მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსით რეინფიცირება - როგორ ხდება მისი ზუსტი დადგენა, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს პაციენტებში და რას აჩვენებს მსოფლიო პრაქტიკა?
კორონავირუსით რეინფიცირება - როგორ ხდება მისი ზუსტი დადგენა, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს პაციენტებში და რას აჩვენებს მსოფლიო პრაქტიკა?

ბოლო პე­რი­ოდ­ში კო­რო­ნა­ვის­რუ­სით ხე­ლა­ხა­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კე­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა გა­აქ­ტი­ურ­და. ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნელ­მა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ამ დრო­ით­ვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში covid-19-ით რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

მისი თქმით, ვირუ­სი გა­და­ტა­ნის შემ­დეგ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, შე­საძ­ლოა, საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდეს ხე­ლა­ხა­ლი და­ი­ნი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

4 დე­კე­მებრს მე­დი­ას­თან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია და­ა­ზუს­ტა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ თქვა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის და­ზუს­ტე­ბუ­ლი, და­ფიქ­სირ­და თუ არა სი­ნამ­დვი­ლე­ში კო­ვი­დით გან­მე­ო­რე­ბი­თი ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რა ვი­ცით ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­კი­თხის შე­სა­ხებ და რო­გო­რია ამ მხრივ მო­ნა­ცე­მე­ბი მსოფ­ლი­ო­ში? - Ambebi.ge ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ მაია ბუ­წაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი, ცხდია, არ­სე­ბობს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მცი­რეა ამის შან­სი. მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რას თუ გა­დავ­ხე­დავთ, სულ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. საქ­მე იმა­შია, რომ ამის და­დას­ტუ­რე­ბა მარ­ტი­ვად არ ხდე­ბა და მას სე­რი­ო­ზუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი სჭირ­დე­ბა. არის ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენტს PCR ტეს­ტით და­უ­დას­ტურ­და covid-19, შემ­დეგ ის გა­მო­ჯან­მრთელ­და და მა­გა­ლი­თად ორ თვე­ში და­ე­წყო სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სიპმ­ტო­მე­ბი, თუ ისევ ჩა­ი­ტა­რებს ტესტს კო­რო­ნა­ვირუს­ზე, დიდი შან­სია ტეს­ტმა აჩ­ვე­ნოს და­დე­ბი­თი, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მოხ­და რე­ინ­ფექ­ცია. შე­იძ­ლე­ბა ძვე­ლი ვირუ­სი ისევ ცირ­კულ­რებ­დეს, ეს იყოს ძვე­ლი ვირუ­სის ნარ­ჩე­ნე­ბი და სი­ნამ­დვი­ლე­ში პა­ცი­ენტს ჰქონ­დეს სულ სხვა ვირუ­სი, მა­გა­ლი­თად იყოს უბ­რა­ლოდ გა­ცი­ე­ბუ­ლი.

- რო­გორ უნდა მოხ­დეს რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვის უტყუ­ა­რად და­დას­ტუ­რე­ბა?

- ამის­თვის სა­ჭი­როა რო­გორც ძვე­ლი, ისე ახა­ლი ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი გა­შიფვ­რა და შე­და­რე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან. თუ წინა ვირუ­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი აგე­ბუ­ლე­ბა აქვს ახა­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის გა­მომ­წვევ ვირუსს, მა­შინ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს არის რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა. რაც ბა­ტონ­მა თენ­გიზ­მა გა­ნა­ცხა­და, ამის შე­სა­ხებ მეც მხო­ლოდ მე­დი­ით ვიცი. ალ­ბათ ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი და ამის სა­ფუძ­ველ­ზე ით­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია რე­ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი.

- ზო­გა­დად, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებ­დეს ამ ვირუსს რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა? არ­სე­ბობს პო­პუ­ლა­რულ მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ხე­ლა­ხა­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან რამ­დე­ნი­მე თვით და­ცუ­ლია...

- ეს მო­საზ­რე­ბა არ­სა­ი­დან მო­დის. ჯერ რთუ­ლია, მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მით სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რამ­დენ ხანს გვი­ცავს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი. 1 წელი გა­ვი­და ამ ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის­გან და რა­ღაც გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს. ჯერ­ჯე­რო­ბით სულ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის. მცი­რეა ამის შან­სი. ამას­თან, თუ პა­რა­ლელს გა­ვავ­ლებთ უკვე შეს­წავ­ლილ მის მო­ნა­თე­სა­ვე კო­რო­ნა­ვირუ­სებ­თან, SARS-ს და MERS-სს ვგუ­ლის­ხმობ, ამ ვირუსს გა­დარ­ჩე­ნი­ლებს 2-3 წელი ჰქონ­დათ იმუ­ნი­ტე­ტი. მაგ­რამ ეს მა­ინც ვა­რა­უ­დე­ბია. სა­ნამ არ გავა ცოტა მეტი დრო და არ ვნა­ხავთ, რომ ადა­მი­ა­ნებს იმუ­ნი­ტე­ტი შე­უ­ნარ­ჩუნ­დათ, რა­მის გა­და­წყვე­ტით თქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მოყ­ვა­ნი­ლი რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­სა­ხებ რას გვე­ტყვით? რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ა­ვა­დე­ბა გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

- რამ­დე­ნი­მე "ქე­ისს" გა­ვე­ცა­ნი და არ არის რა­ი­მე კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა, რომ შემ­დეგ ეპი­ზო­დი ან მძი­მე იყოს ან მსუ­ბუ­ქი, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და სი­ახ­ლე არ გა­მოკ­ვე­თი­ლა ამ მხრივ. თუ ავი­ღებთ გა­დავ­ხე­დავთ არ­სე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას და სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის შემ­თხვე­ვებს, ხე­ლა­ხა­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბა ყო­ველ­თვის უფრო მსუ­ბუ­ქია ხოლ­მე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
7

ყველაზე ცუდი ისაა რომ არავის აინტერესებს ჩინეთის ბრალეულობა ამ საქმეში. თუ ვინმე კითხვას დასვამ ეგ რა შუაშიაო, მაშინ თქვენ უარესის ღირსი ხართ, შენ კაცობრიობავ! ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, რადგან დაუსჯელობა უარესს მოიტანს. ტრამპმა წამოაყენა საკითხი ჩინეთთან დაკავშირებით და ბრმებმა და ყრუებმა, თავში ურტყეს. ხოდა იყავით ასე!

კოტეს
7

მაგიტომ მოიშორეს ტრამპი, ბევრ რამეში ჩაიხედა და მიხვდა სად არის ღორის თავი დამალული, მარტო ჩინეთი არა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

კორონავირუსით რეინფიცირება - როგორ ხდება მისი ზუსტი დადგენა, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს პაციენტებში და რას აჩვენებს მსოფლიო პრაქტიკა?

კორონავირუსით რეინფიცირება - როგორ ხდება მისი ზუსტი დადგენა, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს პაციენტებში და რას აჩვენებს მსოფლიო პრაქტიკა?

ბოლო პერიოდში კორონავისრუსით ხელახალი დაინფიცირების რისკების შესახებ მსჯელობა გააქტიურდა. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ამ დროითვის, საქართველოში covid-19-ით რეინფიცირების 3 შემთხვევა გამოვლინდა.

მისი თქმით, ვირუსი გადატანის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულები, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს ხელახალი დაინიცირების თავიდან ასაცილებლად.

4 დეკემებრს მედიასთან გაკეთებული განცხადებით, საქართველოში რეინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია დააზუსტა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, დაფიქსირდა თუ არა სინამდვილეში კოვიდით განმეორებითი ინფიცირების შემთხვევა საქართველოში.

რა ვიცით ახალი კორონავირუსით რეინფიცირების საკითხის შესახებ და როგორია ამ მხრივ მონაცემები მსოფლიოში? - Ambebi.ge ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ესაუბრა:

- რეინფიცირების რისკი, ცხდია, არსებობს, მაგრამ ძალიან მცირეა ამის შანსი. მსოფლიო ლიტერატურას თუ გადავხედავთ, სულ ერთეული შემთხვევებია გამოვლენილი. საქმე იმაშია, რომ ამის დადასტურება მარტივად არ ხდება და მას სერიოზული ლაბორატორიული კვლევები სჭირდება. არის ასეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტს PCR ტესტით დაუდასტურდა covid-19, შემდეგ ის გამოჯანმრთელდა და მაგალითად ორ თვეში დაეწყო სხვა რესპირატორული სიპმტომები, თუ ისევ ჩაიტარებს ტესტს კორონავირუსზე, დიდი შანსია ტესტმა აჩვენოს დადებითი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოხდა რეინფექცია. შეიძლება ძველი ვირუსი ისევ ცირკულრებდეს, ეს იყოს ძველი ვირუსის ნარჩენები და სინამდვილეში პაციენტს ჰქონდეს სულ სხვა ვირუსი, მაგალითად იყოს უბრალოდ გაციებული.

- როგორ უნდა მოხდეს რეინფიცირების შემთხვევის უტყუარად დადასტურება?

- ამისთვის საჭიროა როგორც ძველი, ისე ახალი ვირუსის გენეტიკური გაშიფვრა და შედარება ერთმანეთთან. თუ წინა ვირუსისგან განსხვავებული გენეტიკური აგებულება აქვს ახალი დაინფიცირების გამომწვევ ვირუსს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის რეინფიცირება. რაც ბატონმა თენგიზმა განაცხადა, ამის შესახებ მეც მხოლოდ მედიით ვიცი. ალბათ ჩატარდა შესაბამისი კვლევები და ამის საფუძველზე ითქვა, რომ საქართველოში გამოვლენილია რეინფექციის შემთხვევები.

- ზოგადად, რამდენად შეიძლება ახასიათებდეს ამ ვირუსს რეინფიცირება? არსებობს პოპულარულ მოსაზრება, თითქოს, გამოჯანმრთელებული პაციენტი ხელახალი დაინფიცირებისგან რამდენიმე თვით დაცულია...

- ეს მოსაზრება არსაიდან მოდის. ჯერ რთულია, მტკიცებითი ფორმით საუბარი იმაზე, თუ რამდენ ხანს გვიცავს ანტისხეულები. 1 წელი გავიდა ამ ვირუსის არსებობისგან და რაღაც გამოცდილება გვაქვს. ჯერჯერობით სულ ერთეული შემთხვევებია რეინფიცირების. მცირეა ამის შანსი. ამასთან, თუ პარალელს გავავლებთ უკვე შესწავლილ მის მონათესავე კორონავირუსებთან, SARS-ს და MERS-სს ვგულისხმობ, ამ ვირუსს გადარჩენილებს 2-3 წელი ჰქონდათ იმუნიტეტი. მაგრამ ეს მაინც ვარაუდებია. სანამ არ გავა ცოტა მეტი დრო და არ ვნახავთ, რომ ადამიანებს იმუნიტეტი შეუნარჩუნდათ, რამის გადაწყვეტით თქმა შეუძლებელია.

- უცხოურ ლიტერატურაში მოყვანილი რეინფიცირების შემთხვევების მახასიათებლების შესახებ რას გვეტყვით? როგორ მიმდინარეობს დაავადება განმეორების შემთხვევაში?

- რამდენიმე "ქეისს" გავეცანი და არ არის რაიმე კანონზომიერება, რომ შემდეგ ეპიზოდი ან მძიმე იყოს ან მსუბუქი, რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია და სიახლე არ გამოკვეთილა ამ მხრივ. თუ ავიღებთ გადავხედავთ არსებულ გამოცდილებას და სხვა კორონავირუსების შემთხვევებს, ხელახალი დაინფიცირება ყოველთვის უფრო მსუბუქია ხოლმე.

"მივმართავთ მოსახლეობას, 5 ივლისს, შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ გადაგვარების მცდელობა მიუღებელია" - საპატრიარქო

კორონავირუსის 1026 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი - როგორია დღევანდელი კოვიდსტატისტიკა რეგიონების მიხედვით?

საქართველოში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი - როდიდან უარესდება ამინდი?