რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ბუნებრივი გაზის ღირებულების გაზრდა გარდაუვლად გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ კომპანიებისთვის 3 იანვრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ დაანონსებული ბუნებრივი აირის ფასის ზრდის კომენტირებისას განუცხადა, პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი რთული ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ახსნა არ აქვს და უბრალოდ სადიზმია.
„წარმოუდგენელია გაზზე დამოკიდებული საწარმო, როდესაც მას ტარიფი თითქმის 30%-ით უძვირდება, არ გახდეს მძევალი იმისა, რომ პროდუქცია არ გააძვიროს. იმ ფონზეც კი, რომ მომხმარებლებისგან გაძვირებული პროდუქციის მსყიდველობითუნარიანობა დაბალია, ეს გარდაუვალია. რთულ პირობებში, როდესაც უპრეცედენტოდაა გაზრდილი უმუშევრების რაოდენობა, ბიზნესი ჩამოქცევის პირასაა, ასეთ გადაწყვეტილებას ყველაზე რბილად შეიძლება სადიზმი ვუწოდოთ. კომპანიის წარმომადგენელმა სიამაყით განაცხადა, რომ ეს არ ეხება საცალო მიმართულებას, თითქოს ბიზნესი განტევების ვაცი იყოს. დღეს არაა გამდიდრების დრო, ეს გადაწყვეტილება გარდა იმისა, რომ ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული, სხვას არაფერს ეფუძნება“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, 3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება 24 თეთრით ეზრდებათ და ერთ კუბურ მეტრზე 86 თეთრის ნაცლად, ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ.
ატივცემულო საზოგადოებავ, ამომრჩევლებო, თავადაც კარგად უწყით, რომ ლარი არაა უპატრონო და რომ მასზე გარე ეკონომიკურ პროცესებს იმ გავლენის მოხდენა არ შეუძლია , რასაც ცდილობენ რომ დაგვიხატონ - ეს მხოლოდ შირმა და საბაბაბია საღლეტი ჩარხის ჩასართავად - ბლუმბერგი ქვია და აკრეფილი აქვს მაღალი ბრუნთა რიცხვი , მართვის პულტი კი ძველი და ახალი ხელისუფლების ხელშია და არა კომერციული ბანკის , არც ეროვნულის , არ ეკითხებათ მაგათ ბალია ათი შაური ! ლარის კურსი მართვადია , ის ბლუმბერგზე საბანკო კარტელის მიერ ხელისუფლების სურვილით იმართება , ნაცების 2006 წლის კანონი იძლევა ამის საშუალებას და კურსი გამოიყენება არარამარტო ბიუჯეტის გეგმის შესასრულებლად და რეიტინგების ამოსარტყმელად ე რამოტოლა მშპ გვაქვსო , არამედ ინსტრუმენტადაც სახელმწიფო სახსრების ( სახაზინო ვალდებულებები, რეფინანსირება, სავალუტო ინტერვენცია ) და ხალხის სხვა სახსრების ( ემიგრაციის გზავნილები, პირადი ქონება და თაობების დანაზოგი , მამაპაპის დატოვებული მემკვიდრეობა ) მათ მოგებაში და დეპოზიტებზე გადასაქაჩად, რომელიც ნაწილდება იმ სინდიკატის წევრებს შორის რომელსაც ქმნის თანამედროვე ქართული ოლიგარქია -სამოხელეო პარტოკრატიული ბიუროკრატია შეზრდილი მონოპოლისტურ ოლიგოპოლიებში ბიზნესის მკეთებელ დაკრიშულ კასტასთან და მათს საკანონმდებლო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ლობისტებთან ერთად ! ამ სარკაზმებს მე კი არ ვიგონებ, დავგუგლე "როგორ დგინდება ლარის კურსი ? " და პოპულარულ და ასევე ნორმატიულ ენაზეც წავიკითხე ის, რაც დავაკომენტარე ! აბა, მე სადა მაქვს მაგის ფანტაზია, ამათ ვირეშმაკობებს გავუგო რამე, ეგერ წერია ყველაფერი ! წაიკითხეთ, გულს მოგეშვებათ, რადგან გაიგებთ, რომ უპატრონო კი არაა ლარი, მტკიცე ხელს უპყრია, თქვენც მაგრად ყავხართ ჩაბღუჯული, აბა გააშვებინეთ !?