მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება" -  რას ამბობს ვიცე-პრემიერი ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზე?
"ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება" -  რას ამბობს ვიცე-პრემიერი ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზე?

ეს არის რთუ­ლი ბა­ლან­სი, ეკო­ნო­მი­კის, მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებ­სა და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მარ­თვას შო­რის, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლი ვართ და­ვიც­ვათ, არ­ცერ­თი ბიზ­ნე­სის­თვის არ არის სა­სურ­ვე­ლი რა­ი­მე სა­ხის შე­ზღუდ­ვე­ბი და ჩვენ­თვი­საც მძი­მე იყო ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, მაგ­რამ სას­წო­რის მე­ო­რე მხა­რეს დგას ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე, - ამის შე­სა­ხებ ვიცე-პრე­მი­ერ­მა, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ამას­თა­ნა­ვე, ვიცე-პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვას­თან ერ­თად ით­ვა­ლის­წი­ნებს წარ­მოქ­ნილ სირ­თუ­ლე­ებს და და­სახ­მა­რებ­ლად მათ სა­კომ­პენ­სა­ციო პა­კეტს სთა­ვა­ზობს.

მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის თქმით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რის პა­კე­ტის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მი­ლი­არდ ას მი­ლი­ონ ლარს აღე­მა­ტე­ბა და სხვა­დას­ხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"სა­რეს­ტორ­ნო სექ­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ერთჯე­რა­დი 300 ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა გა­ი­ცე­მა დამ­საქ­მებ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად. ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია დახ­მა­რე­ბე­ბი, რო­გორც ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის, ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი შე­ე­ხოს. კერ­ძოდ, თუ ისი­ნი სამ­სა­ხურს და­კარ­გა­ვენ, ან შე­მო­სა­ვა­ლი შე­უმ­ცირ­დე­ბათ. ჩვე­ნი აზ­რით, სა­კომ­პენ­სა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ ადა­მი­ა­ნებს ყო­ფას ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც შე­უმ­სუ­ბუ­ქებს“, - გა­ნა­ცხა­და მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა.

ვიცე-პრე­მი­ე­რის თქმით, უშუ­ა­ლოდ ბიზ­ნეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პა­კე­ტი მი­მარ­თუ­ლია ტუ­რის­ტუ­ლი და სა­რეს­ტორ­ნო სფე­როს­თვის და ისი­ნი წლე­ვან­დე­ლის მსგავ­სად, 2021 წელ­საც გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან.

"ასე­ვე ჩვენ ჩა­მოვ­წერთ 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ვა­დე­ბულ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხადს და გარ­და ამი­სა, კი­დევ ერთხელ, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ ბიზ­ნე­სებს შევ­თა­ვა­ზებთ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის ნა­წი­ლობ­რივ სუბ­სი­დი­რე­ბას”, - გა­ნა­ცხა­და ვიცე-პრე­მი­ერ­მა.

მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სის პი­რო­ბებ­ში, მთავ­რო­ბა ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­სახ­მა­რებ­ლად ყვე­ლა შე­საძ­ლე­ბო­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს და ამას­თან ერ­თად, ბან­კებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ რე­ჟიმ­ში მათი სეს­ხე­ბის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ა­ზე.

"ეს არის რთუ­ლი ბა­ლან­სი, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლი ვართ და­ვიც­ვათ ეკო­ნო­მი­კის ინ­ტე­რე­სებს, მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებს და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მარ­თვას შო­რის“,- გა­ნა­ცხა­და ვიცე-პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერე გვეშველება
14

ეს დ ამისთანავი უვიცები რომ მოშორდებიან მათ დამნიშნავებთან ერთად, მერე გაუჩნდება საქართველოს განვითარების შანსი.

მანამდე კი იქნება მონობაში.

პუტკუნ!
4

ამ "ბოჩოლა-დეიდამ" ხომ ტვინი მ----ა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება" -  რას ამბობს ვიცე-პრემიერი ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზე?

"ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება" -  რას ამბობს ვიცე-პრემიერი ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზე?

ეს არის რთული ბალანსი, ეკონომიკის, მოსახლეობის ინტერესებსა და ვირუსის გავრცელების მართვას შორის, რომელიც ვალდებული ვართ დავიცვათ, არცერთი ბიზნესისთვის არ არის სასურველი რაიმე სახის შეზღუდვები და ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დგას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ამასთანავე, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ბიზნესსექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად ითვალისწინებს წარმოქნილ სირთულეებს და დასახმარებლად მათ საკომპენსაციო პაკეტს სთავაზობს.

მაია ცქიტიშვილის თქმით, შემუშავებული მხარდაჭერის პაკეტის ჯამური ღირებულება მილიარდ ას მილიონ ლარს აღემატება და სხვადასხვა სახის დახმარებას ითვალისწინებს.

"სარესტორნო სექტორის თანამშრომლებისთვის ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება გაიცემა დამსაქმებლების მოთხოვნის შესაბამისად. ასევე გათვალისწინებულია დახმარებები, როგორც ჩვენი სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება, აღნიშნული ეკონომიკური კრიზისი შეეხოს. კერძოდ, თუ ისინი სამსახურს დაკარგავენ, ან შემოსავალი შეუმცირდებათ. ჩვენი აზრით, საკომპენსაციო ღონისძიებები ამ ადამიანებს ყოფას ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, უშუალოდ ბიზნესზე ორიენტირებული პაკეტი მიმართულია ტურისტული და სარესტორნო სფეროსთვის და ისინი წლევანდელის მსგავსად, 2021 წელსაც გათავისუფლდებიან ქონების გადასახადებისგან.

"ასევე ჩვენ ჩამოვწერთ 4 თვის განმავლობაში გადავადებულ საშემოსავლო გადასახადს და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ, 6 თვის განმავლობაში აღნიშნულ ბიზნესებს შევთავაზებთ საშემოსავლო გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას”, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ არსებული შეზღუდული რესურსის პირობებში, მთავრობა ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა დასახმარებლად ყველა შესაძლებობას გამოიყენებს და ამასთან ერთად, ბანკებთან თანამშრომლობს ინდივიდუალურ რეჟიმში მათი სესხების რესტრუქტურიზაციაზე.

"ეს არის რთული ბალანსი, რომელიც ვალდებული ვართ დავიცვათ ეკონომიკის ინტერესებს, მოსახლეობის ინტერესებს და ვირუსის გავრცელების მართვას შორის“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

"კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა" - აბაშიძე

"ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის "ტესლას" მანქანების გათამაშებას ვგეგმავდით" - "გირჩის" განცხადება

რა საკითხები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე აბაშიძე-კარასინმა? - რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს