მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საიდან ამ ახალგაზრდა კაცს ამდენი ღვარძლი და ბოღმა?..." - თენგიზ ცერცვაძე გიორგი კანდელაკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"საიდან ამ ახალგაზრდა კაცს ამდენი ღვარძლი და ბოღმა?..." - თენგიზ ცერცვაძე გიორგი კანდელაკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ინექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ინ­ფექ­ცი­ნის­ტის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ გან­ცხა­დე­ბებს პა­სუ­ხობს.

"მთე­ლი COVID პან­დე­მი­ის მან­ძილ­ზე, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში ცალ­კე­უ­ლი ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთხე­ლაც არ ყო­ფი­ლან COVID კლი­ნი­კა­ში და თვა­ლით არ უნა­ხავთ არ­ცერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი COVID ავად­მყო­ფი, გა­უ­თა­ვებ­ლად აქ­ვეყ­ნე­ბენ კრი­ტი­კულ პოს­ტებს, სა­დაც ლა­მის ყვე­ლა­ფერს უწუ­ნე­ბენ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას და COVID-19-თან ბრძო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად ჩაბ­მულ ექი­მებს. ეს იგი­ვეა, ომის დროს სა­კუ­თარ სახ­ლში ბუ­ხარ­თან მო­კა­ლა­თე­ბულ­მა პი­როვ­ნე­ბამ ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე მებ­რძოლ ჯა­რის­კა­ცებს თო­ფის და­ჭე­რა და საბ­რძო­ლო ტაქ­ტი­კა ას­წავ­ლოს.

ქვე­ყა­ნა­ში ამ­ჟა­მად 100-მდე COVID კლი­ნი­კაა და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლას შე­უძ­ლია თა­ვი­სი თა­ვის და ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზა­ცია ნე­ბის­მი­ერ მათ­გან­ში მო­ახ­დი­ნოს.ცნო­ბილ­მა ექიმ­მა ბ-ნმა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა ამ დღე­ებ­ში ფე­ის­ბუქ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით „ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან“, სა­დაც ბო­რო­ტი წი­თე­ლარ­მი­ე­ლი ბრიყ­ვუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით და­ჟი­ნე­ბით სვამს კი­თხვას „შენ გა­ი­სინ­ჯე დღეს შენი დე­დი­მე­რი?“.

პოსტს თან ახ­ლავს ბ-ნი გი­ორ­გის რა­მო­დე­ნი­მე ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი თა­ნა­მო­აზ­რის ირო­ნი­ულ/ცი­ნი­კუ­რი კო­მენ­ტა­რი და ღლი­ცი­ნი D-დი­მე­რის გა­მოკ­ვლე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბის თე­მა­ზე. მინ­და გარ­კვე­ვით ვუ­თხრა ბ-ნ გი­ორ­გის, მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს (კი­დევ კარ­გი ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი არი­ან) და მთელ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ D-დი­მე­რი, ზო­გი­ერთ სხვა მარ­კერ­თან (კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა, თრომ­ბო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და სხვ.) ერ­თად წარ­მო­ად­გენს COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში თრომ­ბო­ზის და თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბის რის­კის შე­ფა­სე­ბის, დი­აგ­ნოს­ტი­კის, პრე­ვენ­ცი­ი­სა და კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მაჩ­ვე­ნე­ბელს. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წამ­ყვან ქვე­ყა­ნა­ში (სა­ქარ­თვე­ლოს ჩათ­ვლით) და ყვე­ლა კლი­ნი­კა­ში სის­ხლში D-დი­მე­რის გან­სა­ზღვრა უტარ­დე­ბა უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ COVID პა­ცი­ენტს, აგ­რეთ­ვე ჰოს­პი­ტალს გა­რეთ დარ­ჩე­ნილ იმ პა­ცი­ენ­ტებს, ვი­საც აღე­ნიშ­ნე­ბა თრომ­ბო­ზის და თრომ­ბო­ემ­ბო­ლიზ­მის მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კი. ასეთ­მა მიდ­გო­მამ და ადექ­ვა­ტურ­მა ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ურ­მა თე­რა­პი­ამ ათე­ულ და ასე­უ­ლი ათა­სო­ბით COVID ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლომ ჯერ კი­დევ პან­დე­მი­ის ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში თრომ­ბო­ემ­ბო­ლიზ­მის გაზ­რდილ რის­კზე და მისი პრე­ვენ­ცი­ი­სა და მარ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, რა­მაც მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბით სიკ­ვდი­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, ხოლო ჰოს­პი­ტალს გა­რეთ, დღე­საც კი, COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს, მა­შინ რო­დე­საც ევ­რო­პის და ამე­რი­კის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში ასე­თე­ბი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. ბ-ნი გი­ორ­გის პას­კვი­ლი სცდე­ბა არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის და არა­კო­რექ­ტუ­ლო­ბის ფარ­გლებს და და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს, რა­მე­თუ იწ­ვევს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ნი­ჰი­ლიზმს, უნ­დობ­ლო­ბას ექი­მე­ბის და ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის მი­მართ და ბევრ მათ­განს (ვინც უარს იტყვის აღ­ნიშ­ნულ გა­მოკ­ვლე­ვა­ზე) პო­ტენ­ცი­უ­რად სა­სიკ­ვდი­ლოდ წი­რავს.

ბ-ნმა გი­ორ­გიმ ან მარ­თლა არ იცის COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში ამ გა­მოკ­ვლე­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა, ან შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის, მაგ­რამ მოქ­მე­დებს პრინ­ცი­პით „რაც უა­რე­სი, მით უკე­თე­სი“.სამ­წუ­ხა­როდ, ბ-ნი გი­ორ­გის­გან ასე­თი რამ ად­რეც არა­ერ­თგზის გვახ­სოვს. სხვა­დას­ხვა დროს იგი და­უ­ფა­რა­ვი კმა­ყო­ფი­ლე­ბით და ნიშ­ნის მო­გე­ბით აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ამა თუ იმ მე­დი­კა­მენ­ტმა, მაგ. რემ­დე­სი­ვირ­მა, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო იმე­დის თვა­ლით შეჰ­ყუ­რებ­და და ჯე­რაც შეჰ­ყუ­რებს, ვერ გა­ა­მარ­თლა (რა არის ამა­ში სა­სი­ხა­რუ­ლო? ვაქ­ცი­ნა­მაც რომ არ გა­ა­მარ­თლოს, უნდა გაგ­ვი­ხარ­დეს?).

აკ­რი­ტი­კებს კონ­ვა­ლეს­ცენ­ტე­ბის პლაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბას COVID ავად­მყო­ფე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. „ნონ­სენ­სად“ და „და­უ­ჯე­რე­ბელ ამ­ბად“ მო­იხ­სე­ნი­ებს ე.წ. COVID სას­ტუმ­რო­ე­ბის (რო­გორც შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლის) გა­მო­ყე­ნე­ბას შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის იზო­ლა­ცი­ის, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბი­სა და მარ­თვის­თვის. არა­და, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი „ნოუ ჰაუ“ და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. ლა­პა­რა­კობს ექი­მე­ბი­სა და ცალ­კე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრივ ღია კო­რუფ­ცი­ა­ზე?! შეც­დო­მად უთ­ვლის ქვე­ყა­ნას, რომ შვი­დი თვის მან­ძილ­ზე ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დით COVID ავა­დო­ბის და სიკ­ვდი­ლო­ბის ძა­ლი­ან და­ბალ მაჩ­ვე­ნებ­ლებს. ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე ამ­ბობს, რომ ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნით მკურ­ნა­ლო­ბით ასე­უ­ლო­ბით COVID პა­ცი­ენტს ვავ­ნეთ?! ხოლო რემ­დე­სი­ვირ­ზე (რო­მე­ლიც ჯერ ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნი­ლიც კი არ არის) „ცხვი­რი წა­ვი­ტე­ხეთ“. ცი­ნი­კუ­რად აპ­რო­ტეს­ტებს ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ პირ­ბა­დე­ე­ბის ღია სივ­რცე­ში გა­მო­ყე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო COVID პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ან სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნევს.

სი­ტყვა-სი­ტყვით მოგ­ვყავს მისი ცი­ტა­ტა „თქვე­ნო მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­სო­ბავ, სა­ერ­თოდ სუნ­თქვაც ხომ არ შევ­წყვი­ტოთ და კო­რო­ნა­ვირუ­სიც შე­წყვეტ­და გავ­რცე­ლე­ბას? ჰა??“ ანუ, ისევ იგი­ვე პრინ­ცი­პი - "რაც უა­რე­სი, მით უკე­თე­სი". შე­იძ­ლე­ბა ასეთ ადა­მი­ანს რა­ი­მე და­უ­ჯე­რო? სა­ი­დან ამ ახალ­გაზ­რდა კაცს ამ­დე­ნი ღვარ­ძლი, ბოღ­მა და სი­ძულ­ვი­ლი?თა­ვის მო­რიგ პოს­ტში ბ-ნი გი­ორ­გი აკ­რი­ტი­კებს ა.წ. 15 ივ­ლისს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის გა­იდ­ლა­ინს. მინ­და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნი სწო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში იძ­ლე­ვა COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტე­ბის უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ხოლო თუ ბ-ნმა გი­ორ­გიმ რა­ი­მე ვერ გა­ი­გო, ან არ უნდა გა­ი­გოს, ეს მისი პრობ­ლე­მაა. ამას­თან, ჩვენ მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ვართ COVID კლი­ნი­კებ­თან და ვაწ­ვდით მათ უახ­ლეს რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

სხვა­თა­შო­რის, COVID-19-ის მარ­თვა­ში ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით გა­დარ­ჩე­ნი­ლი გვყავს არა­ერ­თი უმ­ძი­მე­სი, პრაქ­ტი­კუ­ლად სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რუ­ლი პა­ცი­ენ­ტი. მინ­და ბ-ნ გი­ორ­გის ვუ­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ის, რა­საც ის კი­თხუ­ლობს და წერს, ჩვენც ვი­ცით და ისიც ვი­ცით, რაც მან არ იცის. სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით ავად­მყო­ფე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და­დას­ტუ­რე­ბაა ის ფაქ­ტი, რომ დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­შიც კი ქვე­ყა­ნას აქვს ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნებს შო­რის სიკ­ვდი­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (0,92%). უამ­რა­ვი ტელე­ხი­დი, ტე­ლე­კონ­სულ­ტა­ცია და კონ­სი­ლი­უ­მი ეწყო­ბა, წამ­ყვა­ნი უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და ჯერ არ მახ­სოვს, რომ ცალ­კე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ან ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის პრინ­ცი­პებ­ზე უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა არ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყოს.

რაც შე­ე­ხე­ბა პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კი­დან გა­წე­რის კრი­ტე­რი­უ­მებს, რო­მელ­საც ბ-ნი გი­ორ­გი ასე­ვე აკ­რი­ტი­კებს, მან უნდა იცო­დეს, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი სა­დღე­ი­სოდ რე­გუ­ლირ­დე­ბა არა წი­ნამ­დე­ბა­რე გა­იდ­ლა­ი­ნით, არა­მედ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ა.წ. 29 ოქ­ტომ­ბრის ბრძა­ნე­ბით, სა­დაც მკა­ფი­ოდ წე­რია, რომ COVID პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კი­დან გა­წე­რა და სა­ი­ზო­ლა­ციო სივ­რცე­ში გა­დაყ­ვა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ ვა­და­ზე კლი­ნი­კის ორი ექი­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. სხვა­თა­შო­რის, ის ფაქ­ტი, რომ უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცენ­ტი უპი­რა­ტე­სად 5-10%, მაქ­სი­მუმ 15%-ია, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია უფრო მეტ პა­ცი­ენტს არ სჭირ­დე­ბა.

უბ­რა­ლოდ, თი­თო­ე­უ­ლი ქვე­ყა­ნა ამას არე­გუ­ლი­რებს კონ­კრე­ტუ­ლი მო­მენ­ტის­თვის ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი COVID სი­ტუ­ა­ცი­ის და არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სის (სა­წოლ­ფონ­დის) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. იგი­ვე პრინ­ცი­პე­ბით ცდი­ლობს იხელ­მძღვა­ნე­ლოს სა­ქარ­თვე­ლოც. თუმ­ცა ეს იოლი არ არის, რად­გან ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცენ­ტის შემ­ცი­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ავად­მყო­ფე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას­თან და ჰოს­პი­ტალს გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტის სიკ­ვდი­ლო­ბის გაზ­რდილ რისკთან. ასე მა­გა­ლი­თად, ინ­გლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლილ­თა მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის 10% (ყო­ვე­ლი მე­ა­თე) მო­დის ჰოს­პი­ტალს გა­რეთ დარ­ჩე­ნილ COVID პა­ცი­ენ­ტებ­ზე, მა­შინ, როცა ჩვენ­თან ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ერ­თე­უ­ლია. ჩვენ ვცდი­ლობთ მოვ­ძებ­ნოთ რა­ღაც ოქ­როს შუ­ა­ლე­დი, რათა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შე არ დარ­ჩეს პა­ცი­ენ­ტი, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა და თან კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი ზედ­მე­ტად არ გა­და­იტ­ვირ­თოს.აი, ასე­თია სი­ნამ­დვი­ლე­ში „ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა“,-აცხა­დებს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
₩₩₩
369

საიდან და ... ასეთი განვითარების პერსონები კარიერას სხვისი ტვინების ხარჯზე იწყობენ და მაგათთან მოხვედრილი პაციენტები ერთიმეორის მიყოლებით გადადიან ყირაზე

ილია
390

ბატონო ამირან ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ. მასეთი ცინიკურები, მასეთი ამაზრზენები, მასეთი ღვარძლიანები და ბოღმიანები, მასეთი ერის და ეკლესიის მტრები რო არიან ეგ იცის მოსახლეობის 80 პროცენტმა და თქვენ ნუ ინერვიულებთ. რამდენს ეგეთს იტყვის იმდენს 2 მილიონი კაცი გულში უგინებს ოჯახს და ეგდოს სადაცაა და თუუნდა მილიონი ქონდეს დღეში ხელფასი მაინც მასეთად დარჩება. თქვენ კიდე მაგათ ჯინაზე დაამარცხეთ კოვიდი და გაახარეთ ქართველი ერი. მე თქვენგან არც ცინიკური, არც უხეში, არც ცუდი განცხადება არ მახსოვს. თქვენ გიყვართ საქართველო, გიყვართ ქართველი ხალხი და კეთილი კაცი ხართ. უფალი გფარავდეთ. ბევრი დისლაიქი ექნება ამ წერილს მაგრამ გული არ გაიტეხოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"საიდან ამ ახალგაზრდა კაცს ამდენი ღვარძლი და ბოღმა?..." - თენგიზ ცერცვაძე გიორგი კანდელაკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"საიდან ამ ახალგაზრდა კაცს ამდენი ღვარძლი და ბოღმა?..." - თენგიზ ცერცვაძე გიორგი კანდელაკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ინექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გიორგი კანდელაკთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც ინფექცინისტის ბოლოდროინდელ განცხადებებს პასუხობს.

"მთელი COVID პანდემიის მანძილზე, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცალკეული ექიმები, რომლებიც ერთხელაც არ ყოფილან COVID კლინიკაში და თვალით არ უნახავთ არცერთი სერიოზული COVID ავადმყოფი, გაუთავებლად აქვეყნებენ კრიტიკულ პოსტებს, სადაც ლამის ყველაფერს უწუნებენ ქვეყნის ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სისტემას და COVID-19-თან ბრძოლაში აქტიურად ჩაბმულ ექიმებს. ეს იგივეა, ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა და საბრძოლო ტაქტიკა ასწავლოს.

ქვეყანაში ამჟამად 100-მდე COVID კლინიკაა და სურვილის შემთხვევაში ყველას შეუძლია თავისი თავის და ცოდნის რეალიზაცია ნებისმიერ მათგანში მოახდინოს.ცნობილმა ექიმმა ბ-ნმა გიორგი კანდელაკმა ამ დღეებში ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი სახელწოდებით „ქართული რეალობიდან“, სადაც ბოროტი წითელარმიელი ბრიყვული გამომეტყველებით დაჟინებით სვამს კითხვას „შენ გაისინჯე დღეს შენი დედიმერი?“.

პოსტს თან ახლავს ბ-ნი გიორგის რამოდენიმე ანგაჟირებული თანამოაზრის ირონიულ/ცინიკური კომენტარი და ღლიცინი D-დიმერის გამოკვლევის საჭიროების თემაზე. მინდა გარკვევით ვუთხრა ბ-ნ გიორგის, მის თანამოაზრეებს (კიდევ კარგი ძალიან ცოტანი არიან) და მთელ მოსახლეობას, რომ D-დიმერი, ზოგიერთ სხვა მარკერთან (კოაგულოგრამა, თრომბოციტების რაოდენობა და სხვ.) ერთად წარმოადგენს COVID პაციენტებში თრომბოზის და თრომბოემბოლიური გართულების რისკის შეფასების, დიაგნოსტიკის, პრევენციისა და კლინიკური მართვის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში (საქართველოს ჩათვლით) და ყველა კლინიკაში სისხლში D-დიმერის განსაზღვრა უტარდება უკლებლივ ყველა ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტს, აგრეთვე ჰოსპიტალს გარეთ დარჩენილ იმ პაციენტებს, ვისაც აღენიშნება თრომბოზის და თრომბოემბოლიზმის მომატებული რისკი. ასეთმა მიდგომამ და ადექვატურმა ანტიკოაგულაციურმა თერაპიამ ათეულ და ასეული ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლე გადაარჩინა.

საქართველომ ჯერ კიდევ პანდემიის ადრეულ პერიოდში გაამახვილა ყურადღება COVID პაციენტებში თრომბოემბოლიზმის გაზრდილ რისკზე და მისი პრევენციისა და მართვის მნიშვნელობაზე, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა ჩვენს ქვეყანაში COVID პაციენტებში თრომბოემბოლიური გართულებებით სიკვდილობის შემთხვევები, ხოლო ჰოსპიტალს გარეთ, დღესაც კი, COVID პაციენტების გარდაცვალების მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვაქვს, მაშინ როდესაც ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებში ასეთები გაცილებით მეტია. ბ-ნი გიორგის პასკვილი სცდება არაკომპეტენტურობის და არაკორექტულობის ფარგლებს და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რამეთუ იწვევს მოსახლეობაში ნიჰილიზმს, უნდობლობას ექიმების და ოფიციალური სტრუქტურების მიმართ და ბევრ მათგანს (ვინც უარს იტყვის აღნიშნულ გამოკვლევაზე) პოტენციურად სასიკვდილოდ წირავს.

ბ-ნმა გიორგიმ ან მართლა არ იცის COVID პაციენტებში ამ გამოკვლევის მნიშვნელობა, ან შესანიშნავად იცის, მაგრამ მოქმედებს პრინციპით „რაც უარესი, მით უკეთესი“.სამწუხაროდ, ბ-ნი გიორგისგან ასეთი რამ ადრეც არაერთგზის გვახსოვს. სხვადასხვა დროს იგი დაუფარავი კმაყოფილებით და ნიშნის მოგებით აღნიშნავდა, რომ ამა თუ იმ მედიკამენტმა, მაგ. რემდესივირმა, რომელსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებდა და ჯერაც შეჰყურებს, ვერ გაამართლა (რა არის ამაში სასიხარულო? ვაქცინამაც რომ არ გაამართლოს, უნდა გაგვიხარდეს?).

აკრიტიკებს კონვალესცენტების პლაზმის გამოყენებას COVID ავადმყოფების სამკურნალოდ. „ნონსენსად“ და „დაუჯერებელ ამბად“ მოიხსენიებს ე.წ. COVID სასტუმროების (როგორც შუალედური რგოლის) გამოყენებას შედარებით მსუბუქი COVID პაციენტების იზოლაციის, მეთვალყურეობისა და მართვისთვის. არადა, ეს საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი „ნოუ ჰაუ“ და წარმატებული პროექტია. ლაპარაკობს ექიმებისა და ცალკეული სტრუქტურების მხრივ ღია კორუფციაზე?! შეცდომად უთვლის ქვეყანას, რომ შვიდი თვის მანძილზე ვინარჩუნებდით COVID ავადობის და სიკვდილობის ძალიან დაბალ მაჩვენებლებს. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ამბობს, რომ ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობით ასეულობით COVID პაციენტს ვავნეთ?! ხოლო რემდესივირზე (რომელიც ჯერ ქვეყანაში შემოტანილიც კი არ არის) „ცხვირი წავიტეხეთ“. ცინიკურად აპროტესტებს ქვეყნის ხელისუფლების მიერ პირბადეების ღია სივრცეში გამოყენების რეკომენდაციას, რომელსაც მთელი მსოფლიო COVID პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად მიიჩნევს.

სიტყვა-სიტყვით მოგვყავს მისი ციტატა „თქვენო მაღალყოვლადუგამარჯვებულესობავ, საერთოდ სუნთქვაც ხომ არ შევწყვიტოთ და კორონავირუსიც შეწყვეტდა გავრცელებას? ჰა??“ ანუ, ისევ იგივე პრინციპი - "რაც უარესი, მით უკეთესი". შეიძლება ასეთ ადამიანს რაიმე დაუჯერო? საიდან ამ ახალგაზრდა კაცს ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?თავის მორიგ პოსტში ბ-ნი გიორგი აკრიტიკებს ა.წ. 15 ივლისს გამოქვეყნებულ COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აღნიშნული გაიდლაინი სწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში იძლევა COVID-19-ით პაციენტების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კლინიკური მართვის შესაძლებლობას, ხოლო თუ ბ-ნმა გიორგიმ რაიმე ვერ გაიგო, ან არ უნდა გაიგოს, ეს მისი პრობლემაა. ამასთან, ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ COVID კლინიკებთან და ვაწვდით მათ უახლეს რეკომენდაციებს.

სხვათაშორის, COVID-19-ის მართვაში ინოვაციური მიდგომებით გადარჩენილი გვყავს არაერთი უმძიმესი, პრაქტიკულად სასიკვდილოდ განწირული პაციენტი. მინდა ბ-ნ გიორგის ვუთხრა, რომ ყველაფერი ის, რასაც ის კითხულობს და წერს, ჩვენც ვიცით და ისიც ვიცით, რაც მან არ იცის. საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფების მკურნალობის კლინიკური მართვის მაღალი ხარისხის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ დღევანდელ პირობებშიც კი ქვეყანას აქვს ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (0,92%). უამრავი ტელეხიდი, ტელეკონსულტაცია და კონსილიუმი ეწყობა, წამყვანი უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით და ჯერ არ მახსოვს, რომ ცალკეული პაციენტის მკურნალობაზე ან ზოგადად ქვეყანაში კლინიკური მართვის პრინციპებზე უმაღლესი შეფასება არ გაკეთებულიყოს.

რაც შეეხება პაციენტის კლინიკიდან გაწერის კრიტერიუმებს, რომელსაც ბ-ნი გიორგი ასევე აკრიტიკებს, მან უნდა იცოდეს, რომ ეს უკანასკნელი სადღეისოდ რეგულირდება არა წინამდებარე გაიდლაინით, არამედ ჯანდაცვის მინისტრის ა.წ. 29 ოქტომბრის ბრძანებით, სადაც მკაფიოდ წერია, რომ COVID პაციენტის კლინიკიდან გაწერა და საიზოლაციო სივრცეში გადაყვანა შესაძლებელია ნებისმიერ ვადაზე კლინიკის ორი ექიმის გადაწყვეტილებით. სხვათაშორის, ის ფაქტი, რომ უცხოეთის ქვეყნებში ჰოსპიტალიზაციის პროცენტი უპირატესად 5-10%, მაქსიმუმ 15%-ია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტალიზაცია უფრო მეტ პაციენტს არ სჭირდება.

უბრალოდ, თითოეული ქვეყანა ამას არეგულირებს კონკრეტული მომენტისთვის ქვეყანაში არსებული COVID სიტუაციის და არსებული რესურსის (საწოლფონდის) გათვალისწინებით. იგივე პრინციპებით ცდილობს იხელმძღვანელოს საქართველოც. თუმცა ეს იოლი არ არის, რადგან ჰოსპიტალიზაციის პროცენტის შემცირება დაკავშირებულია ავადმყოფების უკმაყოფილებასთან და ჰოსპიტალს გარეთ დარჩენილი პაციენტის სიკვდილობის გაზრდილ რისკთან. ასე მაგალითად, ინგლისის მონაცემებით, გარდაცვლილთა მთლიანი რაოდენობის 10% (ყოველი მეათე) მოდის ჰოსპიტალს გარეთ დარჩენილ COVID პაციენტებზე, მაშინ, როცა ჩვენთან ასეთი შემთხვევები ერთეულია. ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ რაღაც ოქროს შუალედი, რათა ჰოსპიტალიზაციის გარეშე არ დარჩეს პაციენტი, ვისაც ეს სჭირდება და თან კლინიკური სექტორი ზედმეტად არ გადაიტვირთოს.აი, ასეთია სინამდვილეში „ქართული რეალობა“,-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

"მთავარი არხის” ინფორმაცია, 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ, სიცრუეა - ჯანდაცვის სამინისტრო

ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული

"დეკემბრის ბოლოსთვის კოვიდი ტუბერკულოზსაც გადაასწრებს და გახდება პირველი "ინფექციური მკვლელი" - გამყრელიძე