მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საგანგებოდ მოემზადეთ, დაალაგეთ სახლი... მოიშორეთ ყველაფერი, რაც არ განიჭებთ სიხარულს" - ასტროლოგის რჩევები 30 ნოემბრის მთვარის დაბნელებაზე
"საგანგებოდ მოემზადეთ, დაალაგეთ სახლი... მოიშორეთ ყველაფერი, რაც არ განიჭებთ სიხარულს" - ასტროლოგის რჩევები 30 ნოემბრის მთვარის დაბნელებაზე

30 ნო­ემ­ბერს მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბაა. ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას უზი­ა­რებს რჩე­ვებს, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ ამ პე­რი­ოდ­ში და რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ:

"30 ნო­ემ­ბერს, 13:42 წუთ­ზე გვაქვს ამ წლის ბოლო, მთვა­რის ნა­წი­ლობ­რი­ვი დაბ­ნე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ხსნის ე.წ. დაბ­ნე­ლე­ბის დე­რე­ფანს, რო­მე­ლიც 14 დე­კემ­ბერს მზის დაბ­ნე­ლე­ბით დას­რულ­დე­ბა.

ხში­რად ის­მის კი­თხვა, რა­ტომ იყო 2020 წელი ასე­თი რთუ­ლი მთლი­ა­ნად პლა­ნე­ტის­თვის? სხვა მი­ზე­ზებ­თან ერ­თად, მინ­და ავღ­ნიშ­ნო, რომ 2020 წელს 6 (!) დაბ­ნე­ლე­ბა გვქონ­და, რაც საკ­მა­ოდ იშ­ვი­ათ და მძი­მე მოვ­ლე­ნად მი­იჩ­ნე­ვა ას­ტრო­ლო­გი­ა­ში, მა­შინ, რო­დე­საც სხვა წლებ­ში ძი­რი­თა­დად 4 დაბ­ნე­ლე­ბა გვაქვს. ასე­ვე, 2020 ნა­კი­ა­ნი წე­ლიც იყო და ასე­თი წლე­ბიც, ტრა­დი­ცი­უ­ლად მძი­მე, სირ­თუ­ლე­ე­ბით სავ­სე წლე­ბად გვევ­ლი­ნე­ბა ხოლ­მე. ამ და სხვა კოს­მი­ურ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, ურ­თუ­ლეს­მა პლა­ნე­ტა­რულ­მა გან­ლა­გე­ბამ გა­მო­იწ­ვია სწო­რედ ის მოვ­ლე­ნე­ბი, რაც თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა ვი­ხი­ლეთ მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე.

ახლა, უშუ­ა­ლოდ ამ დაბ­ნე­ლე­ბი­სა და დაბ­ნე­ლე­ბის დე­რე­ფან­ზე ვი­სა­უბ­როთ: მთვა­რის ან მზის დაბ­ნე­ლე­ბის გავ­ლე­ნა თვი­თონ დაბ­ნე­ლე­ბის დღემ­დე 1-2 კვი­რით ადრე უკვე საგ­რძნო­ბი ხდე­ბა. მისი მოქ­მე­დე­ბა დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დგომ 3 თვეც შე­საძ­ლოა გაგ­რძელ­დეს. დაბ­ნე­ლე­ბის დე­რეფ­ნის პე­რი­ოდ­ში იდე­ბა მო­მა­ვა­ლი 18 წლი­ა­ნი პროგ­რა­მა და მხო­ლოდ 18, 5 წლის შემ­დეგ გვეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ვას­წო­როთ ის შეც­დო­მე­ბი, რაც რო­მე­ლი­მე დაბ­ნე­ლე­ბის დროს და­ვუშ­ვით, ამი­ტომ დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ო­დის სწო­რად გავ­ლას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა.

მზის ან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში გარ­კვე­ულ შიშს, პა­ნი­კას იწ­ვევს, რაც არ არის სწო­რი. დიახ, დაბ­ნე­ლე­ბას შე­უძ­ლია ჩვენ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა, ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვა, მაგ­რამ არას­დროს ხდე­ბა ის, რაც ჩვენ­თვის, ჩვე­ნი სუ­ლის­თვის, წინსვლის­თვის უსარ­გებ­ლოა. ზოგ­ჯერ ხდე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა გან­ვი­თა­რე­ბის ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ვი­დეთ, რათა უფრო გა­აზ­რე­ბუ­ლად, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად გან­ვაგ­რძოთ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გზა. ეს პე­რი­ო­დი გვეძ­ლე­ვა შე­ჯა­მე­ბის­თვის, წარ­სუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად, ძვე­ლის და უსარ­გებ­ლოს მო­სა­შო­რებ­ლად.

ყო­ვე­ლი დაბ­ნე­ლე­ბა მიგ­ვა­ნიშ­ნებს იმ სფე­რო­ებ­ზე, სა­დაც და­ვაგ­რო­ვეთ და­დე­ბი­თი, უფრო ხში­რად კი უარ­ყო­ფი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­დაც უძ­რა­ო­ბა გვაქვს, სა­დაც არ ვვი­თარ­დე­ბით, არ ვმუ­შა­ობთ და დაბ­ნე­ლე­ბა აქ­ცენ­ტებს სვამს, სწო­რედ ამ სფე­რო­ე­ბის აქ­ტი­ვი­რე­ბას იწყებს, რათა ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ვი­ტა­ნოთ ამ სა­კი­თხებ­ზე და და­ვი­წყოთ გა­მოს­წო­რე­ბა, მო­წეს­რი­გე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ გა­ვა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი.

მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ყო­ველ­თვის ხდე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას, ანუ მა­შინ, რო­დე­საც მთვა­რე თა­ვის კულ­მი­ნა­ცი­ას აღ­წევს და ასე­ვე, ჩვენს ყო­ფა­შიც სიმ­ბო­ლუ­რად მო­ნიშ­ნავს იმ თე­მებს, რომ­ლებ­მაც უკვე თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბის პიკს მი­აღ­წი­ეს, რის შემ­დე­გაც ან ახა­ლი ეტა­პი უნდა და­ი­წყოს, ან ამ ძველ­მა უნდა და­ტო­ვოს ჩვე­ნი სა­სი­ცოც­ლო სივ­რცე, ჩა­მოგ­ვშორ­დეს... ვი­ნა­ი­დან იგი­ვე­ნა­ი­რად, იმა­ვე ხა­რისხში ვე­ღარ დარ­ჩე­ბა, ანუ ამ დროს რა­ღაც ეტა­პის დას­რუ­ლე­ბა, ახა­ლი ფურ­ცლის გა­დაშ­ლა ხდე­ბა, თით­ქოს წარ­სუ­ლის კარს ვკე­ტავთ და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­სა­წყე­ბად ვემ­ზა­დე­ბით. მა­გა­ლი­თად - ბევ­რი ას­რუ­ლებს დრო მოჭ­მულ, უსარ­გებ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს, ბევ­რი - სამ­სა­ხურს იც­ვლის ან ტო­ვებს, ბევ­რიც იწყებს სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბას, იწყებს ტრანსფორ­მა­ცი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ეტაპს, სხვა, ბევ­რად სრულ­ყო­ფი­ლი, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა.

ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს დაბ­ნე­ლე­ბის დე­რე­ფა­ნი შე­უმ­ჩნევ­ლად ჩა­ივ­ლის. ბევ­რს პი­რი­ქით, ენერ­გია მო­ე­მა­ტე­ბა, მე­ტად აქ­ტი­უ­რი, აგ­რე­სი­უ­ლიც კი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, მგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი კი მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში დაღ­ლას, აპა­თი­ას, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, უე­ნერ­გი­ო­ბას ირძნო­ბენ, ვი­ნა­ი­დან დაბ­ნე­ლე­ბამ­დე 1-2 კვი­რით ადრე პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა უკვე რთულ, ოპო­ზი­ცი­ურ დგო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტა ურან­თან (ახ­ლაც თით­ქმის იგი­ვე დგო­მა აქვს), ამ დაბ­ნე­ლე­ბის თემა სწო­რედ ვე­ნე­რა­სე­უ­ლი იქ­ნე­ბა, კერ­ძოდ: პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ფი­ნან­სე­ბი და სწო­რედ ამ სფე­რო­ებ­შია ყვე­ლა­ზე მე­ტად სიფრ­თხი­ლის და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა სა­ჭი­რო.

ამ ეტაპ­ზე არ ღირს საქ­მე­ე­ბის გარ­ჩე­ვა, პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნგრე­ვა, კინ­კლა­ო­ბა, თუ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა რა­მედ გი­ღირთ და სა­მო­მავ­ლოდ გეგ­მავთ ისევ ამ პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, მაგ­რამ, თუ ეს მა­ინც ხდე­ბა, ე.ი. ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ უკვე ამო­წუ­რა თა­ვი­სი რე­სურ­სი და მშვი­დო­ბი­ა­ნად უნდა და­ვემ­შვი­დო­ბოთ ერ­თმა­ნეთს. არ­ჩე­ვა­ნი თქვენ­ზეა... ეს დაბ­ნე­ლე­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბოა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც მშვილ­დოს­ნი­სა და ტყუ­პე­ბის ზო­ნა­ში აქვთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პლა­ნე­ტე­ბი - მზე, მთვა­რე ან აღ­მა­ვა­ლი კვან­ძი, მით უფრო მათ­თვის, ვი­საც 27.11-03.12 ან 27.05-02.06 პე­რი­ოდ­ში აქვთ და­ბა­დე­ბის დღე.

ეს არ ნიშ­ნავს მა­ინ­ცდა­მა­ინც უარ­ყო­ფითს, ზო­გა­დად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მათ­თან მო­სა­ლოდ­ნე­ლი, თუმ­ცა, რო­გორც იცით ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე, რუ­კის მო­ნა­ცე­მებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ეს არ არის რთუ­ლი, კრი­ზი­სუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა, ისე­თი, რაც მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე, ან ვთქვათ, ზა­ფხულ­ში გა­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ მა­ინც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ შემ­დე­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი: დაბ­ნე­ლე­ბის დღემ­დე სა­გან­გე­ბოდ მო­ემ­ზა­დეთ, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და­ა­ლა­გეთ სახ­ლი, მო­ი­შო­რეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც არ გა­ნი­ჭებთ სი­ხა­რულს, უფუნ­ქციო, ან გა­მო­უ­სა­დე­გა­რია.

კარ­გი დროა ყო­ველ­გვა­რი ზედ­მე­ტო­ბე­ბის­გან, მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად, ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად ტრა­დი­ცი­უ­ლად, დაბ­ნე­ლე­ბის დღე­ებ­ში (28.11-02.12) - არ და­ი­წყოთ არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, და­კავ­დით მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ე­ბით ამ ორი კვი­რის მან­ძილ­ზე, მი­ნი­მუმ...17 დე­კემ­ბრამ­დე არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი იმ­პულ­სუ­რი სა­ყიდ­ლე­ბის გა­კე­თე­ბა, უყა­ი­რა­თო ხარ­ჯვა, ფუ­ლის და­ბან­დე­ბა - სა­მო­მავ­ლოდ შე­საძ­ლოა ეს სუ­ლაც არ აღ­მოჩ­ნდეს თქვენ­თვის სარ­ფი­ა­ნი. ყუ­რა­დღე­ბა და სი­ფხიზ­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას უარი ვთქვით სპონ­ტა­ნურ მოქ­მე­დე­ბებ­ზე, აგ­რე­სი­ა­ზე, მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქ­ტებს, გა­მო­ი­ჩი­ნეთ თავ­შე­კა­ვე­ბა" - წერს ვა­წა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
18

ერიჰაააა ამ ასტროლოგს სულ გაურეკია ასტრალშიიი

ელგუჯა
0

რაც ოთხმოცდაათიანებში დაბნელებები გვქონდა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"საგანგებოდ მოემზადეთ, დაალაგეთ სახლი... მოიშორეთ ყველაფერი, რაც არ განიჭებთ სიხარულს" - ასტროლოგის რჩევები 30 ნოემბრის მთვარის დაბნელებაზე

"საგანგებოდ მოემზადეთ, დაალაგეთ სახლი... მოიშორეთ ყველაფერი, რაც არ განიჭებთ სიხარულს" - ასტროლოგის რჩევები 30 ნოემბრის მთვარის დაბნელებაზე

30 ნოემბერს მთვარის დაბნელებაა. ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას უზიარებს რჩევებს, როგორ უნდა მოიქცნენ ამ პერიოდში და რა უნდა გაითვალისწინონ:

"30 ნოემბერს, 13:42 წუთზე გვაქვს ამ წლის ბოლო, მთვარის ნაწილობრივი დაბნელება, რომელიც ხსნის ე.წ. დაბნელების დერეფანს, რომელიც 14 დეკემბერს მზის დაბნელებით დასრულდება.

ხშირად ისმის კითხვა, რატომ იყო 2020 წელი ასეთი რთული მთლიანად პლანეტისთვის? სხვა მიზეზებთან ერთად, მინდა ავღნიშნო, რომ 2020 წელს 6 (!) დაბნელება გვქონდა, რაც საკმაოდ იშვიათ და მძიმე მოვლენად მიიჩნევა ასტროლოგიაში, მაშინ, როდესაც სხვა წლებში ძირითადად 4 დაბნელება გვაქვს. ასევე, 2020 ნაკიანი წელიც იყო და ასეთი წლებიც, ტრადიციულად მძიმე, სირთულეებით სავსე წლებად გვევლინება ხოლმე. ამ და სხვა კოსმიურმა მოვლენებმა, ურთულესმა პლანეტარულმა განლაგებამ გამოიწვია სწორედ ის მოვლენები, რაც თითოეულმა ჩვენგანმა ვიხილეთ მთელი წლის მანძილზე.

ახლა, უშუალოდ ამ დაბნელებისა და დაბნელების დერეფანზე ვისაუბროთ: მთვარის ან მზის დაბნელების გავლენა თვითონ დაბნელების დღემდე 1-2 კვირით ადრე უკვე საგრძნობი ხდება. მისი მოქმედება დაბნელების შემდგომ 3 თვეც შესაძლოა გაგრძელდეს. დაბნელების დერეფნის პერიოდში იდება მომავალი 18 წლიანი პროგრამა და მხოლოდ 18, 5 წლის შემდეგ გვეძლევა საშუალება გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც რომელიმე დაბნელების დროს დავუშვით, ამიტომ დაბნელების პერიოდის სწორად გავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მზის ან მთვარის დაბნელება ადამიანებში გარკვეულ შიშს, პანიკას იწვევს, რაც არ არის სწორი. დიახ, დაბნელებას შეუძლია ჩვენზე გავლენის მოხდენა, ცვლილებების გამოწვევა, მაგრამ არასდროს ხდება ის, რაც ჩვენთვის, ჩვენი სულისთვის, წინსვლისთვის უსარგებლოა. ზოგჯერ ხდება მოულოდნელი მოვლენები, რომლებიც აუცილებელია, რათა განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდეთ, რათა უფრო გააზრებულად, გაცნობიერებულად განვაგრძოთ ცხოვრებისეული გზა. ეს პერიოდი გვეძლევა შეჯამებისთვის, წარსული მოვლენების გასაანალიზებლად, ძველის და უსარგებლოს მოსაშორებლად.

ყოველი დაბნელება მიგვანიშნებს იმ სფეროებზე, სადაც დავაგროვეთ დადებითი, უფრო ხშირად კი უარყოფითი გამოცდილება, სადაც უძრაობა გვაქვს, სადაც არ ვვითარდებით, არ ვმუშაობთ და დაბნელება აქცენტებს სვამს, სწორედ ამ სფეროების აქტივირებას იწყებს, რათა ყურადღება გადავიტანოთ ამ საკითხებზე და დავიწყოთ გამოსწორება, მოწესრიგება, საბოლოოდ გავაკეთოთ არჩევანი.

მთვარის დაბნელება ყოველთვის ხდება სავსემთვარეობისას, ანუ მაშინ, როდესაც მთვარე თავის კულმინაციას აღწევს და ასევე, ჩვენს ყოფაშიც სიმბოლურად მონიშნავს იმ თემებს, რომლებმაც უკვე თავის განვითარების პიკს მიაღწიეს, რის შემდეგაც ან ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს, ან ამ ძველმა უნდა დატოვოს ჩვენი სასიცოცლო სივრცე, ჩამოგვშორდეს... ვინაიდან იგივენაირად, იმავე ხარისხში ვეღარ დარჩება, ანუ ამ დროს რაღაც ეტაპის დასრულება, ახალი ფურცლის გადაშლა ხდება, თითქოს წარსულის კარს ვკეტავთ და ახალი ცხოვრების დასაწყებად ვემზადებით. მაგალითად - ბევრი ასრულებს დრო მოჭმულ, უსარგებლო ურთიერთობებს, ბევრი - სამსახურს იცვლის ან ტოვებს, ბევრიც იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას, იწყებს ტრანსფორმაციის უმნიშვნელოვანეს ეტაპს, სხვა, ბევრად სრულყოფილი, გაცნობიერებული ადამიანი ხდება.

ბევრი ადამიანისთვის ეს დაბნელების დერეფანი შეუმჩნევლად ჩაივლის. ბევრს პირიქით, ენერგია მოემატება, მეტად აქტიური, აგრესიულიც კი შეიძლება გახდეს, მგრძნობიარე ადამიანები კი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაღლას, აპათიას, გაღიზიანებას, უენერგიობას ირძნობენ, ვინაიდან დაბნელებამდე 1-2 კვირით ადრე პლანეტა ვენერა უკვე რთულ, ოპოზიციურ დგომაში იმყოფებოდა მოულოდნელობების პლანეტა ურანთან (ახლაც თითქმის იგივე დგომა აქვს), ამ დაბნელების თემა სწორედ ვენერასეული იქნება, კერძოდ: პირადი ურთიერთობები და ფინანსები და სწორედ ამ სფეროებშია ყველაზე მეტად სიფრთხილის და წინდახედულობის გამოჩენა საჭირო.

ამ ეტაპზე არ ღირს საქმეების გარჩევა, პარტნიორული ურთიერთობების ნგრევა, კინკლაობა, თუ ეს ურთიერთობა რამედ გიღირთ და სამომავლოდ გეგმავთ ისევ ამ პარტნიორთან ურთიერთობის გაგრძელებას, მაგრამ, თუ ეს მაინც ხდება, ე.ი. ამ ურთიერთობამ უკვე ამოწურა თავისი რესურსი და მშვიდობიანად უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს. არჩევანი თქვენზეა... ეს დაბნელება საყურადღებოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მშვილდოსნისა და ტყუპების ზონაში აქვთ მნიშვნელოვანი პლანეტები - მზე, მთვარე ან აღმავალი კვანძი, მით უფრო მათთვის, ვისაც 27.11-03.12 ან 27.05-02.06 პერიოდში აქვთ დაბადების დღე.

ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც უარყოფითს, ზოგადად, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება მათთან მოსალოდნელი, თუმცა, როგორც იცით ყველაფერი მაინც ინდივიდუალურ მონაცემებზე, რუკის მონაცემებზეა დამოკიდებული. მთლიანობაში, ეს არ არის რთული, კრიზისული დაბნელება, ისეთი, რაც მთელი წლის მანძილზე, ან ვთქვათ, ზაფხულში გავიარეთ, მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები: დაბნელების დღემდე საგანგებოდ მოემზადეთ, საფუძვლიანად დაალაგეთ სახლი, მოიშორეთ ყველაფერი, რაც არ განიჭებთ სიხარულს, უფუნქციო, ან გამოუსადეგარია.

კარგი დროა ყოველგვარი ზედმეტობებისგან, მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად, ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად ტრადიციულად, დაბნელების დღეებში (28.11-02.12) - არ დაიწყოთ არაფერი მნიშვნელოვანი, დაკავდით მიმდინარე საქმეებით ამ ორი კვირის მანძილზე, მინიმუმ...17 დეკემბრამდე არ არის რეკომენდებული იმპულსური საყიდლების გაკეთება, უყაირათო ხარჯვა, ფულის დაბანდება - სამომავლოდ შესაძლოა ეს სულაც არ აღმოჩნდეს თქვენთვის სარფიანი. ყურადღება და სიფხიზლე გამოიჩინეთ გზებზე გადაადგილებისას უარი ვთქვით სპონტანურ მოქმედებებზე, აგრესიაზე, მოერიდეთ კონფლიქტებს, გამოიჩინეთ თავშეკავება" - წერს ვაწაძე.

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგონა გარდაიცვალა

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?