მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"17 წლის გოგონა კორონავირუსით ინფიცირებული არ იყო... საქართველო ლეტალობის მხრივ საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე რჩება" - ეკა ტიკარაძე
"17 წლის გოგონა კორონავირუსით ინფიცირებული არ იყო... საქართველო ლეტალობის მხრივ საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე რჩება" - ეკა ტიკარაძე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე აცხა­დებს, რომ რო­დე­საც არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ, ეს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კას იწ­ვევს. რო­გორც მი­ნის­ტრმა 17 წლის გო­გოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, გო­გო­ნას კო­რო­ნა­ვირუ­სი არ ჰქონ­და.

„მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს 17 წლის გო­გო­ნა და­ი­ღუ­პა კო­რო­ნა­ვირუ­სით, ჩვენ მყი­სი­ე­რად გა­ვა­კე­თეთ მო­ძი­ე­ბა, რო­გორც სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბის, ასე­ვე ბრი­გა­დის ად­გილ­ზე მის­ვლის შე­სა­ხებ და გა­მო­იკ­ვე­თა, რომ და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდა არ იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და არც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის კონ­ტაქ­ტი იყო. რო­დე­საც მსგავ­სი ტყუ­ი­ლი და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში იწ­ვევს პა­ნი­კას და საკ­მა­ოდ დიდ ზე­წო­ლას და დარ­ტყმას ექი­მებ­ზე, რაც მიმ­დი­ნა­რე ვი­თა­რე­ბა­ში არას­წო­რია. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი იყო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და­მა­ტე­ბი­თი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით აღ­ჭურ­ვას გუ­ლის­ხმობ­და. რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოა ვალ­დე­ბუ­ლი ყვე­ლა გა­დაც­დო­მა შე­ის­წავ­ლოს და ყვე­ლა შე­კი­თხვას გას­ცეს პა­სუ­ხი. დღეს­დღე­ო­ბით, იმ შე­ზღუ­დუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს გა­აჩ­ნია, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ყვე­ლა ფაქტს სწავ­ლობს, რო­მე­ლიც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია. ამას­თან, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აუ­დი­ტის ჯგუ­ფი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად კო­ვი­დის მარ­თვის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ლე­ტა­ლო­ბის მხრივ და­ბალ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე რჩე­ბა. რო­გორც ტი­კა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ქვე­ყა­ნა­ში 0.9%-ია.

“ჩვენ ვა­კე­თებთ ანა­ლიზს იმის შე­სა­ხებ, რა არის ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ჩვენ ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო დღეს იმ­ყო­ფე­ბა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის აღ­მა­ვალ ფა­ზა­ში. ჩვენ გვაქვს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბა. ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 0.9%. ეს რთუ­ლი ასახ­სნე­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რო­დე­საც ჩვენ აბ­სო­ლუ­ტურ რი­ცხვებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­ცხა­დებთ ლე­ტა­ლო­ბის 30-ზე მეტ შემ­თხვე­ვას. თუმ­ცა ამის ანა­ლი­ზი კეთ­დე­ბა მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან, თქვენ იცით, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა წარ­ვად­გი­ნოთ, რო­გორც ინ­ფი­ცი­რე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი, ასე­ვე ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და სა­ქარ­თვე­ლო ლე­ტა­ლო­ბის მხრივ დღეს საკ­მა­ოდ და­ბალ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე რჩე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

რო­გორც ტი­კა­რა­ძე აცხა­დებს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს მომ­ზა­დე­ბას გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ.

„დრო ნამ­დვი­ლად არ და­კარ­გუ­ლა, ვი­ნა­ი­დან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 1 დღით და 1 სა­ა­თი­თაც არ შემ­წყდა­რა მუ­შა­ო­ბა იმის­თვის, რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის, დღე­საც ვაგ­რძე­ლებთ მომ­ზა­დე­ბას ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას რომ ვუ­პა­სუ­ხოთ“,-გა­ნა­ცხდა ტი­კა­რა­ძემ.

მი­ნის­ტრი დას­ძენს, რომ ექი­მე­ბი და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა, სა­ჭი­რო­ებს ბევ­რად უფრო მეტ კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას და მხარ­და­ჭე­რას, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან, ასე­ვე მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­გან.

„არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სი არამ­ხო­ლოდ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვაა. რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით იმ­ყო­ფე­ბა ჩა­ნა­სა­ხო­ვან პე­რი­ოდ­ში, ეს არის ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვა. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს ექი­მე­ბი და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა, სა­ჭი­რო­ებს ბევ­რად უფრო მეტ კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას და მხარ­და­ჭე­რას, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან, ასე­ვე მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან, იმის­თვის რომ დრო­უ­ლად იქ­ნეს ამოც­ნო­ბი­ლი ყვე­ლა ის პრობ­ლე­მა­ტი­კა, რო­მე­ლიც სის­ტე­მა­ში არ­სე­ბობს და მათ­ზე დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბაა სა­ჭი­რო, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვას­რუ­ლებთ“,-აღ­ნიშ­ნა ტი­კა­რა­ძემ.

გოჩა
2

მით უარესი.თუ კოვიდით არ გარდაიცვალა ვინმემ იცის რატო გარდაიცვალა?

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"17 წლის გოგონა კორონავირუსით ინფიცირებული არ იყო... საქართველო ლეტალობის მხრივ საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე რჩება" - ეკა ტიკარაძე

"17 წლის გოგონა კორონავირუსით ინფიცირებული არ იყო... საქართველო ლეტალობის მხრივ საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე რჩება" - ეკა ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ როდესაც არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ადამიანების კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ, ეს მოსახლეობაში პანიკას იწვევს. როგორც მინისტრმა 17 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, გოგონას კორონავირუსი არ ჰქონდა.

„მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს 17 წლის გოგონა დაიღუპა კორონავირუსით, ჩვენ მყისიერად გავაკეთეთ მოძიება, როგორც სასწრაფოს გამოძახების, ასევე ბრიგადის ადგილზე მისვლის შესახებ და გამოიკვეთა, რომ დაღუპული ახალგაზრდა არ იყო ინფიცირებული და არც ინფიცირებულის კონტაქტი იყო. როდესაც მსგავსი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მოსახლეობაში იწვევს პანიკას და საკმაოდ დიდ ზეწოლას და დარტყმას ექიმებზე, რაც მიმდინარე ვითარებაში არასწორია. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან პარლამენტში წარდგენილი იყო კანონი, რომელიც რეგულირების სააგენტოს დამატებითი ინსტრუმენტებით აღჭურვას გულისხმობდა. რეგულირების სააგენტოა ვალდებული ყველა გადაცდომა შეისწავლოს და ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. დღესდღეობით, იმ შეზღუდული ინსტრუმენტებით, რომლებიც რეგულირების სააგენტოს გააჩნია, რეგულირების სააგენტო ყველა ფაქტს სწავლობს, რომელიც დაფიქსირებულია. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში აუდიტის ჯგუფი ფუნქციონირებს, რომელიც შექმნილია სპეციალურად კოვიდის მართვისთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ლეტალობის მხრივ დაბალ მაჩვენებელზე რჩება. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიკვდილიანობის კოეფიციენტი ქვეყანაში 0.9%-ია.

“ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს იმის შესახებ, რა არის ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი და ჩვენ ვიცით, რომ საქართველო დღეს იმყოფება ინფექციის გავრცელების აღმავალ ფაზაში. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი გავრცელება. ლეტალობის მაჩვენებელი არის 0.9%. ეს რთული ასახსნელია მოსახლეობისთვის, როდესაც ჩვენ აბსოლუტურ რიცხვებში ყოველდღიურად ვაცხადებთ ლეტალობის 30-ზე მეტ შემთხვევას. თუმცა ამის ანალიზი კეთდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, თქვენ იცით, რომ ყოველდღიურად უნდა წარვადგინოთ, როგორც ინფიცირების კოეფიციენტი, ასევე ლეტალობის მაჩვენებელი და საქართველო ლეტალობის მხრივ დღეს საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე რჩება”, - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ტიკარაძე აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მომზადებას გამოწვევებზე საპასუხოდ.

„დრო ნამდვილად არ დაკარგულა, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროში 1 დღით და 1 საათითაც არ შემწყდარა მუშაობა იმისთვის, რომ მომზადებული ვყოფილიყავით დღევანდელი დღისთვის, დღესაც ვაგრძელებთ მომზადებას ყველა გამოწვევას რომ ვუპასუხოთ“,-განაცხდა ტიკარაძემ.

მინისტრი დასძენს, რომ ექიმები და ჯანდაცვის სისტემა, საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას, როგორც მოქალაქეებისგან, ასევე მედია საშუალებებისგან.

„არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსი არამხოლოდ ჯანდაცვის სისტემების, არამედ მთლიანად სახელმწიფოების გამოწვევაა. რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან დიდი გამოწვევაა, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, რომელიც ჯერჯერობით იმყოფება ჩანასახოვან პერიოდში, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ექიმები და ჯანდაცვის სისტემა, საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას, როგორც მოქალაქეებისგან, ასევე მედია საშუალებებიდან, იმისთვის რომ დროულად იქნეს ამოცნობილი ყველა ის პრობლემატიკა, რომელიც სისტემაში არსებობს და მათზე დროული რეაგირებაა საჭირო, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვასრულებთ“,-აღნიშნა ტიკარაძემ.

"იაგოს, სანდრო, ვახოს შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - პასუხად მივიღე: "დავოკებულიყავი", რომ "გავნადგურდებოდი" - ჯაფარიძე

"ვაი შენს პატრონს! თქვენს გამოვარდნებს და გამოტანტალებებს ეგ მოჰყვება ხოლმე" - კამათი ხაჩიძე-მეგრელიშვილს შორის პირდაპირ ეთერში

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"