პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაქცინები ნულოვან კოვიდს არ უდრის, პანდემიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი" - ჯანმო-ს დირექტორი
"ვაქცინები ნულოვან კოვიდს არ უდრის, პანდემიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი" - ჯანმო-ს დირექტორი

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პროგ­რე­სი პო­ზი­ტი­უ­რია, თუმ­ცა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია შეშ­ფო­თე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა აღ­ქმა, თით­ქოს პან­დე­მია და­სას­რულს მი­უ­ახ­ლოვ­და, - ამის შე­სა­ხებ ჯან­მო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუს­მა გა­ნა­ცხა­და.

„ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სი ყვე­ლას ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბას გვიქ­მნის და ახლა შეგ­ვიძ­ლია გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლის და­ნახ­ვა და­ვი­წყოთ. თუმ­ცა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია შეშ­ფო­თე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა აღ­ქმა, თით­ქოს პან­დე­მია სრულ­დე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და ჯან­მო-ს ხელ­მძღვა­ნელ­მა ჟე­ნე­ვა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მისი თქმით, პან­დე­მი­ას ჯერ კი­დევ გრძე­ლი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და მთავ­რო­ბე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გან­სა­ზღვრავს, რო­დის დას­რულ­დე­ბა ის სა­ბო­ლო­ოდ.

„ვი­ცით, მძი­მე წე­ლია და ხალ­ხი და­ი­ღა­ლა, მაგ­რამ სი­მარ­თლე ისაა, რომ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ 19 ვირუ­სის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი გა­და­ცე­მა ხდე­ბა, რაც უზარ­მა­ზარ ზე­წო­ლას ახ­დენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ზე, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­სა და ჯან­დაც­ვის მუ­შა­კებ­ზე,“- გა­ნა­ცხა­და ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუს­მა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ჯან­მო-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ექ­სპერ­ტმა მაიკ რა­ი­ან­მაც და გა­ნა­ცხა­და, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი კო­ვიდ 19-ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლია, თუმ­ცა მხო­ლოდ ისი­ნი, ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სხვა ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბის გა­რე­შე პან­დე­მი­ას ვერ და­ას­რუ­ლე­ბენ.

”ვაქ­ცი­ნე­ბი ნუ­ლო­ვან კო­ვიდს არ უდ­რის”, - გა­ნა­ცხა­და მან.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ კომ­პა­ნია Pfizer-ის მიერ შექ­მნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა და­ამ­ტკი­ცა. აშშ-ის საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია კი ორი ვაქ­ცი­ნის დამ­ტკი­ცე­ბის პრო­ცეს­შია. რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბის გეგ­მა უკვე წა­რად­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კორონას გავს თვითონ
11

აუუ ეს როჟა მაგრად არ მევასება რა!

..
8

მაღიზიანებს ეს ტიპი!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვაქცინები ნულოვან კოვიდს არ უდრის, პანდემიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი" - ჯანმო-ს დირექტორი

"ვაქცინები ნულოვან კოვიდს არ უდრის, პანდემიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი" - ჯანმო-ს დირექტორი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებული პროგრესი პოზიტიურია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, თითქოს პანდემია დასასრულს მიუახლოვდა, - ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„ვაქცინებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი ყველას ამაღლებულ განწყობას გვიქმნის და ახლა შეგვიძლია გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა დავიწყოთ. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, თითქოს პანდემია სრულდება,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, პანდემიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი და მოქალაქეებისა და მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, როდის დასრულდება ის საბოლოოდ.

„ვიცით, მძიმე წელია და ხალხი დაიღალა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბევრ ქვეყანაში კოვიდ 19 ვირუსის ძალიან მაღალი გადაცემა ხდება, რაც უზარმაზარ ზეწოლას ახდენს საავადმყოფოებზე, რეანიმაციულ განყოფილებებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე,“- განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების ექსპერტმა მაიკ რაიანმაც და განაცხადა, რომ ვაქცინები კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი ნაწილია, თუმცა მხოლოდ ისინი, ვირუსის საწინააღმდეგო სხვა ზომების გატარების გარეშე პანდემიას ვერ დაასრულებენ.

”ვაქცინები ნულოვან კოვიდს არ უდრის”, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ რამდენიმე დღის წინ კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია კი ორი ვაქცინის დამტკიცების პროცესშია. რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყების გეგმა უკვე წარადგინა.

მინსკში საპროტესტო აქციაზე 300 ადამიანი დააკავეს

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის ეკლესია დაიწვა

თანამედროვე ადოლფ ჰიტლერი - ვინ არის ნამიბიელი პოლიტიკოსი, რომელსაც ნაცისტების ლიდერის სახელი ჰქვია