატიმრების საკითხი, უცვლელი რჩება

გიგი უგუ­ლა­ვა ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი არ­სე­ბი­თად უც­ვლე­ლი რჩე­ბა, ეს არის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, ცეს­კოს სრუ­ლი რე­ფორ­მა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი - სა­მი­ვე არის ერთი მთე­ლი, რომ­ლის ცალ­კე ამოგ­ლე­ჯა ვერ მოხ­დე­ბა

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რის გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნა ისევ უც­ვლე­ლია, ეს ეხე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, ცეს­კო-ს ცვლი­ლე­ბას და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

რო­გორც უგუ­ლა­ვამ "ლე­ლოს“ ოფის­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წევ­რებს შო­რის გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, სა­მი­ვე სა­კი­თხი არის ერ­თი­ა­ნი, რომ­ლის და­ნა­წევ­რე­ბა ვერ მოხ­დე­ბა.

"ელ­ჩებ­თან შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბა. დღეს ჩვენ კი­დევ ერთხელ ვი­სა­უბ­რეთ იმ წი­ნა­და­დე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ. ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბი შედ­გე­ბა რამ­დე­ნი­მე ბლო­კის­გან. ის, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, იმის დე­ტა­ლი­ზა­ცი­აა. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი არ­სე­ბი­თად უც­ვლე­ლი რჩე­ბა. ეს არის პირ­ვე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, ამ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­თან მის­ვლის გზე­ბი. ხაზს ვუს­ვამ, რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი ოპო­ზი­ცი­ის სა­ერ­თო, მთა­ვარ მო­თხოვ­ნად რჩე­ბა. მე­ო­რე, ეს არის სრუ­ლი რე­ფორ­მა ცეს­კოს და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და მე­სა­მე, ეს არის პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი.

ეს არის 3 ძი­რი­თა­დი თემა, რომ­ლი­თაც გა­მო­გლეჯ­ვა ვერ მოხ­დე­ბა. ვერ ჩა­ტარ­დე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, თუ ცეს­კო არ შე­იც­ვლე­ბა და რე­ფორ­მა არ მოხ­დე­ბა. მარ­ტო ცეს­კოს რე­ფორ­მა რომ მოხ­დეს და არ­ჩევ­ნე­ბი არ იყოს, ეს ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვას. ამი­ტომ, ცალ­კე აღე­ბუ­ლი ეს ვერ იქ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი ვერ გახ­დე­ბა სა­ვაჭ­რო სა­გა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ვე სა­კი­თხი არის ერთი მთე­ლი, რომ­ლის ცალ­კე ამოგ­ლე­ჯა ვერ მოხ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ და მხო­ლოდ რო­გორ უნდა მი­ვი­დეთ აქამ­დე, მათ შო­რის მივ­ცეთ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სა­შუ­ა­ლე­ბა, სახე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მისი თქმით, თუ ქვე­ყა­ნა­ში ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ეს სრუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დეგ­რა­და­ცია იქ­ნე­ბა.

"ამი­ტომ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან არა­ფერს წყვეტს, რად­გან მათ ნათ­ქვამს უბ­რა­ლოდ დიდი ფასი არ აქვს. ისი­ნი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დე­ბენ და სი­ტუ­ა­ცია მათ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ასა­რა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა. ჩვენ შევ­დი­ვართ იმ ღრმა კრი­ზის­ში, რა­საც ჰქვია პო­ლი­ტი­კუ­რი დეგ­რა­და­ცია და თუ გვექ­ნე­ბა ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, ეს იქ­ნე­ბა სრუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დეგ­რა­და­ცია“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე.
0

რომელ პოლიტპატიმრებზე საუბრობს, ეს უდღეური.

+ მეოთხე მოთხოვნა:
0

ცოლად ლელა კილაძის შერთვა ჰიმენოპლასტიკის შემდეგ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციის სამი მოთხოვნა - რიგგარეშე არჩევნები, ცესკოს  სრული რეფორმა და პოლიტპატიმრების საკითხი, უცვლელი რჩება

გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციის სამი მოთხოვნა - რიგგარეშე არჩევნები, ცესკოს  სრული რეფორმა და პოლიტპატიმრების საკითხი, უცვლელი რჩება

გიგი უგულავა ჩვენი მოთხოვნები არსებითად უცვლელი რჩება, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, ცესკოს სრული რეფორმა და პოლიტპატიმრების საკითხი - სამივე არის ერთი მთელი, რომლის ცალკე ამოგლეჯა ვერ მოხდება

"ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა ისევ უცვლელია, ეს ეხება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცესკო-ს ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

როგორც უგულავამ "ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სამივე საკითხი არის ერთიანი, რომლის დანაწევრება ვერ მოხდება.

"ელჩებთან შეხვედრა იქნება. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმ წინადადებებზე, რომელიც ჩამოვაყალიბეთ. ჩვენი წინადადებები შედგება რამდენიმე ბლოკისგან. ის, რაც საზოგადოებამ იცის, იმის დეტალიზაციაა. ჩვენი მოთხოვნები არსებითად უცვლელი რჩება. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი - რიგგარეშე არჩევნები, ამ რიგგარეშე არჩევნებთან მისვლის გზები. ხაზს ვუსვამ, რიგგარეშე არჩევნები ოპოზიციის საერთო, მთავარ მოთხოვნად რჩება. მეორე, ეს არის სრული რეფორმა ცესკოს და საარჩევნო ადმინისტრაციის და მესამე, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი.

ეს არის 3 ძირითადი თემა, რომლითაც გამოგლეჯვა ვერ მოხდება. ვერ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, თუ ცესკო არ შეიცვლება და რეფორმა არ მოხდება. მარტო ცესკოს რეფორმა რომ მოხდეს და არჩევნები არ იყოს, ეს ვერ იქნება, რადგან საზოგადოება ელის გაყალბებული არჩევნების შედეგად პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. ამიტომ, ცალკე აღებული ეს ვერ იქნება. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრები ვერ გახდება სავაჭრო საგანი. შესაბამისად, სამივე საკითხი არის ერთი მთელი, რომლის ცალკე ამოგლეჯა ვერ მოხდება. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ როგორ უნდა მივიდეთ აქამდე, მათ შორის მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება, სახე შეინარჩუნოს“, - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი იფუნქციონირებს, ეს სრული პოლიტიკური დეგრადაცია იქნება.

"ამიტომ, „ქართული ოცნების“ საჯარო განცხადებებიდან არაფერს წყვეტს, რადგან მათ ნათქვამს უბრალოდ დიდი ფასი არ აქვს. ისინი სიტუაციის მიხედვით მოქმედებენ და სიტუაცია მათთვის აბსოლუტურად ასარასახარბიელოა. ჩვენ შევდივართ იმ ღრმა კრიზისში, რასაც ჰქვია პოლიტიკური დეგრადაცია და თუ გვექნება ერთპარტიული პარლამენტი, ეს იქნება სრული პოლიტიკური დეგრადაცია“, - განაცხადა უგულავამ.

"ბოიკოტი გრძელდება, ვინც არ უნდა გამოაკლდეს" - რა პროცესებს აანონსებენ ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკების შემდეგ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ეს უმაღლესი რანგის ტრაგედიაა - მივიღეთ უხეში მკლავჭიდი თუ კრივი რინგზე, ასეთი ხელისუფლება ქვეყნის მართვას მესამე ვადით ვეღარ გააგრძელებს" - დავით უსუფაშვილი