მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებელი კომპანიების ვალდებულებებზე
რა უნდა ვიცოდეთ ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებელი კომპანიების ვალდებულებებზე

პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ელექტრო­ე­ნერ­გი­ით, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­თა და სას­მე­ლი წყლით ხა­რის­ხი­ა­ნი მო­მა­რა­გე­ბა ათ­მა­გად აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ვი­ნა­ი­დან და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, სას­მე­ლი წყლი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მიმ­წო­დე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­სა და უშუ­ა­ლოდ აბო­ნენ­ტებს შო­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, მათ ურ­თი­ერ­თო­ბებს მომ­სა­ხუ­რე­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი ხა­რის­ხის სტან­დარ­ტე­ბი არე­გუ­ლი­რებს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია (სე­მე­კი) ად­გენს.

მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტი ვრცელ­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რებ­ზე და მათ­თვის ერ­თი­ან მო­თხოვ­ნებ­სა და სტან­დარ­ტებს ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს სტან­დარ­ტე­ბი მომ­ხმა­რე­ბელ­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის მი­ნი­მა­ლურ დო­ნეს გან­სა­ზღვრავს, რომ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც სა­წარ­მოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა.

სე­მე­კის ელექტრო­ნულ ბა­ზა­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად, რე­ა­ლურ დრო­ში ფიქ­სირ­დე­ბა რე­გუ­ლი­რე­ბად სა­წარ­მო­ებ­ში შე­სუ­ლი მომ­ხმა­რე­ბელ­თა გან­ცხა­დე­ბე­ბი, ინ­ფორ­მა­ცია გეგ­მუ­რი და და­უ­გეგ­მა­ვი წყვე­ტე­ბის, ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლის მი­ერ­თე­ბი­სა და და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო ქსე­ლი­დან გა­მორ­თუ­ლი აბო­ნენ­ტე­ბის მო­მა­რა­გე­ბის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ.

თუმ­ცა, კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ კო­მერ­ცი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტებს, რა დრო­საც მათ მომ­ხმა­რებ­ლის­თვის შე­სა­ბა­მი­სი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკის­რე­ბათ. 2017 წლის და­სა­წი­სი­დან 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, კომ­პა­ნი­ებ­მა მომ­ხმა­რებ­ლებს, კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა – 7 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლარი გა­და­უ­ხა­დეს. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ამ დარ­ღვე­ვე­ბი­დან ლო­მის წილი ქსელ­ზე ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლის და­ერ­თე­ბის ვა­დე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე მო­დის და მთე­ლი კო­მენ­სა­ცი­ე­ბის 96% სწო­რედ ამის გა­მოა გა­დახ­დი­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტორ­ში გა­ი­ცა 4 მი­ლონ­ზე მეტი ლარი, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სექ­ტორ­ში – 2 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე, ხოლო ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კულ სექ­ტორ­ში 1 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ოდე­ნო­ბის კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი.

სე­მეკ­ში აღნშნა­ვენ, რომ ბოლო წლებ­ში გა­ი­ზარ­და კო­მერ­ცი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი და, შე­სა­ბა­მი­სად, შემ­ცირ­და გა­დახ­დი­ლი კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. მა­გა­ლი­თის­თვის, 2019 წლის 1–ლი სექ­ტემ­ბრი­დან 2020 წლის 1–ლი ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის გა­დახ­დი­ლი კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი და ჯამ­ში, სა­მი­ვე სექ­ტორ­ში, 134 335 ლარს შე­ად­გენს. აქე­დან ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კა­ზე 35 525 ლარი მო­დის, რაც მთლი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის 26,5%–ს შე­ად­გენს, ბუ­ნებ­რივ გაზ­ზე 20 795 ლარი (15,5%). კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბით კვლავ წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რი ლი­დე­რობს და ამ სექ­ტორ­ში გა­დახ­დი­ლი კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ, სა­ა­ნა­ლი­ზო პე­რი­ოდ­ში, 78 015 ლარი შე­ად­გი­ნა (58%).

თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, კო­მი­სი­ის მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი იქნა კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბის ფაქ­ტე­ბი, რაც გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­ლი­ცენ­ზიო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვად და კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და მათი და­ჯა­რი­მე­ბა. სე­მე­კის მომ­სა­ხუ­რე­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი ხარ­სი­ხის დე­პარ­ტა­მენ­ტის ანა­ლი­ზის შე­დე­გად, სხვა­დას­ხვა დროს მსგავ­სი ტი­პის დარ­ღვე­ვე­ბი სა­მი­ვე სექ­ტორ­ში გა­მოვ­ლინ­და. მა­გა­ლი­თად:

  • შპს „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი“ არას­წო­რად ახ­დენ­და მომ­ხმა­რე­ბელ­თა გა­ნა­ცხა­დე­ბის ვა­და­ში დას­რუ­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის ატ­ვირ­თვას.
  • შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ სს "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" მიერ მი­ერ­თე­ბის თა­ო­ბა­ზე ელექტრო­ნულ ჟურ­ნალ­ში ატ­ვირ­თლი ინ­ფორ­მა­ცია არ ასა­ხავ­და რე­ა­ლო­ბას 19 ობი­ექ­ტზე, ასე­ვე გან­ხი­ლულ შემ­თხვე­ვებ­ში მი­ერ­თე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს დარ­ღვე­უ­ლი იყო ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ნორ­მე­ბი. კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გარ­და და­ჯა­რი­მე­ბი­სა, სს „ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას“ და­ე­ვა­ლა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვის გამო კონ­კრე­ტუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის გა­დახ­და.
  • შპს "თბი­ლი­სი ენერ­ჯიმ" და­არ­ღვია კო­მი­სი­ის ელექტრო­ნულ ჟურ­ნალ­ში ზუს­ტი და სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ასახ­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია „მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის წე­სე­ბით“.
  • სს "თე­ლა­სი" მის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ ამა­ხინ­ჯებ­და ფაქ­ტობ­რივ სუ­რათს და ამ გზით იუმ­ჯო­ბე­სებ­და ელექტრო­ნულ ჟურ­ნალ­ში სა­ერ­თო სტან­დარ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებს. კერ­ძოდ, კომ­პა­ნი­ამ მი­უ­თი­თა, რომ მას არ ჰქონ­და არც ერთი იმ მომ­ხმა­რებ­ლის სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი, რომ­ლის მო­მა­რა­გე­ბაც შე­წყდა, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. ელექტრო­ნულ ჟურ­ნალ­ში სრუ­ლი და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის ასახ­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ირ­ღვა იმი­თაც, რომ კომ­პა­ნი­ამ ზო­გი­ერ­თი წყვე­ტა სა­ერ­თოდ არ და­ა­რე­გის­ტრი­რა ელექტრო­ნულ ჟურ­ნალ­ში, რის შე­სა­ხებ კო­მი­სი­ამ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მი­მარ­თვის შე­დე­გად შე­ი­ტყო.

ამ და სხვა ტი­პის დარ­ღვე­ვე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, სე­მეკ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა:

  • ჟურ­ნალ­ში ატ­ვირ­თულ ინ­ფორ­მი­ა­ცი­ი­სა და გა­ნა­ცხა­დის შე­და­რე­ბა;
  • მომ­ხმა­რე­ბელ­თან უკუ­კავ­ში­რი;
  • სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ად­გილ­ზე გა­და­მოწ­მე­ბა შე­სა­ბა­მის ტექ­ნი­კურ დე­პარ­ტა­მენ­ტებ­თან ერ­თად.

ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით დაგ­რო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე კო­მი­სი­ამ რიგ შემ­თხვე­ვა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი ხა­რის­ხის სტან­დარ­ტე­ბი გა­ნა­ახ­ლა, მო­არ­გო რა ისი­ნი ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს. სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარსხის სა­ერ­თო სტან­დარ­ტე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლე­ბი რე­გუ­ლი­რე­ბა­დი სა­წარ­მო­ე­ბის ტა­რი­ფე­ბის გა­ან­გა­რი­შე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებელი კომპანიების ვალდებულებებზე

რა უნდა ვიცოდეთ ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებელი კომპანიების ვალდებულებებზე

პანდემიის პირობებში მოსახლეობის ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და სასმელი წყლით ხარისხიანი მომარაგება ათმაგად აქტუალურია, ვინაიდან დასაქმებული ადამიანების დიდი უმრავლესობა სწორედ საკუთარი სახლიდან აგრძელებს მუშაობას.

ელექტროენერგიის, სასმელი წყლისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელ კომპანიებსა და უშუალოდ აბონენტებს შორის ინდივიდუალური ხელშეკრულებების არარსებობის პირობებში, მათ ურთიერთობებს მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტები არეგულირებს, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ადგენს.

მომსახურების ხარისხის სტანდარტი ვრცელდება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებზე და მათთვის ერთიან მოთხოვნებსა და სტანდარტებს ადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს სტანდარტები მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მინიმალურ დონეს განსაზღვრავს, რომლის უზრუნველყოფაც საწარმოს ვალდებულებაა.

სემეკის ელექტრონულ ბაზაში ავტომატურად, რეალურ დროში ფიქსირდება რეგულირებად საწარმოებში შესული მომხმარებელთა განცხადებები, ინფორმაცია გეგმური და დაუგეგმავი წყვეტების, ახალი მომხმარებლის მიერთებისა და დავალიანების გადაუხდელობის გამო ქსელიდან გამორთული აბონენტების მომარაგების აღდგენის შესახებ.

თუმცა, კომუნალური მომსახურების კომპანიები რიგ შემთხვევებში ვერ აკმაყოფილებენ კომერციული მომსახურების სტანდარტებს, რა დროსაც მათ მომხმარებლისთვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ. 2017 წლის დასაწისიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, გარანტირებული სტანდარტების დარღვევის გამო, კომპანიებმა მომხმარებლებს, კომპენსაციის სახით, საკმაოდ სოლიდური თანხა – 7 მილიონზე მეტი ლარი გადაუხადეს. საგულისხმოა, რომ ამ დარღვევებიდან ლომის წილი ქსელზე ახალი მომხმარებლის დაერთების ვადების დარღვევაზე მოდის და მთელი კომენსაციების 96% სწორედ ამის გამოა გადახდილი. ამ პერიოდში წყალმომარაგების სექტორში გაიცა 4 მილონზე მეტი ლარი, ბუნებრივი გაზის სექტორში – 2 მილიონ ლარამდე, ხოლო ელექტროენერგეტიკულ სექტორში 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაციები.

სემეკში აღნშნავენ, რომ ბოლო წლებში გაიზარდა კომერციული მომსახურების ხარისხი და, შესაბამისად, შემცირდა გადახდილი კომპენსაციების რაოდენობაც. მაგალითისთვის, 2019 წლის 1–ლი სექტემბრიდან 2020 წლის 1–ლი ნოემბრის პერიოდში მომხმარებლებისთვის გადახდილი კომპენსაციების მოცულობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული და ჯამში, სამივე სექტორში, 134 335 ლარს შეადგენს. აქედან ელექტროენერგეტიკაზე 35 525 ლარი მოდის, რაც მთლიანი კომპენსაციების 26,5%–ს შეადგენს, ბუნებრივ გაზზე 20 795 ლარი (15,5%). კომპენსაციების მოცულობით კვლავ წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს და ამ სექტორში გადახდილი კომპენსაციების მოცულობამ, საანალიზო პერიოდში, 78 015 ლარი შეადგინა (58%).

თუმცა, ამავდროულად, კომისიის მიერ გამოვლენილი იქნა კომპანიების მხრიდან არასწორი ინფორმაციის მოწოდების ფაქტები, რაც განიხილება სალიცენზიო პირობების დარღვევად და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა მათი დაჯარიმება. სემეკის მომსახურების კომერციული ხარსიხის დეპარტამენტის ანალიზის შედეგად, სხვადასხვა დროს მსგავსი ტიპის დარღვევები სამივე სექტორში გამოვლინდა. მაგალითად:

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არასწორად ახდენდა მომხმარებელთა განაცხადების ვადაში დასრულების მონაცემების ატვირთვას.
  • შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ მიერთების თაობაზე ელექტრონულ ჟურნალში ატვირთლი ინფორმაცია არ ასახავდა რეალობას 19 ობიექტზე, ასევე განხილულ შემთხვევებში მიერთების სამუშაოების დროს დარღვეული იყო ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმები. კომისიის გადაწყვეტილებით, გარდა დაჯარიმებისა, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაევალა გარანტირებული სტანდარტების დარღვევის გამო კონკრეტული მომხმარებლებისათვის კომპენსაციების გადახდა.
  • შპს "თბილისი ენერჯიმ" დაარღვია კომისიის ელექტრონულ ჟურნალში ზუსტი და სრული ინფორმაციის დაუყოვნებლივ ასახვის ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია „მომსახურების ხარისხის წესებით“.
  • სს "თელასი" მისთვის სასარგებლოდ ამახინჯებდა ფაქტობრივ სურათს და ამ გზით იუმჯობესებდა ელექტრონულ ჟურნალში საერთო სტანდარტების შესრულების მაჩვენებლებს. კერძოდ, კომპანიამ მიუთითა, რომ მას არ ჰქონდა არც ერთი იმ მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი, რომლის მომარაგებაც შეწყდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ელექტრონულ ჟურნალში სრული და ზუსტი ინფორმაციის ასახვის ვალდებულება დაირღვა იმითაც, რომ კომპანიამ ზოგიერთი წყვეტა საერთოდ არ დაარეგისტრირა ელექტრონულ ჟურნალში, რის შესახებ კომისიამ მომხმარებლების მიმართვის შედეგად შეიტყო.

ამ და სხვა ტიპის დარღვევების გამოსავლენად, სემეკში ყოველდღიურად ხდება ჩანაწერების გადამოწმება:

  • ჟურნალში ატვირთულ ინფორმიაციისა და განაცხადის შედარება;
  • მომხმარებელთან უკუკავშირი;
  • საჭიროების შემთხვევაში, გაწეული მომსახურების ადგილზე გადამოწმება შესაბამის ტექნიკურ დეპარტამენტებთან ერთად.

ამ ღონისძიებათა ერთობლიობით დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე კომისიამ რიგ შემთხვევაში მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტები განაახლა, მოარგო რა ისინი ფაქტობრივ გარემოებებს. საგულისხმოა ისიც, რომ კომერციული მომსახურების ხარსხის საერთო სტანდარტების მაჩვენებელები რეგულირებადი საწარმოების ტარიფების გაანგარიშებისას გამოიყენება.

NS

ქუთაისში კორონავირუსისგან 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა

სად უნდა დარეგისტრირდეთ 300 ლარიანი დახმარების მისაღებად?

საქართველოში კორონავირუსის 4260 ახალი შემთხვევიდან 1676 - თბილისში გამოვლინდა - უახლესი მონაცემები რეგიონებიდან