მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტუჩები ჰქონდა დალურჯებული, სიმწრისგან იკვნეტდა, წყალს არ აწვდიდნენ, მოკლეს უყურადღებობით... მივმართავთ სასამართლოს" - რას ყვება კოვიდით გარდაცვლილი 24 წლის გოგონას ოჯახი
"ტუჩები ჰქონდა დალურჯებული, სიმწრისგან იკვნეტდა, წყალს არ აწვდიდნენ, მოკლეს უყურადღებობით... მივმართავთ სასამართლოს" - რას ყვება კოვიდით გარდაცვლილი 24 წლის გოგონას ოჯახი

30 ნო­ემ­ბრს მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში, Covid-19-ის დი­აგ­ნო­ზით, 24 წლის ნინო გუ­ლი­კაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მომ­ხდარ­ში მე­დი­კო­სებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პა­ცი­ენ­ტი ექი­მე­ბის უყუ­რა­დღე­ბო­ბა­სა და დაგ­ვი­ა­ნე­ბულ რე­ა­გი­რე­ბას ემსხვერ­პლა.

Ambebi.ge გარ­დაც­ვლი­ლის დე­ი­დაშ­ვილს, ეკა რაზ­მი­აშ­ვილს ესა­უბ­რა.

- რო­გორ და­ინ­ფი­ცირ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით თქვე­ნი დე­ი­დაშ­ვი­ლი?

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აგიხ­სნათ, თუ რა მა­ლა­პა­რა­კებს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ, ჭრი­სუფ­ლებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვა­ყე­ნებს ისეთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ ჩვენ ეს ავ­ხსნათ და ან­გა­რი­ში ჩა­ვა­ბა­როთ მათ, თუ რა­ტომ გვაქვს ასეთ დროს ლა­პა­რა­კის თავი და ჩვენც რა­ტომ არ ვი­ხო­ცე­ბით. გუ­შინ 19 წლის თეკ­ლა ემსხვერ­პლა ამ ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთი ამ­ბა­ვი ატყდა, რა ალა­პა­რა­კებთ ჭი­რი­სუფ­ლებს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, ჯერ მკვდა­რი არ გა­ცი­ე­ბუ­ლაო. თით­ქოს ჭი­რი­სუ­ფალ­ზე მე­ტად მათ შეს­ტკი­ო­დეთ გული...

ნინო ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი კი არა, და იყო. მას­ზე რვა წლით უფ­რო­სი ვარ და ერთ სო­ფელ­ში, ერთ სახ­ლში გა­ვი­ზარ­დეთ. ჩათ­ვა­ლეთ, რომ მეც მკვდა­რი ვარ ახლა.

მას ვე­რა­ვინ გა­მი­ცო­ცხლებს, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი ნუ­გე­ში, რაც მის ნა­თე­სა­ვებს გვაქვს, სი­მარ­თლის დად­გე­ნაა. მი­ვა­ბა­რებთ მი­წას ჩვენს გო­გოს და შემ­დეგ და­ვი­წყებთ უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლას სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად, რა­დაც არ უნდა დაგ­ვიჯ­დეს. სა­დაც მოგ­ვის­მე­ნენ, ვი­სა­უბ­რებთ ყველ­გან. მივ­მარ­თავთ სა­სა­მარ­თლოს და არ მო­ვე­რი­დე­ბით ქუ­ჩის აქ­ცი­ებ­საც.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნოს მდგო­მა­რე­ო­ბას... ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში მო­ლა­რედ მუ­შა­ობ­და, უეც­რად შე­უძ­ლოდ გახ­და - ტემ­პე­რა­ტუ­რამ აუ­წია და ცხე­ლე­ბა და­ე­წყო. გა­და­წყვი­ტა, ტეს­ტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა კო­რო­ნა­ვირუს­ზე. ორმა ტეს­ტმა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც მძიმ­დე­ბო­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, ამი­ტომ გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო. ბრი­გა­დამ მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნა. იქ მე­სა­მედ აუ­ღეს ტეს­ტი კო­რო­ნა­ვირუს­ზე და გვი­თხრეს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო.

ამ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და მე­ა­თე დღეს, გვი­თხრეს, რომ ფილ­ტვე­ბი გა­ე­თი­შა და გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­და­იც­ვა­ლა იმ დღეს, როცა უნდა გა­მო­ე­წე­რათ. წინა დღეს ვე­სა­უბ­რეთ ვი­დეო თვა­ლით მე და დე­და­მი­სი და გვთხრა, ყვე­ლა­ფე­რი დას­ტა­ბი­ლურ­და და ხვალ უნდა გა­მომ­წე­რონ, გა­დავ­რჩი­თო. ერთ ღა­მე­ში უეც­რად დამ­ძიმ­და და დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა.

- რო­გორ მკურ­ნა­ლობ­დნენ კლი­ნი­კა­ში, რას ამ­ბობ­და თვი­თონ?

- ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო. ამ­ბობ­და სრუ­ლი უყუ­რა­დღე­ბო­ბაა, წყალს ვი­თხოვ რამ­დე­ნი ხა­ნია და არა­ვინ არის, რომ მო­მა­წო­დო­სო. პე­რი­ო­დუ­ლად მძიმ­დე­ბო­და და უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. ერთ-ერ­თმა ექიმ­მა თქვა, ჩემ­თან რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, უკვე გვი­ან იყო და ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბო­დიო. გო­გოს ტუ­ჩე­ბი ჰქონ­და და­ლურ­ჯე­ბუ­ლი, სიმ­წრის­გან იკ­ვნეტ­და, ალ­ბათ.

- ჰქონ­და მა­ნამ­დე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი?

- არა­ნა­ი­რი. მა­სეთ სრუ­ლად ჯან­მრთელ და საღ­სა­ლა­მათ ადა­მი­ანს ვერ იპო­ვით, სან­თლით რომ ეძე­ბოთ. ერ­თა­დერ­თი კბი­ლის ამო­ღე­ბის გამო თუ მო­უ­წევ­და ექიმ­თან მის­ვლა. სხვა არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია არა­სო­დეს. ახლა მცხე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თურ­მე ნი­ნის შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და და ამან გა­მო­იწ­ვა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. მე ვსვამ კი­თხვას: თუ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და ეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე უნდა გაგ­ვე­გო? გვაჩ­ვე­ნონ შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი.

რო­გორც ვი­ცით, როცა კლი­ნი­კა­ში შეჰ­ყავთ პა­ცი­ენ­ტი, მი­თუ­მე­ტეს კო­რო­ნა­ვირუ­სის ეჭ­ვით, უკე­თე­ბენ ყვე­ლა­ნა­ირ გა­მოკ­ვლე­ვებს, მათ შო­რის გლუ­კო­ზა­ზეც. რა­ტომ არ გვი­თხრეს თა­ვი­დან­ვე, რომ ეს პრობ­ლე­მა ჰქონ­და და რისკ-ფაქ­ტო­რი იყო? იმი­ტომ, რომ მას არ ჰქონ­და რე­ა­ლუ­რად ეს პრობ­ლე­მა და იგო­ნე­ბენ თა­ვის გა­სა­მარ­თლებ­ლად. დი­ა­ბე­ტი რომ ჰქო­ნო­და, 24 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­სო­დეს შე­ა­წუ­ხებ­და, არ ეცო­დი­ნე­ბო­და ამის შე­სა­ხებ?! დაგ­ვიმ­ტკი­ცონ, რომ ჰქონ­და ეს პრობ­ლე­მა.

- რას ამ­ბო­ბენ მისი მშობ­ლე­ბი, ისი­ნიც ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ?

- ეს ჩვე­ნი პო­ზი­ცი­აა მთე­ლი ოჯა­ხის, რა­საც გე­უბ­ნე­ბით. ჩვენ ვიმ­სჯე­ლეთ და რო­გორც კი და­ვა­საფ­ლა­ვებთ ნი­ნის, და­ვი­წყებთ ბრძო­ლას ყვე­ლა კა­ნო­ნი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით. მო­ხუ­ცე­ბი ამარ­ცხე­ბენ კო­რო­ნა­ვირუსს, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე­ე­ბიც მათ შო­რის და რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს ექი­მებ­მა, რომ 24 წლის სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი გოგო გარ­და­იც­ვა­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სით?! ეს უნდა აგ­ვიხ­სნან. და­ამ­ტკი­ცონ, რომ ის არ იყო ექი­მე­ბის გულ­გრი­ლო­ბის და სრუ­ლი უპა­სუხსმგებ­ლო­ბის მსხვერ­პლი. მე ვფიქ­რობ, რომ ის მოკ­ლეს და ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი არ­ვინ იცის. მოკ­ლეს უყუ­რა­დღე­ბო­ბით, წყალს არ აწ­ვდიდ­ნენ, თურ­მე, და მკურ­ნა­ლო­ბა რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ვინ იცის?! ამი­ტომ სხვე­ბიც რომ არ მოკ­ლან, ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ, არ გავ­ჩერ­დე­ბით!

რო­გორც "ტვ პირ­ველ­თან" მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი, ლიკა მუმ­ლა­ძე აცხა­დებს, 24 წლის პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია, გარ­და ამი­სა, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა იყო ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი და ორ­გა­ნიზ­მში და­ფიქ­სირ­და შაქ­რის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა. მე­დი­კო­სის თქმით, პა­ცი­ენ­ტი მათ კლი­ნი­კა­ში "თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტა­ლი­დან" გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას არ ჰქონ­და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი.

"პა­ცი­ენ­ტი ჩვენ­თან სას­წრა­ფომ 18 ნო­ემ­ბერს შე­მო­ი­ყა­ვა­ნა, ცხე­ლე­ბი­თა და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბით. ჩა­ტარ­და PCR ტეს­ტი­რე­ბა, და­დას­ტურ­და კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, პა­ცი­ენტს და­უ­დას­ტურ­და დი­აგ­ნო­ზი - Covid 19, ფილ­ტვე­ბის ორ­მხრი­ვი საკ­მა­ოდ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბით, უტარ­დე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის პა­ლა­ტა­ში, პა­ცი­ენტს ჰქონ­და და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბო­და. მოხ­და მდგო­მა­რე­ო­ბის სწრა­ფი გა­უ­ა­რე­სე­ბა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, გულ­მკერ­დის არე­ში ტკი­ვი­ლი, პნევ­მო­თო­რაქ­სი გან­ვი­თარ­და ამ გო­გო­ნას­თან, შემ­დეგ მოხ­და დრე­ნი­რე­ბა პლევ­რის ღრუ­სი, მოხ­და სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი, რაც, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა", - აცხა­დებს მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არ დაბლოკოტ
97

რა ანგელკოზ, დახატულ ბავშვებს გვიკლავენ ეს არიფები! არაფრის მცოდნეები!

ხალხო, ნუ შეერთდებით სუნთქვიტ აპარატზე! მანდ ვინც შეართეს არავუნბ გადარჩენილა! ან უხარისხო აპარატებია ან არ ვიცი მე რატომ არის რომ როგორც კი მაგ აპარატზე აერთებენ ადამიანს ის კვდება!ჩემი დაც ეგრე მოკლეს! ისე კარგად იყო სანამ მიართებდნენ და მიაერთს და ეგრევე მოკვდა!

ეგებ ამათ ეს დავალება აქვთ რომ დახოცონ ესენი ხომ ფინანსებს ამის მიხედვით ირებენ რამდნეად მძიმე მდგომაროებაა!უფალმა მაპატიოს მარა სხვა აზრი არ მიჩნდება! ესენი რიცხვებზე ნადირობენ

მე
23

ჩემი მშობლები მკურნალობდნენ ზუსტად მცხეთის ამ კლინიკაში კოვიდის გამო.

მინდა გითხრათ რომ საოცარ ყურადღებას და მზრუნველობას იჩენდა ყველა ექიმი და ექთანი მათ მიმართ და ძალიან კმაყოფილები ვიყავით. ღვთის წყალობით და იმ ექიმების დახმარებით ჩემი მშობლები, განსაკუთრებით მამაჩემი,რომელიც საკმაოდ მძიმედ იყო გადარჩნენ და ჯანმრთელები გამოწერეს კლინიკიდან.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს,ძალიან შემეცოდა ახალგაზრდა გოგო და მისი ოჯახი.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ტუჩები ჰქონდა დალურჯებული, სიმწრისგან იკვნეტდა, წყალს არ აწვდიდნენ, მოკლეს უყურადღებობით... მივმართავთ სასამართლოს" - რას ყვება კოვიდით გარდაცვლილი 24 წლის გოგონას ოჯახი

"ტუჩები ჰქონდა დალურჯებული, სიმწრისგან იკვნეტდა, წყალს არ აწვდიდნენ, მოკლეს უყურადღებობით... მივმართავთ სასამართლოს" - რას ყვება კოვიდით გარდაცვლილი 24 წლის გოგონას ოჯახი

30 ნოემბრს მცხეთის სამედიცინო ცენტრში, Covid-19-ის დიაგნოზით, 24 წლის ნინო გულიკაშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში მედიკოსებს ადანაშაულებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პაციენტი ექიმების უყურადღებობასა და დაგვიანებულ რეაგირებას ემსხვერპლა.

Ambebi.ge გარდაცვლილის დეიდაშვილს, ეკა რაზმიაშვილს ესაუბრა.

- როგორ დაინფიცირდა კორონავირუსით თქვენი დეიდაშვილი?

- პირველ რიგში, მინდა აგიხსნათ, თუ რა მალაპარაკებს. სამწუხაროდ, ჩვენ, ჭრისუფლებს, საზოგადოება გვაყენებს ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, რომ ჩვენ ეს ავხსნათ და ანგარიში ჩავაბაროთ მათ, თუ რატომ გვაქვს ასეთ დროს ლაპარაკის თავი და ჩვენც რატომ არ ვიხოცებით. გუშინ 19 წლის თეკლა ემსხვერპლა ამ ვერაგ დაავადებას და სოციალურ ქსელში ერთი ამბავი ატყდა, რა ალაპარაკებთ ჭირისუფლებს ჟურნალისტებთან, ჯერ მკვდარი არ გაციებულაო. თითქოს ჭირისუფალზე მეტად მათ შესტკიოდეთ გული...

ნინო ჩემი დეიდაშვილი კი არა, და იყო. მასზე რვა წლით უფროსი ვარ და ერთ სოფელში, ერთ სახლში გავიზარდეთ. ჩათვალეთ, რომ მეც მკვდარი ვარ ახლა.

მას ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ერთადერთი ნუგეში, რაც მის ნათესავებს გვაქვს, სიმართლის დადგენაა. მივაბარებთ მიწას ჩვენს გოგოს და შემდეგ დავიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას სიმართლის დასადგენად, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. სადაც მოგვისმენენ, ვისაუბრებთ ყველგან. მივმართავთ სასამართლოს და არ მოვერიდებით ქუჩის აქციებსაც.

ახლა რაც შეეხება ნინოს მდგომარეობას... ერთ-ერთ მაღაზიაში მოლარედ მუშაობდა, უეცრად შეუძლოდ გახდა - ტემპერატურამ აუწია და ცხელება დაეწყო. გადაწყვიტა, ტესტი გაეკეთებინა კორონავირუსზე. ორმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, მიუხედავად ამისა, მაინც მძიმდებოდა მისი მდგომარეობა, ამიტომ გამოვიძახეთ სასწრაფო. ბრიგადამ მცხეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. იქ მესამედ აუღეს ტესტი კორონავირუსზე და გვითხრეს, რომ ინფიცირებული იყო.

ამ კლინიკაში მკურნალობდა 10 დღის განმავლობაში და მეათე დღეს, გვითხრეს, რომ ფილტვები გაეთიშა და გარდაიცვალა. გარდაიცვალა იმ დღეს, როცა უნდა გამოეწერათ. წინა დღეს ვესაუბრეთ ვიდეო თვალით მე და დედამისი და გვთხრა, ყველაფერი დასტაბილურდა და ხვალ უნდა გამომწერონ, გადავრჩითო. ერთ ღამეში უეცრად დამძიმდა და დილით გარდაიცვალა.

- როგორ მკურნალობდნენ კლინიკაში, რას ამბობდა თვითონ?

- ძალიან უკმაყოფილო იყო. ამბობდა სრული უყურადღებობაა, წყალს ვითხოვ რამდენი ხანია და არავინ არის, რომ მომაწოდოსო. პერიოდულად მძიმდებოდა და უმჯობესდებოდა მისი მდგომარეობა. ერთ-ერთმა ექიმმა თქვა, ჩემთან რომ ჩამოიყვანეს, უკვე გვიან იყო და ვერაფერს გავხდებოდიო. გოგოს ტუჩები ჰქონდა დალურჯებული, სიმწრისგან იკვნეტდა, ალბათ.

- ჰქონდა მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები?

- არანაირი. მასეთ სრულად ჯანმრთელ და საღსალამათ ადამიანს ვერ იპოვით, სანთლით რომ ეძებოთ. ერთადერთი კბილის ამოღების გამო თუ მოუწევდა ექიმთან მისვლა. სხვა არანაირი პრობლემა არ ჰქონია არასოდეს. ახლა მცხეთის საავადმყოფოში გვეუბნებიან, რომ თურმე ნინის შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა და ამან გამოიწვა მისი გარდაცვალება. მე ვსვამ კითხვას: თუ შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა ეს გარდაცვალების მერე უნდა გაგვეგო? გვაჩვენონ შესაბამისი დოკუმენტები.

როგორც ვიცით, როცა კლინიკაში შეჰყავთ პაციენტი, მითუმეტეს კორონავირუსის ეჭვით, უკეთებენ ყველანაირ გამოკვლევებს, მათ შორის გლუკოზაზეც. რატომ არ გვითხრეს თავიდანვე, რომ ეს პრობლემა ჰქონდა და რისკ-ფაქტორი იყო? იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა რეალურად ეს პრობლემა და იგონებენ თავის გასამართლებლად. დიაბეტი რომ ჰქონოდა, 24 წლის განმავლობაში არასოდეს შეაწუხებდა, არ ეცოდინებოდა ამის შესახებ?! დაგვიმტკიცონ, რომ ჰქონდა ეს პრობლემა.

- რას ამბობენ მისი მშობლები, ისინიც ექიმებს ადანაშაულებენ?

- ეს ჩვენი პოზიციაა მთელი ოჯახის, რასაც გეუბნებით. ჩვენ ვიმსჯელეთ და როგორც კი დავასაფლავებთ ნინის, დავიწყებთ ბრძოლას ყველა კანონიერი საშუალებით. მოხუცები ამარცხებენ კორონავირუსს, ქრონიკული დაავადების მქონეებიც მათ შორის და როგორ მოახერხეს ექიმებმა, რომ 24 წლის სრულიად ჯანმრთელი გოგო გარდაიცვალა კორონავირუსით?! ეს უნდა აგვიხსნან. დაამტკიცონ, რომ ის არ იყო ექიმების გულგრილობის და სრული უპასუხსმგებლობის მსხვერპლი. მე ვფიქრობ, რომ ის მოკლეს და ვინ იქნება შემდეგი არვინ იცის. მოკლეს უყურადღებობით, წყალს არ აწვდიდნენ, თურმე, და მკურნალობა როგორ მიმდინარეობდა, ვინ იცის?! ამიტომ სხვებიც რომ არ მოკლან, ჩვენ ვიბრძოლებთ, არ გავჩერდებით!

როგორც "ტვ პირველთან" მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი, ლიკა მუმლაძე აცხადებს, 24 წლის პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა ორმხრივი პნევმონია, გარდა ამისა, ახალგაზრდა გოგონა იყო ჭარბწონიანი და ორგანიზმში დაფიქსირდა შაქრის მაღალი შემცველობა. მედიკოსის თქმით, პაციენტი მათ კლინიკაში "თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან" გადაიყვანეს, სადაც მას არ ჰქონდა დადასტურებული კორონავირუსი.

"პაციენტი ჩვენთან სასწრაფომ 18 ნოემბერს შემოიყავანა, ცხელებითა და რესპირატორული ჩივილებით. ჩატარდა PCR ტესტირება, დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია, პაციენტს დაუდასტურდა დიაგნოზი - Covid 19, ფილტვების ორმხრივი საკმაოდ მძიმე დაზიანებით, უტარდებოდა მკურნალობა ინტენსიური მეთვალყურეობის პალატაში, პაციენტს ჰქონდა დადებითი დინამიკა და მკურნალობა გრძელდებოდა. მოხდა მდგომარეობის სწრაფი გაუარესება, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის არეში ტკივილი, პნევმოთორაქსი განვითარდა ამ გოგონასთან, შემდეგ მოხდა დრენირება პლევრის ღრუსი, მოხდა სამწუხარო ფაქტი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა", - აცხადებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი.

"ლილო მოლი" განცხადებას ავრცელებს და მთავრობას თხოვნით მიმართავს

"გეფიცებით, რაც "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში აღარ არის, უფრო მეტად მოქმედებს ნერვებსა და ფსიქიკაზე..." - გოგი ჭიჭინაძე

"ბავშვი დამოუკიდებლად ვერ დადის, ხელით ვატარებ" - მამა, რომელიც შვილებს მარტო ზრდის და მცირე ოჯახური ბიზნესით შშმ პირებს ეხმარება