მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
საზოგადოება
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საკითხები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე აბაშიძე-კარასინმა? - რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
რა საკითხები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე აბაშიძე-კარასინმა? - რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ზუ­რაბ აბა­ში­ძის და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­თათ­ბი­როს ფე­დე­რა­ლუ­რი საბ­ჭოს წევ­რის გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას ეხ­მი­ა­ნე­ბა. რო­გორც სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა სხვა­დას­ხვა სა­კი­თხი, მათ შო­რის ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი, გა­ნი­ხი­ლეს.

"მხა­რე­ებ­მა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გა­ნი­ხი­ლეს, რისი პი­რო­ბე­ბიც კარ­გად არის ცნო­ბი­ლი: სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის შე­წყვე­ტა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. გარ­და ამი­სა, პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში ნორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლი უნდა იყოს" - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო რუ­სე­თის, აფხა­ზე­თი­სა და ე.წ.სამ­ხრეთ ოსე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გაჟ­ღე­რე­ბულ „უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ა­სა“ და „უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით.

„რუ­სე­თის, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი აფხა­ზი და სამ­ხრეთ ოსი პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რო­მე­ლიც ე.წ. „ბორ­დე­რი­ზა­ცი­ა­სა“ და „უკა­ნო­ნო“ და­კა­ვე­ბებს ეხე­ბა, ით­ქვა, რომ საქ­მე ეხე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ხაზი გა­ეს­ვა პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის შე­ჩე­რე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის აღ­კვე­თის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, ასე­ვე სა­კი­თხე­ბის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გზით, ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის ფორ­მატ­ში გან­ხილ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბას,“- ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
54

სამარცხვინო და უთავმოყვარო. ქართველი ნაციონალისტების მოწყობილი ყოფილა კარასინის ღამე თურმე და ყველა, ვინც შეურაცხყოფილად იგრძნო იმ დღეს თავი - ყოფილან რუსოფობები, რომელიც აბაშიძემ დაგმო. რუსეთუმეა აბა რა მთხლეა ეს ხელისუფლება?

გიორგი
28
ორი უსაქმური,რომლებსაც არსად არავინ არაფერს არ ეკითხება!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა საკითხები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე აბაშიძე-კარასინმა? - რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

რა საკითხები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე აბაშიძე-კარასინმა? - რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრას ეხმიანება. როგორც სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები, განიხილეს.

"მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს, რისი პირობებიც კარგად არის ცნობილი: საქართველოში ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, პანდემიით გამოწვეული სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ორივე ქვეყანაში ნორმალიზებული უნდა იყოს" - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო რუსეთის, აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გაჟღერებულ „უსაფუძვლო ბრალდებებს „ბორდერიზაციასა“ და „უკანონო დაკავებებთან“ დაკავშირებით.

„რუსეთის, ისევე როგორც ჩვენი აფხაზი და სამხრეთ ოსი პარტნიორების მიმართ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებების საპასუხოდ, რომელიც ე.წ. „ბორდერიზაციასა“ და „უკანონო“ დაკავებებს ეხება, ითქვა, რომ საქმე ეხება ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ხაზი გაესვა პროვოკაციების შეჩერებისა და საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის აღკვეთის აუცილებლობას, ასევე საკითხების კონსტრუქციული გზით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში განხილვის საჭიროებას,“- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტნიუსი"