მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიღმის მასივში მდებარე "საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღობის ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
დიღმის მასივში მდებარე "საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღობის ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დიღ­მის მა­სივ­ში მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტი გახ­სნა, და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი.

შსს-ს ცნო­ბით, შს სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ცხელ კვალ­ზე 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ჯ. დიდი ოდე­ნო­ბით ნივ­თის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი 27 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში, დიღ­მის მა­სივ­ში მდე­ბა­რე „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ექ­სპრეს ფი­ლი­ალ­ში შე­იჭ­რა, ია­რა­ღის მუ­ქა­რით მო­ლა­რეს 10 000-ზე მეტი ლა­რის ოდე­ნო­ბის თან­ხა გას­ტა­ცა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ი.ჯ., ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - ხმო­ვა­ნი პის­ტო­ლე­ტი და ყა­ჩა­ღუ­რი გზით გა­ტა­ცე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი. ი.ჯ. და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

დიდი ოდე­ნო­ბით ნივ­თის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით ჩა­დე­ნილ ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბუ­ლი ი.ჯ. არის დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი, საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად გა­და­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანდრო
32

არ ვიცი ზუსტად, როგორია დანაშაულების სტატისტიკა და დანაშაული ალბათ ყოველთვის იქნება, მაგრამ გახსნის პროცენტი რომ მაღალი აქვს შსს-ს, ამას ვაფიქსირებ.

იმედი მაქვს, კომუნისტების პერიოდივით არ არის იდეა ფიქსი, რომ გახსნა მაღალი იყოს და ვიღაცეებს არ აწერენ. ვფიქრობ ამ დროში ეს შეუძლებელია - ამდენი ულებადამცველი ორგანიზაციების პირობებში. 

ox,
0

მკვლილობა 7 წლიდან იწყება, მაგარი გვაქვს რა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

დიღმის მასივში მდებარე "საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღობის ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

დიღმის მასივში მდებარე "საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღობის ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიღმის მასივში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი.

შსს-ს ცნობით, შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე 1981 წელს დაბადებული ი.ჯ. დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 27 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ი.ჯ., ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი და ყაჩაღური გზით გატაცებული თანხის ნაწილი. ი.ჯ. დანაშაულს აღიარებს.

დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ვინაიდან ბრალდებული ი.ჯ. არის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას", - ნათქვამია განცხადებაში.

"ბაჩალიაშვილის ლეპტოპი მესამე პირებს ვერ გადაეცემა" - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ზეგ"-ი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

მარნეულში, მიკროავტობუსში კაცის ცხედარი იპოვეს

"მეშინია, ჩემი შვილი დაკავებისას არ მოკლან" - საუკუნის ყაჩაღობის რა ახალ დეტალებს ასაჯაროებს ძებნილი ბადრი ესებუას მამა