მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვებს სულზე მივუსწარი, როდესაც მშობლებმა მათ დაუწყეს კარდიომაგნილის მიცემა, ეს დაუშვებელია!" - ცნობილი პედიატრის კორონავირუსთან დაკავშირებული რჩევები მშობლებს
"ბავშვებს სულზე მივუსწარი, როდესაც მშობლებმა მათ დაუწყეს კარდიომაგნილის მიცემა, ეს დაუშვებელია!" - ცნობილი პედიატრის კორონავირუსთან დაკავშირებული რჩევები მშობლებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა. სულ უფრო იზ­რდე­ბა Covid-19- ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი და გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი, თუმ­ცა რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ბავ­შვე­ბი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, კვლავ "მწვა­ნე ზო­ნად“ რჩე­ბი­ან. მე­დი­კო­სე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დე­ბი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით კვლავ იშ­ვი­ა­თად ავად­დე­ბი­ან. ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში კი გა­მო­სა­ვა­ლი თით­ქმის ყო­ველ­თვის მარ­ტი­ვია. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 8%-ს შე­ად­გე­ნენ მხო­ლოდ ბავ­შვე­ბი. ერ­თა­დერ­თი გა­მოწ­ვე­ვა, რა­ზეც ექი­მე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ, ბავ­შვებ­ში ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და სხვა მე­დი­კა­მენ­ტებს თვით­ნე­ბუ­რი მი­ღე­ბაა. რო­გორც მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აძ­ლე­ვენ ბავ­შვებს ვი­ტა­მი­ნებს და­ნა­მა­ტის სა­ხით და თა­ვად ექი­მე­ბიც საკ­მა­რი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის გა­რე­შე ნიშ­ნა­ვენ სხვა­დას­ხვა ვი­ტა­მი­ნებს.

ბავ­შვებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე ambebi.ge პე­დი­ატრ ინგა მა­მუ­ჩიშ­ვილს ესა­უბ­რა.

- რო­გო­რია ბავ­შვებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სუ­რა­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- თა­ვი­დან­ვე იყო შე­სამ­ჩნე­ვი, რომ ბავ­შვე­ბის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სი შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. ახ­ლაც ასეა. ისი­ნი ან იშ­ვი­ა­თად ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან, ან ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­და­აქვთ. რაც უფრო პა­ტა­რაა ბავ­შვი, მით უფრო მარ­ტი­ვია გა­მო­სა­ვა­ლი. მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ისი­ნი არი­ან გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი და მკაც­რად და­ვიც­ვათ იზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი. თუ რა­ტომ ავა­დო­ბენ იშ­ვა­თად sars cov2 -ით ბავ­შვე­ბი, ამას სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ახ­სნას უძებ­ნი­ან. პირ­ვე­ლი ეს არის ბავ­შვის მიერ შე­ძე­ნი­ლი იმუ­ნი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მათ ხში­რი გა­ცი­ე­ბე­ბი­სა­გან გა­მო­უ­მუ­შავ­დათ და დარ­ჩათ იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა. მე­ო­რე კი გახ­ლავთ იმ სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ცეპ­ტო­რე­ბის ფაქ­ტო­რი, რო­მელ­საც ვირუ­სი ორ­გა­ნიზ­მში შეჭ­რი­სას ეჭი­დე­ბა. ბავ­შვებს ეს რე­ცეპ­ტო­რე­ბი სუს­ტად აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ან სა­ერ­თოდ არ აქვთ. ამი­ტო­მაც თუ ავად­დე­ბი­ან, იო­ლად გა­და­აქვთ, რად­გან ბევ­რი ვირუ­სი ვერ ახერ­ხებს მათ ორ­გა­ნიზ­მში შეჭ­რას. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ვირუ­სის გან­ვი­თა­რე­ბის სიმ­ძი­მე და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის ვირუ­სი შე­აღ­წევს ორ­გა­ნიზ­მში. ეს კვლე­ვე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის დად­გე­ნი­ლი, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვებ­ში მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სულ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა იყო, მაგ­რამ ეს უკვე ვირუ­სის­გან გან­კურ­ნე­ბის შემ­დეგ მოხ­და. ბავ­შვს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ვი­თარ­და ყვე­ლა ორ­გა­ნოს მოშ­ლა და უკ­მა­რი­სო­ბა, მაგ­რამ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია და ნუ დავ­პა­ნიკ­დე­ბით.

- რა სიპ­ტო­მებს უჩი­ვი­ან ყვე­ლა­ზე ხში­რად ბავ­შვე­ბი?

- მათ ძა­ლი­ან ხში­რად უსიმპტო­მოდ გა­და­აქვთ, მაგ­რამ თუ გა­მო­ხა­ტუ­ლია ჩვე­ნე­ბე­ბი, ხში­რად ესაა ცხვი­რის გა­ჭედ­ვა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, დი­ა­რეა, ღე­ბი­ნე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რა და ა.შ. გარ­და ამი­სა, ამ ბოლო დროს ბავ­შვებ­ში წა­მო­ვი­და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სიმპტო­მა­ტი­კაც. უჩი­ვი­ან თა­ვის ტკი­ვი­ლებს და მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას, ძი­ლი­ა­ნო­ბას და სხვა ნევ­რო­ლო­გურ პრობ­ლე­მებს. ხში­რია გე­მოს და ყნოს­ვის და­კარ­გვა ბავ­შვებ­შიც.

- რა შემ­თხვე­ვა­ში რთულ­დე­ბა ბავ­შვებ­ში და­ა­ვა­დე­ბა და უნდა მო­ვი­თხო­ვოთ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა?

- პირ­ველ რიგ­ში, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. ხში­რად მშობ­ლებს აპა­ნი­კებთ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. რო­დე­საც თერ­მო­მეტ­რი 39-ს აჩ­ვე­ნებს. მინ­და, ყვე­ლამ ვი­ცო­დეთ, რომ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის დროს, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­ში­ში არ არის. პი­რი­ქით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ვირუ­სი კვდე­ბა. 38.5 გრა­დუ­სამ­დე მი­ვუშ­ვათ ტემ­პე­რა­ტუ­რა და ვე­ცა­დოთ არ დავ­წი­ოთ, თუ პა­ცი­ენ­ტი ძა­ლი­ან ცუ­დად არ გრძნობს თავს ან ანამ­ნეზ­ში არ აქვს გულყრის გა­მოც­დი­ლე­ბა. განსკუთ­რე­ბუ­ლად მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ბავ­შვის სუნ­თქვას. თუ სუნ­თქვა­ში მო­ნაწლე­ო­ბას იღებს და­მა­ტე­ბი­თი მუს­კუ­ლა­ტუ­რა, უკვე უნდა გავფრ­თხილ­დეთ. მოს­ვე­ნე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და თა­მა­შის თუ დროს მძი­მედ სუნ­თქავს, ედ­რი­კე­ბა გულ-მკერ­დი, სუნ­თქა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს ნეკ­ნებსშო­რი­სი არე­ე­ბი, გახ­ში­რე­ბუ­ლია სუნ­თქვა, ეს უკვე არის გან­გა­შის სა­ფუძ­ვე­ლი. ერთ წლამ­დე ბავ­შვის ჩა­სუნ­თქვა-ამო­სუნ­თქვის აქტი წუთ­ში 50-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. 1-3 წლამ­დე ბავ­შვის სუნ­თქვა თუ 35-ს სცდე­ბა, არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს. თუ პა­ცი­ენტს აქვს შე­უ­პო­ვა­რი ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა, კარ­გავს სი­თხეს, და­სუს­ტდა, მივ­მარ­თოთ ექიმს და მო­ვი­თხო­ვოთ მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. მაგ­რამ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა ამ ბოლო დროს ძა­ლი­ან ძნე­ლი გახ­და. ვწუხ­ვარ, რომ ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ასეთ მძი­მე დღე­შია. პირ­ვე­ლად ჯან­დაც­ვის რგო­ლი მთლი­ა­ნად ჩა­მო­ი­შა­ლა. ურ­თუ­ლე­სია სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას­თან და­კავ­ში­რე­ბა. ლო­ჯის­ტი­კა პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ გვაქვს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი. უამ­რა­ვი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექი­მი გვა­ყავს, რომ­ლე­ბიც ვერ აძ­ლე­ვენ თავს უფ­ლე­ბას არ უმ­კურ­ნა­ლონ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს. ცრემ­ლი მომ­დის ამის თქმა­ზე, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი დღეს უვ­ლის კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს. უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენს ექი­მებს, თო­რემ და­ვი­ღუ­პე­ბით. რამ­დე­ნი ექი­მი შე­ე­წი­რა ამ სა­ში­ნელ ვირუსს. ჩვენ არ უნდა მო­ვი­თხო­ვოთ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა, თუ მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის კრი­ტი­კუ­ლი. თუ პა­ცი­ნეტს არ აქვს სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, არ სა­ჭი­რო­ებს ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბას, დავ­რჩეთ სახ­ლში და ვიმ­კურ­ნა­ლოთ. ეს ახლა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

- ბოლო დროს ხში­რად ის­მის, რომ მშობ­ლე­ბი ბავ­შებს ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის თვით­ნე­ბუ­რად აძ­ლე­ვენ სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტებს. ამა­ზე რას გვე­ტყვით?

- კი, სამ­წუ­ხა­როდ, ეს მარ­თლაც ხში­რად ხდე­ბა. ჩემს პრაქ­ტი­კა­შიც ყო­ფი­ლა და სხვე­ბის­გა­ნაც მსმე­ნია. ხში­რად აძ­ლე­ვენ ვი­ტა­მი­ნებ­სა და თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მოქ­მედ მე­დი­კა­მენ­ტებს. ბოლო დროს აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლო­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ის რის­კზე. ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, რომ ეს ბავ­შვებ­ში არ ხდე­ბა! ამ მხრივ მშვი­დად უნდა იყ­ვნენ მშობ­ლე­ბი და კო­ა­გუ­ლოგ­რა­მის ჩა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნით არ უნდა ირ­ბი­ნონ კლი­ნი­კებ­ში. მქონ­და რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სულ­ზე მი­ვუს­წა­რი - მშობ­ლებ­მა ბავ­შვებს და­უ­წყეს კარ­დი­ო­მაგ­ნი­ლის და­ბა­ლი დო­ზე­ბის მი­ცე­მა, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია. თვი­თონ სვამ­დნენ და და­ბალ დო­ზებს აძ­ლევ­დნენ ბავ­შვებ­საც. ბავ­შვს არც კვლე­ვე­ბი უნდა სის­ხლის შე­დე­დე­ბა­ზე და არც მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. მინ­და, ყვე­ლას ვთხო­ვო, ასე­თი რამ ფიქ­რა­დაც არ გა­ივ­ლონ!

- რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ტა­მი­ნე­ბის თვით­ნე­ბურ მი­ღე­ბას. რო­მელ ვი­ტა­მი­ნე­ბია ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხშირ მოხ­მა­რე­ბა­ში?

- ზო­გა­დად, ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან უყ­ვართ. მშობ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ეს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოა და აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნი­ტეტს. ხში­რად ყი­დუ­ლო­ბენ, B, C, D ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნებს და აძ­ლე­ვენ ბავ­შვებს. ეს და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან არ­ცერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ ადას­ტუ­რებს, რომ ვი­ტა­მი­ნე­ბის კარ­გად მოქ­მე­დებს კო­რო­ნა­ვირუს­ზე. თუ ბავ­შვს ნორ­მა­ში აქვს ვი­ტა­მი­ნე­ბის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა, არ უნდა ვე­ცა­დოთ მის და­მა­ტე­ბით მი­ღე­ბას. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია D და C ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. D ვი­ტა­მი­ნი იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მას უკვე ვი­ტა­მინს აღარ უწო­დე­ბენ და მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც D ჰორ­მო­ნი, იგი მოქ­მე­დებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე, ბავ­შვის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და ნევ­რო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­ზე. აშშ -ში ჩა­ტარ­და რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ამ ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა იწ­ვევს სე­ზო­ნურ აფექ­ტურ აშ­ლი­ლო­ბებს, დეპ­რე­სი­ას, შფოთ­ვას და ა.შ. ეს ვი­ტა­მი­ნი ძა­ლი­ან დიდი ოდე­ნო­ბი­თა ზღვის პრო­დუქ­ტებ­ში, შუ­ა­დღის მზე­ზე ხდე­ბა მისი გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, მაგ­რამ ამ დროს იზ­რდე­ბა კა­ნის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კი. რაც შე­ე­ხე­ბა მის დო­ზებს, გა­მარ­თლე­ბუ­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზომა 400 -800 ერ­თე­უ­ლი დღე­ში, ანუ 1-2 წვე­თი. რაც შე­ე­ხე­ბა 2 წლამ­დე ბავ­შვებს, მათ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით რე­გუ­ლა­რუ­ლად უნდა ამი­ი­ღონ ეს ვი­ტა­მი­ნი შე­სა­ბა­მი­სი დო­ზე­ბი, რად­გან აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი ზრდა - გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა, C ვი­ტა­მინს, ისიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის, რად­გან ის წმენ­დს ორ­გა­ნიზმს სხვა­დას­ხვა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან. მო­ნა­წი­ლე­ობს ქო­ლეს­ტე­რი­ნის წვა­ში, ჰორ­მო­ნე­ბის წარ­მოქ­მნა­ში. მაგ­რამ მას იმ­დე­ნად ბევ­რი პრო­დუქ­ტის­გან ვი­ღებთ ყო­ველ­დღი­უ­რად, იშ­ვი­ა­თად არის სა­ჭი­რო და­ნა­მა­ტის სა­ხით მი­ღე­ბა. C ვი­ტა­მი­ნი დიდი ოდე­ნო­ბით არის ციტ­რუ­სებ­ში, ბრო­წე­ულ­ში, ის­პა­ნახ­ში, ბრო­კოლ­ში, ალუ­ბალ­ში და ა.შ. იგი შე­იძ­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნე­ბის­მი­ე­რი სე­ზო­ნუ­რი ხი­ლის­გან მი­ვი­ღოთ.

თუ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია კვე­ბა, ბავ­შვი D ვი­ტა­მი­ნის სა­ჭი­რო დო­ზა­საც მი­ი­ღებს პრო­დუქ­ტე­ბი­დან, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია მშობ­ლებ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლონ ბავ­შვის კვე­ბა­ზე და არა აფ­თი­ა­ქებ­ში შე­ძე­ნი­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბით მათი შვი­ლე­ბის იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. ჩვენ, პე­დი­ატ­რე­ბი, ყო­ველ­თვის ვამ­ბობთ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რი, ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა, მაგ­რამ დღეს ხალ­ხს იმ­დე­ნად უჭირს, მრცხვე­ნია, რომ ხალ­ხს მო­ვუ­წო­დო, მი­ე­ცით ბავ­შვს ორა­გუ­ლი, მი­ე­ცით ხი­ზი­ლა­ლა - მეთ­ქი... ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა ეს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და­ნიშ­ვნის დრო­საც კი თვა­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ მშო­ბელს, რამ­დე­ნად შეძ­ლებს ის ამის შე­ძე­ნას.

- რო­გორ უნდა გა­ვი­გოთ, აკ­ლია თუ არა ორ­გა­ნიზმს ვი­ტა­მი­ნე­ბი?

- ამ მიზ­ნით კეთ­დე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა ვი­ტა­მი­ნის შემ­თხვე­ვა­ში - არა. არ­სე­ბობს ისე­თი ვი­ტა­მი­ნე­ბი, რო­მელ­თა ნაკ­ლე­ბო­ბის შე­სა­ხებ კლი­ნი­კუ­რი ჩვე­ნე­ბით იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ექი­მი. იქ­ნე­ბა ეს ზო­გა­დი სი­სუს­ტე, უმა­დო­ბა თუ ა.შ. რო­დე­საც ექი­მი გა­მო­რი­ცხავს და­ა­ვა­დე­ბას, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს ეს სიმპტო­მე­ბი, ნიშ­ნავს შე­სა­ბამს ვი­ტა­მი­ნებს. ამი­ტომ მე­დი­კო­სის რე­კო­მენ­და­ცის გა­რე­შე, თვით­ნე­ბუ­რად არ უნდა მი­ვი­ღოთ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ტა­მი­ნებს ჰქონ­დეს ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი გავ­ლი­ლი და ამე­რი­კუ­ლი fda რე­კო­მენ­და­ცია, რომ ის უსაფრ­თხოა. ეს ინ­ფორ­მა­ცია შეგ­ვიძ­ლია ვი­კი­თხოთ და მო­ვი­თხო­ვოთ აფ­თი­ა­ქებ­ში.

- რა უკუ­შე­დეგს იძ­ლე­ვა ვი­ტა­მი­ნე­ბის თვით­ნე­ბუ­რად მი­ღე­ბა?

- ჰი­პერ­დო­ზი­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ჰი­პერ­კალ­ცე­მია გა­მო­იწ­ვი­ოს, ამან კი თა­ვის მხრივ არა­ერ­თი სხვა და­ა­ვა­დე­ბა - სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ში კენ­ჭე­ბის ჩაგ­რო­ვე­ბა, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მის გამ­წვა­ვე­ბა და მრა­ვა­ლი სხვა. C ვი­ტა­მი­ნის გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კიც კი გა­მო­იწ­ვოს. ასე­ვე, ჭინ­ჭირს ცი­ე­ბა და ა.შ. სა­ბო­ლო­ოდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლურ შე­დე­გამ­დეც მი­ვი­დეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერი
1

ძალიან საინტერესოა, რატომ უნდა ჩათვალოს მშობელმა, რომ ბავშვებს კარდიომაგნილი დაალევინოს. და საერთოდაც, ექიმის დანიშნულების გარეშე რაიმე პრეპარატის მიღება რა შეუგნებლობაა.

david
0

ქანბებეს რაკლამის ფონზე რატომ არ ხართ ქალბატონო ინგა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ბავშვებს სულზე მივუსწარი, როდესაც მშობლებმა მათ დაუწყეს კარდიომაგნილის მიცემა, ეს დაუშვებელია!" - ცნობილი პედიატრის კორონავირუსთან დაკავშირებული რჩევები მშობლებს

"ბავშვებს სულზე მივუსწარი, როდესაც მშობლებმა მათ დაუწყეს კარდიომაგნილის მიცემა, ეს დაუშვებელია!" - ცნობილი პედიატრის კორონავირუსთან დაკავშირებული რჩევები მშობლებს

საქართველოში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. სულ უფრო იზრდება Covid-19- ით ინფიცირებული კრიტიკული და გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი, თუმცა როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ბავშვები, საბედნიეროდ, კვლავ "მწვანე ზონად“ რჩებიან. მედიკოსების ინფორმაციით, მოზარდები ახალი კორონავირუსით კვლავ იშვიათად ავადდებიან. ინფიცირების შემთხვევებში კი გამოსავალი თითქმის ყოველთვის მარტივია. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა 8%-ს შეადგენენ მხოლოდ ბავშვები. ერთადერთი გამოწვევა, რაზეც ექიმები ლაპარაკობენ, ბავშვებში ვირუსის პრევენციისთვის ვიტამინებისა და სხვა მედიკამენტებს თვითნებური მიღებაა. როგორც მედიკოსები ამბობენ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები საკუთარი გადაწყვეტილებით აძლევენ ბავშვებს ვიტამინებს დანამატის სახით და თავად ექიმებიც საკმარისი გამოკვლევების გარეშე ნიშნავენ სხვადასხვა ვიტამინებს.

ბავშვებში კორონავირუსის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ambebi.ge პედიატრ ინგა მამუჩიშვილს ესაუბრა.

- როგორია ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების სურათი საქართველოში?

- თავიდანვე იყო შესამჩნევი, რომ ბავშვებისთვის კორონავირუსი შედარებით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. ახლაც ასეა. ისინი ან იშვიათად ინფიცირდებიან, ან ძალიან მარტივად გადააქვთ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მარტივია გამოსავალი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი არიან გამავრცელებლები და მკაცრად დავიცვათ იზოლაციის წესები. თუ რატომ ავადობენ იშვათად sars cov2 -ით ბავშვები, ამას სამედიცინო საზოგადოებაში რამდენიმე ახსნას უძებნიან. პირველი ეს არის ბავშვის მიერ შეძენილი იმუნიტეტი, რომელიც მათ ხშირი გაციებებისაგან გამოუმუშავდათ და დარჩათ იმუნოლოგიური მეხსიერება. მეორე კი გახლავთ იმ სპეციალური რეცეპტორების ფაქტორი, რომელსაც ვირუსი ორგანიზმში შეჭრისას ეჭიდება. ბავშვებს ეს რეცეპტორები სუსტად აქვთ განვითარებული ან საერთოდ არ აქვთ. ამიტომაც თუ ავადდებიან, იოლად გადააქვთ, რადგან ბევრი ვირუსი ვერ ახერხებს მათ ორგანიზმში შეჭრას. არსებობს მოსაზრება, რომ ვირუსის განვითარების სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ვირუსი შეაღწევს ორგანიზმში. ეს კვლევებით ჯერჯერობით არ არის დადგენილი, მაგრამ აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა. საქართველოში ბავშვებში მძიმე მიმდინარეობის სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, მაგრამ ეს უკვე ვირუსისგან განკურნების შემდეგ მოხდა. ბავშვს გამოჯანმრთელების შემდეგ განუვითარდა ყველა ორგანოს მოშლა და უკმარისობა, მაგრამ ერთეული შემთხვევებია და ნუ დავპანიკდებით.

- რა სიპტომებს უჩივიან ყველაზე ხშირად ბავშვები?

- მათ ძალიან ხშირად უსიმპტომოდ გადააქვთ, მაგრამ თუ გამოხატულია ჩვენებები, ხშირად ესაა ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი, დიარეა, ღებინება, ტემპერატურა და ა.შ. გარდა ამისა, ამ ბოლო დროს ბავშვებში წამოვიდა ნევროლოგიური სიმპტომატიკაც. უჩივიან თავის ტკივილებს და მხედველობის გაუარესებას, ძილიანობას და სხვა ნევროლოგურ პრობლემებს. ხშირია გემოს და ყნოსვის დაკარგვა ბავშვებშიც.

- რა შემთხვევაში რთულდება ბავშვებში დაავადება და უნდა მოვითხოვოთ კლინიკაში გადაყვანა?

- პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ეს იშვიათად ხდება. ხშირად მშობლებს აპანიკებთ მაღალი ტემპერატურა. როდესაც თერმომეტრი 39-ს აჩვენებს. მინდა, ყველამ ვიცოდეთ, რომ ვირუსული ინფექციის დროს, მაღალი ტემპერატურა საშიში არ არის. პირიქით, აუცილებელია. მაღალ ტემპერატურაზე ვირუსი კვდება. 38.5 გრადუსამდე მივუშვათ ტემპერატურა და ვეცადოთ არ დავწიოთ, თუ პაციენტი ძალიან ცუდად არ გრძნობს თავს ან ანამნეზში არ აქვს გულყრის გამოცდილება. განსკუთრებულად მივაქციოთ ყურადღება ბავშვის სუნთქვას. თუ სუნთქვაში მონაწლეობას იღებს დამატებითი მუსკულატურა, უკვე უნდა გავფრთხილდეთ. მოსვენებით მდგომარეობაში და თამაშის თუ დროს მძიმედ სუნთქავს, ედრიკება გულ-მკერდი, სუნთქაში მონაწილეობას იღებს ნეკნებსშორისი არეები, გახშირებულია სუნთქვა, ეს უკვე არის განგაშის საფუძველი. ერთ წლამდე ბავშვის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის აქტი წუთში 50-ს არ უნდა აღემატებოდეს. 1-3 წლამდე ბავშვის სუნთქვა თუ 35-ს სცდება, არ უნდა გამოგვრჩეს. თუ პაციენტს აქვს შეუპოვარი ღებინება, დიარეა, კარგავს სითხეს, დასუსტდა, მივმართოთ ექიმს და მოვითხოვოთ მისი კლინიკაში გადაყვანა. მაგრამ კლინიკაში გადაყვანა ამ ბოლო დროს ძალიან ძნელი გახდა. ვწუხვარ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ასეთ მძიმე დღეშია. პირველად ჯანდაცვის რგოლი მთლიანად ჩამოიშალა. ურთულესია სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან დაკავშირება. ლოჯისტიკა პრაქტიკულად განადგურებულია, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს ადამიანური რესურსი. უამრავი კოვიდინფიცირებული ექიმი გვაყავს, რომლებიც ვერ აძლევენ თავს უფლებას არ უმკურნალონ დაინფიცირებულ პაციენტებს. ცრემლი მომდის ამის თქმაზე, კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალი დღეს უვლის კოვიდინფიცირებულ პაციენტებს. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ექიმებს, თორემ დავიღუპებით. რამდენი ექიმი შეეწირა ამ საშინელ ვირუსს. ჩვენ არ უნდა მოვითხოვოთ კლინიკაში გადაყვანა, თუ მდგომარეობა არ არის კრიტიკული. თუ პაცინეტს არ აქვს სუნთქვის უკმარისობა, არ საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას, დავრჩეთ სახლში და ვიმკურნალოთ. ეს ახლა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა.

- ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ მშობლები ბავშებს ვირუსის პრევენციისთვის თვითნებურად აძლევენ სხვადასხვა მედიკამენტებს. ამაზე რას გვეტყვით?

- კი, სამწუხაროდ, ეს მართლაც ხშირად ხდება. ჩემს პრაქტიკაშიც ყოფილა და სხვებისგანაც მსმენია. ხშირად აძლევენ ვიტამინებსა და თრომბოემბოლიური პროცესების განვითარებაზე მოქმედ მედიკამენტებს. ბოლო დროს აქტიურად მსჯელობენ კორონავირუსის დროს თრომბოემბოლიის რისკზე. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ბავშვებში არ ხდება! ამ მხრივ მშვიდად უნდა იყვნენ მშობლები და კოაგულოგრამის ჩატარების მოთხოვნით არ უნდა ირბინონ კლინიკებში. მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სულზე მივუსწარი - მშობლებმა ბავშვებს დაუწყეს კარდიომაგნილის დაბალი დოზების მიცემა, რაც დაუშვებელია. თვითონ სვამდნენ და დაბალ დოზებს აძლევდნენ ბავშვებსაც. ბავშვს არც კვლევები უნდა სისხლის შედედებაზე და არც მედიკამენტები. მინდა, ყველას ვთხოვო, ასეთი რამ ფიქრადაც არ გაივლონ!

- რაც შეეხება ვიტამინების თვითნებურ მიღებას. რომელ ვიტამინებია ამ მხრივ განსაკუთრებულად ხშირ მოხმარებაში?

- ზოგადად, ვიტამინების მიღება საქართველოში ძალიან უყვართ. მშობლები ფიქრობენ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და აძლიერებს იმუნიტეტს. ხშირად ყიდულობენ, B, C, D ჯგუფის ვიტამინებს და აძლევენ ბავშვებს. ეს დაუშვებელია, რადგან არცერთი სამეცნიერო მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ ვიტამინების კარგად მოქმედებს კორონავირუსზე. თუ ბავშვს ნორმაში აქვს ვიტამინების საჭირო რაოდენობა, არ უნდა ვეცადოთ მის დამატებით მიღებას. გავრცელებულია D და C ვიტამინების მიღების შემთხვევები. D ვიტამინი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას უკვე ვიტამინს აღარ უწოდებენ და მოიხსენიებენ, როგორც D ჰორმონი, იგი მოქმედებს აბსოლუტურად ყველა ორგანოს ფუნქციონირებაზე, ბავშვის ზრდა-განვითარებაზე, ძვალსახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებასა და ნევროლოგიურ პროცესებზე. აშშ -ში ჩატარდა რამდენიმე კვლევა, რომლის მიხედვითაც, ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს სეზონურ აფექტურ აშლილობებს, დეპრესიას, შფოთვას და ა.შ. ეს ვიტამინი ძალიან დიდი ოდენობითა ზღვის პროდუქტებში, შუადღის მზეზე ხდება მისი გამომუშავება, მაგრამ ამ დროს იზრდება კანის ონკოლოგიური დაავადებების რისკი. რაც შეეხება მის დოზებს, გამართლებულია მხოლოდ და მხოლოდ პრევენციული ზომა 400 -800 ერთეული დღეში, ანუ 1-2 წვეთი. რაც შეეხება 2 წლამდე ბავშვებს, მათ თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინებით რეგულარულად უნდა ამიიღონ ეს ვიტამინი შესაბამისი დოზები, რადგან აუცილებელია მათი ზრდა - განვითარებისთვის. რაც შეეხება, C ვიტამინს, ისიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ის წმენდს ორგანიზმს სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისგან. მონაწილეობს ქოლესტერინის წვაში, ჰორმონების წარმოქმნაში. მაგრამ მას იმდენად ბევრი პროდუქტისგან ვიღებთ ყოველდღიურად, იშვიათად არის საჭირო დანამატის სახით მიღება. C ვიტამინი დიდი ოდენობით არის ციტრუსებში, ბროწეულში, ისპანახში, ბროკოლში, ალუბალში და ა.შ. იგი შეიძლება, ფაქტობრივად, ნებისმიერი სეზონური ხილისგან მივიღოთ.

თუ მოწესრიგებულია კვება, ბავშვი D ვიტამინის საჭირო დოზასაც მიიღებს პროდუქტებიდან, ამიტომ უმჯობესია მშობლებმა ყურადღება გაამახვილონ ბავშვის კვებაზე და არა აფთიაქებში შეძენილი ვიტამინებით მათი შვილების იმუნიტეტის გაძლიერებაზე. ჩვენ, პედიატრები, ყოველთვის ვამბობთ, რომ აუცილებელია სწორი, ბალანსირებული კვება, მაგრამ დღეს ხალხს იმდენად უჭირს, მრცხვენია, რომ ხალხს მოვუწოდო, მიეცით ბავშვს ორაგული, მიეცით ხიზილალა - მეთქი... ძალიან ძვირი ჯდება ეს მატერიალურად. მედიკამენტების დანიშვნის დროსაც კი თვალებში ვუყურებ მშობელს, რამდენად შეძლებს ის ამის შეძენას.

- როგორ უნდა გავიგოთ, აკლია თუ არა ორგანიზმს ვიტამინები?

- ამ მიზნით კეთდება ლაბორატორიული ანალიზები, მაგრამ ყველა ვიტამინის შემთხვევაში - არა. არსებობს ისეთი ვიტამინები, რომელთა ნაკლებობის შესახებ კლინიკური ჩვენებით იღებს ინფორმაციას ექიმი. იქნება ეს ზოგადი სისუსტე, უმადობა თუ ა.შ. როდესაც ექიმი გამორიცხავს დაავადებას, რომელსაც შეიძლება ახლდეს ეს სიმპტომები, ნიშნავს შესაბამს ვიტამინებს. ამიტომ მედიკოსის რეკომენდაცის გარეშე, თვითნებურად არ უნდა მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, აუცილებელია ვიტამინებს ჰქონდეს ხარისხის კონტროლი გავლილი და ამერიკული fda რეკომენდაცია, რომ ის უსაფრთხოა. ეს ინფორმაცია შეგვიძლია ვიკითხოთ და მოვითხოვოთ აფთიაქებში.

- რა უკუშედეგს იძლევა ვიტამინების თვითნებურად მიღება?

- ჰიპერდოზირებამ შეიძლება ჰიპერკალცემია გამოიწვიოს, ამან კი თავის მხრივ არაერთი სხვა დაავადება - სისხლძარღვოვანი გართულებები, სხვადასხვა ორგანოში კენჭების ჩაგროვება, ენდოკრინული სისტემის გამწვავება და მრავალი სხვა. C ვიტამინის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება ანაფილაქსიური შოკიც კი გამოიწვოს. ასევე, ჭინჭირს ციება და ა.შ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი შეიძლება ფატალურ შედეგამდეც მივიდეს.

"მაიკო სულ ნერვიულობდა და ყველა რეკომენდაციას იცავდა... დედაც ინფიცირებული ჰყავდა " - კოვიდით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მასწავლებელი იყო

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს

"მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა" - ვინ არის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით დაიღუპა