მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა აღიქმება როგორც ივანიშვილის მიერ ყურით შეთრევა“ - ნიკა მელია
"თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა აღიქმება როგორც ივანიშვილის მიერ ყურით შეთრევა“ - ნიკა მელია

"ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი მხო­ლოდ ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბით და­იძ­ლე­ვა - არა­ვინ ოპო­ზი­ცი­ი­დან ივა­ნიშ­ვილს ფა­სა­დად არ გა­მო­ვად­გე­ბით", - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ა­კე­თა.

მე­ლი­ას აზ­რით, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა მო­უ­წევს, რად­გან “რე­ა­ლო­ბას თვალს ისი­ნიც კი უს­წო­რე­ბენ“.

“ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბე­ბი იცის, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დუმს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მელ­მაც 31 ოქ­ტომ­ბერს გი­გან­ტუ­რი ან­ტი­სა­ხელ­წი­ფო­ებ­რი­ვი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, რაც არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­უ­ტა­რებ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი შექ­მნა. ამ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს დაძ­ლე­ვა უნდა - კრი­ზი­სი მხო­ლოდ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბით და­იძ­ლე­ვა“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ნიკა მე­ლი­ამ.

მან აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ლე­გი­ტი­მა­ცია მი­ე­ნი­ჭოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნე­ბი კი არ მო­ი­გო, არა­მედ და­ი­წე­რა.

“ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ან მო­პა­რულ არ­ჩევ­ნებს ვუ­კა­ნო­ნებთ, ან ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ნი­შოს. სხვა გა­მო­სა­ვა­ლი მას არა აქვს. თუ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ი­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა აღიქ­მე­ბა რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ყუ­რით შეთ­რე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, "ლე­ლოს" ოფის­ში ამ წუ­თებ­ში ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,,,,,,,,,,,
49

პოზიცია ვერ ათვითცნობიერებს, რომ მათ დანაშქაული ჩაიდინეს და დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგონ ან ძალიან, ძალიან საუკეთესო და დამნაშავისთვის ხელსაყრელ პირობებში დანაშაულის გზით მოპოვებული ნივთი უნდა დათმონ (ამომრჩევლის ხმები) და კომპენსაციაც უნდა დაეკისროთ. ხოლო ოპოზიცია თუ ამ მოცემულობაში/პირობებში დამნაშავეებთან ერთად გაინაწილებენ საპარლამენტო სავარძლებს პოლიტიკურ თვით აბსორბციას /ადსორბციას მოახდენენ, ვერცერთი მათგანი შემდგომ არჩევნებში ვერც ხმებს და ვერც მოსახლეობის რაიმე კუთხით ნდობას ვეღარ მოიპოვებს. მეგობრებო ისიც გაითვალისწინეთ, რომ პარლამენტი კანონშემოქმედებითი/საკანონმდებლო ორგანოა და არა აკიას ბაზარი, რომ შეხვიდეთ და კანონისსაწინაღმდეგოდ მოქმედ უმრავლესობას თავი უკანტუროთ (სხვა რეალური ფუნქცია თქვენ იქ არ გექნებათ). რაც შეეხება პოზიციას თუ სასწრაფოდ გონზე არ მოვიდა და ხელახალი არჩევნები არ დანიშნა თვითონ გამოუტანენ საკუთარ თავს სასიკვდილო პოლიტიკურ განაჩენს. 

/
19

თქვენ თუ არ შეხვალთ ეს ყველაზე კარგი იქნება და თუ ახალ არჩევნებს ჩაატარებენ არავინ არც ერტი მოქალაქე ერთ ხმასაც არ მისცემს ოპოზიციას. ძალიტ მოსული ხელისუფლებას ხალხიც ძალიტ უპასუხებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა აღიქმება როგორც ივანიშვილის მიერ ყურით შეთრევა“ - ნიკა მელია

"თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა აღიქმება როგორც ივანიშვილის მიერ ყურით შეთრევა“ - ნიკა მელია

"ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით დაიძლევა - არავინ ოპოზიციიდან ივანიშვილს ფასადად არ გამოვადგებით", - აღნიშნული განცხადება “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მელიას აზრით, “ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლა მოუწევს, რადგან “რეალობას თვალს ისინიც კი უსწორებენ“.

“ხელისუფლებამ ჩვენი წინადადებები იცის, მაგრამ ხელისუფლება დუმს. ხელისუფლებამ, რომელმაც 31 ოქტომბერს გიგანტური ანტისახელწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა, რაც არჩევნების ჩაუტარებლობაში გამოიხატა, პოლიტიკური კრიზისი შექმნა. ამ პოლიტიკურ კრიზისს დაძლევა უნდა - კრიზისი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებით დაიძლევა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.

მან აქვე აღნიშნა, რომ არ შეიძლება ლეგიტიმაცია მიენიჭოს ხელისუფლებას, რომელმაც არჩევნები კი არ მოიგო, არამედ დაიწერა.

“ბიძინა ივანიშვილს ან მოპარულ არჩევნებს ვუკანონებთ, ან ის იძულებული გახდება, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩანიშოს. სხვა გამოსავალი მას არა აქვს. თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა აღიქმება როგორც ივანიშვილის მიერ ყურით შეთრევა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, "ლელოს" ოფისში ამ წუთებში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.

"დღეს, "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა" -  რას წერს ნიკა მელია?

"თუ ფრიდონ ინჯია ​პარლამენტში შესვლაზე დათანხმდება, პარტიის დატოვება მოუწევს, სხვა ბიზნესმენები კი, მხოლოდ შემომწირველები იყვნენ" -  ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ  დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ ცესკოს მიმართეს