მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ... ყველამ იცის, ვინ ვარ მე და ვინ ბრძანდებით თქვენ" - ცერცვაძის პასუხი ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ექიმს
"მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ... ყველამ იცის, ვინ ვარ მე და ვინ ბრძანდებით თქვენ" - ცერცვაძის პასუხი ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ექიმს

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სა და შიდსის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ავ­სტრი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ ექიმს ირმა კვი­ცა­რი­ძეს პა­სუ­ხობს:

"ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, მო­გე­სალ­მე­ბით. დიდი მად­ლო­ბა, რომ ლა­მის ტე­რო­რის­ტად გა­მო­მა­ცხა­დეთ. სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად მი­მაჩ­ნია აგ­რეთ­ვე, რომ „პრო­ფე­სი­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში ჩემ­თან დე­ბა­ტე­ბი“ გა­და­ი­ფიქ­რეთ. ვფიქ­რობ, ისე­დაც კარ­გად იცი­ან სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მსოფ­ლი­ო­შიც, ვინ ვარ მე და ვინ ბრძან­დე­ბით თქვენ და ვის რა დამ­სა­ხუ­რე­ბა გვაქვს.

მინ­და მხო­ლოდ ერთი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო. ვერც თქვენ და ვერც ვე­რა­ვინ ვერ და­მი­სა­ხე­ლებს ვერ­ცერთ შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე ან ნე­ბის­მი­ერ სხვა თე­მა­ზე მე პირ­ველ­მა გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე პოს­ტი ან სხვა რა­ი­მე ფორ­მით გა­მოვ­ხა­ტე ჩემი კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე ჩემი კო­ლე­გის ან ვინ­მე სხვის მი­მართ. ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი ბუ­ნე­ბა­ში არ ყო­ფი­ლა. ყვე­ლა ჩემი კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტი, თუ შე­ფა­სე­ბა ყო­ველ­თვის იყო პა­სუ­ხი, მხო­ლოდ და მხო­ლოდ პა­სუ­ხი რო­მე­ლი­მე ჩემი კო­ლე­გის ან არა­კო­ლე­გის მიერ ჩვენს სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე აუ­გის თქმა­ზე.

არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა პი­რა­დად ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, თუ რო­გორც ამ­ბო­ბენ „კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის“. ამას­თან, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, რომ ყვე­ლა ჩემი პა­სუ­ხი და გან­მარ­ტე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ობი­ექ­ტუ­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი (ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს აღი­ზი­ა­ნებს ჩემს ოპო­ნენ­ტებს) და ამას­თან არა­სო­დეს მი­მი­მარ­თავს პი­როვ­ნუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის და არა­კო­რექ­ტუ­ლი, მი­თუ­მე­ტეს ვინ­მეს ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი გა­მოთ­ქმე­ბის­თვის" - ნათ­ქვა­მია ცერ­ცვა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ირმა კვი­ცა­რი­ძემ ცერ­ცვა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პოს­ტი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა "მისი რე­პუ­ტა­ცია შე­ლა­ხა" და ამის­თვის სა­მარ­თლებ­რივ რე­ა­გი­რე­ბა­საც აპი­რებ­და.

"კო­ლე­გე­ბო, ახ­ლა­ხანს შე­ვი­ტყვე რომ ბა­ტო­ნი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის მო­რი­გი 1937 წლის რეპ­რე­სი­ე­ბის სტილ­ში და­წე­რი­ლი "ანო­ნიმ­კის" ად­რე­სა­ტი , ჩვე­ნი კო­ლე­გა გი­ორ­გი კან­დე­ლა­კია. მე­ტიც თუ ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის მიერ ჩვენ­თვის მო­ძღვნი­ლი წე­რი­ლე­ბი მხო­ლოდ სა­ლან­ძღავ და შე­უ­რაცმყო­ფელ "იდე­ებს" შე­ი­ცავ­და, გი­ორ­გი კან­დე­ლაკს პირდპირ ემუქ­რე­ბა. ჩვენ მოგ­ვწვდა ღვრძლით, ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბი კი ფაქ­ტი­უ­რად რეპ­რე­სი­ებ­ში ყავს.

ბევ­რმა გა­ა­ტა­რა ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის შე­მო­ტე­ვა, ერ­თმა კო­ლე­გამ გერ­მა­ნი­ი­დან მას ბო­დი­შე­ბიც მო­უ­ხა­და და ჩვენ მიგ­ვა­ლან­ძღა ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის გუ­ლის მო­სა­გე­ბად. მე პი­რა­დად არ ვა­პი­რებ რომ ჩემი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა და მის მიერ ჩემი სიც­რუ­ე­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა მას ასე გა­ვუ­ტა­რო. ბა­ტო­ნო თენ­გიზ, შე­საძ­ლოა ჩემს სამ­შობ­ლო­ში დღეს ექიმს არა­ვინ არ იცავს და ისი­ნი თქვენ­ნა­ი­რებს მძევ­ლად ყავს აყ­ვა­ნი­ლი, მაგ­რამ ის ქვე­ყა­ნა თქვენ რომ სა­მო­თხედ მო­იხ­სე­ნი­ეთ, დიახ ჩვენ­თან ავ­სტრი­ა­ში, იცავს და უფრთხილ­დე­ბა მის ექი­მებს, ავ­სტრი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იცავს ექიმს, მის უფ­ლე­ბებს და ექი­მის რე­პუ­ტა­ცი­ას.

გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და თქვენ­თან პრო­ფე­სი­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში დე­ბა­ტე­ბი. აღარ ვა­პი­რებ. თქვენ იუს­ტი­ცი­ის ენით გჭირ­დე­ბათ სა­უ­ბა­რი, რა­საც ჩემი ად­ვო­კა­ტი გა­ა­კე­თებს. ვინ­მემ უნდა შე­ა­ჩე­როს ეს ამაზ­რზე­ნი საქ­ცი­ე­ლი. კო­ლე­გე­ბო ნუ ხართ და­მუნ­ჯე­ბუ­ლი! სა­დაა თქვე­ნი სო­ლი­და­რო­ბა?! ჩემი სო­ლი­და­რო­ბა გი­ორ­გი კან­დე­ლაკს!" - წერ­და კვი­ცა­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
366

როგორი ამაზრზენია ეს უცხოეთში 2 დღის წინ წასული ქართველი ექიმების ჭკუაზე დარიგება მუდმივად. ამოხვედით ყელში უკვე. თქვენ არცერთი ამ კაცის ფრჩხილის ფასიც კი არ ხართ !!!!

გულსატკენია!
326

უბრალო ჭეშმარიტებაა, ამაში გეტყობათ უფროსისადმი მოქცევა. ნუ შეაძულებთ, აქედან გაქცეულებო, ქართველ ხალხს თავს, წინ არ დაგხვდეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ... ყველამ იცის, ვინ ვარ მე და ვინ ბრძანდებით თქვენ" - ცერცვაძის პასუხი ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ექიმს

"მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ... ყველამ იცის, ვინ ვარ მე და ვინ ბრძანდებით თქვენ" - ცერცვაძის პასუხი ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ექიმს

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ექიმს ირმა კვიცარიძეს პასუხობს:

"ქალბატონო ირმა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ. სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია აგრეთვე, რომ „პროფესიულ ჩარჩოებში ჩემთან დებატები“ გადაიფიქრეთ. ვფიქრობ, ისედაც კარგად იციან საქართველოშიც და მსოფლიოშიც, ვინ ვარ მე და ვინ ბრძანდებით თქვენ და ვის რა დამსახურება გვაქვს.

მინდა მხოლოდ ერთი განცხადება გავაკეთო. ვერც თქვენ და ვერც ვერავინ ვერ დამისახელებს ვერცერთ შემთხვევას, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე მე პირველმა გამოვაქვეყნე პოსტი ან სხვა რაიმე ფორმით გამოვხატე ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება რომელიმე ჩემი კოლეგის ან ვინმე სხვის მიმართ. ასეთი პრეცედენტი ბუნებაში არ ყოფილა. ყველა ჩემი კრიტიკული პოსტი, თუ შეფასება ყოველთვის იყო პასუხი, მხოლოდ და მხოლოდ პასუხი რომელიმე ჩემი კოლეგის ან არაკოლეგის მიერ ჩვენს საექიმო საქმიანობაზე აუგის თქმაზე.

არა აქვს მნიშვნელობა პირადად ჩემი სახელი და გვარი იყო დასახელებული, თუ როგორც ამბობენ „კოლმეურნეობის თავმჯდომარის“. ამასთან, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ყველა ჩემი პასუხი და განმარტება ყოფილიყო ობიექტური და მაქსიმალურად არგუმენტირებული (ვფიქრობ, სწორედ ეს აღიზიანებს ჩემს ოპონენტებს) და ამასთან არასოდეს მიმიმართავს პიროვნული შეურაცხყოფისთვის და არაკორექტული, მითუმეტეს ვინმეს ღირსების შემლახავი გამოთქმებისთვის" - ნათქვამია ცერცვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ირმა კვიცარიძემ ცერცვაძესთან დაკავშირებით პოსტი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა "მისი რეპუტაცია შელახა" და ამისთვის სამართლებრივ რეაგირებასაც აპირებდა.

"კოლეგებო, ახლახანს შევიტყვე რომ ბატონი თენგიზ ცერცვაძის მორიგი 1937 წლის რეპრესიების სტილში დაწერილი "ანონიმკის" ადრესატი , ჩვენი კოლეგა გიორგი კანდელაკია. მეტიც თუ ბატონი თენგიზის მიერ ჩვენთვის მოძღვნილი წერილები მხოლოდ სალანძღავ და შეურაცმყოფელ "იდეებს" შეიცავდა, გიორგი კანდელაკს პირდპირ ემუქრება. ჩვენ მოგვწვდა ღვრძლით, ჩვენი ქართველი კოლეგები კი ფაქტიურად რეპრესიებში ყავს.

ბევრმა გაატარა ბატონი თენგიზის შემოტევა, ერთმა კოლეგამ გერმანიიდან მას ბოდიშებიც მოუხადა და ჩვენ მიგვალანძღა ბატონი თენგიზის გულის მოსაგებად. მე პირადად არ ვაპირებ რომ ჩემი რეპუტაციის შელახვა და მის მიერ ჩემი სიცრუეში დადანაშაულება მას ასე გავუტარო. ბატონო თენგიზ, შესაძლოა ჩემს სამშობლოში დღეს ექიმს არავინ არ იცავს და ისინი თქვენნაირებს მძევლად ყავს აყვანილი, მაგრამ ის ქვეყანა თქვენ რომ სამოთხედ მოიხსენიეთ, დიახ ჩვენთან ავსტრიაში, იცავს და უფრთხილდება მის ექიმებს, ავსტრიის კანონმდებლობა იცავს ექიმს, მის უფლებებს და ექიმის რეპუტაციას.

გადაწყვეტილი მქონდა თქვენთან პროფესიულ ჩარჩოებში დებატები. აღარ ვაპირებ. თქვენ იუსტიციის ენით გჭირდებათ საუბარი, რასაც ჩემი ადვოკატი გააკეთებს. ვინმემ უნდა შეაჩეროს ეს ამაზრზენი საქციელი. კოლეგებო ნუ ხართ დამუნჯებული! სადაა თქვენი სოლიდარობა?! ჩემი სოლიდარობა გიორგი კანდელაკს!" - წერდა კვიცარიძე.

მედიკამენტი, რომელიც კრიტიკულად მძიმე კოვიდინფიცირებულებში ეფექტურია... - რა პრეპარატზე ავრცელებს განცხადებას თენგიზ ცერცვაძე?

"დეკანოზმა ილია კარკაძემ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო" - მეუფე იოანე ისრაელის ელჩის განცხადებას ეხმაურება

"დეკანოზმა კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების თეორია... მეუფე იოანე გამრეკელის ქადაგება იყო პრობლემური " - ისრაელის ელჩის განცხადება