მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო?..." - ცნობილი პოლიტიკოსის დედა შვილის პირადზე, რუსეთში სწავლასა და მეუღლეზე
"ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო?..." - ცნობილი პოლიტიკოსის დედა შვილის პირადზე, რუსეთში სწავლასა და მეუღლეზე

"ლაკა, სვე­ლი ხარ, ჩქა­რა სახ­ლში, დრო­ზე, რა, გეხ­ვე­წე­ბი" - ხში­რად ასე და უფრო ემო­ცი­უ­რა­დაც უწევს სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა ჩვენს რეს­პონ­დენტს, როცა აქ­ცი­ა­ზე მყო­ფი შვი­ლის ფო­ტოს ხე­დავს ან მას, პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში მყოფს, ადევ­ნებს თვალს.

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე მშობ­ლე­ბის ოჯახ­ში გაზ­რდილ­მა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი თა­ვი­დან­ვე პო­ლი­ტი­კას და­უ­კავ­ში­რა და, რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა გუნ­ცა­ძე ამ­ბობს, შვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გაჰ­კვირ­ვე­ბია.

- რამ უბიძ­გა ელე­ნეს პო­ლი­ტი­კის­კენ აეღო გეზი? წარ­სულ­ში მა­მის პო­ლი­ტი­კურ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ ხომ არა?

- მე პა­ტივს ვცემ მის არ­ჩე­ვანს. ვიცი, რომ ეს მისი პრინ­ცი­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია და პო­ლი­ტი­კო­სო­ბა რომ გა­და­წყვი­ტა, ჩემ­თვის ეს სრუ­ლი­ად კა­ნონ­ზო­მი­ე­რი იყო.ჩვე­ნი ოჯა­ხი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩემი მე­უღ­ლის მხრი­დან, რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხი იყო. გო­გის ბა­ბუ­ის ძმა იყო აკა­კი ხოშ­ტა­რია, მას არ ჰყავ­და შვი­ლე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აკა­კი იყო პირ­ვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი კა­პი­ტა­ლის­ტი, მე­ცე­ნა­ტი, რო­მელ­მაც სამი გემი უყი­და პირ­ველ ეროვ­ნულ მთავ­რო­ბას. როცა მწე­რალ­თა სახ­ლი იყი­დე­ბო­და, სწო­რედ მას სთხო­ვეს ეყი­და, რომ არ და­კარ­გუ­ლი­ყო და ვინ­მე უცხოს ხელ­ში არ ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო.

იგი მა­შინ პა­რიზ­ში ცხოვ­რობ­და და მის ცხოვ­რე­ბას თუ გა­დავ­ხე­დავთ, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წეც იყო. "ირა­ნის უგ­ვირ­გვი­ნო შაჰს" ეძახ­დნენ. სტა­ლინს პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით სჭირ­დე­ბო­და აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და სთხო­ვა კი­დეც, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პური შე­მო­ე­ტა­ნა. რო­დე­საც ბოლ­შე­ვი­კე­ბი შე­მო­დი­ოდ­ნენ, მა­შინ აკა­კიმ, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­თან ერ­თად, ერთ-ერთი გე­მით გა­ი­ტა­ნა აი, ის ოქ­როს ფონ­დი და მთე­ლი მენ­შე­ვი­კუ­რი მთავ­რო­ბა საფ­რან­გეთ­ში გა­იყ­ვა­ნა. რად­გან თვი­თონ ვე­ღარ რჩე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში, იმ­დე­ნი მო­ა­ხერ­ხა, რომ ბოლ­შე­ვი­კებს ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თვის გა­და­ე­ცათ მწე­რალ­თა სახ­ლი და ეს სურ­ვი­ლიც შე­უს­რუ­ლეს, რად­გან ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბა იყო.

არ­სე­ბობს მა­სა­ლე­ბი "კა­გე­ბეს" არ­ქივ­ში, რო­მე­ლიც ჩვენ ამ დრომ­დე ვერ მო­ვი­პო­ვეთ, მისი სა­ხე­ლი ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი იყო. მერე კი ძა­ლი­ან ცუ­დად მო­ექ­ცნენ. გო­გის მამა 28 წლის ასაკ­ში დახ­ვრი­ტეს, ბიძა კი - 29 წლის ასაკ­ში, რად­გან აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას ძმის­შვი­ლე­ბი იყ­ვნენ. ამი­ტომ ეს ოჯა­ხი პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი იყო. ელე­ნეს ეს ის­ტო­რი­ე­ბი ბავ­შვო­ბი­დან ეს­მო­და და მუდ­მი­ვად ჰქონ­და უსა­მარ­თლო­ბის გრძნო­ბა.

ჩემს მე­უღ­ლეს, გარ­და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბი­სა, ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტიც ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და დი­სი­დენ­ტიც იყო. კავ­ში­რე­ბი ჰქონ­და კა­რა­ლოვ­თან, სა­ხა­როვ­თან. 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნე­ბის დროს ელე­ნე 9 წლის იყო და ყვე­ლა­ფერ­მა მის თვალ­წინ გა­ი­ა­რა. მინ­და ვთქვა, რომ თვი­თონ იყო სხვა­ნა­ი­რი ბავ­შვი, ჩემი ვა­ჟიც, რო­მე­ლიც ელე­ნე­ზე 2 წლით უფ­რო­სია, ხომ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ელე­ნეს ჰქონ­და სხვაგ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო, უში­შა­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სულ გვე­გო­ნა, რომ არაფ­რის ეში­ნო­და.

- აღ­ნიშ­ნეთ, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე ბავ­შვი იყო ელე­ნე, რამე გა­მორ­ჩე­ულ ამ­ბავს ხომ არ გა­იხ­სე­ნებთ მისი ბავ­შვო­ბი­დან?

- იცით, რომ გოგი ჰელ­სინ­კის ჯგუფ­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად იყო? ზვი­ად­თან მე­გობ­რობ­და და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოს­ტიც ეკა­ვა. მა­შინ ელე­ნე 12 წლის იყო და აპ­რო­ტეს­ტებ­და, რომ მა­მა­მისს მან­ქა­ნა ჰყავ­და გა­მო­ყო­ფი­ლი. ერთხელ მე­ზო­ბე­ლი მო­ვი­და და გვი­თხრა, თქვენ ხომ არ გი­ჭირ­თო? თურ­მე, დი­ლა­ად­რი­ან დგე­ბო­და და სა­დარ­ბა­ზო­ებს ალა­გებ­და, მე კი სა­წოლ­ში მხვდე­ბო­და, როცა სკო­ლა­ში წა­სას­ვლე­ლად ვაღ­ვი­ძებ­დი. ჩემი ჭკუ­ით, ვაღ­ვი­ძებ­დი... 4-იანი არას­დროს მი­უ­ღია, სულ ხუ­თებ­ზე სწავ­ლობ­და გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში, რომ­ლის დი­რექ­ტო­რიც ნინო რა­მიშ­ვი­ლი იყო.

ჩვენ ძი­ძად რუსი ქალი გვყავ­და, რო­მელ­მაც გა­ზარ­და ელე­ნე და წლე­ბის მერე, ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და, მარ­ტო­ხე­ლა ქალი იყო და რი­თაც შეგ­ვეძ­ლო, ვეხ­მა­რე­ო­დით. მერე, მე­ზობ­ლებ­მა გვი­თხრეს, რომ, თურ­მე 14 წლის ელე­ნე უვ­ლი­და და უც­ვლი­და.

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა. როცა ელე­ნეს კლა­სი შვე­ი­ცა­რი­ა­ში გაგ­ზავ­ნეს, იქ პრაქ­ტი­კის მი­სა­ღე­ბად, სხვა­დას­ხვა სა­მუ­შა­ო­ზე ნა­ხე­ვარ დღეს უნდა ეს­წავ­ლათ და ნა­ხე­ვარ დღეს უნდა ემუ­შა­ვათ. იმ სამ­სა­ხუ­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც პრაქ­ტი­კას გა­ივ­ლიდ­ნენ, წი­ნას­წარ იყო შედ­გე­ნი­ლი. ელე­ნემ სი­ა­ში მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფა­რიც შე­ა­ტა­ნი­ნა. ნინო რა­მიშ­ვილ­მა თქვა, ისე უვ­ლი­და მო­ხუ­ცებს, გა­მოშ­ვე­ბა არ უნ­დო­და­თო და იქი­დან სკო­ლას გა­მო­უგ­ზავ­ნეს პირ­ვე­ლი კომ­პი­უ­ტე­რი, - ასე გა­სა­ხე­ლათ ამ ბავ­შვმაო. მა­შინ კომ­პი­უ­ტე­რი ახა­ლი ხილი, იშ­ვი­ა­თო­ბა იყო.

- ოპო­ნენ­ტე­ბი ნაკ­ლად უთ­ვლი­ან და წა­მო­ა­ძა­ხე­ბენ ხოლ­მე ელე­ნეს, რომ მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტში მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა. თქვენ რას ფიქ­რობთ ამ სა­კი­თხზე?

- ჩემს შვილს სულ უნ­დო­და წას­ვლა ინ­გლის­ში ან საფ­რან­გეთ­ში. ინ­გლი­სუ­რი კარ­გად იცო­და და შე­ეძ­ლო, საფ­რან­გეთ­შიც ეს­წავ­ლა, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან სას­წავ­ლე­ბელ­ში. ფრან­გუ­ლი მა­შინ არ იცო­და, მერე შე­ის­წავ­ლა. იმ პე­რი­ოდ­ში, "ესენ­გე"-ში ვი­ყა­ვით და სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ გვქონ­და, რუ­სეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად უნდა გაგ­ვეშ­ვა, თან იქ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. რად­გა­ნაც პო­ლი­ტი­კა აინ­ტე­რე­სებ­და, "გიმო"-ში მოხ­ვდა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ფი­ნან­სე­ბი არ გვქონ­და, სხვა ქვე­ყა­ნა­ში გაგ­ვეშ­ვა სას­წავ­ლებ­ლად. ელე­ნე ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობ­და და უნი­ვერ­სი­ტე­ტი წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ამ­თავ­რა. წარ­მა­ტე­ბით და­იც­ვა სა­დიპ­ლო­მო თემა, რო­მე­ლიც ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კას ეხე­ბო­და... სხვა­თა შო­რის, ივა­ნიშ­ვილს ძა­ლი­ან უნ­დო­და თა­ვის­კენ წა­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ელე­ნე კა­ტე­გო­რი­ულ უარ­ზე იყო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტვენა სად ისწავლა
17

სტვენა სად ისწავლა?

დ გ
10

აბა როგორ იყო ცხონებული ზვიადის დროს საღეჭი რეზინის ბიზნესის წამოწყება და შესაბამისად პუტჩისტების მხარეს გადასვლააა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო?..." - ცნობილი პოლიტიკოსის დედა შვილის პირადზე, რუსეთში სწავლასა და მეუღლეზე

"ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო?..." - ცნობილი პოლიტიკოსის დედა შვილის პირადზე, რუსეთში სწავლასა და მეუღლეზე

"ლაკა, სველი ხარ, ჩქარა სახლში, დროზე, რა, გეხვეწები" - ხშირად ასე და უფრო ემოციურადაც უწევს საკუთარი გრძნობების გამოხატვა ჩვენს რესპონდენტს, როცა აქციაზე მყოფი შვილის ფოტოს ხედავს ან მას, პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში მყოფს, ადევნებს თვალს.

ხელოვნებათმცოდნე მშობლების ოჯახში გაზრდილმა ელენე ხოშტარიამ პროფესიული არჩევანი თავიდანვე პოლიტიკას დაუკავშირა და, როგორც ქალბატონი ირინა გუნცაძე ამბობს, შვილის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია.

- რამ უბიძგა ელენეს პოლიტიკისკენ აეღო გეზი? წარსულში მამის პოლიტიკურმა საქმიანობამ ხომ არა?

- მე პატივს ვცემ მის არჩევანს. ვიცი, რომ ეს მისი პრინციპული არჩევანია და პოლიტიკოსობა რომ გადაწყვიტა, ჩემთვის ეს სრულიად კანონზომიერი იყო.ჩვენი ოჯახი, განსაკუთრებით, ჩემი მეუღლის მხრიდან, რეპრესირებულების ოჯახი იყო. გოგის ბაბუის ძმა იყო აკაკი ხოშტარია, მას არ ჰყავდა შვილები. მოგეხსენებათ, აკაკი იყო პირველი მილიონერი კაპიტალისტი, მეცენატი, რომელმაც სამი გემი უყიდა პირველ ეროვნულ მთავრობას. როცა მწერალთა სახლი იყიდებოდა, სწორედ მას სთხოვეს ეყიდა, რომ არ დაკარგულიყო და ვინმე უცხოს ხელში არ ჩავარდნილიყო.

იგი მაშინ პარიზში ცხოვრობდა და მის ცხოვრებას თუ გადავხედავთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური მოღვაწეც იყო. "ირანის უგვირგვინო შაჰს" ეძახდნენ. სტალინს პოლიტიკის თვალსაზრისით სჭირდებოდა აკაკი ხოშტარიასთან თანამშრომლობა და სთხოვა კიდეც, საქართველოსთვის პური შემოეტანა. როდესაც ბოლშევიკები შემოდიოდნენ, მაშინ აკაკიმ, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, ერთ-ერთი გემით გაიტანა აი, ის ოქროს ფონდი და მთელი მენშევიკური მთავრობა საფრანგეთში გაიყვანა. რადგან თვითონ ვეღარ რჩებოდა ქვეყანაში, იმდენი მოახერხა, რომ ბოლშევიკებს ხელოვანებისთვის გადაეცათ მწერალთა სახლი და ეს სურვილიც შეუსრულეს, რადგან ძალიან გავლენიანი პიროვნება იყო.

არსებობს მასალები "კაგებეს" არქივში, რომელიც ჩვენ ამ დრომდე ვერ მოვიპოვეთ, მისი სახელი ტაბუირებული იყო. მერე კი ძალიან ცუდად მოექცნენ. გოგის მამა 28 წლის ასაკში დახვრიტეს, ბიძა კი - 29 წლის ასაკში, რადგან აკაკი ხოშტარიას ძმისშვილები იყვნენ. ამიტომ ეს ოჯახი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო. ელენეს ეს ისტორიები ბავშვობიდან ესმოდა და მუდმივად ჰქონდა უსამართლობის გრძნობა.

ჩემს მეუღლეს, გარდა ხელოვნებათმცოდნეობისა, ისტორიის ფაკულტეტიც ჰქონდა დამთავრებული და დისიდენტიც იყო. კავშირები ჰქონდა კარალოვთან, სახაროვთან. 9 აპრილის მოვლენების დროს ელენე 9 წლის იყო და ყველაფერმა მის თვალწინ გაიარა. მინდა ვთქვა, რომ თვითონ იყო სხვანაირი ბავშვი, ჩემი ვაჟიც, რომელიც ელენეზე 2 წლით უფროსია, ხომ, ამ სიტუაციაში გაიზარდა, მაგრამ ელენეს ჰქონდა სხვაგვარი დამოკიდებულება, განსხვავებული იყო, უშიშარი, დამოუკიდებელი, სულ გვეგონა, რომ არაფრის ეშინოდა.

- აღნიშნეთ, რომ განსხვავებული ინტერესების მქონე ბავშვი იყო ელენე, რამე გამორჩეულ ამბავს ხომ არ გაიხსენებთ მისი ბავშვობიდან?

- იცით, რომ გოგი ჰელსინკის ჯგუფში ზვიად გამსახურდიასთან ერთად იყო? ზვიადთან მეგობრობდა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც ეკავა. მაშინ ელენე 12 წლის იყო და აპროტესტებდა, რომ მამამისს მანქანა ჰყავდა გამოყოფილი. ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო? თურმე, დილაადრიან დგებოდა და სადარბაზოებს ალაგებდა, მე კი საწოლში მხვდებოდა, როცა სკოლაში წასასვლელად ვაღვიძებდი. ჩემი ჭკუით, ვაღვიძებდი... 4-იანი არასდროს მიუღია, სულ ხუთებზე სწავლობდა გერმანულ სკოლაში, რომლის დირექტორიც ნინო რამიშვილი იყო.

ჩვენ ძიძად რუსი ქალი გვყავდა, რომელმაც გაზარდა ელენე და წლების მერე, ლოგინად ჩავარდა, მარტოხელა ქალი იყო და რითაც შეგვეძლო, ვეხმარეოდით. მერე, მეზობლებმა გვითხრეს, რომ, თურმე 14 წლის ელენე უვლიდა და უცვლიდა.

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მახსენდება. როცა ელენეს კლასი შვეიცარიაში გაგზავნეს, იქ პრაქტიკის მისაღებად, სხვადასხვა სამუშაოზე ნახევარ დღეს უნდა ესწავლათ და ნახევარ დღეს უნდა ემუშავათ. იმ სამსახურების ჩამონათვალი, სადაც პრაქტიკას გაივლიდნენ, წინასწარ იყო შედგენილი. ელენემ სიაში მოხუცთა თავშესაფარიც შეატანინა. ნინო რამიშვილმა თქვა, ისე უვლიდა მოხუცებს, გამოშვება არ უნდოდათო და იქიდან სკოლას გამოუგზავნეს პირველი კომპიუტერი, - ასე გასახელათ ამ ბავშვმაო. მაშინ კომპიუტერი ახალი ხილი, იშვიათობა იყო.

- ოპონენტები ნაკლად უთვლიან და წამოაძახებენ ხოლმე ელენეს, რომ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში მიიღო განათლება. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- ჩემს შვილს სულ უნდოდა წასვლა ინგლისში ან საფრანგეთში. ინგლისური კარგად იცოდა და შეეძლო, საფრანგეთშიც ესწავლა, ინგლისურენოვან სასწავლებელში. ფრანგული მაშინ არ იცოდა, მერე შეისწავლა. იმ პერიოდში, "ესენგე"-ში ვიყავით და სხვა არჩევანი არ გვქონდა, რუსეთში სასწავლებლად უნდა გაგვეშვა, თან იქ კარგი განათლების მიღება შესაძლებელი იყო. რადგანაც პოლიტიკა აინტერესებდა, "გიმო"-ში მოხვდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსები არ გვქონდა, სხვა ქვეყანაში გაგვეშვა სასწავლებლად. ელენე ძალიან კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა. წარმატებით დაიცვა სადიპლომო თემა, რომელიც ამერიკის პოლიტიკას ეხებოდა... სხვათა შორის, ივანიშვილს ძალიან უნდოდა თავისკენ წაეყვანა, მაგრამ ელენე კატეგორიულ უარზე იყო...წაიკითხეთ სრულად