მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ქალი მთავარი მსაჯი "კაცების თამაშში": ვინ არის სტეფანი ფრეპარტი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგაზე" იმსაჯა: "გოგონები მიყურებენ და ფიქრობენ, ეს შესაძლებელია"
პირველი ქალი მთავარი მსაჯი "კაცების თამაშში": ვინ არის სტეფანი ფრეპარტი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგაზე" იმსაჯა: "გოგონები მიყურებენ და ფიქრობენ, ეს შესაძლებელია"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში ქალ­თა ფეხ­ბურ­თი სულ უფრო მე­ტად ვი­თარ­დე­ბა და სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში უკვე არა­ერ­თი ქალი მსა­ჯიც გა­მოჩ­ნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მა­ინც სტე­რე­ო­ტი­პუ­ლია და ფეხ­ბურ­თი "მა­მა­კა­ცე­ბის თა­მა­შად“ ით­ვლე­ბა.

თუმ­ცა ჩვენს დრო­ში "მა­მა­კა­ცე­ბის სპორ­ტში“ არ­სე­ბო­ბენ ისე­თი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ. ამის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თი ფეხ­ბურ­თის ფრან­გი არ­ბიტ­რი, სტე­ფა­ნი ფრე­პარ­ტია, რო­მელ­მაც კა­ცებს შო­რის უმაღ­ლე­სი რან­გის სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩი გან­სა­ჯა.

შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სტე­ფა­ნიმ ის­ტო­რია და­წე­რა, ის გახ­და პირ­ვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც კა­ცებს შო­რის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მატ­ჩის (სა­უ­ბა­რია იუ­ვენ­ტუ­სი­სა და კი­ე­ვის დი­ნა­მოს და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე) მთა­ვა­რი მსა­ჯი იყო. ასეთ დო­ნე­ზე აქამ­დე ქალს მთა­ვა­რი მსა­ჯის ფუნ­ქცია არ შე­უს­რუ­ლე­ბია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სტე­ფა­ნი არის პირ­ვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც 2019 წელს, კა­ცებს შო­რის უე­ფას სუ­პერ­თა­სი გან­სა­ჯა. მა­შინ ერ­თმა­ნეთს ლი­ვერ­პუ­ლი და ჩელ­სი და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

2019 წელი, სტე­ფა­ნი უე­ფას სუ­პერ­თა­სის მსა­ჯო­ბი­სას

ფრან­გი არ­ბიტ­რი 37 წლი­საა. 2011 წლი­დან ის კა­ცებს შო­რის მატ­ჩე­ბის მსა­ჯი იყო საფ­რან­გე­თის მე­სა­მე დი­ვი­ზი­ონ­ში და სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო მისი კა­რი­ე­რუ­ლი აღ­მას­ვლა. 2014 წელს უკვე მან საფ­რან­გე­თის ლიგა 2-ის მატჩში იმ­სა­ჯა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში რან­გით მე­ო­რე ჩემ­პი­ო­ნა­ტია. ასე­ვე, ის იყო არ­ბიტ­რი 2015 წელს კა­ნა­და­ში გა­მარ­თუ­ლი ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩე­ბი­სა.

სტე­ფა­ნი 2015 წლის ქალ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე

2019 წელს ის უკვე კა­ცებს შო­რის საფ­რან­გე­თის მთა­ვა­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტის, ლიგა 1-ის არ­ბიტ­რი გახ­და. 2020 წელს კი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე, იუ­ვენ­ტუ­სი­სა და კი­ე­ვის დი­ნა­მოს და­პი­რის­პი­რე­ბი­სას იმ­სა­ჯა.

ფრან­გულ გა­მო­ცე­მა L’Express-სთან სა­უბ­რი­სას სტე­ფა­ნი ფრე­პარ­ტი ამ­ბობს, რომ ფეხ­ბურ­თის წე­სე­ბი ბავ­შვო­ბი­დან შე­ის­წავ­ლა, მა­შინ, როცა ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. ფეხ­ბურ­თის თა­მაშს 18 წლის ასაკ­ში და­ა­ნე­ბა თავი, რად­გა­ნაც რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, მთა­ვა­რი ოც­ნე­ნე­ბა მსა­ჯო­ბა იყო.

"ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი Val d’Oise-ში, ხოლო 13-14 წლის ასა­კი­დან გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ფეხ­ბურ­თის კა­ნო­ნე­ბი უფრო მე­ტად მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ჩემს რა­ი­ონ­ში მატ­ჩე­ბის მსა­ჯის როლს ვას­რუ­ლებ­დი. 18 წლის რომ გავ­ხდი, უნდა ამე­რი­ჩია - ან ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა, ან მსა­ჯო­ბა და მე მსა­ჯო­ბა ავირ­ჩიე“, - ამ­ბობს სტე­ფა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ბევ­რს შრო­მობს, რათა მატ­ჩებს ტაქ­ტი­კუ­რად, ტექ­ნი­კუ­რად და ფი­ზი­კუ­რად მზად­ყოფ­ნა­ში გა­უ­ძღვეს.

ფრე­პარ­ტი თვლის, რომ მისი ამ­გვა­რი წარ­მა­ტე­ბა ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სურთ ამ სპორ­ტში ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რონ, შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და რომ ისი­ნი მისი "სასტვე­ნის ხმას გაჰ­ყვე­ბი­ან.“

"ნამ­დვი­ლად დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, რო­დე­საც გაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ შენს უკან მდგომ გო­გო­ნებს უჩ­ვე­ნო გზა, რო­მელ­საც შემ­დეგ ისი­ნი გაჰ­ყვე­ბი­ან. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბი მე მი­ყუ­რე­ბენ ტე­ლე­ვი­ზორ­ში და ფიქ­რო­ბენ, თურ­მე ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, აქამ­დე კა­ცე­ბის ფეხ­ბურთში ხომ მხო­ლოდ კაც მსა­ჯებს ვხე­დავ­დით?!" - ამ­ბობს არ­ბიტ­რი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თანასწორობა კარგია
3

მაგრამ ძალოსნურ და კონტაქტურ სპორტში არ ვარგა. მამაკაცის სკელეტონი ბუნებრივად უფრო დიდია და ძლიერი და ამა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქალს, მაგალითად რაგბში.

სტუმარი
1

ჩემპიონთა ლიგაზე, თუ ლიგაში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

პირველი ქალი მთავარი მსაჯი "კაცების თამაშში": ვინ არის სტეფანი ფრეპარტი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგაზე" იმსაჯა: "გოგონები მიყურებენ და ფიქრობენ, ეს შესაძლებელია"

პირველი ქალი მთავარი მსაჯი "კაცების თამაშში": ვინ არის სტეფანი ფრეპარტი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგაზე" იმსაჯა: "გოგონები მიყურებენ და ფიქრობენ, ეს შესაძლებელია"

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ქალთა ფეხბურთი სულ უფრო მეტად ვითარდება და სპორტის ამ სახეობაში უკვე არაერთი ქალი მსაჯიც გამოჩნდა, საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება მაინც სტერეოტიპულია და ფეხბურთი "მამაკაცების თამაშად“ ითვლება.

თუმცა ჩვენს დროში "მამაკაცების სპორტში“ არსებობენ ისეთი ქალები, რომლებიც წარმატებას აღწევენ. ამის ერთ-ერთი მაგალითი ფეხბურთის ფრანგი არბიტრი, სტეფანი ფრეპარტია, რომელმაც კაცებს შორის უმაღლესი რანგის საფეხბურთო მატჩი განსაჯა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტეფანიმ ისტორია დაწერა, ის გახდა პირველი ქალი, რომელიც კაცებს შორის ჩემპიონთა ლიგის მატჩის (საუბარია იუვენტუსისა და კიევის დინამოს დაპირისპირებაზე) მთავარი მსაჯი იყო. ასეთ დონეზე აქამდე ქალს მთავარი მსაჯის ფუნქცია არ შეუსრულებია.

აღსანიშნავია, რომ სტეფანი არის პირველი ქალი, რომელმაც 2019 წელს, კაცებს შორის უეფას სუპერთასი განსაჯა. მაშინ ერთმანეთს ლივერპული და ჩელსი დაუპირისპირდნენ.

2019 წელი, სტეფანი უეფას სუპერთასის მსაჯობისას

ფრანგი არბიტრი 37 წლისაა. 2011 წლიდან ის კაცებს შორის მატჩების მსაჯი იყო საფრანგეთის მესამე დივიზიონში და სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერული აღმასვლა. 2014 წელს უკვე მან საფრანგეთის ლიგა 2-ის მატჩში იმსაჯა, რომელიც ქვეყანაში რანგით მეორე ჩემპიონატია. ასევე, ის იყო არბიტრი 2015 წელს კანადაში გამართული ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებისა.

სტეფანი 2015 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე

2019 წელს ის უკვე კაცებს შორის საფრანგეთის მთავარი ჩემპიონატის, ლიგა 1-ის არბიტრი გახდა. 2020 წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე, იუვენტუსისა და კიევის დინამოს დაპირისპირებისას იმსაჯა.

ფრანგულ გამოცემა L’Express-სთან საუბრისას სტეფანი ფრეპარტი ამბობს, რომ ფეხბურთის წესები ბავშვობიდან შეისწავლა, მაშინ, როცა ფეხბურთელი იყო. ფეხბურთის თამაშს 18 წლის ასაკში დაანება თავი, რადგანაც როგორც თვითონ ამბობს, მთავარი ოცნენება მსაჯობა იყო.

"ფეხბურთს ვთამაშობდი Val d’Oise-ში, ხოლო 13-14 წლის ასაკიდან გავაცნობიერე, რომ ფეხბურთის კანონები უფრო მეტად მაინტერესებდა. ჩემს რაიონში მატჩების მსაჯის როლს ვასრულებდი. 18 წლის რომ გავხდი, უნდა ამერიჩია - ან ფეხბურთელობა, ან მსაჯობა და მე მსაჯობა ავირჩიე“, - ამბობს სტეფანი.

მისივე თქმით, ბევრს შრომობს, რათა მატჩებს ტაქტიკურად, ტექნიკურად და ფიზიკურად მზადყოფნაში გაუძღვეს.

ფრეპარტი თვლის, რომ მისი ამგვარი წარმატება ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებსაც სურთ ამ სპორტში ადგილი დაიმკვიდრონ, შთამაგონებელი იქნება და რომ ისინი მისი "სასტვენის ხმას გაჰყვებიან.“

"ნამდვილად დიდი სიამოვნებაა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, რომ შენს უკან მდგომ გოგონებს უჩვენო გზა, რომელსაც შემდეგ ისინი გაჰყვებიან. ახალგაზრდა გოგონები მე მიყურებენ ტელევიზორში და ფიქრობენ, თურმე ეს შესაძლებელია, აქამდე კაცების ფეხბურთში ხომ მხოლოდ კაც მსაჯებს ვხედავდით?!" - ამბობს არბიტრი.

"საიდუმლო დაავადება", რომლის გამოც ინდოეთში 227 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა - "პაციენტებს თვალები ეწვოდათ, ზოგი კი გონებას კარგავდა"

"ყველას გვინდა საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას" - ჯანმოს ხელმძღვანელის რეკომენდაციები დღესასწაულების აღსანიშნად

მინსკში საპროტესტო აქციაზე 300 ადამიანი დააკავეს