მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჩხერის კლინიკას ავტორიტეტულმა BSI-მ ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიანიჭა
საჩხერის კლინიკას ავტორიტეტულმა BSI-მ ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიანიჭა

სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრმა მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და პა­ცი­ენ­ტე­ბი­სად­მი მიდ­გო­მის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბით და­ნერგვის შე­დე­გად British StandardInstitute–სგან ISO 9001 სტან­დარ­ტის სერ­ტი­ფი­კა­ტი მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა მი­ხე­ილ ქა­მუ­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა:

"სი­ა­მა­ყით გაც­ნო­ბებთ, რომ სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფომ წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა მარ­თვის, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და მე­ნე­ჯმენ­ტში ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის და­ნერგვის ხან­გრძლი­ვი პრო­ექ­ტი. ჩვე­ნი კლი­ნი­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გუნ­დი მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს სწავ­ლობ­და, შე­ი­მუ­შა­ვებ­და ცვლი­ლე­ბებს, რა­შიც წამ­ყვან ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და მე­ნე­ჯმენ­ტში ახალ მიდ­გო­მებს იყე­ნებ­და“.

მარ­თვის რე­ფორ­მა

ISO 9001:2015 სტან­დარ­ტის ერთ–ერთი საკ­ვან­ძო პრინ­ცი­პია მომ­ხმა­რე­ბელ­ზე, ამ შემ­თხვე­ვა­ზე პა­ცი­ენტზე ორი­ენ­ტი­რე­ბა. ამ­დე­ნად, პრო­ცეს­ში დე­ტა­ლუ­რად გა­ა­ნა­ლიზ­და კლი­ნი­კის მომ­ხმა­რებლზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბის ხა­რის­ხი.

"ისეთ კონ­სერ­ვა­ტი­ულ­გა­რე­მო­ში, რო­გო­რი­ცაა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო, ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ და შევ­ძე­ლით პა­ცი­ენ­ტე­ბის­მარ­თვის, მათი ინ­ფორ­მი­რე­ბის, მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბის­თვის ავად­მყო­ფე­ბის­მო­რა­ლუ­რი შემ­ზა­დე­ბის შეც­ვლა", – აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ ქა­მუ­შა­ძე.

რე­ფორ­მე­ბის ორ­წლი­ან პე­რი­ოდ­ში სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა პა­ცი­ენ­ტე­ბის მოვ­ლი­სად­მი მიდ­გო­მე­ბი: მათ­თვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი პან­სი­ო­ნი შე­იქ­მნა, რი­თაც სრუ­ლი­ად გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ავად­მყო­ფის მოვ­ლის თან­მხლე­ბი პრობ­ლე­მე­ბის­გან. ასე­ვე, ცვლი­ლე­ბე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის კვე­ბის

რა­ცი­ონ­შიც შე­დის და ამის მი­ზა­ნია, კვე­ბა უფრო მოქ­ნი­ლი და პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს, ანუ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სი.

კლი­ნი­კუ­რი ნა­წი­ლის რე­ფორ­მა

მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე პრაქ­ტი­კე­ბის და­ნერგვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­ში ახა­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი გა­იხ­სნა, შე­ი­ძი­ნეს თა­ნა­მედ­რო­ვე მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი. ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის წარ­მა­ტე­ბით და­ნერგვის მიზ­ნით, თბი­ლი­სი­დან და სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მი­იწ­ვი­ეს.

სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რი მაია ხე­ლა­ძე მოგ­ვი­თხრობს, რომ გა­აქ­ტი­ურ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რო­გორც ქარ­თულ, ისე უცხო­ურ კლი­ნი­კებ­თან, სა­დაც სა­ჩხე­რე­ლი ექი­მე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად მი­ევ­ლი­ნე­ბი­ან.

"ჩვენ ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ვგეგ­მავთ, ასე­ვე მო­ვა­წეს­რი­გეთ პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი ბაზა. ახა­ლი ციფ­რუ­ლი სის­ტე­მა ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ის ელექტრო­ნუ­ლად მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, რო­მელ­შიც მთე­ლი მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ინა­ხე­ბა და მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მია ექის­მე­ბის­თვის“, – ამ­ბობს მაია ხე­ლა­ძე.

ISO 9001 სერ­ტი­ფი­კა­ტის სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, კლი­ნი­კის ყო­ველ­დღი­ურ მუ­შა­ო­ბა­ში და­ი­ნერ­გა სხვა­დას­ხვა გა­მო­კი­თხვე­ბი, კვლე­ვე­ბი, შე­ფა­სე­ბე­ბი და ა.შ.„ყვე­ლა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გვაქვს კი­თხვა­რის ფურ­ცლე­ბი, რომ­ლებ­საც პა­ცი­ენ­ტე­ბი მკურ­ნა­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ავ­სე­ბენ. მსგავ­სი გა­მო­კი­თხვე­ბი ტარ­დე­ბა თა­ნამ­შრო­მელ­თა შო­რი­საც, რი­თაც ვად­გენთ, რამ­დე­ნად კარ­გი სა­მუ­შაო გა­რე­მოა მათ­თვის შექ­მნი­ლი. კი­თხვა­რებს ყო­ველ კვარ­ტა­ლუ­რად ვა­ა­ნა­ლი­ზებთ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­სა­ბა­მის პრო­ცე­დუ­რებ­სა და პრო­ცე­სებ­ში შეგ­ვაქვს სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბე­ბი“,– მოგ­ვი­თხრობს სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რი.

შეს­ყიდ­ვე­ბის რე­ფორ­მა

სა­ჩხე­რის კლი­ნი­კამ მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა შეს­ყიდ­ვე­ბი­სად­მი მიდ­გო­მა, პრო­ცე­სი უფრო გამჭვირ­ვა­ლე გახ­და და, რაც მთა­ვა­რია, მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა და­ი­ნერ­გა. დღეს უკვე კლი­ნი­კა კარ­გად გა­და­მოწ­მე­ბულ, სა­ი­მე­დო მიმ­წო­დებ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. ეს კი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ქონ­ლის მი­სა­ღებ ფა­სად შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

ISO 9001 და კლი­ნი­კის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი

სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მი­ხე­ილ ქა­მუ­შა­ძის თქმით, ახ­ლად შექ­მნი­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი ეფუძ­ნე­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნებს, ისე სა­მე­დი­ცი­ნო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ ახალ ტრენ­დებს.

"მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ჩვე­ნი იმი­ჯის ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გა­დავ­წყვი­ტეთ კლი­ნი­კის სის­ტე­მის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. ამ პრო­ცეს­ში მო­ვიწ­ვი­ეთ მსოფ­ლი­ო­ში ერთ–ერთი ცნო­ბილ ისა­სერ­ტი­ფი­კა­ტო ორ­გა­ნო – British Standard Institute (BSI).

ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ასზე მეტი წლის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის ძი­რი­თა­დი მომ­წო­დე­ბე­ლია. ISO 9001 ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შექ­მნეს და მუდ­მი­ვად აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ სტან­დარ­ტებს. მსოფ­ლი­ო­ში ასე­თი ცნო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სერ­ტი­ფი­კა­ტი შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებს გვიხ­სნის“, – აცხა­დებს მი­ხე­ილ ქა­მუ­შა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, სა­მო­მავ­ლოდ კლი­ნი­კა აქ­ტი­უ­რად გა­ნა­ვი­თა­რებს ისეთ მი­მარ­თუ­ლე­ბებს, რო­გო­რი­ცაა სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მი, უფრო მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ქარ­თულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ოპე­რი­რე­ბა­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის პერ­სო­ნა­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა და სხვ.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაც, რო­გო­რი­ცაა ტე­ლე­მე­დი­ცი­ნა. ამი­სათ­ვის კი სა­ჭი­როა სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბელ ლი­დერ კომ­პა­ნი­ებ­თან პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა“, – ამ­ბობს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი.

ხა­რის­ხის მე­ნე­ჯმენ­ტის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრს წარ­მო­ა­ჩენს, რო­გორც სან­დო, გამჭვირ­ვა­ლე და სა­ი­მე­დო კლი­ნი­კას, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს. კლი­ნი­კის მე­ნე­ჯმენ­ტმა სა­ჩივ­რე­ბი­სა და წი­ნა­და­დე­ბე­ბის­თვის უკუ­კავ­ში­რის არ­ხე­ბიც შექ­მნა – ტე­ლე­ფო­ნით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით, ვებგ­ვერ­დით დაა.შ. კლი­ნი­კა­ში ცდი­ლო­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად გას­ცენ ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი­ნე­ბის მიერ შე­სულ წი­ნა­და­დე­ბას.

"სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა კი­დევ უფრო მე­ტად გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს ჩვე­ნი მიმ­ხმა­რებ­ლე­ბი­სად­მი, ვი­ნა­ი­დან BSI–ს ექ­სპერ­ტე­ბი ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბის მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და რა­ი­მე შე­უ­სა­ბა­მო­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა­ვენ მათი

აღ­მო­ფხვრის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და გზებს. ჩვენ სრუ­ლად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ ამ წა­მო­წყე­ბის მთელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ყვე­ლა ძა­ლით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ISO 9001–ის მო­თხოვ­ნე­ბი­სად­მი შე­სა­ბა­მი­სო­ბას, ჩვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის მო­ლო­დი­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვა­ჭარ­ბებთ“, – აცხა­დებს მი­ხე­ილ ქა­მუ­შა­ძე.

სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო-პო­ლიკ­ლი­ნი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა წარ­მო­ად­გენს მულ­ტიპრო­ფი­ლურ სამ­კურ­ნა­ლო პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტებს სრულ­ყო­ფილ სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვისს სთა­ვა­ზობს.

2004 წლი­დან კლი­ნი­კას რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა და­ე­მა­ტა;

2014 წლი­დან – კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა;

2017 წელს – ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი, ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი;

2018 წლი­დან – ჰე­მო­დი­ა­ლი­ზის გან­ყო­ფი­ლე­ბა;

2019 წლი­დან და­ე­მა­ტა კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა.

ორ კვი­რა­შია და­გეგ­მი­ლი და­მა­ტე­ბით ახა­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის და აგ­რეთ­ვე სის­ხლის­ბან­კის გახ­სნა.სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო გუნდში 479 მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლია, აქე­დან – 107 ექი­მი, და­ნარ­ჩე­ნი – მედ­და და დამ­ხმა­რე პერ­სო­ნა­ლი.

სა­ა­ვად­მყო­ფოს ძი­რი­თა­დი კორ­პუ­სი 1964 წელს აშენ­და. ამ­ჟა­მად სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნუ­ლი­სა­ა­ვად­მყო­ფო-პო­ლიკ­ლი­ნი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლია 6 კორ­პუს­ში, რომ­ლე­ბიც, და­ახ­ლო­ე­ბით, 5 ჰექ­ტარ­ზეა გაშ­ლი­ლი. კლი­ნი­კას ასე­ვე აქვს სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სი, რო­მელ­შიც ერდრო­უ­ლად 150 სტუმ­რის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

R

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამინი.
14

ბიძო მაგარია. აბა მიბაძეთ საქმეში. ვინმეს სოფლისთვის ერთი ვაშლის ხე დაგირგიათ? ცხრუკვეთელებო მოგივიდათ მიშას ხის მოსავალი?. დაკრიფავდით უკვე ჩირად მაინც გეყოთ.

ქართველი
15

გაიხაროს ბიძომ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

საჩხერის კლინიკას ავტორიტეტულმა BSI-მ ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიანიჭა

საჩხერის კლინიკას ავტორიტეტულმა BSI-მ ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიანიჭა

საჩხერის სამედიცინო ცენტრმა მენეჯმენტისა და პაციენტებისადმი მიდგომის თანამედროვე სტანდარტების წარმატებით დანერგვის შედეგად British StandardInstitute–სგან ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიიღო. ამის შესახებ სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა და აღნიშნა:

"სიამაყით გაცნობებთ, რომ საჩხერის საავადმყოფომ წარმატებით დაასრულა მართვის, თანამედროვე ტექნოლოგიების და მენეჯმენტში ახალი მიდგომების დანერგვის ხანგრძლივი პროექტი. ჩვენი კლინიკის თანამშრომლების გუნდი მიმდინარე პროცესებს სწავლობდა, შეიმუშავებდა ცვლილებებს, რაშიც წამყვან ტექნოლოგიებსა და მენეჯმენტში ახალ მიდგომებს იყენებდა“.

მართვის რეფორმა

ISO 9001:2015 სტანდარტის ერთ–ერთი საკვანძო პრინციპია მომხმარებელზე, ამ შემთხვევაზე პაციენტზე ორიენტირება. ამდენად, პროცესში დეტალურად გაანალიზდა კლინიკის მომხმარებლზე ორიენტირებულობის ხარისხი.

"ისეთ კონსერვატიულგარემოში, როგორიცაა სამედიცინო სფერო, ჩვენ მივაღწიეთ და შევძელით პაციენტებისმართვის, მათი ინფორმირების, მოსალოდნელი შედეგებისთვის ავადმყოფებისმორალური შემზადების შეცვლა", – აღნიშნავს მიხეილ ქამუშაძე.

რეფორმების ორწლიან პერიოდში საჩხერის სამედიცინო ცენტრში მთლიანად შეიცვალა პაციენტების მოვლისადმი მიდგომები: მათთვის სრულფასოვანი პანსიონი შეიქმნა, რითაც სრულიად გათავისუფლდნენ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ავადმყოფის მოვლის თანმხლები პრობლემებისგან. ასევე, ცვლილებები პაციენტების კვების

რაციონშიც შედის და ამის მიზანია, კვება უფრო მოქნილი და პერსონიფიცირებული იყოს, ანუ, ინდივიდუალურად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი.

კლინიკური ნაწილის რეფორმა

მკურნალობის თანამედროვე პრაქტიკების დანერგვის მიზნით კლინიკაში ახალი განყოფილებები გაიხსნა, შეიძინეს თანამედროვე მოწყობილობები. ახალი მიდგომების წარმატებით დანერგვის მიზნით, თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან გამოცდილი სპეციალისტები მიიწვიეს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი მაია ხელაძე მოგვითხრობს, რომ გააქტიურდა თანამშრომლობა როგორც ქართულ, ისე უცხოურ კლინიკებთან, სადაც საჩხერელი ექიმები გამოცდილების გასაზიარებლად მიევლინებიან.

"ჩვენ ახალ ტექნოლოგიებს ვგეგმავთ, ასევე მოვაწესრიგეთ პაციენტების მართვის ავტომატიზებული ბაზა. ახალი ციფრული სისტემა ავადმყოფობის ისტორიის ელექტრონულად მართვის შესაძლებლობას გვაძლევს, რომელშიც მთელი მკურნალობის პერიოდში მიღებული ინფორმაცია ინახება და მარტივად ხელმისაწვდომია ექისმებისთვის“, – ამბობს მაია ხელაძე.

ISO 9001 სერტიფიკატის სტანდარტის შესაბამისად, კლინიკის ყოველდღიურ მუშაობაში დაინერგა სხვადასხვა გამოკითხვები, კვლევები, შეფასებები და ა.შ.„ყველა განყოფილებაში გვაქვს კითხვარის ფურცლები, რომლებსაც პაციენტები მკურნალობის დასრულების შემდეგ ავსებენ. მსგავსი გამოკითხვები ტარდება თანამშრომელთა შორისაც, რითაც ვადგენთ, რამდენად კარგი სამუშაო გარემოა მათთვის შექმნილი. კითხვარებს ყოველ კვარტალურად ვაანალიზებთ და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის პროცედურებსა და პროცესებში შეგვაქვს საჭირო ცვლილებები“,– მოგვითხრობს საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი.

შესყიდვების რეფორმა

საჩხერის კლინიკამ მთლიანად შეცვალა შესყიდვებისადმი მიდგომა, პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდა და, რაც მთავარია, მიმწოდებელი კომპანიების შეფასების სისტემა დაინერგა. დღეს უკვე კლინიკა კარგად გადამოწმებულ, საიმედო მიმწოდებლებთან თანამშრომლობს. ეს კი საავადმყოფოს ხარისხიანი საქონლის მისაღებ ფასად შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

ISO 9001 და კლინიკის შემდგომი განვითარების პერსპექტივები

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, ახლად შექმნილი განყოფილებები ეფუძნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს, ისე სამედიცინო ბაზარზე არსებულ ახალ ტრენდებს.

"მსოფლიო ბაზარზე ჩვენი იმიჯის ფორმირების მიზნით გადავწყვიტეთ კლინიკის სისტემის სერტიფიცირება. ამ პროცესში მოვიწვიეთ მსოფლიოში ერთ–ერთი ცნობილ ისასერტიფიკატო ორგანო – British Standard Institute (BSI).

ამ ორგანიზაციას ასზე მეტი წლის გამოცდილება აქვს და ახალი სტანდარტების ძირითადი მომწოდებელია. ISO 9001 ამ ორგანიზაციის თანამშრომლებმა შექმნეს და მუდმივად აუმჯობესებენ სტანდარტებს. მსოფლიოში ასეთი ცნობილი ორგანიზაციის სერტიფიკატი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს გვიხსნის“, – აცხადებს მიხეილ ქამუშაძე.

მისივე თქმით, სამომავლოდ კლინიკა აქტიურად განავითარებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სამედიცინო ტურიზმი, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ქართულ და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებთან, საქართველოს ტერიტორიაზე ოპერირებადი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მომსახურება და სხვ.

"ჩვენი მიზანია ისეთი მიმართულების განვითარებაც, როგორიცაა ტელემედიცინა. ამისათვის კი საჭიროა სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელ ლიდერ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება“, – ამბობს სამედიცინო ცენტრის დირექტორი.

ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიცირებული სისტემა საჩხერის სამედიცინო ცენტრს წარმოაჩენს, როგორც სანდო, გამჭვირვალე და საიმედო კლინიკას, რომელსაც სერიოზული სამომავლო გეგმები აქვს. კლინიკის მენეჯმენტმა საჩივრებისა და წინადადებებისთვის უკუკავშირის არხებიც შექმნა – ტელეფონით, სოციალური ქსელით, ელექტრონული ფოსტით, ვებგვერდით დაა.შ. კლინიკაში ცდილობენ, მაქსიმალურად სწრაფად გასცენ ამომწურავი პასუხინების მიერ შესულ წინადადებას.

"სერტიფიცირება კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენი მიმხმარებლებისადმი, ვინაიდან BSI–ს ექსპერტები ჩვენი ქმედებების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ და რაიმე შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენთან ერთად განიხილავენ მათი

აღმოფხვრის შესაძლებლობებსა და გზებს. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ამ წამოწყების მთელ პასუხისმგებლობას და ყველა ძალით შევინარჩუნებთ ISO 9001–ის მოთხოვნებისადმი შესაბამისობას, ჩვენ პაციენტებისა და პარტნიორების მოლოდინებს აუცილებლად გადავაჭარბებთ“, – აცხადებს მიხეილ ქამუშაძე.

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება წარმოადგენს მულტიპროფილურ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებას, რომელიც პაციენტებს სრულყოფილ სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

2004 წლიდან კლინიკას რეანიმაციული განყოფილება დაემატა;

2014 წლიდან – კარდიოლოგიური განყოფილება;

2017 წელს – ოფთალმოლოგიური, ნევროლოგიური და პლასტიკური ქირურგიის განყოფილებები;

2018 წლიდან – ჰემოდიალიზის განყოფილება;

2019 წლიდან დაემატა კარდიოქირურგიის განყოფილება.

ორ კვირაშია დაგეგმილი დამატებით ახალი ინფექციური განყოფილების და აგრეთვე სისხლისბანკის გახსნა.საჩხერის რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო გუნდში 479 მაღალკვალიფიციური თანამშრომელია, აქედან – 107 ექიმი, დანარჩენი – მედდა და დამხმარე პერსონალი.

საავადმყოფოს ძირითადი კორპუსი 1964 წელს აშენდა. ამჟამად საჩხერის რაიონულისაავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება განთავსებულია 6 კორპუსში, რომლებიც, დაახლოებით, 5 ჰექტარზეა გაშლილი. კლინიკას ასევე აქვს სასტუმრო კომპლექსი, რომელშიც ერდროულად 150 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.

R

"ევექსში" აცხადებენ, რომ გასულ 24 საათში კორონავირუსით ორი ექიმი გარდაიცვალა

"ამ ეტაპზე ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება - ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ" - მეუფე გრიგოლი

კორონავირუსით ინფიცირებული 1066 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 420 ხელოვნურ სუნთქვაზეა