მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი, რომელმაც ვიდეომიმართვისას მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდა, დააკავეს
ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი, რომელმაც ვიდეომიმართვისას მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდა, დააკავეს

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი ას­ლან ვა­შაყ­მა­ძე, რო­მელ­მაც ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­უ­წო­და, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 30 ნო­ემ­ბერს, ა.ვ.-მ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, სა­დაც მან მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ჯა­როდ მო­უ­წო­და პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის­კენ. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი "facebook"-ის სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ Live-ჩარ­თვა­ში ა.ვ. აღ­ნიშ­ნავ­და, რომ სა­ჭი­როა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ერთ-ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი შე­ი­პყრონ და სხვა­დას­ხვა სა­ხის ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნონ.

უწყე­ბის ცნო­ბით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქა­ლაქ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე სსკ-ის 239-ე პრი­მა მუხ­ლით და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში უწყე­ბის გა­და­სა­ცე­მად და მოწ­მის სა­ხით სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში და­სა­ბა­რებ­ლად, მიმ­დი­ნა­რე წლის 2 დე­კემ­ბერს, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ქა­ლაქ ფოთ­ში შეხ­ვდნენ ა.ვ.-ს, რა დრო­საც ის თავს და­ეს­ხა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის­კენ სა­ჯა­როდ მო­წო­დე­ბის და პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტებ­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 239-ე პრი­მა მუხ­ლით და 353-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით.

და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის თა­ნა­პარ­ტი­ელ­მა ას­ლან ვა­შაყ­მა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან წა­შა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
4

ფუ ეს ხომ კაცი არაა... ასეი ერთუჯრედიანი ყავდათ და ყავთ ახლაც სახელმწიფო მმართველობაში მყოფ ხელმძღვანელ პირებს.... 

=====
0

კიდევ კარგი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი, რომელმაც ვიდეომიმართვისას მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდა, დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი, რომელმაც ვიდეომიმართვისას მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდა, დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი ასლან ვაშაყმაძე, რომელმაც ვიდეომიმართვისას მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი "facebook"-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

„აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდებს. მოგვიანებით მან აღნიშნული ვიდეომიმართვა სოციალური ქსელიდან წაშალა.

აშშ-ს ვიზის დამზადების სანაცვლოდ, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს - თაღლითურ სქემაში 2 ცნობილი ადამიანის სახელი ფიგურირებს

"ადვოკატები კი არა ცირკის რიჟიკები ხართ, არაფრით ჩამოუვარდებით მკვლელებს" - გიორგი შაქარაშვილის და ძმის მკვლელობაში ბრალდებულთა ადვოკატებს მიმართავს

"დასაჭერთა სიაში ყავხარ ხატიას..." - როგორ ემუქრებოდნენ ცესკოს გარდაცვლილ თანამშომელს დაკავებულები