პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტობანზე პოლიციის "პიკაპი" მიკროავტობუსს დაეჯახა, გარდაცვლილია მძღოლი - პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება
ავტობანზე პოლიციის "პიკაპი" მიკროავტობუსს დაეჯახა, გარდაცვლილია მძღოლი - პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება

პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ზე, რო­მელ­შიც პო­ლი­ცი­ე­ლი ფი­გუ­რი­რებს, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"2020 წლის 28 ნო­ემ­ბერს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ უკა­ნეთ­თან გა­მა­ვალ თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ერთი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და 4 პი­რის სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 2020 წლის 28 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი "ტო­ი­ო­ტა ჰა­ი­ლუქ­სი"-ს მო­დე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­საც ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ა.დ. მარ­თავ­და, წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ უკა­ნეთ­თან გა­მა­ვალ თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 234-ე კმ-ზე, შე­ე­ჯა­ხა გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე გა­ჩე­რე­ბულ „ფორდ ტრან­ზიტ“-ის მარ­კის მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს, რის შემ­დგო­მაც შე­ჯა­ხე­ბის ინერ­ცი­ით მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი შე­ე­ჯა­ხა გზა­ზე მოძ­რავ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნას.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად "ფორდ ტრან­ზი­ტის" მძღო­ლი შ.ჯ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მგზავ­რმა ნ.ჯ.-მ, „ტო­ი­ო­ტა ჰა­ი­ლუქ­სი“-ს მძღოლ­მა ა.დ.-მ და მის­მა არას­რულ­წლო­ვან­მა მგზავ­რებ­მა ზ.დ.-მ და გ.დ.-მ. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, მკურ­ნა­ლო­ბას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნაგ­რძო­ბენ.

გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, სიმ­თვრა­ლე-სი­ფხიზ­ლე­ზე გა­და­უ­დებ­ლად შე­მოწ­მდა „ტო­ი­ო­ტა ჰა­ი­ლუქ­სი“-ს მძღო­ლი ა.დ, რო­მე­ლიც აღ­მოჩ­ნდა ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მის­გან ნი­მუ­შის სა­ხით აღე­ბუ­ლი იქნა სის­ხლი, რა­ზეც და­ი­ნიშ­ნა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა.გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-2 და მე-6 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. საქ­მე­ზე ჩა­ტარ­და მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, და­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი, და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, ასე­ვე ავ­ტო­ტექ­ნი­კუ­რი და ავ­ტო­საგ­ზაო ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვე­ვი მძღო­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბის და­სად­გე­ნად. ასე­ვე ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ავა­რი­ას, რო­მე­ლიც 2 დღის წინ მოხ­და, 40 წლის შაკო ჯუ­ლა­ყი­ძე ემსხვერ­პლა. რო­გორც AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი უყ­ვე­ბა, იგი სამ­ტრე­დი­ა­ში მე­უღ­ლეს­თან და ორ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შაკო ჯუ­ლა­ყი­ძე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით ავ­ტო­ბა­ნებ­ზე მო­მუ­შა­ვე მუ­შებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კანონი
5
კანონი კანონი და ისევ კანონი . ჩინოვნიკებს რომ არ ეხებათ კანონი, იმიტომაცაა ასეთი უსამართლობა, იციან რომ მათ არავინ დასჯის. გაჩერებულ მანქანას როგორ უნდა დაეჯახოს ფხიზელი მძღოლი???? ??????? არ დაბლოკოთ ambebi.ge
ანარეკლი
3

შკოდები , ჰაილუქსები და პრადოები არ სცნობენ კანონს, პირიქით კანონი სცნობთ მათ, ამიტო მათთვის შუქნიშნის წითელიც კი მწვანედ ანათებს. ასე რომ.... რათქმაუნდა ,,დამნაშავე,, ფორდ ტრანზიტის მძღოლია. ნათელში ამყოფოს უფალმა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ავტობანზე პოლიციის "პიკაპი" მიკროავტობუსს დაეჯახა, გარდაცვლილია მძღოლი - პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება

ავტობანზე პოლიციის "პიკაპი" მიკროავტობუსს დაეჯახა, გარდაცვლილია მძღოლი - პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება

პროკურატურამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელშიც პოლიციელი ფიგურირებს, გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"2020 წლის 28 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და 4 პირის სხეულის დაზიანება გამოიწვია.

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული "ტოიოტა ჰაილუქსი"-ს მოდელის ავტომანქანა, რომელსაც ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ. მართავდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 234-ე კმ-ზე, შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ „ფორდ ტრანზიტ“-ის მარკის მიკროავტობუსს, რის შემდგომაც შეჯახების ინერციით მიკროავტობუსი შეეჯახა გზაზე მოძრავ სატვირთო ავტომანქანას.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად "ფორდ ტრანზიტის" მძღოლი შ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსის მგზავრმა ნ.ჯ.-მ, „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მძღოლმა ა.დ.-მ და მისმა არასრულწლოვანმა მგზავრებმა ზ.დ.-მ და გ.დ.-მ. დაშავებულები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.

გამოძიების დაწყებისთანავე, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადაუდებლად შემოწმდა „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მძღოლი ა.დ, რომელიც აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში.

ასევე, გამოძიების მიერ მისგან ნიმუშის სახით აღებული იქნა სისხლი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე ავტოტექნიკური და ავტოსაგზაო ექსპერტიზები, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მძღოლის ბრალეულობის დასადგენად. ასევე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ავარიას, რომელიც 2 დღის წინ მოხდა, 40 წლის შაკო ჯულაყიძე ემსხვერპლა. როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის ახლობელი უყვება, იგი სამტრედიაში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

მისივე ინფორმაციით, შაკო ჯულაყიძე მიკროავტობუსით ავტობანებზე მომუშავე მუშებს ემსახურებოდა.

წყალტუბოში მომხდარ ავარიის ფაქტზე, რომელსაც შაკო ჯულაყიძე ემსხვერპლა, პოლიციელს და ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელს ბრალი წარედგინათ

დაკავებულებმა 1 300 000-მდე ლარის ღირებულების 24 600 კვ.მ მიწის ნაკვეთები მოტყუებით დაირეგისტრირეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ფინანსთა სამინისტრო

"TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს