მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ ხანს შეიძლება გაჰყვეს ადამიანს იმუნიტეტი კოვიდის გადატანის შემდეგ? -  "მძიმე პაციენტებს უფრო ხანგრძლივი იმუნიტეტი დაუდგინდათ"
რამდენ ხანს შეიძლება გაჰყვეს ადამიანს იმუნიტეტი კოვიდის გადატანის შემდეგ? -  "მძიმე პაციენტებს უფრო ხანგრძლივი იმუნიტეტი დაუდგინდათ"

მთე­ლი მსოფ­ლიო კორ­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის მო­ლო­დინ­შია, მა­ნამ­დე კი უხი­ლავ მტერს მეც­ნი­ე­რე­ბი ახალ-ახალ აღ­მო­ჩე­ნე­ბამ­დე მიჰ­ყავს. ისი­ნი პლა­ნე­ტის ჭირს თან­და­თან სწავ­ლო­ბენ და დაგ­რო­ვი­ლი მა­სა­ლის შე­დე­გად, კო­ვიდ-19-ის მი­მართ მიდ­გო­მე­ბიც იც­ვლე­ბა. ვაქ­ცი­ნა, რო­გორც პრო­ფი­ლაქ­ტი­კა, თა­ვის­თა­ვად, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლებს არ დას­ჭირ­დე­ბათ და მათ­თვის იქ­ნე­ბა, ვინც ვირუსს გა­და­ურ­ჩა. თუმ­ცა მსოფ­ლიო მეც­ნი­ერ­თა კვლე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნა სე­ზო­ნუ­რად უნდა გა­კეთ­დეს, მას შემ­დეგ, რაც სხე­ულ­ში ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გაქ­რე­ბა.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, კო­ვიდს გან­მე­ო­რე­ბი­თო­ბა ახა­სი­ა­თებს. არის ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ვას სა­ჭი­რო­ებს - რო­გორ უნდა გა­ვი­გოთ, ჰქონ­და თუ არა ადა­მი­ანს გა­და­ტა­ნი­ლი ვირუ­სი, თუ ის უსიმპტო­მო იყო და თვი­თო­ნაც არა­ფე­რი იცის მისი კო­ვიდ­თან თან­ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ...

ამ სა­კი­თხზე ambebi.ge-ს სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ "გე­ო­მე­დის" პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ყო­ფის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ალექ­სან­დრე პა­პი­ტაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

"ვი­საც ვირუ­სი გა­და­ტა­ნი­ლი აქვს, იმას ვაქ­ცი­ნას, რა თქმა უნდა, არ გა­უ­კე­თე­ბენ. იმი­სათ­ვის, რომ გა­ვი­გოთ, გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­და თუ არა ადა­მი­ანს ვირუ­სი (როცა უსიმპტო­მო ჰქონ­და და მან არ იცის ამის შე­სა­ხებ), ამი­სათ­ვის ვიდ­რე ვაქ­ცი­ნა გა­უ­კეთ­დე­ბა, ადა­მი­ანს ჯერ ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე უნდა გა­უ­კეთ­დეს ანა­ლი­ზი. ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი - ესაა ვირუ­სის ინ­ვა­ზი­ის შე­დე­გად სა­პა­სუ­ხოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი ორ­გა­ნიზ­მში, რო­მე­ლიც მას იცა­ვენ. ადა­მი­ანს თუ არ აქვს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, ვაქ­ცი­ნა უნდა გა­უ­კეთ­დეს, თუ აქვს - არა. ამ და­ა­ვა­დე­ბის შემ­დეგ, ზო­გა­დად, 5-6 თვე­ში იმუ­ნი­ტე­ტი აღარ არის, ამი­ტომ, გრი­პის მსგავ­სად, კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნა უნდა გა­კეთ­დეს სე­ზო­ნუ­რად.

ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა ალ­ბათ დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყე­ბა ინ­გლის­ში, ამე­რი­კა­ში და ა.შ. და ჩვე­ნამ­დე ალ­ბათ ბევ­რად გვი­ან მო­აღ­წევს. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რამ­დენ ხანს მოქ­მე­დებს იმუ­ნი­ტე­ტი მათ­ში, ვინც ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნა.

ჟურ­ნალ “სა­ი­ენსში” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თუ და­ვეყ­რდნო­ბით, აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი იმუ­ნი­ტე­ტი გრი­პის შემ­დგომ იმუ­ნი­ტეტს ჰგავს და და­ინ­ფი­ცი­რე­ბა თუ იყო მცი­რე, მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბით, სის­ხლში ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია მათ­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო, მძი­მე­ებ­ში - უფრო მეტი. ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ორ­გა­ნიზ­მი­დან 6 თვე­ში ქრე­ბა და ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი თა­ვი­დან და­ინ­ფი­ცირ­დეს. რაც მთა­ვა­რია, უსიმპტო­მო შემ­თხვე­ვებ­ში, 40% პა­ცი­ენ­ტში ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი 2 თვე­ში ქრე­ბო­და (სიმპტო­მი­ა­ნებ­ში - 6 თვე­ში, ანუ მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს უფრო ხან­გრძლი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი და­უდ­გინ­დათ) და აღარ ჰქონ­დათ იმუ­ნი­ტე­ტი.

მაგ­რამ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ - თუ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ჰქონ­და და გაქ­რა, მათ­ში გან­მე­ო­რე­ბი­თი ინ­ფი­ცი­რე­ბის დროს, და­ა­ვა­დე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო იო­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და".

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­კა­მენტს, ცნო­ბი­ლია, რომ ამ ეტაპ­ზე რამ­დე­ნი­მე პრე­პა­რა­ტია შექ­მნი­ლი და ისი­ნი გა­მოც­დას გა­დი­ან. მსოფ­ლიო დო­ნის მეც­ნი­ე­რე­ბი მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტურ მე­თო­დებ­სა და სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც ექ­სპერ­ტი გვე­უბ­ნე­ბა:

"100-მდე წამ­ლის გა­მოც­და მი­დის. დღეს რა­ცაა, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რია მო­ნოკ­ლო­ნურ ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სის­ხლი­დან იღე­ბენ სხვა­დას­ხვა ტი­პის ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ან­ტის­ხე­უ­ლებს, ეწე­ვი­ან მათ ხე­ლოვ­ნურ გამ­რავ­ლე­ბას, ღე­ბუ­ლო­ბენ მი­ლი­არ­დებს და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შეჰ­ყავთ ორ­გა­ნიზ­მში, რო­გორც - დაც­ვა. ეს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი მი­ღე­ბუ­ლია კლო­ნი­რე­ბის გზით. მო­ნოკ­ლო­ნურ ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა გახ­ლავთ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სტა­დი­ა­ში და ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­მოც­დას გა­დის. ერთ-ერთი იყო დო­ნალდ ტრამ­პი, რო­მელ­მაც ექ­სპე­რი­მენ­ტში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რო­მელ­საც ამ მე­თო­დით უმ­კურ­ნა­ლეს. ამე­რი­კულ პრე­სა­ში წერ­დნენ, რომ მას ამ მე­თო­დით უმ­კურ­ნა­ლეს და ფაქ­ტია, მე­ხუ­თე დღეს გა­და­სა­რე­ვად იყო და მუ­შა­ობ­და".

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თქვენ შიშხაპუნეთ, ბ-ნო მეცნიერო!
24

თუ გეამებათ, დილა-შუადღე-საღამოს, ჭამის წინ და მას შემდეგ, დღეში სამჯერ!

ექიმბაშებს!!!
8

ყველაფერს ჯობია მკურნალობაში იმეცადინოთ და შეისწავლოთ, ჩინეთს ხელი ააღებინოთ მსგავს მაიმუნობებზე და სამეცნიერო კვლევები წარმართოთ სწორი მიმართულებით. თორემ უკვე საეჭვოდან სასაციმლომდე ჟღერს- "ერთადერთი ხსნა ვაქცინა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რამდენ ხანს შეიძლება გაჰყვეს ადამიანს იმუნიტეტი კოვიდის გადატანის შემდეგ? -  "მძიმე პაციენტებს უფრო ხანგრძლივი იმუნიტეტი დაუდგინდათ"

რამდენ ხანს შეიძლება გაჰყვეს ადამიანს იმუნიტეტი კოვიდის გადატანის შემდეგ? -  "მძიმე პაციენტებს უფრო ხანგრძლივი იმუნიტეტი დაუდგინდათ"

მთელი მსოფლიო კორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოლოდინშია, მანამდე კი უხილავ მტერს მეცნიერები ახალ-ახალ აღმოჩენებამდე მიჰყავს. ისინი პლანეტის ჭირს თანდათან სწავლობენ და დაგროვილი მასალის შედეგად, კოვიდ-19-ის მიმართ მიდგომებიც იცვლება. ვაქცინა, როგორც პროფილაქტიკა, თავისთავად, კოვიდგადატანილებს არ დასჭირდებათ და მათთვის იქნება, ვინც ვირუსს გადაურჩა. თუმცა მსოფლიო მეცნიერთა კვლევებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოვიდის ვაქცინა სეზონურად უნდა გაკეთდეს, მას შემდეგ, რაც სხეულში ანტისხეულები გაქრება.

როგორც ამბობენ, კოვიდს განმეორებითობა ახასიათებს. არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გარკვევას საჭიროებს - როგორ უნდა გავიგოთ, ჰქონდა თუ არა ადამიანს გადატანილი ვირუსი, თუ ის უსიმპტომო იყო და თვითონაც არაფერი იცის მისი კოვიდთან თანცხოვრების შესახებ...

ამ საკითხზე ambebi.ge-ს სამედიცინო უნივერსიტეტ "გეომედის" პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ექსპერტი, საქართველოს ნაყოფის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე პაპიტაშვილი ესაუბრა:

"ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს, იმას ვაქცინას, რა თქმა უნდა, არ გაუკეთებენ. იმისათვის, რომ გავიგოთ, გადატანილი ჰქონდა თუ არა ადამიანს ვირუსი (როცა უსიმპტომო ჰქონდა და მან არ იცის ამის შესახებ), ამისათვის ვიდრე ვაქცინა გაუკეთდება, ადამიანს ჯერ ანტისხეულებზე უნდა გაუკეთდეს ანალიზი. ანტისხეულები - ესაა ვირუსის ინვაზიის შედეგად საპასუხოდ განვითარებული ნაწილაკები ორგანიზმში, რომელიც მას იცავენ. ადამიანს თუ არ აქვს ანტისხეულები, ვაქცინა უნდა გაუკეთდეს, თუ აქვს - არა. ამ დაავადების შემდეგ, ზოგადად, 5-6 თვეში იმუნიტეტი აღარ არის, ამიტომ, გრიპის მსგავსად, კოვიდის ვაქცინა უნდა გაკეთდეს სეზონურად.

ვაქცინის წარმოება ალბათ დეკემბერში დაიწყება ინგლისში, ამერიკაში და ა.შ. და ჩვენამდე ალბათ ბევრად გვიან მოაღწევს. საინტერესოა ისიც, რამდენ ხანს მოქმედებს იმუნიტეტი მათში, ვინც ვირუსი გადაიტანა.

ჟურნალ “საიენსში” გამოქვეყნებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, აღმოჩნდა, რომ მისი იმუნიტეტი გრიპის შემდგომ იმუნიტეტს ჰგავს და დაინფიცირება თუ იყო მცირე, მსუბუქი სიმპტომებით, სისხლში ანტისხეულების კონცენტრაცია მათში ძალიან დაბალი იყო, მძიმეებში - უფრო მეტი. ანტისხეულები ორგანიზმიდან 6 თვეში ქრება და ამის შემდეგ შეიძლება ადამიანი თავიდან დაინფიცირდეს. რაც მთავარია, უსიმპტომო შემთხვევებში, 40% პაციენტში ანტისხეულები 2 თვეში ქრებოდა (სიმპტომიანებში - 6 თვეში, ანუ მძიმე პაციენტებს უფრო ხანგრძლივი იმუნიტეტი დაუდგინდათ) და აღარ ჰქონდათ იმუნიტეტი.

მაგრამ აღმოაჩინეს ერთი მნიშვნელოვანი რამ - თუ კოვიდინფიცირებულს ანტისხეულები ჰქონდა და გაქრა, მათში განმეორებითი ინფიცირების დროს, დაავადება გაცილებით უფრო იოლად მიმდინარეობდა".

რაც შეეხება მედიკამენტს, ცნობილია, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე პრეპარატია შექმნილი და ისინი გამოცდას გადიან. მსოფლიო დონის მეცნიერები მკურნალობის ეფექტურ მეთოდებსა და საშუალებებზე ბევრს საუბრობენ. როგორც ექსპერტი გვეუბნება:

"100-მდე წამლის გამოცდა მიდის. დღეს რაცაა, მათ შორის ყველაზე ეფექტურია მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული მკურნალობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლიდან იღებენ სხვადასხვა ტიპის ყველაზე ძლიერ ანტისხეულებს, ეწევიან მათ ხელოვნურ გამრავლებას, ღებულობენ მილიარდებს და დიდი რაოდენობით შეჰყავთ ორგანიზმში, როგორც - დაცვა. ეს ანტისხეულები მიღებულია კლონირების გზით. მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული მკურნალობა გახლავთ ექსპერიმენტულ სტადიაში და ადამიანებზე გამოცდას გადის. ერთ-ერთი იყო დონალდ ტრამპი, რომელმაც ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა და რომელსაც ამ მეთოდით უმკურნალეს. ამერიკულ პრესაში წერდნენ, რომ მას ამ მეთოდით უმკურნალეს და ფაქტია, მეხუთე დღეს გადასარევად იყო და მუშაობდა".

იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25 ლარიან ვაუჩერს გადასცემს

ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა

ორთვიანი კომის შემდეგ 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა - ოჯახი პასუხისმგებლობას ექიმს აკისრებს