მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, პანდემია რა, საახალწლოდ ისვენებს?" - გიგი უგულავა
"შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, პანდემია რა, საახალწლოდ ისვენებს?" - გიგი უგულავა

არა­ნა­ი­რი აზრი არ არ­სე­ბობს მთი­ა­ნი კუ­რორ­ტე­ბის ჩა­კეტ­ვა­ში გარ­და იმი­სა, რომ მი­ვი­ღებთ მთა­ში პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით შიმ­შილს,- ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რი­თიც კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბი­სას ით­ვა­ლის­წი­ნებს მხო­ლოდ იმ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რებს, რომ­ლე­ბიც მათი „პო­ლი­ტი­კუ­რი მა­რი­ო­ნე­ტე­ბი არი­ან“. რო­გორც უგუ­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მსჯე­ლო­ბა წა­რი­მარ­თოს გა­ფარ­თო­ვე­ბულ ფორ­მატ­ში, მათ შო­რის, ოპო­ზი­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და ეს პრო­ცე­სი მარ­ტი­დან უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო.

"ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უთ­ვლე­ლია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ემ­სა­ხუ­რე­ბა პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლას მთე­ლი რიგი ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს გა­ხა­რი­ამ გა­მო­ა­ცხა­და. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ გად­მო­ი­წია ე.წ კო­მენ­დან­ტის სა­ათ­მა, რო­მელ­ზეც, რა­ტომ­ღაც, მთავ­რო­ბა დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს და 21:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყე­ბა. მე მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­თხრა, რომ „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ სა­დაც შე­მო­ი­ღეს, ოდე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბის გა­ი­ზარ­და,“- გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მისი თქმით, რე­ა­ლუ­რად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კლავს ეკო­ნო­მი­კას, რად­გან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი­სა და მათ შო­რის, მეტ­როს შე­ჩე­რე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­სა­ხურ­ში ვერ ივ­ლი­ან.

„არა­ვის ჰქონ­დეს იმის ილუ­ზია, რომ ვინ­მე სამ­სა­ხურ­ში ტაქ­სით მივა, ეს არის სი­სუ­ლე­ლე. იმის ნაც­ვლად, რომ ავ­ტო­ბუ­სებ­ში დაგ­ვე­მა­ტე­ბი­ნა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც მძღოლ­თან ერ­თად გა­ა­კონ­ტრო­ლებ­და პირ­ბა­დის ხმა­რე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის ოდე­ნო­ბას ტრან­სპორ­ტში, ჩვენ ვი­ღებთ რე­ა­ლო­ბას, რო­დე­საც სრუ­ლად იკ­რძა­ლე­ბა ტრან­სპორ­ტი.

ეს შე­ზღუდ­ვე­ბი სა­ა­ხალ­წლოდ რა­ტომ მო­იხ­სნე­ბა, გა­უ­გე­ბა­რია, რად­გან თუ სა­ჭი­როა სა­ა­ხალ­წლო­დაც სა­ჭი­როა, პან­დე­მია რა სა­ა­ხალ­წლოდ ის­ვე­ნებს? და შემ­დეგ უკვე 3 იან­ვრი­დან 2 კვი­რა ქვე­ყა­ნა სა­ერ­თოდ ის­ვე­ნებს - ეს რას ნიშ­ნავს, რომ სა­ერ­თოდ გა­ჩერ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენ პან­დე­მი­ა­ზე უა­რეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­მოვ­ჩნდეთ, ერთი დიდი ღვიძ­ლის გა­დი­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს ამ ხალ­ხმა იმი­ტომ, რომ სმას გა­დაჰ­ყვეს ნა­ხე­ვა­რი ქვე­ყა­ნა. სა­ერ­თოდ გა­უთ­ვლე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი,“- გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უგულავას
125

შენ შარზე ხარ, ქუდი რატომ არ გაფარიაო, ესე მოგდის...

48 ლიმონი დადე!
156

ან რაც დაგრჩა, შიზიკა სულ ხომ არ აგახევდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, პანდემია რა, საახალწლოდ ისვენებს?" - გიგი უგულავა

"შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, პანდემია რა, საახალწლოდ ისვენებს?" - გიგი უგულავა

არანაირი აზრი არ არსებობს მთიანი კურორტების ჩაკეტვაში გარდა იმისა, რომ მივიღებთ მთაში პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითიც კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამ შეზღუდვების დაწესებისას ითვალისწინებს მხოლოდ იმ სპეციალისტების აზრებს, რომლებიც მათი „პოლიტიკური მარიონეტები არიან“. როგორც უგულავამ აღნიშნა, აუცილებელია მსჯელობა წარიმართოს გაფართოვებულ ფორმატში, მათ შორის, ოპოზიციის მონაწილეობით და ეს პროცესი მარტიდან უნდა დაწყებულიყო.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად გაუთვლელია, აბსოლუტურად არ ემსახურება პანდემიასთან ბრძოლას მთელი რიგი ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს გახარიამ გამოაცხადა. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გადმოიწია ე.წ კომენდანტის საათმა, რომელზეც, რატომღაც, მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს და 21:00 საათიდან დაიწყება. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „კომენდანტის საათი“ სადაც შემოიღეს, ოდენობა ყოველდღიური ინფიცირების გაიზარდა,“- განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, რეალურად ხელისუფლება კლავს ეკონომიკას, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მათ შორის, მეტროს შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ადამიანები სამსახურში ვერ ივლიან.

„არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვინმე სამსახურში ტაქსით მივა, ეს არის სისულელე. იმის ნაცვლად, რომ ავტობუსებში დაგვემატებინა ზედამხედველობის სამსახურის ერთი თანამშრომელი, რომელიც მძღოლთან ერთად გააკონტროლებდა პირბადის ხმარებასა და ადამიანების ოდენობას ტრანსპორტში, ჩვენ ვიღებთ რეალობას, როდესაც სრულად იკრძალება ტრანსპორტი.

ეს შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, რადგან თუ საჭიროა საახალწლოდაც საჭიროა, პანდემია რა საახალწლოდ ისვენებს? და შემდეგ უკვე 3 იანვრიდან 2 კვირა ქვეყანა საერთოდ ისვენებს - ეს რას ნიშნავს, რომ საერთოდ გაჩერდება ყველაფერი და საბოლოო ჯამში, ჩვენ პანდემიაზე უარეს სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, ერთი დიდი ღვიძლის გადიდება შეიძლება მიიღოს ამ ხალხმა იმიტომ, რომ სმას გადაჰყვეს ნახევარი ქვეყანა. საერთოდ გაუთვლელია ეს ყველაფერი,“- განაცხადა უგულავამ.

"მოლაპარაკებების რეალობა მკვეთრად შეიცვალა, უკვე არ არსებობს ოპოზიციის მთავარი ბრალდება, ის გაცამტვერდა" - არჩილ თალაკვაძე

ხმების პარალელური დათვლის შედეგები - ISFED-ი დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს

"პარლამენტში შესვლა მინდა, ოღონდ, ეს არ არის პარლამენტი - იქ შესვლა სირცხვილია!" - იაგო ხვიჩია