მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცერცვაძის გამოჯანმრთელება ჩემთვის მისტერიულია... თუმცა "რემდესივირის" რეკლამას უკუეფექტი აქვს" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი
"ცერცვაძის გამოჯანმრთელება ჩემთვის მისტერიულია... თუმცა "რემდესივირის" რეკლამას უკუეფექტი აქვს" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ექი­მი-პულ­მო­ნო­ლო­გი თა­მარ ჟა­მუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ბერ­ლინ­ში შა­რი­ტეს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის პნევ­მო­ლო­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს, ამ­ბობს, რომ "რემ­დე­სი­ვი­რი" COVID-19-ის მკურ­ნა­ლო­ბი­სას არა­ე­ფექ­ტუ­რია.

რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, წამ­ყვა­ნი ევ­რო­პუ­ლი კლი­ნი­კე­ბი აღ­ნიშ­ნულ პრე­პა­რატს დიდი ხა­ნია აღარ იყე­ნე­ბენ.

"თემა: რემ­დე­სი­ვი­რი

რემ­დე­სი­ვი­რი ხდე­ბა შე­მოდ­გო­მის პლაქ­ვე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში! კვლე­ვებ­მა რემ­დე­სი­ვი­რის ეფექ­ტუ­რო­ბა ვერ და­ა­დას­ტუ­რა. კვლე­ვის შე­დე­გე­ბით, რო­მელ­ზეც ბევ­რი და­ი­წე­რა და აქ აღარ შევ­ჩერ­დე­ბი, ამ პრე­პა­რატს ან სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი ან ძა­ლი­ან უმ­ნიშ­ვნე­ლო გავ­ლე­ნა ჰქონ­და და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე. იმ­დე­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლო, რომ ჩვენს კლი­ნი­კა­ში რემდსი­ვი­რი ამო­ღე­ბუ­ლია სქე­მი­დან და უკვე კვი­რე­ე­ბია აღარ ინიშ­ნე­ბა. იმის­თვის, რომ ყვე­ლამ კარ­გად გა­ი­აზ­როს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა დავ­წერ, შა­რი­ტეს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა უკვე მე-7 წე­ლია არა მარ­ტო გერ­მა­ნი­ის, არა­მედ მთე­ლი ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო კლი­ნი­კებს შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზეა.

კონ­კრე­ტუ­ლად ჩვე­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბა შა­რი­ტე­ში: პულ­მო­ნო­ლო­გია და ინ­ფექ­ცი­ო­ლო­გია ბერ­ლი­ნის (ბერ­ლინს 3,7 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ჰყავს) პირ­ვე­ლი კო­ვიდ-მიმ­ღე­ბი დე­პარ­ტა­მენ­ტია და ვი­მე­ო­რებ, ამ კლი­ნი­კა­ში კო­ვიდ-პა­ცი­ენ­ტებს რემ­დე­სი­ვი­რით აღარ ვმკურ­ნა­ლობთ. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ფაქტს, რომ რემ­დე­სი­ვი­რი თურ­მე „მხო­ლოდ“ 400 000 ჯდე­ბა. ამ თან­ხით შე­მო­ტა­ნი­ლი რემ­დე­სი­ვი­რის რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დენ ადა­მი­ანს ეყო­ფა, ამა­ზე ით­ქვა რამე? ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ჭი­რო დოზა, სრუ­ლი კურ­სი 2 000 ევრო ჯდე­ბა (აქა­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით) ანუ ამ 400 000ში მხო­ლოდ 200 ადა­მი­ა­ნი მო­ი­აზ­რე­ბა. პრინ­ციპ­ში, აწი შე­იძ­ლე­ბა უფრო ნაკ­ლე­ბიც დაჯ­დეს, რად­გან წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბი და კლი­ნი­კე­ბი აღარ იყე­ნე­ბენ.

ეხლა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სა­ი­კი­თხი. ერთი High Flow-აპა­რა­ტი (აპა­რა­ტი, რო­მე­ლიც ჟანგბადს მა­ღა­ლი წნე­ვით მი­აწ­ვდის პა­ცი­ენტს) იცით რა ღირს? ეს ის აპა­რა­ტია, რო­მე­ლიც ბევრ პა­ცი­ენტს ინ­ტუ­ბა­ცი­ას და მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­დაყ­ვა­ნას აა­რი­დებ­და. მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­დაყ­ვა­ნილ პა­ცი­ენ­ტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ 90%მდე თუ მეტი არა, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ღუ­პა. ხომ მიხ­ვდით ამ აპა­რა­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბას?! ეს ის აპა­რა­ტია, რო­მელ­საც ყვე­ლა, ვი­საც ინ­ტენ­სი­ურ მე­დი­ცი­ნა­ში რამე გა­ე­გე­ბა, მარ­ტის მერე იხ­ვე­წე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ერთი HighFlow-ს აპარ­ტი, ყვე­ლა თა­ვი­სი ზონ­დით და ნიღ­ბით 2000 ევრო ღირს მაქ­სი­მუმ და თუ ბევ­რს ერ­თად შე­უკ­ვე­თავ, სა­ვა­რა­უ­დოდ ნაკ­ლე­ბიც.

• კი­თხვა: რა­ტომ ვყრით (!) 400 000 ევ­როს მე­დი­კა­მენ­ტში, რო­მელ­საც წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კე­ბი აღარ იყე­ნე­ბენ, როცა ამ თან­ხით იმ­დე­ნი HighFlow-ს აპა­რა­ტი მოგ­ვი­ვი­დო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ინ­ტენ­სი­ურს მო­ვა­მა­რა­გებ­დით? ინ­ტენ­სი­უ­რის 10 სა­წოლ­ზე ერთი აპა­რა­ტი ლუქ­სუ­სია.სა­ნამ ვინ­მე არ­გუ­მენ­ტად და­მი­წერს რემ­დე­სი­ვირ­მა ბ-ნი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გა­მო­ა­ჯან­მრთე­ლაო, აქვე გი­პა­სუ­ხებთ.

არ მინ­დო­და ამ თე­მას შევ­ხე­ბო­დი, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ!! ბ-ნი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ჩემ­თვის, რო­გორც ექი­მის­თვის, რო­მე­ლიც დღე და ღა­მეს კო­ვიდ-პა­ცი­ენ­ტებ­თან ატა­რებს, უბ­რა­ლოდ მის­ტე­რი­უ­ლია. სხვა მცნე­ბა ამ ფაქტს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. 72 წლის ადა­მი­ა­ნი, ლიმ­ფო­მის დი­აგ­ნო­ზით (დი­აგ­ნო­ზი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით გა­სა­ჯა­როვ­და.

თა­ვი­დან ვერც მივ­ხვდი, რო­ტომ და­ი­დო მე­ო­რე დღეს­ვე დი­აგ­ნო­ზე­ბის სია სოც-ქსელ­ში. ჩემს გა­ო­ცე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და), ინ­ფი­ცირ­დე­ბა SARS-CoV2 ვირუ­სით და და­ა­ვა­დე­ბა არა მარ­ტო რთუ­ლი იმუ­ნუ­რი ფა­ზის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს, არა­მედ ჟანგბად­ზე და­მო­კი­დე­ბულ­საც კი არ ხდის, თუნ­დაც პირ­ვე­ლი 3-4კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში... მერ­წმუ­ნეთ, ამას წილ­ხვედ­რის გარ­და ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი მო­ა­ხერ­ხებ­და რემ­დე­სი­ვი­რი კი არა! გი­ლო­ცავთ ბ-ნო თენ­გიზ, ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხვედ­რია!

თუმ­ცა, უნდა ვა­ღი­ა­როთ და რემ­დე­სი­ვი­რის რეკ­ლა­მას უკუ­ე­ფექ­ტი უფრო აქვს. წე­სით გე­მის კა­პი­ტა­ნი ჩა­ძი­რულ გემს პირ­ვე­ლი არა­სო­დეს ტო­ვებს, თუნ­დაც ნაც­ნო­ბე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით.

ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ოჯა­ხის წევ­რი, ახ­ლო­ბე­ლი, კო­ლე­გა ან თუნ­დაც უბ­რა­ლოდ ნაც­ნო­ბი და­კარ­გა, მინ­და ვუ­თხრა სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით (!) რემ­დე­სი­ვი­რი თქვენ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს ვერ გა­და­გირ­ჩენ­დათ. ეს არ არის, ის მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც მათ სი­ცო­ცხლეს აჩუ­ქებ­და. ვი­ზი­ა­რებ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის წუ­ხილს და სევ­დას!" - წერს ჟა­მუ­რაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mari
56

რემდესივერით თუ არ მკურნალობთ გერმანიაში და სხვა პრეპარატებს იყენებთ, რა, გარდაცვლილი პაციენტები არ გყავთ?

ნანი
46

თუ ნამდვილად იქ მუშაობ რა მედიკამენტებით და როგორ მკურნალობენ რატომ არ ამბობ? სხვისი ჯიბის ცქერას, ნამდვილი ექიმი იტყოდა რამ იყენებენ იმ კლინიკაში. ასე რომ შეკვეთილი სტატიაა როგორც ყოველთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ცერცვაძის გამოჯანმრთელება ჩემთვის მისტერიულია... თუმცა "რემდესივირის" რეკლამას უკუეფექტი აქვს" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

"ცერცვაძის გამოჯანმრთელება ჩემთვის მისტერიულია... თუმცა "რემდესივირის" რეკლამას უკუეფექტი აქვს" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს, ამბობს, რომ "რემდესივირი" COVID-19-ის მკურნალობისას არაეფექტურია.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, წამყვანი ევროპული კლინიკები აღნიშნულ პრეპარატს დიდი ხანია აღარ იყენებენ.

"თემა: რემდესივირი

რემდესივირი ხდება შემოდგომის პლაქვენილი საქართველოში! კვლევებმა რემდესივირის ეფექტურობა ვერ დაადასტურა. კვლევის შედეგებით, რომელზეც ბევრი დაიწერა და აქ აღარ შევჩერდები, ამ პრეპარატს ან საერთოდ არანაირი ან ძალიან უმნიშვნელო გავლენა ჰქონდა დაავადების მიმდინარეობაზე. იმდენად უმნიშვნელო, რომ ჩვენს კლინიკაში რემდსივირი ამოღებულია სქემიდან და უკვე კვირეებია აღარ ინიშნება. იმისთვის, რომ ყველამ კარგად გაიაზროს ამ ინფორმაციის მნიშვნელობა დავწერ, შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკა უკვე მე-7 წელია არა მარტო გერმანიის, არამედ მთელი ევროპის საუკეთესო კლინიკებს შორის პირველ ადგილზეა.

კონკრეტულად ჩვენი განყოფილება შარიტეში: პულმონოლოგია და ინფექციოლოგია ბერლინის (ბერლინს 3,7 მილიონი მოსახლეობა ჰყავს) პირველი კოვიდ-მიმღები დეპარტამენტია და ვიმეორებ, ამ კლინიკაში კოვიდ-პაციენტებს რემდესივირით აღარ ვმკურნალობთ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ რემდესივირი თურმე „მხოლოდ“ 400 000 ჯდება. ამ თანხით შემოტანილი რემდესივირის რაოდენობა რამდენ ადამიანს ეყოფა, ამაზე ითქვა რამე? ერთი ადამიანისთვის საჭირო დოზა, სრული კურსი 2 000 ევრო ჯდება (აქაური ინფორმაციით) ანუ ამ 400 000ში მხოლოდ 200 ადამიანი მოიაზრება. პრინციპში, აწი შეიძლება უფრო ნაკლებიც დაჯდეს, რადგან წამყვანი ქვეყნები და კლინიკები აღარ იყენებენ.

ეხლა ყველაზე მთავარი საიკითხი. ერთი High Flow-აპარატი (აპარატი, რომელიც ჟანგბადს მაღალი წნევით მიაწვდის პაციენტს) იცით რა ღირს? ეს ის აპარატია, რომელიც ბევრ პაციენტს ინტუბაციას და მართვით სუნთქვაზე გადაყვანას აარიდებდა. მართვით სუნთქვაზე გადაყვანილ პაციენტთა უმრავლესობა, სავარაუდოდ 90%მდე თუ მეტი არა, საქართველოში დაიღუპა. ხომ მიხვდით ამ აპარატის მნიშვნელობას?! ეს ის აპარატია, რომელსაც ყველა, ვისაც ინტენსიურ მედიცინაში რამე გაეგება, მარტის მერე იხვეწება საქართველოში. ერთი HighFlow-ს აპარტი, ყველა თავისი ზონდით და ნიღბით 2000 ევრო ღირს მაქსიმუმ და თუ ბევრს ერთად შეუკვეთავ, სავარაუდოდ ნაკლებიც.

• კითხვა: რატომ ვყრით (!) 400 000 ევროს მედიკამენტში, რომელსაც წამყვანი კლინიკები აღარ იყენებენ, როცა ამ თანხით იმდენი HighFlow-ს აპარატი მოგვივიდოდა, რომ საქართველოს ყველა ინტენსიურს მოვამარაგებდით? ინტენსიურის 10 საწოლზე ერთი აპარატი ლუქსუსია.სანამ ვინმე არგუმენტად დამიწერს რემდესივირმა ბ-ნი თენგიზ ცერცვაძე გამოაჯანმრთელაო, აქვე გიპასუხებთ.

არ მინდოდა ამ თემას შევხებოდი, მაგრამ იძულებული ვარ!! ბ-ნი თენგიზ ცერცვაძის გამოჯანმრთელება ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, რომელიც დღე და ღამეს კოვიდ-პაციენტებთან ატარებს, უბრალოდ მისტერიულია. სხვა მცნება ამ ფაქტს არ შეესაბამება. 72 წლის ადამიანი, ლიმფომის დიაგნოზით (დიაგნოზი საკუთარი სურვილით გასაჯაროვდა.

თავიდან ვერც მივხვდი, როტომ დაიდო მეორე დღესვე დიაგნოზების სია სოც-ქსელში. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა), ინფიცირდება SARS-CoV2 ვირუსით და დაავადება არა მარტო რთული იმუნური ფაზის გარეშე მიმდინარეობს, არამედ ჟანგბადზე დამოკიდებულსაც კი არ ხდის, თუნდაც პირველი 3-4კვირის განმავლობაში... მერწმუნეთ, ამას წილხვედრის გარდა ვერავინ და ვერაფერი მოახერხებდა რემდესივირი კი არა! გილოცავთ ბ-ნო თენგიზ, ეს განსაკუთრებული ხვედრია!

თუმცა, უნდა ვაღიაროთ და რემდესივირის რეკლამას უკუეფექტი უფრო აქვს. წესით გემის კაპიტანი ჩაძირულ გემს პირველი არასოდეს ტოვებს, თუნდაც ნაცნობების დაჟინებული მოთხოვნით.

ყველა იმ ადამიანს, ვინც ოჯახის წევრი, ახლობელი, კოლეგა ან თუნდაც უბრალოდ ნაცნობი დაკარგა, მინდა ვუთხრა სრული პასუხისმგებლობით (!) რემდესივირი თქვენთვის ძვირფას ადამიანებს ვერ გადაგირჩენდათ. ეს არ არის, ის მედიკამენტი, რომელიც მათ სიცოცხლეს აჩუქებდა. ვიზიარებ თითოეული თქვენგანის წუხილს და სევდას!" - წერს ჟამურაშვილი.

"ამაზრზენია, სასიკვდილოდ გაიმეტო 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა" - რას წერს ნინო კუზანოვა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე

"დღევანდელი საქციელისთვის კი გულწრფელი მადლობა!" - პაატა ბურჭულაძე კახა კალაძეს მიმართავს

"სოციალურად დაუცველი" და "უპოვარი" მოქალაქეები..." - რას წერს კალაძის პიარის თანამშრომელი აფრიკის დასახლებაში, მშენებლობების მეპატრონეების ქონებაზე