მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ - შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ" - ზურაბ ჯაფარიძე
"ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ - შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ" - ზურაბ ჯაფარიძე

„გირ­ჩის“ ლი­დე­რის, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე ფიტ­ნეს კლუ­ბი "რე­ფორ­მე­რი ფიტ­ნე­სი" სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლად იქი­რა­ვა, მას შემ­დეგ, რაც შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ ობი­ექ­ტი აკ­რძა­ლუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო და­ა­ჯა­რი­მა.

რო­გორც გირ­ჩის ლი­დერ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­მარ­ტა, ის ფიტ­ნეს დარ­ბაზ­თან ზე­პირ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას დებს და ვი­საც ვარ­ჯი­შის სურ­ვი­ლი აქვთ, შე­უძ­ლი­ათ სახ­ლში ეს­ტუმ­რონ.

„ზე­პირ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვდებთ. იუ­რის­ტე­ბიც გვყავს თბი­ლი­სი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი. მთელ ამ დარ­ბაზს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლად ვქი­რა­ობ. სა­ნამ ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს, ბა­თუმ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი მექ­ნე­ბა. აქ ვა­პი­რებ, რომ ვი­ცხოვ­რო, სა­დაც მაქვს სა­ვარ­ჯი­შო ინ­ვენ­ტა­რი, რო­მელ­საც ფარ­თთან ერ­თად აქი­რა­ვე­ბენ. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში, კვა­რი­ათ­ში, გო­ნი­ო­ში, სარფში ან ახ­ლომ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვარ­ჯი­შობ­და და დარ­ბა­ზე­ბი და­უ­კე­ტეს, შე­გიძ­ლი­ათ, მოხ­ვი­დეთ და აქ ივარ­ჯი­შოთ, ჩემს სახ­ლში სტუმ­რად მოხ­ვი­დეთ და ივარ­ჯი­შოთ. ხვალ აქ შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბა არა­ვის ექ­ნე­ბა, რად­გან ჩემი სახ­ლია. შრო­მის ინ­სპექ­ცი­ას შე­უძ­ლია შე­მო­ვი­დეს და ნა­ხოს, კონ­კრე­ტუ­ლად სა­ლა­რო აპა­რა­ტი მუ­შა­ობს თუ არა. მო­დით ჩემ­თან სტუმ­რად, ვი­საც ვარ­ჯი­ში გინ­დათ“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ აკ­რძა­ლუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე ობი­ექ­ტი - ბა­თუმ­ში შპს "ონ­ლა­ინ მე­ჯიქ" ე. წ "რე­ფორ­მე­რი ფიტ­ნე­სი" და რეს­ტო­რა­ნი შპს "დი­ა­ნა" - ე.წ. "კი­დო­ბა­ნი" და­ა­ჯა­რი­მა, 2 309 ობი­ექტს კი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­უ­ჩე­რა. მა­თი­ვე ცნო­ბით, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­მოწ­მე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2020 წლის 23 მა­ი­სის N322-ე დად­გე­ნი­ლე­ბით აკ­რძა­ლულ საქ­მი­ა­ნო­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კრეატიულია-ნამდვილად !
43

კაფე-რესტორნის საცხოვრებლად-დაქირავებაც-მომინდა !

არც-ტანსაცმლის-მაღაზიებზე ვიტყოდი-უარს !

იჯარით-ავტობუს-მიკრო-ავტობუსშიც შევძლებდი-ცხოვრებას !

ასე-თუ-გააგრძელებ-ძმაო ვადამდელ-არჩევნებში-დაგიჭერ-მხარსო !

შმაქსში-გამიჭირდებოდა-ცხოვრება თუმცა-ისეც-დადის !

ახლა-დროის-წინ-და-უკან გადაწევა-მავიფიქროთ !

საღამოს-21:00-ის მაგივრად-ამერიკის-დროზე-გადავიყვანოთ !

დილის-09:00 ისევ-აქაურ-დროზე-დავაბრუნოთ ! ჯიგარი-ხარ-გირჩო +++

ვიცხოვრებ-ავტობუსში !
30

სასწრაფოდ-ვქირაობ-საცხოვრებლად !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ - შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ" - ზურაბ ჯაფარიძე

"ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ - შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ" - ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "რეფორმერი ფიტნესი" საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.

როგორც გირჩის ლიდერმა სოციალურ ქსელში განმარტა, ის ფიტნეს დარბაზთან ზეპირ ხელშეკრულებას დებს და ვისაც ვარჯიშის სურვილი აქვთ, შეუძლიათ სახლში ესტუმრონ.

„ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ. იურისტებიც გვყავს თბილისიდან ჩამოყვანილი. მთელ ამ დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ. სანამ ეს რეგულაციები არსებობს, ბათუმში საცხოვრებელი სახლი მექნება. აქ ვაპირებ, რომ ვიცხოვრო, სადაც მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც ფართთან ერთად აქირავებენ. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ბათუმში, კვარიათში, გონიოში, სარფში ან ახლომდებარე ტერიტორიაზე ვარჯიშობდა და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ, ჩემს სახლში სტუმრად მოხვიდეთ და ივარჯიშოთ. ხვალ აქ შემოსვლის უფლება არავის ექნება, რადგან ჩემი სახლია. შრომის ინსპექციას შეუძლია შემოვიდეს და ნახოს, კონკრეტულად სალარო აპარატი მუშაობს თუ არა. მოდით ჩემთან სტუმრად, ვისაც ვარჯიში გინდათ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე ობიექტი - ბათუმში შპს "ონლაინ მეჯიქ" ე. წ "რეფორმერი ფიტნესი" და რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი" დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა. მათივე ცნობით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ.

ვინ შეიძლება შევიდეს პარლამენტში ოპოზიციიდან და რას აცხადებენ ამის თაობაზე სხვა ოპოზიციონერი ლიდერები?

როდის გაიმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა - პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"