კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი ოჯახი, მცირეწლოვან შვილთან ერთად, COVID-19-ითაა ინფიცირებული... ასეთი ადამიანები არიან ქვეყნის ნამდვილი აღმშენებლები..." - გაიცანით პედაგოგი გურჯაანიდან
"მისი ოჯახი, მცირეწლოვან შვილთან ერთად, COVID-19-ითაა ინფიცირებული... ასეთი ადამიანები არიან ქვეყნის ნამდვილი აღმშენებლები..." - გაიცანით პედაგოგი გურჯაანიდან

ლანა მა­რუ­ქაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სია, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მუ­შა­ობს, პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს დე­ბა­ტე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ინ­სტი­ტუტ­თან. ისე მოხ­და, რომ ლანა „კო­ვიდ 19“-ით და­ინ­ფი­ცირ­და და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბას სახ­ლში ცდი­ლობს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას საქ­მი­ა­ნო­ბა არ შე­უ­წყვე­ტია, - შე­მარ­თე­ბას არ კარ­გავს და აქ­ტი­უ­რობს. ლა­ნას შე­სა­ხებ აი, ეს ინ­ფორ­მა­ცია დე­ბა­ტე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის გვერ­დზე ამო­ვი­კი­თხე: „...ლა­ნას ოჯა­ხი, მის მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად, COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, არც ისე მსუ­ბუ­ქი ფორ­მით და არც დამ­ხა­მა­რე ჰყავთ შინ, თუმ­ცა ის არა თუ არ წყვეტს მუ­შა­ო­ბას, დე­ბატკლუ­ბის სუ­პერ­ვი­ზი­რე­ბაც კი არ გა­დაგ­ვა­წე­ვი­ნა და სა­ღა­მოს, მა­შინ, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირთ და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს, ხვე­ლის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლით სრულ­ფა­სოვ­ნი მე­ცა­დი­ნე­ო­ბაც ჩა­ა­ტა­რა. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ქვეყ­ნის ნამ­დვი­ლი აღმშე­ნებ­ლე­ბი, თა­ვის­თვის ჩუ­მად, წყნა­რად, შე­უმ­ჩნევ­ლად რომ ფუს­ფუ­სე­ბენ,“ - ვკი­თხუ­ლობთ დე­ბა­ტე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის გვერ­დზე. AMBEBI.GE ლანა მა­რუ­ქაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- კი, მე და ჩემი მე­უღ­ლე ჩვენს მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ვებ­რძვით ვირუსს. ჩემი და­ინ­ფი­ცი­რე­ბა ჩემ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ გა­მო­იწ­ვია. სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ და ვფიქ­რობ, რომ ვირუ­სი იქი­დან მო­ვი­ტა­ნე, თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­კა­ვებ­დი თავს სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის­გან... ამის შემ­დეგ კი, სკო­ლამ უკვე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის თხოვ­ნით მი­ე­მარ­თა, რომ დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე გა­და­სუ­ლი­ყო. ასე რომ, ახლა უკვე დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვე­დით.

- ე.ი. თქვენს სკო­ლას მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში სწავ­ლე­ბით არ და­უ­წყია?...

- არა, 2020-2021 სას­წავ­ლო წელს, ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბით, მუ­შა­ო­ბა აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს, გა­ზა­ფხულ­ზე დის­ტან­ცი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დით, მაგ­რამ რად­გა­ნაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მი­წევს საქ­მი­ა­ნო­ბა, სკო­ლა­ში მა­ინც დავ­დი­ო­დი. მოკ­ლედ, ახლა ისე მოხ­და, რომ პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი აღ­მოვ­ჩნდი, ვინც და­ვინ­ფი­ცირ­დი, სიმპტო­მე­ბი გა­მო­მივ­ლინ­და, იზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვე­დი და მერე უკვე კო­ვი­დიც და­მი­დას­ტურ­და. ეს ვირუ­სი ჩვენს სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­საც აღ­მო­აჩ­ნდათ. ასე რომ, იზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­სუ­ლი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვე­დი და ასე გა­ვაგ­რძე­ლე სკო­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა.

- თქვენ შე­სა­ხებ „დე­ბა­ტე­ბის კლუ­ბის“ გვერ­დი­დან შე­ვი­ტყვე...

- კი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბაც ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი სფე­როა. ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მაქვს დე­ბა­ტე­ბის ინ­სტი­ტუტ­თან. ამის მო­პო­ვე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ თუ მოხ­ვდი, იქი­დან წა­მოს­ვლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ჩვენს სკო­ლას სხვა­დას­ხვა ფორ­მით აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა და ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ მოს­წავ­ლე­ებს საკ­ლუ­ბო აქ­ტი­ვო­ბის სა­ხით ეს სწავ­ლე­ბა მი­ა­წო­დოს, აქ­ტი­უ­რად იყოს ჩარ­თუ­ლი სას­კო­ლო არა­ფორ­მა­ლურ გან­თლე­ბა­ში, რო­მე­ლიც დღეს ახალ­გაზ­რდე­ბის აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ანუ „დე­ბა­ტე­ბის კლუ­ბი“ სკო­ლა­შიც გაქვთ?

- კი და ამ­ჯე­რად ჩვე­ნი საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დის­ტან­ცი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. კარ­გია, რომ ამ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც შევ­ძე­ლი და ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ, მუ­შა­ო­ბა­ში ხელი არ შემ­შლია.

- რა სიმპტო­მე­ბი გაქვთ?

- ჩემი სიმპტო­მე­ბი ზო­გა­დი სი­სუს­ტით და თა­ვის ტკი­ვი­ლით და­ი­წყო, მერე და­ბა­ლი სი­ცხე წა­მო­ვი­და, და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მე დღეს სრუ­ლი­ად დავ­კარ­გე ყნოს­ვის და გე­მოს შეგ­რძნე­ბა. 2 დღე­ში იგი­ვე სიმპტო­მე­ბი ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­საც გა­ნუ­ვი­თა­დათ და დღემ­დე ასე ვართ. ახლა ცოტა უკე­თე­სად ვართ.

- მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მთე­ლი შე­მარ­თე­ბით და დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობთ...

- კი, ვფიქ­რობ, რომ საქ­მით და­კა­ვე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი გა­მო­სა­ვა­ლია, რომ თავი გა­ვარ­თვათ პრობ­ლე­მას, ჩვენ საქ­მეს არ ჩა­მოვ­რჩეთ და მას ვემ­სა­ხუ­როთ. ამის სა­შუ­ა­ლე­ბას კი სა­ქარ­თვე­ლო დე­ბა­ტე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი ნამ­დვი­ლად გვაძ­ლევს. ისი­ნიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ჩვენს საქ­მი­ნო­ბა­ში, თი­თო­ე­უ­ლი კლუ­ბის წევ­რს დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ, რომ სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი უკე­თე­სად წარვმარ­თოთ... ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს, რო­დე­საც პან­დე­მია და­ფიქ­სირ­და და დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვე­დით, ქალ­ბა­ტო­ნი თი­ნა­თინ ცერ­ცვა­ძე და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, რომ გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, ისეთ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მოგ­ვცემ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ბავ­შვებს დავ­ხმა­რე­ბო­დით და სა­უ­კე­თე­სო რამე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ასეთ მძი­მე პე­რი­ოდ­ში.

- კონ­კრე­ტუ­ლად რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლოა, რო­დე­საც ასე­თი ფორ­მით ხდე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია და მხო­ლოდ კერ­ძო სკო­ლებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამის უფ­ლე­ბა და სა­შუ­ა­ლე­ბა უკვე სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­საც მის­ცეს. როცა და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, „სი­ტყვით გა­მოს­ვის“ ონ­ლა­ინ­კონ­კურ­სი ჩა­ვა­ტა­რეთ, რა­საც ჩემ­თვი­საც და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვი­საც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შე­დე­გი ჰქონ­და. ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ასე დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში შევ­ძლებ­დი, მოს­წავ­ლე­ე­ბი სი­ტყვით გა­მოს­ვლით­ვის მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა. თა­ვად ბავ­შვე­ბიც გა­ო­ცე­ბუ­ლი იყ­ვნენ სა­კუ­თა­რი შე­დე­გე­ბით. ასე რომ, ოლა­ინ­საქ­მი­ა­ნო­ბი­ა­შიც პრო­დუქ­ტი­უ­ლე­ბი ვართ და მზად ვართ, უკე­თე­სად ვა­კე­თოთ ჩვე­ნი საქ­მე. ასე რომ, ამ კო­ვი­დის პი­რო­ბებ­შიც მინ­და, ჩემი ენერ­გია და მონ­დო­მე­ბა გა­დარ­თუ­ლი იყოს მოს­წავ­ლე­ებ­ზე, რად­გან ჩემ­თვის იმ­დე­ნად გა­დამ­დე­ბია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიდ­გო­მა და მონ­დო­მე­ბა, მზად ვარ, ვა­კე­თო კე­თი­ლი საქ­მე - მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აზ­როვ­ნე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შევ­ცა­ლო.

- რა გას­წავ­ლათ ამ კლუბ­მა პი­რა­დად თქვენ და კონ­კრე­ტუ­ლად რას ას­წავ­ლით სხვებს?

- დე­ბა­ტე­ბის კლუ­ბი და ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნაა, უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, პირ­ველ რიგ­ში, ვის­წავ­ლე სა­კუ­თა­რი აზ­რის უფრო თა­მა­მად გა­მო­ხატ­ვა, უფრო სტრუქ­ტუ­რუ­ლად და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად ვსა­უბ­რობ, გა­ვი­გე, რა არის დრო­ის სწო­რი მე­ნე­ჯმენ­ტი. მოს­წავ­ლე­ებს კი არაფ­რორ­მა­ლუ­რი გან­თლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ სა­კუ­თარ აზრს უკვე მკა­ფი­ოდ აფიქ­სი­რე­ბენ და ისე, რომ სხვის აზრს ით­ვა­სი­წი­ნე­ბენ და შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის აყე­ნე­ბენ. ამას­თან, მეტი მოს­წავ­ლე გახ­და თვა­და­ჯე­რე­ბუ­ლი. პრო­ექ­ტი „დე­ბა­ტე­ბი უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ სრუ­ლად ასა­ხავს იმას, რომ მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბებ­მა უნდა მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა, გვყავ­დეს უკე­თე­სი თა­ო­ბა და გვქონ­დეს უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"მისი ოჯახი, მცირეწლოვან შვილთან ერთად, COVID-19-ითაა ინფიცირებული... ასეთი ადამიანები არიან ქვეყნის ნამდვილი აღმშენებლები..." - გაიცანით პედაგოგი გურჯაანიდან

"მისი ოჯახი, მცირეწლოვან შვილთან ერთად, COVID-19-ითაა ინფიცირებული... ასეთი ადამიანები არიან ქვეყნის ნამდვილი აღმშენებლები..." - გაიცანით პედაგოგი გურჯაანიდან

ლანა მარუქაშვილი პროფესიით ისტორიკოსია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლაში მუშაობს, პარალელურად აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან. ისე მოხდა, რომ ლანა „კოვიდ 19“-ით დაინფიცირდა და ოჯახის წევრებთან ერთად, ვირუსის დამარცხებას სახლში ცდილობს. მიუხედავად ამისა, მას საქმიანობა არ შეუწყვეტია, - შემართებას არ კარგავს და აქტიურობს. ლანას შესახებ აი, ეს ინფორმაცია დებატებისა და განათლების ინსტიტუტის გვერდზე ამოვიკითხე: „...ლანას ოჯახი, მის მცირეწლოვან შვილთან ერთად, COVID-19-ით ინფიცირებულია, არც ისე მსუბუქი ფორმით და არც დამხამარე ჰყავთ შინ, თუმცა ის არა თუ არ წყვეტს მუშაობას, დებატკლუბის სუპერვიზირებაც კი არ გადაგვაწევინა და საღამოს, მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირთ დაავადებულებს, ხველის მუდმივი კონტროლით სრულფასოვნი მეცადინეობაც ჩაატარა. ასეთი ადამიანები არიან ქვეყნის ნამდვილი აღმშენებლები, თავისთვის ჩუმად, წყნარად, შეუმჩნევლად რომ ფუსფუსებენ,“ - ვკითხულობთ დებატებისა და განათლების ინსტიტუტის გვერდზე. AMBEBI.GE ლანა მარუქაშვილს დაუკავშირდა.

- კი, მე და ჩემი მეუღლე ჩვენს მცირეწლოვან შვილთან ერთად ვებრძვით ვირუსს. ჩემი დაინფიცირება ჩემმა საქმიანობამ გამოიწვია. საჯარო სკოლაში ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ ვირუსი იქიდან მოვიტანე, თუმცა მაქსიმალურად ვიკავებდი თავს სხვა აქტივობებისგან... ამის შემდეგ კი, სკოლამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, შესაბამისი დაწესებულებისთვის თხოვნით მიემართა, რომ დისტანციურ მუშაობაზე გადასულიყო. ასე რომ, ახლა უკვე დისტანციურ სწავლებაზე გადავედით.

- ე.ი. თქვენს სკოლას მიმდინარე სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში სწავლებით არ დაუწყია?...

- არა, 2020-2021 სასწავლო წელს, ყველა სამედიცინო რეკომენდაციის გათვალისიწინებით, მუშაობა აქტიურად დავიწყეთ, თუმცა პირველი ტალღის დროს, გაზაფხულზე დისტანციურად ვმუშაობდით, მაგრამ რადგანაც ადმინისტრაციაში მიწევს საქმიანობა, სკოლაში მაინც დავდიოდი. მოკლედ, ახლა ისე მოხდა, რომ პირველი თანამშრომელი აღმოვჩნდი, ვინც დავინფიცირდი, სიმპტომები გამომივლინდა, იზოლაციაში გადავედი და მერე უკვე კოვიდიც დამიდასტურდა. ეს ვირუსი ჩვენს სხვა თანამშრომლებსაც აღმოაჩნდათ. ასე რომ, იზოლაციაში გადასული დისტანციურ რეჟიმზე გადავედი და ასე გავაგრძელე სკოლის საქმიანობა.

- თქვენ შესახებ „დებატების კლუბის“ გვერდიდან შევიტყვე...

- კი, ამ მიმართულებით საქმიანობაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სფეროა. ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა მაქვს დებატების ინსტიტუტთან. ამის მოპოვება საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ მოხვდი, იქიდან წამოსვლა წარმოუდგენელია. ჩვენს სკოლას სხვადასხვა ფორმით აქვს იმის საშუალება და ფუფუნება, რომ მოსწავლეებს საკლუბო აქტივობის სახით ეს სწავლება მიაწოდოს, აქტიურად იყოს ჩართული სასკოლო არაფორმალურ განთლებაში, რომელიც დღეს ახალგაზრდების აზროვნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

- ანუ „დებატების კლუბი“ სკოლაშიც გაქვთ?

- კი და ამჯერად ჩვენი საკლუბო მუშაობა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურად მიმდინარეობს. კარგია, რომ ამ მძიმე სიტუაციაშიც შევძელი და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, მუშაობაში ხელი არ შემშლია.

- რა სიმპტომები გაქვთ?

- ჩემი სიმპტომები ზოგადი სისუსტით და თავის ტკივილით დაიწყო, მერე დაბალი სიცხე წამოვიდა, დაახლოებით მესამე დღეს სრულიად დავკარგე ყნოსვის და გემოს შეგრძნება. 2 დღეში იგივე სიმპტომები ჩემი ოჯახის წევრებსაც განუვითადათ და დღემდე ასე ვართ. ახლა ცოტა უკეთესად ვართ.

- მიუხედავად ამისა, მთელი შემართებით და დატვირთვით მუშაობთ...

- კი, ვფიქრობ, რომ საქმით დაკავება ყველაზე დიდი გამოსავალია, რომ თავი გავართვათ პრობლემას, ჩვენ საქმეს არ ჩამოვრჩეთ და მას ვემსახუროთ. ამის საშუალებას კი საქართველო დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ნამდვილად გვაძლევს. ისინიც აქტიურად არიან ჩართული ჩვენს საქმინობაში, თითოეული კლუბის წევრს დახმარებას უწევენ, რომ სწავლების პროცესი უკეთესად წარვმართოთ... ჯერ კიდევ პირველი ტალღის დროს, როდესაც პანდემია დაფიქსირდა და დისტანციურ რეჟიმზე გადავედით, ქალბატონი თინათინ ცერცვაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, ისეთ პროექტს ახორციელებდნენ, რომელიც ყველაზე მეტად მოგვცემდა შესაძლებლობას, ბავშვებს დავხმარებოდით და საუკეთესო რამე გაგვეკეთებინა ასეთ მძიმე პერიოდში.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ასეთი ფორმით ხდება განათლების მიღება, რომელიც ძვირად ღირებულია და მხოლოდ კერძო სკოლებშია შესაძლებელი. ამის უფლება და საშუალება უკვე სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეებსაც მისცეს. როცა დავიწყეთ მუშაობა, „სიტყვით გამოსვის“ ონლაინკონკურსი ჩავატარეთ, რასაც ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც წარმოუდგენელი შედეგი ჰქონდა. ვერც ვიფიქრებდი, თუ ასე დისტანციურ რეჟიმში შევძლებდი, მოსწავლეები სიტყვით გამოსვლითვის მომემზადებინა. თავად ბავშვებიც გაოცებული იყვნენ საკუთარი შედეგებით. ასე რომ, ოლაინსაქმიანობიაშიც პროდუქტიულები ვართ და მზად ვართ, უკეთესად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ასე რომ, ამ კოვიდის პირობებშიც მინდა, ჩემი ენერგია და მონდომება გადართული იყოს მოსწავლეებზე, რადგან ჩემთვის იმდენად გადამდებია ორგანიზაციის მიდგომა და მონდომება, მზად ვარ, ვაკეთო კეთილი საქმე - მომავალი თაობების აზროვნება და განათლება უკეთესობისკენ შევცალო.

- რა გასწავლათ ამ კლუბმა პირადად თქვენ და კონკრეტულად რას ასწავლით სხვებს?

- დებატების კლუბი და ეს ორგანიზაცია ჩემთვის აღმოჩენაა, უდიდესი გამოცდილება მივიღე, პირველ რიგში, ვისწავლე საკუთარი აზრის უფრო თამამად გამოხატვა, უფრო სტრუქტურულად და არგუმენტირებულად ვსაუბრობ, გავიგე, რა არის დროის სწორი მენეჯმენტი. მოსწავლეებს კი არაფრორმალური განთლების მიღების საშუალება მიეცათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარ აზრს უკვე მკაფიოდ აფიქსირებენ და ისე, რომ სხვის აზრს ითვასიწინებენ და შეურაცხყოფას არავის აყენებენ. ამასთან, მეტი მოსწავლე გახდა თვადაჯერებული. პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ სრულად ასახავს იმას, რომ მომავალმა თაობებმა უნდა მიიღონ განათლება, გვყავდეს უკეთესი თაობა და გვქონდეს უკეთესი მომავალი.

"ევექსში" აცხადებენ, რომ გასულ 24 საათში კორონავირუსით ორი ექიმი გარდაიცვალა

"ამ ეტაპზე ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება - ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ" - მეუფე გრიგოლი

კორონავირუსით ინფიცირებული 1066 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 420 ხელოვნურ სუნთქვაზეა