საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ქალთა პოპულაციაში ონკოლოგიურ პათოლოგიებს შორის სიხშირით მე-4 ადგილს იკავებს.
ამერიკის კიბოს ასოციაციის მონაცემებით, მხოლოდ 2020 წლისთვის ამერიკაში საშვილოსნოს ყელის სიმსივნის 13 800 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამავე დიაგნოზით 4 290 ქალი გარდაიცვალა.
დაავადების პრევენციისთვის უდიდესი მნიშვნელობა, სკრინინგის შედეგად კიბოს წინარე დაზიანებების აღმოჩენას და მათ დროულ მკურნალობას ენიჭება.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მიმდინარეობაზე, დიაგნოსტირებასა და პრევენციის აუცილებლობაზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგი მარი კაჭარავა გვესაუბრა.
– რა სიმპტომებით უვლინდებათ საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებს და როდის უნდა მიმართონ მათ ექიმს?
– საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნე ნელა პროგრესირებს. დაზიანებული უჯრედების კიბოდ გარდასაქმნელად ხშირად 10-15 წელია საჭირო და შესაძლოა პროცესი სრულიად უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს.
დაავადების ასეთი ლატენტური მიმდინარეობისას, მისი ადრეული გამოვლენის ერთადერთი საშუალება სკრინინგია. ჩვენს კლინიკაში, შესაძლებელია სკრინინგული კვლევის ჩატარება, ამისათვის ვიღებთ ნაცხს საშვილოსნოს ყელიდან, რომელსაც შემდგომში შევისწავლით მიკროსკოპის ქვეშ და ამგვარად კიბოს წინარე ცვლილებებს ადრეულად გამოვავლენთ.
საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
– რა არის ამ ონკოლოგიური პათოლოგიის გამომწვევი მიზეზები?
– საშვილოსნოს ყელის კიბოს 99% ასოცირებულია სქესობრივი გზით გადამცემ ინფექციასთან - ადამიანის პაპილომა ვირუსთან, კერძოდ მე-16 და მე-18 ქვეტიპებთან. აღნიშნული ინფექცია ძირითადად თვითგანკურნებით მთავრდება, თუმცა პერსისტენტულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო.
ამ დაავადების განვითარების სხვა რისკ-ფაქტორებიდან აღსანიშნავია:
– რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის?
– ხშირად, როდესაც პაციენტს ვეკითხებით, თუ რამდენად ხშირად დადის გინეკოლოგთან საკონტროლო ვიზიტზე, აღმოჩნდება, რომ რაც იმშობიარა, მას შემდეგ არ ყოფილა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქალბატონი 60 წლის ან მეტის არის. სწორედ ეს გვაძლევს არასასურველ შედეგებს.
დაავადების პრევენციის ორი მეთოდიდან ერთ-ერთი სკრინინგია, როდესაც ყოველგვარი ჩივილის გარეშე პაციენტი მიბრძანდება ექიმთან და იტარებს პაპტესტს. ასე კიბოს წინარე დაავადებებს გამოვავლენთ, დროული მკურნალობით კი სიმსივნის შემდგომ განვითარებას ვიცილებთ თავიდან. მაგალითად, საშვილოსნოს ყელის წყლულოვანი დაავადება სწორედ კიბოს წინარე მდგომარეობაა, რომელსაც თუ დროულად ვუმკურნალებთ, არასდროს გადაგვარდება სიმსივნედ.
პრევენციის კიდევ ერთი ნაბიჯი ვაქცინაციაა. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრები, რომლებიც 9-დან 11 წლამდე ასაკის გოგონებს უტარდებათ, საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა. აშშ-მ ამ მიდგომით, დაავადების საერთო გავრცელება ელიმინაციისკენ წაიყვანა და ჩამოაყალიბა სკრინინგის ძლიერი სისტემა.
ვაქცინაცია 2 ეტაპად მიმდინარეობს – მას შემდეგ, რაც გაკეთდება პირველი აცრა, განმეორებითი ვიზიტისთვის საჭიროა 6-დან 12 თვემდე ვადა. ეს ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიება ამცირებს არა მხოლოდ საშვილონოს ყელის სიმსივნის განვითარების რისკს, ასევე სხვა გინეკოლოგიური ორგანოების: ვულვის, ვაგინისა და ანალური მიდამოს კიბოს პრევენციასაც წარმოადგენს.
– როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა თოდუას სამედიცინო ცენტრში?
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში ზემოთხსენებული სამივე ეტაპისთვის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსი გვაქვს: პაპტესტი, კოლპოსკოპია, ბიოფსია, მორფოლოგიური კვლევა. შემდგომ უკვე რადიოლოგიური კვლევების მთელი სპექტრი: ულტრაბგერითი კვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. გვაქვს სხვადასხვა მეთოდები შორეული მეტასტაზების გამოსავლენად და შესაბამისად სრულფასოვანი მკურნალობისთვის.
ადრეულ სტადიებზე უპირატესობა ქირურგიულ ჩარევას ენიჭება. ადგილობრივად, საშვილოსნოს ყელში გავრცელებული კიბოს შემთხვევაში, კომბინირებული მკურნალობა იწყება ქიმიო და სხივური თერაპიებით. თუ დაავადება მეტასტაზირებულია, ვატარებთ ქიმიოთერაპიას.
– ამ ონკოდაავადების წარმატებული მკურნალობით შესაძლებელია თუ არა რეპროდუქციული სისტემის შენარჩუნება?
– თუ პათოლოგია კიბოს წინარე მდგომარეობაში ან საწყის სტადიაზეა და მხოლოდ საშვილოსნოს ყელის ქირურგიული ამოკვეთა ხდება, დანარჩენი გინეკოლოგიური ორგანოები კი ნარჩუნდება, რეპროდუქტოლოგის დახმარებით ორსულობა იგეგმება.
სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ძალიან მცირეა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სკრინინგ პროგრამა უკვე წლებია არსებობს, ძირითადად მოგვმართავენ მაშინ, როდესაც დაავადება უკვე ძალიან გავრცელებულია.
იქიდან გამომდინარე, რომ ქალებში რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმებების მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია, ძნელდება კიბოს წინარე მდგომარეობების აღმოჩენა და დროული მკურნალობა.
საქართველოში დანას უსვამენ იქ, სადაც ეს საერთოდ არაა საჭირო და ეუბნებიან ადამინს, რომ მოაშორეს კიბო, რაც მარაზმშია გადასული, ხოლო როცა გაეცნოები ლიტერატურასა და გარემოებას და შეივლით აფთიაქებში, აღმოჩდება რომ კლასიკური სახის მკურნალობების პრეპარატებია მიწოდების გარეშე ქვეყანაში (ანუ არ არის მასიურ გაყიდვაში, თუ სადმე არ გაადაწყდი კერძო გამყიდველთან ან არ გამოიწერე სხვა ქვეყნიდან)>>>>>>>>>>„საშვილოსნოს ყელის კიბოს 99% ასოცირებულია სქესობრივი გზით გადამცემ ინფექციასთან - ადამიანის პაპილომა ვირუსთან, კერძოდ მე-16 და მე-18 ქვეტიპებთან“. საიდან მოაქვთ ნეტავ ეს დასკვნები, თუ მოსაზრება? რაა ვირუსსა და პარაზიტს იქ მარილმჟავასა და თიროქსინის(7.6-8,2 ph-ი) გარემოში უწევს გავლა, თუ რააა? დისფაქტიორიოზია ამის მიზეზი, სადაც იქმნება(რის შედეგად) რძის მჟავის დეფიციტი. ასევე, ადამიანის გარე ჯირკვალის მოშლილობა, რომელიც წარმოშობს არეში მაღალ ტუტე გარემოს, ხოლო ყველაზე საშინელებას ქმნის ე.წ. დღევანდელი ბომონდური ჰიგიენა პამპერსების გაგებისა, რაც ქმნის იქ ანარეობულ სივრცეს, რაც ქმნის იქ დისბაქტერიოზს, რომლის შედეგად ქალთა სქესის 60-70 პროცენტს ექმნება სიძულვილი, თუნდაც საკუთარი საყვარელი მამაკაცისა, რადგან ამ შემთხვევაში ტკივილისა და ძალადობის აღქმა ეძლევა ადამიანს. გაიგეთ რაშია საქმე? ამის სამკურნალოდ ჩადიან არსებითად ადამიანები ხმელთაშუა და მკვდარ ზღვაზე, ხოლო ბომონდურმა აზროვნებამ საქართველოში ე.წ. სსრკ-ს ვანები მოისროლა. ადამიანმა მოისროლა ხელსაწყო, სადაც შეუძლია შექმნას ხმელთაშუა ზღვისა, თუ მკვდარი ზღვის წყალი ჯამრთელობის დაცვისა და მკურნალობისათვის. ხოლო ანაერობული სივრცე აკეთებს იქ იმას, რაც განასხვავებს ადამიანს ცხოველისაგან, რადგან ის დავადებები, რაც აქვს ადამიანს ამის შედეგად არ გააჩნია არც ერთ ცხოველს. დიდება უფალს,. იხვარჩალით ბაბა!
რისთვის ვწერ ამას, თუნდაც ამ დროს რა უნდა აკეთო მეტი? ხვალ რომ შეიცვალოს საქმედიას თემატიკა, ხვალ რომ ერთსა და იმავე სახეს არ ვხედავდეთ ეთერში. სადღაც ძის გოგოლის შინელში მკვლევარი, თუ მეცნიერი, რომელსაც სხვა გაგება გააჩნია და უნდა მიეწოდოს ეს საზოგადოებას. ადამიანს უნდა მიეცეს მეცნიერებისა და საუკეთესო გამოცდილებაზე ინფორმაციები და არ უნდა იყოს ის თაღლითობაზე დამოკიდებული, სადაც ფულია მთავარი, ხოლო ეს ფული რაში უნდა ამ გაგებაში ადამიანს ჩემთვის ისეა გაურკვეველი, როგორც ინდიელისათვის ოქროს გულისათვის ადამიანის მოკვლა, ფული, რომელიც საქმიანობისა და შემოქმედების გაგება გააჩნია, ეს სხვა ფულია, ხოლო ფულს, რომელსაც ეს არ გააჩნია ცალსახად სხვაა, ჩამორჩენილობა და უწესობაა ადამიანისა და ხალხისა. არც ერთი ფული არ ღირს არაფრად ცოდვის გაგებაში!