მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და 4 დღეში იმუნურმა მაჩვენებლებმა მიაღწია კრიტიკულ დონეს" - თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების შესახებ
"მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და 4 დღეში იმუნურმა მაჩვენებლებმა მიაღწია კრიტიკულ დონეს" - თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების შესახებ

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, ამ­ბობს, რომ ახლა თავს ნორ­მა­ლუ­რად გრძნობს და თა­ვი­სი ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ცერ­ცვა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

"გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემი პრო­ფე­სი­აა, ეს ერ­თგვა­რი ად­რე­ნა­ლი­ნია ჩემ­თვის, ხელი ვერ შე­უ­შა­ლა პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას იმ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ფაქ­ტმაც, რომ მე ორ­მა­გად რის­კის ჯგუფს მი­ვე­კუთ­ვნე­ბი კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ერთი ეს არის ჩემი ხან­დაზ­მუ­ლი ასა­კი, 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და მე­ო­რე და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - მე მაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა, ლიმ­ფო­მა და სე­რი­ო­ზუ­ლი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტი.

თან­მხლებ და­ა­ვა­დე­ბებს შო­რის ეს არის ყვე­ლა­ზე უფრო მა­ღა­ლი რის­კის მდგო­მა­რე­ო­ბა კო­ვი­დის და­მარ­თე­ბის, რომ­ლის დრო­საც შე­საძ­ლოა, კო­ვი­დი ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად გან­ვი­თარ­დეს და ფა­ტა­ლუ­რად დამ­თავ­რდეს, ამი­ტომ, ძა­ლი­ან ბევ­რი ჩემი კო­ლე­გა მო­ი­თხოვ­და ჩემ­გან, რომ მე უბ­რა­ლოდ გავ­მიჯ­ნო­დი პა­ცი­ენ­ტებს და გავფრ­თხი­ლე­ბო­დი თავს, მაგ­რამ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის­თვის ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია", - ამ­ბობს ცერ­ცვა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პა­ცი­ენ­ტი იყო:

"16-დან (გუ­ლის­ხმობს 16 ნო­ემ­ბერს) მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ სწრა­ფად დამ­ძიმ­და, მქონ­და ცხე­ლე­ბა, ძლი­ე­რი ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლა და რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო, 4 დღე თან­მიმ­დევ­რუ­ლად მკვეთ­რად უა­რეს­დე­ბო­და ჩემი იმუ­ნუ­რი სტა­ტუ­სის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და ხუთ­შა­ბათს მან მი­აღ­წია კრი­ტი­კულ დო­ნეს. ხუთ­შა­ბათს მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ და­მე­წყო რემ­დე­სი­ვი­რის გა­დას­ხმა. ის ჯერ სამ­წუ­ხა­როდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის შე­მო­ტა­ნი­ლი და უცხო­ე­თი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნეს. "რემ­დე­სი­ვი­რი" შე­საძ­ლოა არ არის იდე­ა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტი, მაგ­რამ უკე­თე­სი უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს.

ერთი შემ­თხვე­ვით მე არ შე­მიძ­ლია დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა და ის, რომ რაც ჩემ­თან მოხ­და მი­ვა­წე­რო "რემ­დე­სი­ვი­რის" პო­ზი­ტი­ურ ეფექტს, მაგ­რამ ამის უარ­ყო­ფაც არ შე­იძ­ლე­ბა. სა­ე­ქი­მო ალ­ღოს სა­ფუძ­ველ­ზე მაქვს გან­ცდა, რომ მი­ნი­მუმ ჩემ­თან "რემ­დე­სი­ვირ­მა" იმუ­შა­ვა ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად", - ამ­ბობს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
10

გილოცავთ გამოჯანმრთელებას - ოღონდ თუ მართლა ავად იყავით, რადგან უკვე აღარ მჯერა არც თქვენი და აღარც თქვენი გამოქვეყნებული ყოველდღიური სტატისტიკის კეთილსინდისიერების და მიუკერძოებლობის, სამწუხაროდ

აყუდებულ-დაყუდებული
16

სინდის-ნამუსი იცი-რაა ვაჟბატონო ?

არარაობავ-ამპარტავნებით-გაჟღენთილო !

დიპლომი-სად-გაქვს აღებული-კოლეგათა-მტერო ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და 4 დღეში იმუნურმა მაჩვენებლებმა მიაღწია კრიტიკულ დონეს" - თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების შესახებ

"მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და 4 დღეში იმუნურმა მაჩვენებლებმა მიაღწია კრიტიკულ დონეს" - თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების შესახებ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, ამბობს, რომ ახლა თავს ნორმალურად გრძნობს და თავისი ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების ისტორიას ჰყვება. აღნიშნულის შესახებ ცერცვაძემ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან ურთიერთობა ჩემი პროფესიაა, ეს ერთგვარი ადრენალინია ჩემთვის, ხელი ვერ შეუშალა პაციენტებთან ურთიერთობას იმ ძალიან მნიშვნელოვანმა ფაქტმაც, რომ მე ორმაგად რისკის ჯგუფს მივეკუთვნები კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში. ერთი ეს არის ჩემი ხანდაზმული ასაკი, 70 წელს გადაცილებული და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი - მე მაქვს სერიოზული თანმხლები დაავადება, ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტი.

თანმხლებ დაავადებებს შორის ეს არის ყველაზე უფრო მაღალი რისკის მდგომარეობა კოვიდის დამართების, რომლის დროსაც შესაძლოა, კოვიდი ძალიან აგრესიულად განვითარდეს და ფატალურად დამთავრდეს, ამიტომ, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა მოითხოვდა ჩემგან, რომ მე უბრალოდ გავმიჯნოდი პაციენტებს და გავფრთხილებოდი თავს, მაგრამ ინფექციონისტისთვის ეს შეუძლებელია", - ამბობს ცერცვაძე.

მისივე თქმით, საკუთარი თავისთვის საინტერესო პაციენტი იყო:

"16-დან (გულისხმობს 16 ნოემბერს) მდგომარეობა საკმაოდ სწრაფად დამძიმდა, მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადებების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები და ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. ხუთშაბათს მივიღე გადაწყვეტილება რომ დამეწყო რემდესივირის გადასხმა. ის ჯერ სამწუხაროდ საქართველოში არ არის შემოტანილი და უცხოეთიდან გამომიგზავნეს. "რემდესივირი" შესაძლოა არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი უბრალოდ არ არსებობს.

ერთი შემთხვევით მე არ შემიძლია დასკვნების გაკეთება და ის, რომ რაც ჩემთან მოხდა მივაწერო "რემდესივირის" პოზიტიურ ეფექტს, მაგრამ ამის უარყოფაც არ შეიძლება. საექიმო ალღოს საფუძველზე მაქვს განცდა, რომ მინიმუმ ჩემთან "რემდესივირმა" იმუშავა ძალიან პოზიტიურად", - ამბობს ცერცვაძე.

სად უნდა დარეგისტრირდეთ 300 ლარიანი დახმარების მისაღებად?

საქართველოში კორონავირუსის 4260 ახალი შემთხვევიდან 1676 - თბილისში გამოვლინდა - უახლესი მონაცემები რეგიონებიდან

მცხეთის საავადმყოფოში 24 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა