მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვედეთში დააკავეს დედა, რომელსაც ვაჟი 3 ათწლეულის განმავლობაში სახლში ჰყავდა გამოკეტილი - "ფეხებზე წყლულები ჰქონდა და დასუსტებული იყო"
შვედეთში დააკავეს დედა, რომელსაც ვაჟი 3 ათწლეულის განმავლობაში სახლში ჰყავდა გამოკეტილი - "ფეხებზე წყლულები ჰქონდა და დასუსტებული იყო"

შვე­დე­თის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა ასა­კო­ვა­ნი ქალი, რო­მელ­საც სამი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სი ვა­ჟის სახ­ლში გა­მო­კეტ­ვა ედე­ბა ბრა­ლად. რო­დე­საც 40 წლის მა­მა­კა­ცი სახ­ლში იპო­ვეს, მას სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, წყლუ­ლე­ბი ჰქონ­და, იყო და­სუს­ტე­ბუ­ლი და სა­უ­ბა­რი უჭირ­და. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მა­მა­კა­ცი აღ­მო­ა­ჩი­ნა ქალ­მა, რო­მელ­საც ჯერ ოჯა­ხის ნა­თე­სავს უწო­დებ­დნენ, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ის ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფის და იყო, რო­მელ­მაც სახ­ლი წლე­ბის წინ და­ტო­ვა და ოჯა­ხის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და, თუმ­ცა ამ­გვა­რი ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ­ჯე­რო­ბით და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტყვე­ო­ბა­ში მყოფ კაცს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით, პო­ლი­ცი­ამ დედა-შვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა და­ლუ­ქა და ახლა ეძებს მოწ­მე­ებს, რომ­ლებ­საც პირ­და­პი­რი, ან ირი­ბი შემ­ხებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ ამ საქ­მეს­თან.

დედა, რო­მე­ლიც 70 წლი­საა, პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. ის და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა გან­ცხა­დე­ბით, თუ ბრა­ლე­უ­ლო­ბა დამ­ტკიც­დე­ბა, 10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

  • რო­გორ იპო­ვეს მა­მა­კა­ცი?

ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვი, რო­მელ­მაც ის იპო­ვა, ამ­ბობს, რომ ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფის დაა, სახ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის დროს და­ტო­ვა და თა­ვი­სი ოჯა­ხი­სა და ძმის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ აღა­რა­ფე­რი გა­უ­გია. ბო­ლოს კი შე­ი­ტყო, რომ დედა ავად იყო, რის შემ­დე­გაც, სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

იხ­სე­ნებს, რომ რო­დე­საც სახ­ლში მი­ვი­და, კარი ღია დახ­ვდა, იქ სიბ­ნე­ლე, მტვე­რი, ჭუ­ჭყი და სა­ში­ნე­ლი სუნი დახ­ვდა. სამ­ზა­რე­უ­ლო­დან ხმა­უ­რი გა­ი­გო­ნა, და­ი­ნა­ხა კაცი, რო­მე­ლიც ბნელ კუ­თხე­ში იჯდა. რო­დე­საც ქალი და­ი­ნა­ხა, ფეხ­ზე წა­მოდ­გა და დე­დის სა­ხელს გა­ნუ­წყვეტ­ლივ იმე­ო­რებ­და. თით­ქმის არც ერთი კბი­ლი არ ჰქონ­და.

რო­დე­საც კაცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ექი­მებ­მა ყო­ვე­ლი­ვე პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

"ერ­თა­დერ­თი რამ, რისი თქმაც ახლა შეგ­ვიძ­ლია, არის ის, რომ ადა­მი­ა­ნი დე­დამ და­ა­პა­ტიმ­რა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ასეთ პა­ტიმ­რო­ბა­ში ის უკვე ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია“, - ამ­ბობს BBC-სთან შვე­დე­თის პო­ლი­ცი­ის პრესს­პი­კე­რი ოლა ოს­ტერ­ლინ­გი.

შვე­დე­თის მე­დი­ის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ­მა დე­დამ ახალ­გაზ­რდო­ბი­სას ვაჟი და­კარ­გა, ხოლო მას შემ­დეგ, რაც მე­ო­რე ვაჟი შე­ე­ძი­ნა, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უფრთხილ­დე­ბო­და, ამ­ბობ­და, რომ თა­ვი­სი გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლი და­უბ­რუნ­და და რომ ის ყვე­ლაფ­რის­გან უნდა და­ეც­ვა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
16

ეს რეალური მაგალითი, როცა ადამიანი თავისი გონების და ილუზიის მონა ხდება! სიკვდილი არ არსებობს, სხეული და მთლიანად ეს სამყარო ილუზიაა სიცარიელეა! 

ლევანის
5

რა სისულელეს ლაპარაკობ თუ იცი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

შვედეთში დააკავეს დედა, რომელსაც ვაჟი 3 ათწლეულის განმავლობაში სახლში ჰყავდა გამოკეტილი - "ფეხებზე წყლულები ჰქონდა და დასუსტებული იყო"

შვედეთში დააკავეს დედა, რომელსაც ვაჟი 3 ათწლეულის განმავლობაში სახლში ჰყავდა გამოკეტილი - "ფეხებზე წყლულები ჰქონდა და დასუსტებული იყო"

შვედეთის პოლიციამ დააკავა ასაკოვანი ქალი, რომელსაც სამი ათწლეულის განმავლობაში თავისი ვაჟის სახლში გამოკეტვა ედება ბრალად. როდესაც 40 წლის მამაკაცი სახლში იპოვეს, მას სხეულზე დაზიანებები, წყლულები ჰქონდა, იყო დასუსტებული და საუბარი უჭირდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, მამაკაცი აღმოაჩინა ქალმა, რომელსაც ჯერ ოჯახის ნათესავს უწოდებდნენ, ხოლო მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ტყვეობაში მყოფის და იყო, რომელმაც სახლი წლების წინ დატოვა და ოჯახის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ამგვარი ნათესაური კავშირი ოფიციალურად ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

წლების განმავლობაში ტყვეობაში მყოფ კაცს ოპერაცია ჩაუტარდა. გამოძიების მიზნით, პოლიციამ დედა-შვილის საცხოვრებელი ბინა დალუქა და ახლა ეძებს მოწმეებს, რომლებსაც პირდაპირი, ან ირიბი შემხებლობა ექნებათ ამ საქმესთან.

დედა, რომელიც 70 წლისაა, პატიმრობაში რჩება. ის დანაშაულს არ აღიარებს. სამართალდამცველთა განცხადებით, თუ ბრალეულობა დამტკიცდება, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • როგორ იპოვეს მამაკაცი?

ოჯახის ნათესავი, რომელმაც ის იპოვა, ამბობს, რომ ტყვეობაში მყოფის დაა, სახლი თინეიჯერობის დროს დატოვა და თავისი ოჯახისა და ძმის შესახებ მას შემდეგ აღარაფერი გაუგია. ბოლოს კი შეიტყო, რომ დედა ავად იყო, რის შემდეგაც, სახლში დაბრუნდების გადაწყვეტილება მიიღო.

იხსენებს, რომ როდესაც სახლში მივიდა, კარი ღია დახვდა, იქ სიბნელე, მტვერი, ჭუჭყი და საშინელი სუნი დახვდა. სამზარეულოდან ხმაური გაიგონა, დაინახა კაცი, რომელიც ბნელ კუთხეში იჯდა. როდესაც ქალი დაინახა, ფეხზე წამოდგა და დედის სახელს განუწყვეტლივ იმეორებდა. თითქმის არც ერთი კბილი არ ჰქონდა.

როდესაც კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა ყოველივე პოლიციას შეატყობინეს.

"ერთადერთი რამ, რისი თქმაც ახლა შეგვიძლია, არის ის, რომ ადამიანი დედამ დააპატიმრა და დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთ პატიმრობაში ის უკვე ძალიან დიდი ხანია“, - ამბობს BBC-სთან შვედეთის პოლიციის პრესსპიკერი ოლა ოსტერლინგი.

შვედეთის მედიის ცნობით, დაკავებულმა დედამ ახალგაზრდობისას ვაჟი დაკარგა, ხოლო მას შემდეგ, რაც მეორე ვაჟი შეეძინა, მას განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა, ამბობდა, რომ თავისი გარდაცვლილი შვილი დაუბრუნდა და რომ ის ყველაფრისგან უნდა დაეცვა.

პირველი ქალი მთავარი მსაჯი "კაცების თამაშში": ვინ არის სტეფანი ფრეპარტი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგაზე" იმსაჯა: "გოგონები მიყურებენ და ფიქრობენ, ეს შესაძლებელია"

ობამა, ბუში და კლინტონი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებენ - "მე ვენდობი მეცნიერებას“

რუსეთში მომდევნო კვირიდან კორონავირუსზე ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია იწყება - პუტინის თქმით, პირველ რიგში, მასწავლებლები და ექიმები უნდა აიცრან