მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო: სასწრაფო დახმარების მანქანების რიგი კოვიდსასტუმროსთან - რა განმარტებას აკეთებს სასტუმროს დირექტორი
დღის ფოტო: სასწრაფო დახმარების მანქანების რიგი კოვიდსასტუმროსთან - რა განმარტებას აკეთებს სასტუმროს დირექტორი

ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, სას­წრა­ფო­ე­ბის რი­გია აღ­ბეჭ­დი­ლი. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლია გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, სას­ტუმ­რო "შა­ი­ნის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ სუ­რათ­ზე ასა­ხუ­ლია ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა და ამ სას­წრა­ფო­ებ­ში სწო­რედ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი წვა­ნან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ რიგს ელო­დე­ბი­ან, რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მათ­თვის ად­გი­ლი.

რა ხდე­ბა ფო­ტო­ზე რე­ა­ლუ­რად და რა­ტომ დგას სას­წრა­ფო­ე­ბის რიგი სას­ტრუმ­როს­თან? - ამ სა­კი­თხზე "შა­ი­ნის“ დი­რექ­ტორს რა­მაზ ბი­ჭი­აშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

- ჩვე­ნი ობი­ექ­ტი კო­ვიდ­სას­ტუმ­როდ გა­და­კეთ­და. იცით, უკვე რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქა­ლაქ­ში და ჩვე­ნი სას­ტუმ­როს რე­სურ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვემ­სა­ხუ­რე­ბით კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებს.

- რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია სას­წრა­ფო­ე­ბის ამ­ხე­ლა რიგი კო­ვიდ­სას­ტუმ­როს­თან?

- დიახ, ხში­რია რო­დე­საც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა, 10-12 ერ­თდრო­უ­ლად მო­დის და პა­ცი­ენ­ტე­ბი მოჰ­ყავს აქვე გე­ტყვით, რომ ჩვენ­თან პა­რა­ლე­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ცხე­ლე­ბის ცენ­ტრი. ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ ექი­მე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, რომ­ლე­ბიც ატა­რე­ბენ ტეს­ტი­რე­ბას. და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თუ გვაქვს ად­გი­ლი, ჩვენ­თან სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში გა­და­ყავთ, თუ, არა­და, ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის­თვის ად­გი­ლის მო­ე­ძებ­ნა ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა. რიგი ფო­ტო­ზე, რის გა­მოც, ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი ატყდა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა უკვე.

- რამ­დე­ნი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას თქვენ­თან?

- 37 ოთა­ხი გვაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. გა­დატ­ვირ­თუ­ლად წა­ვი­და ეს დღე­ე­ბი, თით­ქმის ყო­ველ­დღე მო­ყავ­დათ პა­ცი­ენ­ტე­ბი.

- ხში­რია, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მძიმ­დე­ბა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ყავთ?

- ჩვე­ნი უშუ­ა­ლო პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა იწყე­ბა იქ, რომ პა­ცი­ენ­ტი შე­დის ნო­მერ­ში და პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი ვართ მის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, მაგ­რამ რამ­დე­ნად მძი­მე­ე­ბი არი­ან, სხვა­გან თუ გა­და­ყავთ, შო­რი­დან ვაკ­ვირ­დე­ბი ამ პრო­ცესს. მუდ­მი­ვად ხდე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გე­ტყვით, ეს ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ას ცდე­ბა.

- ხში­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ებ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბის შე­სა­ხებ...

- ზო­გა­დად ფონი რთუ­ლია, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი რომ მო­დის, ტაშ-ფან­დუ­რით ვერ შე­მო­ვა სას­ტუმ­რო­ში, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი ინ­ცი­დენ­ტი არ მომ­ხდა­რა. ვიდ­რე გაგ­რძელ­დე­ბა პან­დე­მია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ისეთ გა­რე­მოს, რო­გო­რიც ახლა გვაქვს.

- გი­სურ­ვებთ, რომ მალე ტუ­რის­ტე­ბი მი­გე­ღოთ სას­ტუმ­რო­ში...

- ნეტა ხვალ გა­თენ­დეს ისე­თი დილა, რომ სას­ტუმ­რო­ში ტუ­რის­ტი შე­მო­ვი­დეს. ყვე­ლა მინ­და, რომ ჯან­მრთე­ლად ვი­ყოთ. ჩვენ სას­ტუმ­რო ვართ და არა კლი­ნი­კა, გვინ­და ჩვე­ნი საქ­მე ვა­კე­თოთ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თანამშრომელი ქ-ნი.
0

ამაზე კარგი რა გინდა, სასტუმროები არ მუშაობენ, ამან კი კარგად "გაარტყა", სახელმწიფოს ხარჯზე გადატვირთულია. ყოჩაღ ბიჭი! ოღონდ ფრთხილად, კორონა არ შეგეყაროს, თორემ დავიღუპებით. ისე კაცური იყო შენს ხარჟზე გაგეკეთებინა, დაგიფასებდა ქართველი ერი.

Dr.
42

ხო რა ვიცი, თურმე ექიმები არაფერს ვაკეთებთ :))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

დღის ფოტო: სასწრაფო დახმარების მანქანების რიგი კოვიდსასტუმროსთან - რა განმარტებას აკეთებს სასტუმროს დირექტორი

დღის ფოტო: სასწრაფო დახმარების მანქანების რიგი კოვიდსასტუმროსთან - რა განმარტებას აკეთებს სასტუმროს დირექტორი

ფოტოზე, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, სასწრაფოების რიგია აღბეჭდილი. როგორც გავარკვიეთ, სურათი გადაღებულია გურამიშვილის გამზირზე, სასტუმრო "შაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ სურათზე ასახულია ჩვენი რეალობა და ამ სასწრაფოებში სწორედ კოვიდინფიცირებული პაციენტები წვანან, რომლებიც თავიანთ რიგს ელოდებიან, როდის გათავისუფლდება მათთვის ადგილი.

რა ხდება ფოტოზე რეალურად და რატომ დგას სასწრაფოების რიგი სასტრუმროსთან? - ამ საკითხზე "შაინის“ დირექტორს რამაზ ბიჭიაშვილს ვესაუბრეთ:

- ჩვენი ობიექტი კოვიდსასტუმროდ გადაკეთდა. იცით, უკვე რა მდგომარეობაა ქალაქში და ჩვენი სასტუმროს რესურსიდან გამომდინარე, ვემსახურებით კოვიდპაციენტებს.

- რამდენად რეალურია სასწრაფოების ამხელა რიგი კოვიდსასტუმროსთან?

- დიახ, ხშირია როდესაც სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა, 10-12 ერთდროულად მოდის და პაციენტები მოჰყავს აქვე გეტყვით, რომ ჩვენთან პარალელურად ფუნქციონირებს ცხელების ცენტრი. ადგილზე მუშაობენ ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ატარებენ ტესტირებას. დადასტურების შემთხვევაში თუ გვაქვს ადგილი, ჩვენთან სასტუმროს ნომერში გადაყავთ, თუ, არადა, ხდება პაციენტისთვის ადგილის მოეძებნა ან საავადმყოფოში გადაყვანა. რიგი ფოტოზე, რის გამოც, ამხელა ამბავი ატყდა, ჩვეულებრივი მოვლენაა უკვე.

- რამდენი კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას თქვენთან?

- 37 ოთახი გვაქვს გამოყოფილი პაციენტებისთვის. გადატვირთულად წავიდა ეს დღეები, თითქმის ყოველდღე მოყავდათ პაციენტები.

- ხშირია, როდესაც პაციენტი მძიმდება და საავადმყოფოში გადაყავთ?

- ჩვენი უშუალო პასუხიმგებლობა იწყება იქ, რომ პაციენტი შედის ნომერში და პასუხისმგებლები ვართ მის მომსახურებაზე, მაგრამ რამდენად მძიმეები არიან, სხვაგან თუ გადაყავთ, შორიდან ვაკვირდები ამ პროცესს. მუდმივად ხდება ცვლილებები, მაგრამ დეტალურ ინფორმაციას ვერ გეტყვით, ეს ჩვენს კომპეტენციას ცდება.

- ხშირად ვრცელდება ინფორმაცია კოვიდსასტუმროებში მომხდარი ინციდენტების შესახებ...

- ზოგადად ფონი რთულია, დაავადებული ადამიანი რომ მოდის, ტაშ-ფანდურით ვერ შემოვა სასტუმროში, მაგრამ არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. ვიდრე გაგრძელდება პანდემია შევინარჩუნებთ ისეთ გარემოს, როგორიც ახლა გვაქვს.

- გისურვებთ, რომ მალე ტურისტები მიგეღოთ სასტუმროში...

- ნეტა ხვალ გათენდეს ისეთი დილა, რომ სასტუმროში ტურისტი შემოვიდეს. ყველა მინდა, რომ ჯანმრთელად ვიყოთ. ჩვენ სასტუმრო ვართ და არა კლინიკა, გვინდა ჩვენი საქმე ვაკეთოთ.