მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ მალე სკოლის ხელმძღვანელებისთვის ხელმისავწდომი იქნება
„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ მალე სკოლის ხელმძღვანელებისთვის ხელმისავწდომი იქნება

„დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მარ­თვის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო“ სკო­ლის მარ­თვის დამ­ხმა­რე პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც „სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით იქ­მნე­ბა და მიზ­ნად ისა­ხავს ქარ­თუ­ლი ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბას დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­თა თავ­მოყ­რას რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე უცხო­უ­რი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბი­სათ­ვის ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გზამ­კვლე­ვის შექ­მნას პრაქ­ტი­კუ­ლი/კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­თა და ინ­სტრუქ­ცი­ე­ბით ’’ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­სა და რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე დას­რულ­და და გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ავ­ტო­რებ­მა კონ­კრე­ტულ თე­მებ­ზე და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რე­ბი არი­ან: გია მურ­ღუ­ლია- სკო­ლა „ ლო­გო­სის’’ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნე­ლი, სი­მონ ჯა­ნა­შია- გა­ნათ­ლე­ბის მკვლე­ვა­რი, მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვა - სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, ნი­კო­ლოზ სი­ლა­გა­ძე- სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია- კო­ა­ლი­ცია „გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თვის’’ დი­რექ­ტო­რი, მეგი კავ­თუ­აშ­ვი­ლი- ასო­ცი­ა­ცია „ მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თვის’’ ხელ­მძღვა­ნე­ლი, ეკა­ტე­რი­ნე კვი­რი­კაშ­ვი­ლი- ძვე­ლი თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ხა­თუ­ნა ბა­რა­ბა­ძე - პე­და­გო­გი­კის დოქ­ტო­რი, სსიპ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი და სხვე­ბი.

გია მურ­ღუ­ლია სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შე­სა­ხებ : რო­დე­საც მარ­თვის ახა­ლი პა­რა­დიგ­მა იქ­მნე­ბა, მმარ­თველ­თა კორ­პუ­სის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი თე­ო­რი­უ­ლი გა­აზ­რე­ბა სხვა­დას­ხვა გან­ზო­მი­ლე­ბი­თა და რა­კურ­სით, ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გაც­ნო­ბა. ეს კურ­სი სწო­რედ ამ ამო­ცა­ნას ისა­ხავს მიზ­ნად - და­ეხ­მა­როს სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, პან­დე­მი­ის დროს სკო­ლის დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვის მო­დე­ლის პრინ­ცი­პე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნად აღ­ქმა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. სა­ა­მი­სოდ კომ­პე­ტენ­ტურ ავ­ტორ­თა ჯგუ­ფი შევ­კრი­ბეთ, რო­მელ­მაც სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცია და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მო­ამ­ზა­და.

სი­მონ ჯა­ნა­შია აღ­ნიშ­ნავს, რომ დის­ტან­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტუ­ა­ლო­ბა მარ­თა­ლია პან­დე­მი­ით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია გა­ნათ­ლე­ბა­ში არ­ჩე­ვა­ნის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გაზ­რდის­თვის. ამი­ტომ, ფიქ­რობს რომ, დის­ტან­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზამ­კვლე­ვი სა­სარ­გებ­ლო პუბ­ლი­კა­ცი­აა არა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის ამ ფორ­მის გა­სა­აზ­რებ­ლად, არა­მედ გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სის ზო­გა­დი გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს სა­პი­ლო­ტე, ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სია გა­ზი­ა­რე­ბულ იქ­ნე­ბა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ მიზ­ნის­თვის შექ­მნილ „სა­პი­ლო­ტე ჯგუფ­თან’’, რო­მე­ლიც და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა სეგ­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­თა და სფე­როს ექ­სპერ­ტე­ბით. სა­პი­ლო­ტე ჯგუ­ფის მიერ სა­მუ­შაო ვერ­სი­ის შე­ფა­სე­ბი­სა და უკუ­კავ­ში­რის გა­ზი­ა­რე­ბის შემ­დეგ, სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი გზამ­კვლევს მის­ცემს სა­ბო­ლოო სა­ხეს.

2021 წლის იან­ვრის თვე­ში, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო უფა­სოდ გა­და­ე­ცე­მა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრს და ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ტორ­თა მო­თხოვ­ნებს, რათა ეფექ­ტი­ა­ნად წარ­მარ­თონ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი. გა­ეც­ნონ სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. და­ი­ნა­ხონ ერ­თი­ა­ნი სუ­რა­თი სკო­ლა­ში მი­დი­ნა­რე ონ­ლა­ინ პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ, რაც და­ეხ­მა­რე­ბა მათ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის უკეთ და­გეგ­მვა­ში, პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სკო­ლის შიდა, ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რათა მო­ახ­დი­ნონ დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე.

ეს იქ­ნე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მარ­თვის პირ­ვე­ლი გზამ­კვლე­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს თა­ნა­დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი და აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის შე­სა­ხებ:

სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცია: სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცია და­ფუძნ­და 2016 წელს და მისი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ეფექ­ტუ­რი და ეფექ­ტი­ა­ნი სას­კო­ლო მე­ნე­ჯმენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. ასო­ცი­ა­ცია აერ­თი­ა­ნებს რო­გორც სა­ჯა­რო, ასე­ვე კერ­ძო სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებს. ასო­ცი­ა­ცია გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გახ­ლავთ მრა­ვა­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის, პრაქ­ტი­კუ­ლი ტრე­ნინ­გი­სა და სე­მი­ნა­რის ორ­გან­ზა­ტო­რი. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­მოს­ცემს ჟურ­ნალ " სკო­ლის მარ­თვას"

თა­ნა­დამ­ფი­ნან­სებ­ლის შე­სა­ხებ:

გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი: გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონდმა საქ­მი­ა­ნო­ბა 2017 წელს და­ი­წყო. საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია ინა გუ­და­ვა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით შე­იქ­მნა. მისი მი­სი­აა ხელი შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას. გპფ სამი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას: სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა, სა­შუ­ა­ლო სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა.

NS

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინოვატორი
0

მაქვს ერთი მეტად საინტერესო წინადადება. ეს დიდი სიახლეა და ძალიან ეფექტური იქნება ქვეყნის ეკონომიკისათვის. საქმე ეხება სკოლასა და მასწავლებლობას. 21-ე საუკუნეა. ციფრული ტექნოლოგიების ხანა და მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. კორონავირუსმა საერთოდ მოშალა განათლების სისტემა. სკოლის პედაგოგები ონლაინ ატარებენ გაკვეთილებს. საქართველოში მინიმუმ 60000 მასწავლებელია. რა საჭიროა? შეიქმნას ერთი ტელესკოლა, ტელევიზიით გადაიცეს გაკვეთილები ყველა კლასისთვის. მოსწავლეები სავალდებულოდ დაესწრებიან ტელეგაკვეთილებს (იწარმოებს სათანადო ონლაინ აღრიცხვა) და წლის ბოლოს ჩააბარებენ გამოცდებს. ამით მოიხსნება მასწავლებლის პროფესიის აუცილებლობა. ეს პროფესია გაუქმდება. გამოთავისუფლდება უამრავი თანხა, რომელიც მასწავლებლის ხელფასზე და სკოლების მომსახურებაზე გაიცემა. ბიუჯეტი დაიზოგება და დაზოგილი თანხები სხვა დანიშნულებით იქნება გამოყენებული; სხვა თუ არაფერი ხელფასებისა და პრემია-დანამატების ზრდას მოხმარდება. გასაგებია ვისიც. ახლა უამრავი მასწავლებელი ატარებს ონლაინ გაკვეთილებს. რა საჭიროა? ერთი ტელესკოლა სავსებით საკმარისია ამისთვის. ერთხელ ჩაიწერება ყველა კლასის გაკვეთილები და ატრიალე მერე წლობით; რა სჯობია ამას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ მალე სკოლის ხელმძღვანელებისთვის ხელმისავწდომი იქნება

„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ მალე სკოლის ხელმძღვანელებისთვის ხელმისავწდომი იქნება

„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ სკოლის მართვის დამხმარე პროდუქტია, რომელიც „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით იქმნება და მიზნად ისახავს ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობას დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელებაში, საუკეთესო გამოცდილებათა თავმოყრას როგორც საქართველოს, ისე უცხოური ქვეყნების მაგალითზე და სკოლის ადმინისტრატორებისათვის ერთიანი სახელმძღვანელო გზამკვლევის შექმნას პრაქტიკული/კონკრეტული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით ’’ პროექტზე მუშაობის პირველ ეტაპზე საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონის მასშტაბით სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან კვლევითი სამუშაოები უკვე დასრულდა და გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით ავტორებმა კონკრეტულ თემებზე დაიწყეს მუშაობა.

სახელმძღვანელოს ავტორები არიან: გია მურღულია- სკოლა „ ლოგოსის’’ დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, სიმონ ჯანაშია- განათლების მკვლევარი, მარიამ ჩიქობავა - საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლოზ სილაგაძე- საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების კოორდინატორი, გიორგი ჭანტურია- კოალიცია „განათლება ყველასთვის’’ დირექტორი, მეგი კავთუაშვილი- ასოციაცია „ მშობლები განათლებისთვის’’ ხელმძღვანელი, ეკატერინე კვირიკაშვილი- ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ბარაბაძე - პედაგოგიკის დოქტორი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი და სხვები.

გია მურღულია სახელმძღვანელოს შესახებ : როდესაც მართვის ახალი პარადიგმა იქმნება, მმართველთა კორპუსისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი თეორიული გააზრება სხვადასხვა განზომილებითა და რაკურსით, ასევე, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა. ეს კურსი სწორედ ამ ამოცანას ისახავს მიზნად - დაეხმაროს სკოლის ხელმძღვანელებს, პანდემიის დროს სკოლის დისტანციური მართვის მოდელის პრინციპების საფუძვლიანად აღქმასა და გამოყენებაში. საამისოდ კომპეტენტურ ავტორთა ჯგუფი შევკრიბეთ, რომელმაც სასარგებლო ინფორმაცია და რეკომენდაციები მოამზადა.

სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, რომ დისტანციური განათლების განსაკუთრებული აქტუალობა მართალია პანდემიით არის გამოწვეული, მაგრამ დისტანციური სწავლების განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებაში არჩევანის მრავალფეროვნების გაზრდისთვის. ამიტომ, ფიქრობს რომ, დისტანციური განათლების გზამკვლევი სასარგებლო პუბლიკაციაა არა მხოლოდ განათლების ამ ფორმის გასააზრებლად, არამედ განათლების პროცესის ზოგადი განვითარებისთვისაც საქართველოში.

სახელმძღვანელოს საპილოტე, ელექტრონული ვერსია გაზიარებულ იქნება ასოციაციის მიერ სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ „საპილოტე ჯგუფთან’’, რომელიც დაკომპლექტებულია სასკოლო საზოგადოების ყველა სეგმენტის წარმომადგენლებითა და სფეროს ექსპერტებით. საპილოტე ჯგუფის მიერ სამუშაო ვერსიის შეფასებისა და უკუკავშირის გაზიარების შემდეგ, სარედაქციო ჯგუფი გზამკვლევს მისცემს საბოლოო სახეს.

2021 წლის იანვრის თვეში, სახელმძღვანელო უფასოდ გადაეცემა ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

აღნიშნული სახელმძღვანელო, შინაარსობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე სრულად დააკმაყოფილებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ადმინისტრატორთა მოთხოვნებს, რათა ეფექტიანად წარმართონ ონლაინ სწავლების პროცესი. გაეცნონ საქართველოსა და საერთაშორისო გამოცდილებას აღნიშნული მიმართულებით. დაინახონ ერთიანი სურათი სკოლაში მიდინარე ონლაინ პროცესების შესახებ, რაც დაეხმარება მათ დისტანციური სწავლების უკეთ დაგეგმვაში, პროცესების შეფასებასა და გაუმჯობესებაში.

სახელმძღვანელო საშუალებას მისცემს მათ განახორციელონ სკოლის შიდა, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება, რათა მოახდინონ დროული რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.

ეს იქნება დისტანციური სწავლების მართვის პირველი გზამკვლევი საქართველოში.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. სახელმძღვანელოს თანადამფინანსებელი და აქტიური მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.

ორგანიზატორის შესახებ:

საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია: საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია დაფუძნდა 2016 წელს და მისი მიზანია საქართველოში ეფექტური და ეფექტიანი სასკოლო მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაცია აერთიანებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის ადმინისტრატორებს. ასოციაცია განათლების მიმართულებით გახლავთ მრავალი კონფერენციის, პრაქტიკული ტრენინგისა და სემინარის ორგანზატორი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით გამოსცემს ჟურნალ " სკოლის მართვას"

თანადამფინანსებლის შესახებ:

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ინა გუდავაძის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. გპფ სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო განათლება, საშუალო სპეციალური განათლება და უმაღლესი განათლება.

NS

"დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს და სჯერა, რომ ეს არის მოგონილი იმიტომ, რომ დაჩიპონ" - პაატა იმნაძე

"კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის კლება 2 კვირის შემდეგ დაიწყება" - პაატა იმნაძე

"ძალიან მარტივია საწოლის დამატება, მაგრამ იმ საწოლს ექიმი უნდა ახლდეს - სამედიცინო პერსონალის რესურსი შეზღუდულია" - მაია ცქიტიშვილი